"ინტეგრაცია დიზაინში" - OLEG TIMCHENKO-ს ნამუშევრების ექსპოზიცია კასტელოს შოურუმში

გვსურს სიამოვნებით გაცნობოთ, რომ მ.წ. 13 ოქტომბრიდან კასტელოს მულტიბრენდულ ინტერიერულ სალონში იხსნება ცნობილი მხატვრის, ესტეთიური ექსპრესიონიზმის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებლის Oleg Timchenko-ს ნამუშევრების ექსპოზიცია: "ინტეგრაცია დიზაინში".
ნახატებს შორის წარმოდგენილი იქნება როგორც მისი საუკეთესო ტილოები, ისე იშვიათი კერძო კოლექციების ნამუშევრები, კონტრასტული ხასიათისა და ტრანსფორმაციის ამსახველი შედევრები.

"მე არ ვხატავ მხოლოდ ფოთლებს ან ხეს, არამედ ნიავს რომელიც არხევს მათ" - ეს ბატონი ოლეგის საყვარელი სიტყვებია და ის, ასე აღწერს თავის შემოქმედებით მიდგომას, ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია გასულია Bonhams-ის აუქციონზე.

ზუსტად ამიტომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, Castello-ს მომხმარებელს ვჩუქნით უნიკალურ შესაძლებლობას 1 თვისა და მეტის მანძილზე უფასოდ გაეცნოს მის ხელოვნებას და დაინტერესების შემთხვევაში შეიძინოს გარკვეული ტილოები.


 


სრულად

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ზა­ი­ნის სამ­ყა­რო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სტე­ფა­ნო ჯო­ვა­ნი­ო­ნის და მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის ნა­ბი­ჯებს პრო­დუქ­ტის კვლე­ვი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­ის შექ­მნის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და - ახა­ლი თა­ო­ბის ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბი­ლი QEEBOO-ს და­არ­სე­ბას.

თა­ვი­სი ბესტსე­ლე­რე­ბით ცნო­ბილ­მა ს. ჯო­ვა­ნი­ო­ნიმ QEEBOO-ს ბრენ­დის ქვეშ შეს­ძლო მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ისე­თი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­ზა­ი­ნერ­თა ჯგუ­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა: მარ­სელ ვან­დერ­სი, მარ­კან­ტო­ნიო, ან­დრეა ბრან­ცი, დაი სუ­გა­სა­ვა, რი­ჩარდ ჰა­ტე­ნი, სტუ­დიო ფრო­ნი და სხვა. შე­დე­გად, უკვე 2019 წლის მი­ლა­ნის ავე­ჯის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე (Salone Del Mobile Milano) QEEBOO-მ თა­ვი­სი ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მით და ექ­სკლუ­ზი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით შეს­ძლო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მოხ­დე­ნა ინ­დუსტრი­ა­ში (სუ­რა­თი მი­ლა­ნის გა­მო­ფე­ნი­დან).

კონ­ცეფ­ცი­ამ, რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის სინ­თეზს მო­ი­პო­ვა რო­გორც სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა და სიმ­პა­ტია მი­ლა­ნის გა­მო­ფე­ნა­ზე, ისე ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნის ჯილ­დო. დღე­ი­სათ­ვის, ახალ­გაზ­რდა ბრენ­დი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი და ყოვ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მსოფ­ლიო მას­ტა­ბით გახ­ლავთ დი­ზა­ი­ნის ახა­ლი მო­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტრენ­დსე­ტე­რი, მისი სა­ოც­რად ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი კი ამ­შვე­ნე­ბენ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სახ­ლებს, რე­ზი­დენ­ცი­ებ­სა თუ ვი­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში QEEBOO-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ექ­სპო­ზი­ცი­ის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი ავე­ჯის შო­უ­რუმ­მა „Castello“-მ, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი მძი­მე პან­დე­მი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად მო­ა­ხერ­ხა კო­ლექ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე.

QEEBOO-ს კო­ლექ­ცი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ შო­უ­რუმ­ში ვეწ­ვი­ეთ მის დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და გენ. დი­რექ­ტორს ივა­ნე ნა­დაშ­ვილს.

