_ _ _ _ _ _ _ _
ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
img
უფასო შენახვა
შეძენიდან 3 თვის განმავლობაში
img
უფასო მიწოდება
თბილისისა და მისი შემოგარენის მასშტაბით
img
უფასო მონტაჟი
მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით
სიახლეები
კასტელოს შოურუმს ჩაუტარდა დეზინფექცია
16 მარტს კასტელოს შოურუმს ჩაუტარდა გენერალური დეზინფექცია სპეციალურად შერჩეული მაღალეფექტური სადეზინფექციო საშუალებებით.

ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა, შესაბამისად მივმართავთ ყველა იმ საჭირო ზომასა თუ ხერხს, რომელიც მათ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას 
ჟურნალ OK-ის #73 ნომერი

ჟურნალ OK-ის აგვისტოს ნომერი

ავეჯის მაღაზია კასტელო გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე

ძვირფასო მომხმარებლებო,
⠀⠀⠀
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 მარტის განკარგულების შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, COVID-19 ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით - იტალიური ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი კასტელო დროებით წყვეტს ფუნქციონირებას და გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე.
⠀⠀⠀
შეკვეთების განხორციელება შესაძლებელი იქნება:

ჩვენი ვებგვერდის www.castello.ge

FB-ის გვერდის (facebook.com/castello.georgia)

Instagram-ის გვერდის (castello_furniture_georgia)

შემდეგი მობილური ტელეფონების მეშვეობით:

▪️591 03 78 78
▪️591 03 79 79
▪️579 14 87 78
⠀⠀⠀
ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გაუმკლავდება არსებულ საფრთხეს და ჩვენც დაუბრუნდებით ჩვეული მუშაობის რიტმს. 🙏❤️
⠀⠀⠀
#დარჩისახლში #stayhome #ვიზრუნოთერთმანეთზე #ერთადდავამარცხოთ #STOPCOVID19 🤜🤛 #ყველაფერიკარგადიქნება

ჟურნალ GLOSSY-ის იანვრის ნომერი

ჟურნალ GLOSSY-ის იანვრის ნომერი

მასალები

ავეჯი, როგორც წესი მზადდება ხის, მეტალის, მარმარილოს, შუშის, ქსოვილის ან მათთან დაკავშირებული მასალისაგან და განსაზღვრავს მის ფუნქციურ და ვიზუალურ ნაწილს. ჩვენი თქვენთვის შევქმენით სპეციალური გვერდი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დისტანციურად გაეცნოთ თითოეული ბრენდის მიერ შეთავაზებულ მასალებისა და ფერების ასორტიმენტს და შეარჩიოთ სასურველი მათგანი

მოვლა

თითოეულ მასალას, იქნება ეს ხე, მარმარილო თუ ქსოვილი თავისი მოვლის ტექნიკა აქვს, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენი ავეჯი მუდამ ახალივით იბრწყინებს. სწორედ, ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური გვერდი, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ავეჯის მოვლის არსებული საშუალებების და მათი სწორად გამოყენების შესახებ

Divanidea-ს  ჰყავს უზარმაზარი გუნდი, რომელიც შედგება კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც აწარმოებენ მაღალი ხარისხის ავეჯს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებით და ყოველი მოდელი არის გარანტია ნამდვილი ესთეტიური ფასეულობის, სრული კომფორტის, რეალური დასვენებისა და პერსონალიზაციის. სწორედ, პერსონალიზაციაა მათი ძლიერი მხარე, ყოველი დივანი, რომელიც Divanidea-ს მიერ არის შექმინილი სრულიად ექვემდებარება კლიენტის მოთხოვნას და შესაბამისად არის ინდივიდუალური. Divanidea-ს საწარმოო სიმძლავრეები გადანაწილებულია ოთხ სხვადასხვა ქარხანაში, ხოლო მთავარი საწარმო მდებარეობს Cessalto-ში.

