ჩვენს შესახებ
ავეჯის და აქსესუარების მულტიბრენდული შოურუმი Castello არის წამყვანი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერი და რითეილერი საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლის დეკემბრიდან ოპერირებს საშუალო და პრემიუმ-კლასის ავეჯის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად განახლებად ტრენდულ და ექსკლუზიურ კოლექციებს  - ავეჯის, ექსკლუზიური შპალერის, კედლის ინსტალაციების, აქსესუარებისა და განათების სეგმენტში.
ჩვენთან თქვენ შეხვდებით:

• მხოლოდ გამორჩეულ ბრენდებსა და ტოპ დიზაინერულ ნამუშევრებს

• განსხვავებული სტილისა და დიზაინის მოდელებს (მოდერნი, არტ-დეკო, ვინტაჟი, ეკლექტიკა, ნეო-კლასიკა)
• ინტერიერის მოდის თანამედროვე ტენდენციების საუკეთესო ნიმუშებს, როგორიცაა ზაჰა ჰადიდის სანათი  Aria Gold, ჯუზეპე ვიგანოს Overdrive და ა.შ

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ იტალიურ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Reflex Angelo, Arketipo, BRABBU, Boca Do Lobo, LUXXU, KOKET, DelightFULL, ESSENTIAL HOME,  EICHHOLTZ, Twils, Veneran Mobili,  Divanidea, ROSINI, Gurian, LOF'S, Slamp, MM Lampadari, Booma, London Art Wallpaper, Qeeboo, Lenzi Marble Attitude, Emu, Talenti Outdoor Living, Bruno Zampa, Pregno და სხვა.

კასტელოს შოურუმში წარმოდგენილი თითოეული ბრენდის, თითოეული მოდელი იქნება ეს დივანი, საწოლი თუ სხვა სახის ავეჯი თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია სხვადასხვა ზომაში, ფორმაში, მასალასა თუ ფერში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას ნებისმიერი მოდელი იდეალურად შეუხამოთ თქვენს ინტერიერს და შექმნათ გამორჩეული ატმოსფერო თქვენს სახლში. ჩვენ გთავაზობთ ხავერდის, ალკანტარას, იტალიური ტყავის, ტყავის შემცვლელის, ველიურისა და სხვა ძვირფასი ტექსტილის დიდ ასორტიმენტსა და ფერთა მდიდარ პალიტრას.