- ბოლო დროს „კას­ტე­ლო“ ნამ­დვი­ლად ანე­ბივ­რებს ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს სი­ახ­ლე­ე­ბით და სი­ურპრი­ზე­ბით. სულ რა­ღაც ორი­ო­დე დღის წინ თქვენ­თან გა­ი­მარ­თა ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი გა­ნა­თე­ბის კომ­პა­ნი­ის „MMLAMPADARI“-ის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ნა­წარ­მის კო­ლექ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია. ამ­ჯე­რად, გთხოვთ, ორი­ო­დე სი­ტყვით გვი­ამ­ბოთ QEEBOO-ს შე­სა­ხებ.

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სიმ­ბო­ლუ­რია რომ QEEBOO და „Castello“ შე­იქ­მნა ერ­თი­და­ი­მა­ვე პე­რი­ოდ­ში დაახ. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ. ამ­დე­ნად, ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სწო­რედ ჩვენ გვერ­გო მისი ექ­სკლუ­ზი­ურ დო­ნე­ზე წარ­მოდ­გე­ნის უფ­ლე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, ჩვენ­თან შო­უ­რუმ­ში ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის კომ­ფორ­ტის­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლია QEEBOO-ს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბესტსე­ლე­რი, მათ შო­რის ე.წ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჟი­რა­ფე­ბის სე­რია (Giraffe in Love), ბა­ჭი­ე­ბის კო­ლექ­ცია (Rabbit chair, Rabbit Tree) ნიკა ზუ­პან­კის და მარ­სელ ვან­დერ­სის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი სა­ნა­თე­ბი (Empire, Guru), რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ან­დრეა ბრან­ცი და დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი სტუ­დია სტუ­დიო ჯობი და ა.შ. „Castello“ რო­გორც ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი QEEBOO-ს პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს ზუს­ტად იმ ფას­ში, რო­გორც ის იყი­დე­ბა QEEBOO-ს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ.გვერ­დზე იტა­ლი­ა­ში არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი. მე­ო­რე მო­მენ­ტი რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მსურს გა­ვუს­ვა ხაზი არის ის, რომ პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა პირ­და­პირ QEEBOO-ს სა­სა­წყო­ბე სტო­კი­დან და მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე ჩა­მოს­დის შეკ­ვე­თის გა­ფორ­მე­ბი­დან 2 კვი­რა­ში, რაც ბოლო დროს მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი პან­დე­მი­უ­რი საფრ­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძალ­ზედ კომ­ფორ­ტულ ხდის მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მათ არ უწევთ 2-3 თვე პრო­დუქ­ცი­ის ლო­დი­ნი.

სა­კუთ­რივ ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბა­ზე ვფიქ­რობ სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია, ვი­ნა­ი­დან მისი რე­ნო­მე და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­პუ­ლა­რო­ბა დღეს მსოფ­ლი­ო­ში უს­წრებს მის სა­ხელს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თა­ნაც ინ­ტე­რე­სი მისი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი შეკ­ვე­თა.

- რა სი­ახ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს კი­დევ „Castello“ და რით გა­ა­ნე­ბივ­რებს მომ­ხმა­რე­ბელს მო­მა­ვალ­ში.

- ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გვაქვს კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი. კერ­ძოდ, ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე „Castello“-ს შო­უ­რუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა კი­დევ ერთი ახა­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის DIVANIDEA-ს რბი­ლი ავე­ჯის საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი კო­ლექ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია - ეს გახ­ლავთ იტა­ლი­ის სა­შუ­ა­ლო სეგ­მენ­ტის რბი­ლი ავე­ჯის გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რი, რომ­ლის ასორ­ტი­მენ­ტშიც შე­დის რო­გორც გა­საშ­ლე­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი დივ­ნე­ბი, ისე სა­მე­უ­ლე­ბი, კუ­თხის დივ­ნე­ბი, სა­ვარ­ძლე­ბი და ა.შ. ბრენ­დი ძალ­ზედ მომ­ხიბ­ლა­ვია თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნით, ხა­რის­ხით და რაც მთა­ვა­რია სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კით.