დამზადებულია იტალიაში LOF’S–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

ჩვენი კომპანიის მიზანია იტალიაში არსებული ღია ცის ქვეშ ცხოვრების კულტურის გაზიარება სამყაროსთვის, ჩვენი ხელწერის მქონე ავეჯის დამზადება, რომელიც ტრადიციის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ხარისხის ნაერთია. ჩვენ გვსურს შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, რომელიც წლობით გემსახურებათ. ეს ყველაფერი კი პროდუქტში  ესთეტიური მომხიბვლელობის, ფუნქციონალურობის, ტექნოლოგიური განვითარების, წარმოების ხარისხისა და გარემოს პატივისცემის კომბინაციით მიიღება.

Rexangelo არის კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა მაგიდების დასამზადებლად ვენეციური მინა მურანო, როგორც ძირითადი მასალა. Rexangelo ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მაღლი ხარისხის ისეთი მასალების გამოყენებას, როგორებიცაა მინა, მარმარილო, ჭედური რკინა და ხე. მათი დამუშავება ოსტატურად, უპრეცენდენტო კონტრასტებისა და მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ხდება. შედეგად ვიღებთ ავეჯს, რომელიც გამოხატავს ტექნოლოგიების, დიზაინის, კვლევების და ტრადიციების შესანიშნავ შერწყმას.

DelightFULL - შუა საუკუნეების განათების დიზაინის ახალი ინტერპრეტაცია. ჩვენ აღვადგინეთ 40-70-იანი წლების ინსპირაციული ხელოვნება და დღეს გთავაზობთ სრულიად ახალ კლასიკურ სანათებს, თანამედროვე დეკორის ფერებისა და მასალების პროგრესიით.
ჩვენი შუა საუკუნეების სულისკვეთება დაგეხმარებათ ნებისმიერი პროექტის ხორცშესხმაში, ჩვენ შევქმნით თითოეულ დეტალს რომელიც თქვენ გჭირდებათ.

mmlampadari-ის ხარისხი აზროვნებისა და შემოქმედების შედეგია: „ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ინტუიციასა და იდეისთვის ნივთიერი სახის მიღების უნარს. ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი სინათლე შევძინოთ ყველა ადამიანის ოცნებას“.

დაწყებული ლითონის დამამუშავებელი ლაბორატორიიდან, მინისა და მხატვრული კერამიკის ქარხნებამდე, მიმდინარეობს უწყვეტი კომუნიკაცია დიზაინერებს, ტექნიკოსებსა და ოსტატებს შორის, რათა მიაღწიონ ბრწყინვალების ახალ სტანდარტებს და ხელი შეუწყონ ავთენტური მასალის დამზადებას იტალიაში. mmlampadari-ის ყველა პროდუქტი ხელნაკეთია და მოიცავს დამუშავების, როგორც უძველეს, ასევე უახლეს ხერხებს. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს დეკორის უსასრულო კომბინაციებს, რათა მაქსიმუმამდე აიყვანოს თითოეული პროდუქტის ესთეტიური და ტექნიკური მხარე.

Essential Home - ეს გახლავთ ავეჯის შუასაუკუნოვანი დიზაინის კონცეფციაზე დამყარებული ინოვაციური  ბრენდი, რომელიც შთაგონების წყაროდ იყენებს გასული საუკუნის 30-60-იანი წლების  მნიშვნელოვან ისტორიულ და კინემატოგრაფიულ ცნობებს და აქცევს მათ ინტერიერის უნიკალურ ნიმუშებად.
თითოეული ნაწილის უნიკალური დიზაინი გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ფანტაზია და  მხატვრული ხედვა, რეალობაში მოიყვანოთ კრეატიული პროექტები: კლასიკური თუ თანამედროვე, მდიდრული თუ სადა. Essential Home-ს შეუძლია შექმნას საუკეთესო გადაწყვეტილებები ინტიმური და მყუდრო ინტერიერისათვის, რომელიც იქნება ელეგანტურობისა და დახვეწილობის საუკეთესო ნიმუში. Essential Home-ის თითოეულ მოდელზე იგრძნობა შუასაუკუნეების თანამედროვე ხელწერა.

Boca do Lobo დაარსდა 2005 წელს და დასაბამიდან მიილტვოდა აღედგინა ოსტატობის უძველესი ტრადიციები, რათა შეექმნა თანამედროვე დიზაინის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშები.
Boca do Lobo-ს თითოეული შედევრი უძველესი ტრადიციების მატარებელია. ამ სფეროს ოსტატები მსოფლიო ინტერიერის დიზაინისათვის ქმნიან გამომწვევებს, რომელიც ძველი ტრადიციებისა და  უახლესი ტექნოლოგიური მეთობის ერთობლიობაა. ისინი ირჩევენ საუკეთესო მასალებს და ქმნიან განუმეორებელ ფორმებს, Boca do Lobo ყოველი მოდელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც წარმოშობს მარადიულ კოსმოპოლიტურ გარემოს.

KOKET გთავაზობთ უაღრესად გამორჩეულ უნიკალურ კოლექციებს რბილი ავეჯის, განათებისა და აქსესუარების კუთხით, რომლის მისიაა შთაგაგონოთ სიყვარული, მოგანიჭოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და უსაზღვრო ემოცია დახვეწილი ელემენტებითა და განუმეორებელი დიზაინით.
KOKET-ს მართავს მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ცდილობენ შექმნან დიზაინის მაცდუნებელი მომენტები, ისინი უზრუნველყოფენ რომ ბრენდის კოლექციები წარმოდგენილი იყოს  მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ გამორჩეულ და ელიტარულ შოურუმებში.
BRABBU - დიზაინის ძალა, თანამედროვე, ტრენდული ინტერიერის იდეები, ცხოვრების ინტენსიური გზა და მკაცრი ურბანული სტილი. სწორედ ამ მოტივით იქმნება BRABBU-ს მრავალფეროვანი კოლექციები, რომლის თითოეული დეტალიც კი ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ეს კოლექცია.
BRABBU-ს უახლესი დიზაინერული კოლექციები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღონისძიებებზე. უნიკალური,  ეკლექტური მოდელები, რომლებიც განსაზღვრავენ ინტერიერის დიზაინის მომავალ ტენდენციებს.

ჩვენ ვიყენებთ მასალას იმისათვის, რომ შევქმნათ იდეები, რომლებიც მომავალს გაანათებს. Talenti–ის პროდუქცია ექსკლუზიურია და მოიცავს იმ დიზაინერების ხელწერას, რომლებიც უზიარებენ კომპანიას თავიანთ იდეებსა და შთაგონებას კრეატიული და ელეგანტური ნივთების შესაქმნელად. ეს არის იტალიური ელეგანტურობა, რომელიც საუბრობს დახვეწილი გარე ავეჯის ენით. Talenti–ის ავეჯისთვის დამახასიათებელია მინიმალისტური სტილი და დახვეწილი დიზაინი.  Talent-ი არასოდეს გაგიცრუებთ იმედს, ისევე, როგორც ყველა სხვა იტალიური პროდუქტი, რომელიც იმსახურებს ამ სახელს.

Slamp–ი ქმნის დეკორატიული დიზაინის სანათებს. იგი ბუნების სამყაროს, არქიტექტურის, მოდის ინდუსტრიის ვირტუოზების და ხელოვნების უახლესი ტრენდების გამოყენებით გარდაქმნის ნივთებს მანათობელ საგნებად, რომლებიც გვიქნიან გარკვეულ განწყობას და ამოვდროულად უნივერსაულურებიც არიან. ეს მიიღწევა ახალი თაობის  მასალების და სპეციალური ხელნაკეთი დეტალების მეშვეობით, რომელთა გაერთიანებითაც Slamp–ი  აცოცხლებს მდიდრულ და ხატოვან პანორამას.

ROSINI, რბილი ავეჯის წარმოების 40 წლიანი ტრადიცია, დიდი ისტორიისა და გამოცდილების  მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება, თუმცა უცვლელი რჩება მისი ღირებულებები: სრულყოფილება, რომელიც ასოცირდება სიტყვებთან „დამზადებულია იტალიაში“, სრული კონტორლი წარმოების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური ხარისხისათვის.

დროში განუსაზღვრელი ელეგანტურობა, მოდური ტენდენციები და ტრენდად ქცეული დიზაინი - Luxxu-ს იმპერია თავად ქმნის საკუთარ მომავალს.
Luxxu-ს სანათები უკვდავი კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, საიდანაც იწყება მოგზაურობა ფუფუნების სამყაროში. გაბედული დიზაინი, სიმფონია, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ ერთი საკვანძო ობიექტით. ამბიენსი, მარადიული ესთეტიკური ენა, რომელსაც ბრენდის ყოველ მოდელში თანაბრად იგრძნობთ.