წყარო: ambebi.ge

სრულად

ავეჯის შოურუმი CASTELLO იტალიური MMLampadari-ს სანათებს გთავაზობთ

მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი CASTELLO, ქართველ მომხმარებელს, ცნობილი იტალიური განათებების კომპანია MMLampadari-ის პროდუქციას სთავაზობს. ეს ბრენდი 1966 წელს შეიქმნა და იტალიური შუშისა და ჭედური მეტალის ტრადიციებს აერთიანებს. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები კი, მისთვის, კლასიკურ თუ თანამედროვე კოლექციებს ქმნიან. თავად „კასტელო“, ბაზარზე, 2019 წელს გამოჩნდა და მათ შოურუმში ავეჯის ფართო არჩევანია – მისაღები ოთახის კომპლექტები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, დრესუარები, მაგიდები, სკამები, კარადები და ა.შ.  მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ივანე ნადაშვილი ამბობს, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპაში მათი კომპანიის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. ეს კი საშუალებას აძლევს, ქართულ ბაზარზე, ექსკლუზიურად წარმოადგინონ წამყვანი ევროპული ბრენდები, მათ შორის MMLampadari.

ივანე ნადაშვილი: MMLAMPADARI 1966 წელს, იტალიის კუეროს რეგიონში დაფუძნებული განათების კომპანიაა. ქარხნის მდებარეობა შემთხვევით არ შეურჩევიათ, ის ცნობილი ბელუნის დოლომიტების მაღაროსთან ახლოს მდებარეობს. სწორედ მის ბაზაზე განვითარდა რეგიონში მეტალის მასშტაბური წარმოება, რომელიც თავის მხრივ, ცნობილია იტალიაში საუკეთესო ხარისხის ჭედური მეტალის ნაკეთობების წარმოების ტრადიციებით. ახლად შექმნილი კომპანიის ხელმძღვანელობამ არამხოლოდ გონივრულად  გამოიყენა ქარხნის ოპტიმალური მდებარეობა, არამედ შეკრიბა საუკეთესო ოსტატები, რომლებსაც შეეძლოთ მეტალისგან ხელოვნების ნამდვილი ნიმუშების შექმნა. ამავდროულად,  მათ დაამყარეს მჭიდრო თანამშრომლობა ცნობილ შუშის მწარმოებელ ქარხანასთან Vetrarti IIyes Group, რომელიც იტალიაში სახელგანთქმული მურანოს შუშის წარმოების ლიდერია.

M: როგორი ბრენდია დღეს MMLAMPADARI და რა სტილის ნაკეთობებს სთავაზობს მომხმარებელს? 

MMLAMPADARI-ის ნამუშევრებში ერთმანეთს ორგანულად შეერწყა იტალიის შუშის წარმოებისა და ჭედური მეტალის ექსკლუზიური ნაკეთობების საუკეთესო ტრადიციები. დღეისათვის, ეს კომპანია, მსოფლიოში ცნობილია თავისი ნაწარმით. იგი აქტიურად ავითარებს რამოდენიმე თანამედროვე  და კლასიკურ სტილს, ასევე საკონტრაქტო მიმართულებას, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერია. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან, მაგალითად: მატეო ზორზენონი, კიარა ანდრეატი, რობერტო ფავარეტო, მამინი კანდიდო, ოლგა ენგელი და სხვები.

დღეს, MMLAMPADARI, მსოფლიო ბაზარზე  პოზიციონირებს როგორც პრემიალური კლასის ბრენდი, რომლის პროდუქციასაც აქტიურად იყენებენ თავის შოურუმებში ავეჯის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და ა. შ. გამონაკლისი არც საქართველოა. ამ ბრენდს შეხვდებით თბილისში, სასტუმრო Biltmore-ში, კერძო რეზიდენციებში და სხვა. MMLAMPADARI ცნობილია თავისი განსაკუთრებული მიდგომით დეტალებისა და ხარისხისადმი.


M: MMLAMPADARI-სთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ, დღეს კი ბრენდი უკვე „კასტელოს“ შოურუმშია. რა არჩევანი აქვს ქართველ მომხმარებელს?

1-ლი ივლისიდან MMLAMPADARI ხელმისაწვდომი გახდა „კასტელოს“ შოურუმში, ოფიციალური ექსპოზიციის დონეზე, ქართველი მომხმარებლისთვის. ამ მომენტისთვის, ჩვენთან წარმოდგენილია MMLAMPADARI-ის ნამუშევრების თანამედროვე ხაზის საუკეთესო 15-მდე ნიმუში, მათ შორის: ცნობილი იტალიელი დიზაინერის მატეო ზორზენონის ეკლეკტიკური მიმართულების მეტალის ჭაღი Leaf, კიარა ანდრეატის ცნობილი Zoe, MMLampadari Studio-ს ჭერის სანათი Rain, არდ-დეკოს სტილის საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული ჭერის სანათი Pill ტორშერთან ერთად (გადაწყვეტილი 24 კარატიან ოქროს საღებავსა და სპილოს ძვლის ფერის მურანოს შუშაში), მამინი კანდიდოს კედლის ინოვაციური და უსასრულო მეტალის ინსტალაცია Petal, Clessidra, Moonlight, Balloton და სხვა.