ფუფუნება იქმნება, იგი არ მზადდება. ჩვენ გვჯერა, რომ პროდუქტის შექმნა მის მატერიალურ ღირებულებას აღემატება. თითოეული ნამუშევარი, რომელიც გულით, გონებითა და მარჯვე ხელებით არის შექმნილი, უნიკალურია. ჩვენთვის ფუფუნება ნამდვილი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მას ოსტატი ქმნის. უნარები, გამოცდილება და ორგანიზირებულობა არის თვისებები რომელიც ჩვენს ყველა პრიფესიონალს ახასიათებს, რაც გვეხმარება ამგვარი გამორჩეულიდ მაღალი შედეგების მიღებაში.

“დამზადებულია იტალიაში” Gurian–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

ჩვენი მისიაა გადავაქციოთ იდეები უნიკალურ და ორიგინალურ ნივთებად. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს ახალი მასალებით, რადგანაც ჩვენი დევიზია: ,, გამოცდილება ქმნის პროდუქტს’’ და არა მეცნიერება. ახლის შექმნის ყოველი მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ, ექსპერიმენტები ჩვენ გვმატებს სითამამეს და გვძენს გამოცდილებას. ჩვენ შევისწავლით, ვურთიერთობთ, განვსაზღვრავთ და ვანვითარებთ ნედლეულის პოტენციალს, შედეგად ყოველ ჯერზე ვიღებთ რაიმე განსხვავებულს.

იქ სადაც სხვები ხედავენ უბრალოდ ხეს, მეტალს ან ნაჭერს, ჩვენ ვხედავთ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. Arketipo – ეს არის გამოცდილება, რომლითაც ჩვენ ყოველ იდეას განსხვავებული კუთხით ვუდგებიათ.

Twils-ის ბრენდის დაარსებას წინ უძღვოდა  შესანიშნავი იტალიური ისტორია, რომელიც დაიწყო 1982 წელს, ტრევისოს პროვინციის ქალაქ ვენეტოში. პატარა ლუისელა და სიმონე ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდნენ, როდესაც მამამ სწორად განჭვრიტა საფეიქრო ინდუსტრიის პოტენციალი და ის ძალიან მალე წარმატებულ საოჯახო ბიზნესად აქცია.

2007 წელს მათი შექმნეს ბრენდი სახელად Twils, რომელიც შემდეგი სახელების ინიციალებისაგან შედგება: Tiziano, Wilma, Luisella და Simone. ბრენდის შექმნასთან ერთად, მათ დაიწყეს სხვადასხვა ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობაც, რომელიც Twils R&D ეგიდის ქვეშ ერთინდება და სწორედ მათი დიზაინით იქმნება Twils-სა და Twils Lounge-ს ექსკლუზიური კოლექციები.

Londonart არის კრეატივისა და შემოქმედების დიზაინერული ლაბორატორია, რომლის მიზანი ინტერიერისათვის ორიგინალური გადაწყვეტილებების მოძიებაა. თანამედროვე ესთეტიური კვლევა, რომელიც თითოეულ კედელზე. მატებს დინამიზმს, ემოციას, ხიბლს და ცნობისმოყვარეობას. თითოეული შპალერის სილამაზე და უნიკალურობა განისაზღვრება იმ თანამედროვე და პერსონიფიცირებული ელემენტებისაგან, რომელიც იცვლება სივრცის, დიზაინისა და ინტერიერის შესაბამისად.

Londonart ეს არის უპირველეს ყოვლისა მაქსიმალურად პერსონიფიცირებული ავთენტური რეწვითი სამუშაოები, რომელიც ქმნის თანამედროვე, უნიკალურ და ფუნქციონალურ პროდუქტებს. ხოლო მათი საბრენდო სტილი კი მოდის გრაფიკული და არქიტექტურული ელემენტების,  მასალები,  ქსოვილები,  ესთეტიკასა და დეკორაციის თანამედროვე ტენდეციებისა საფუძველზე, რომელსაც თან ახლავს სივრცეების  რაციონალური და ჰარმონიული გადაწყვეტილებები.

„მდიდრული ცხოვრების განსახიერება“- ასე უწოდებენ ჰოლანდიურ ბრენდ Eichholtz-ს, რომლის შოურუმები განთავსებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე და ითვლება ერთ-ერთ ტრენდულ და სასურველ ადგილად, მათთვის, ვისაც სურს მოიწყოს გამორჩეული და მდიდრული ინტერიერი. 
ბრენდის ისტორია  უკავშირდება თიო აიჰოლთცს, ანტიკვარიატის კოლექციონერს, რომელიც მუდამ უნიკალური ნივთების ძიებაშია. სწორედ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ანტიკვარულ ბაზრობებსა და მაღაზიებში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები გახდა მისი შთაგონების წყარო, შეექმნა რაიმე განსხვავებული და სრულიად გამორჩეული, როგორიცაა დღეს Eichholtz-ი. 

Pregno მსოფლიოში პროფესიონალიზმის, კრეატიულობის და სტილის სინონიმია. ჩვენი ფასეულობები არის ჩვენი თითოეული პროდუქტის არსში: ერთი რიგითი  ნივთიდან დაწყებული და ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ავეჯით დამთავრებული. Pregno–ს ოსტატებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რაც თავს იჩენს სრულყოფილების ძიებაში და იმის რწმენში რომ ყოველი დავალება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს შესრულებული.

50 წელიწადზე მეტია რაც LENZI ტოსკანიდან, იტალიური მარმარილოს რეგიონის გულიდან, აწარმოებს მარმარილოს მაგიდებს და აქსესუარებს იმ იდეით, რომ შესძინოს ამ უნიკალურ და გასაოცარ მასალას სიმსუბუქე, სიკაშკაშე და შთამაგონებელი დიზაინი.

LENZI : ბრენდი, ოჯახი და მარმარილოსთან მუშაობის გამოცდილების ხანგრძლივი ტრადიცია

Bomma  ამაყად აგრძელებს მინის დამზადების ტრადიციულ ხელობას და  მას სახლის განვითარებულ ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ჩვენი მიზანია კარგი დიზაინი და თანამედროვე სიმარტივე, შუშის პროდუქტის წარმოების უმაღლეს მწვერვალამდე მიყვანა. Bomma გადააჭარბებს თქვენს წარმოდგენებს  შუშის პროდუქციის დიზაინისა და ხელობის შესახებ.

Qeeboo არის იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს Stefano Giovannoni- ის მიერ 2016 წელს  შექმნილ ავეჯს და აქსესუარებს. პროდუქტები  ემოციური და შინაარსიანია, ისინი  არ არის  ბურჟუაზიული, მაგრამ ყველასათვის შესაფერისია. ერთხელ უკვე შექმნილნი,  ჩვენი ინტერპრეტაციით იძენენ ახალ ცხოვრებას.

Castello არის ბრენდი, რომლის ეგიდისა და პატრონაჟის ქვეშ ჩვენმა გუნდმა შემოიყვანა ქართულ ბაზარზე თანამედროვე ავეჯის წარმოების სეგმენტში მოქმედი ისეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბრენდები, როგორებიცაა: Reflex Angelo, Arketipo, Bruno Zampa, Pregno, Twils, Veneran Mobili, London Art Wallpapers, MM Lampadari, Slamp, Divanidea, Talenti Outdoor Living, Emu, Booma, Alf DaFre, GURIAN, LOF’S, GERVASONI, SITAP CARPETS და სხვა.

ასევე, Castello-ს ლოგოს ქვეშ ჩვენი კომპანია ახორციელებს მსოფლიოს წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის იმპორტს ცალკეული შეკვეთების შემთხვევაში, რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენელიც ჯერ-ჯერობით არ არის საქართველოში.


გამოწვევებით აღსავსე გზა 1964 წლიდან დღემდე, Veneran-ი იტალიური ტრადიციის ანარეკლია: რჩეული მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები, დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მუდმივი თვითგანახლება სივრცის უკეთესი ინტერპრეტაციისათვის, ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტენდენციები.

პერსონიფიცირებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქმნება თითოეული მოთხოვნის და გემოვნების დასაკმაყოფილებლად.