M: თუმცა, MMLAMPADARI ერთადერთი პრემიუმ კლასის, ევროპული ბრენდი არ არის, რომელსაც „კასტელო“ თავის მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს . . . 

დიახ. „კასტელო“ დღეს, ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიურ დონეზე სთავაზობს ბრენდებს: ReflexAngelo, Arketipo, Twils,Veneran, Divanidea, Slamp, London Art Wallpaper, Rosini, Lenzi Marble და სხვა.

M: „კასტელო“ წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა ბაზარზე. საცხოვრებელი სახლის ავეჯს დღეს ბევრი შოურუმი და მაღაზია სთავაზობს მომხარებელს. თქვენი ბრენდი რითია გამორჩეული?  

ჩვენ არ გვაქვს არავითარი ამბიცია ვპოზიციონირებდეთ ბაზარზე ლიდერი კომპანიების ავანგარდში. თუმცა, თუ ჩვენი ბრენდის ცნობადობა და ქართველი მომხმარებლის ლოიალობა საპირისპიროზე მეტყველებს, ძალიან სასიამოვნოა. ერთს ვიტყვი, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპის სივრცეში ჩვენს კომპანიას საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატი გააჩნია.

M: რაც შეეხება სიახლეებს და თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

დაახლოებით, 2 კვირაში CASTELLO-ს შოურუმში გაიმართება ცნობილი ბელგიურ –  იტალიური აქსესუარების ბრენდის QEEBOO-ს კოლექციის პრეზენტაცია.

წყარო: Marketer.ge






სრულად

“იტალიური ტემპერამენტი ქართულ ინტერიერში” – ავეჯის შოურუმი “კასტელო”

“ჩემი სახლი, ჩემი სასახლეა” – ეს ძველი ინგლისური გამონათქვამი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მაინც, რა გვჭირდება იმისათვის, რომ საცხოვრებელში თავი შინ ვიგრძნოთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მყუდრო, კომფორტული ინტერიერის მოწყობაა. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის მხოლოდ ავეჯი. ესაა ტემპერამენტი, რაც ინტერიერის თითოეული კომპონენტის გემოვნებიანი შერწყმით მიიღება და თავს შინ გაგრძნობინებთ – სახლში, სადაც დროის შეგრძნება ქრება და ყველა ბედნიერია. 2019 წლის დასაწყისში, “კასტელოს” გუნდმა გამოცდილი დიზაინერები შემოიკრიბა და სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ავეჯის სახლის შექმნა. ლოფტის სტილის შოურუმი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა შეძლოს ავეჯის საკუთარ ინტერიერში წარმოდგენა. მულტიბრენდული მაღაზია მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენს საქართველოში. “კასტელო” იტალიურად სასახლეს ნიშნავს. კომპანიის მთავარი გზავნილიც ესაა – აგრძნობინოს მომხმარებელს, რომ სახლი მართლაც შეიძლება იყოს სასახლე:

“როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ადამიანისთვის, სახლი წარმოადგენს მის სასახლეს, შესაბამისად, ბიზნესის სახელწოდების შერჩევის დროს, ვიხელმძღვანელეთ ზუსტად ამ პოსტულატით. Castello, თავის მხრივ, იტალიურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც “სასახლე”. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის, ძირითადად ვთანამშრომლობთ მხოლოდ იტალიელ მწარმოებლებთან სახელწოდებაც შევურჩიეთ იტალიური” – ამბობენ “კასტელოს” წარმომადგენლები.

მაღაზიის კონცეფციაზე გვიამბეთ…

“კასტელო” საცხოვრებელი სახლის ავეჯს სთავაზობს მომხმარებელს: მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები, დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები და სხვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ ავეჯი შემთხვევითი პრინციპით არ არის გაბნეული. ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში, სათანდო განათების ქვეშ. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში.

ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

პროდუქცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებელზე. ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ, იქნება აბსოლუტურად უნიკალური.

რა გამოარჩევს ”კასტელოს”, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

აღსანიშნავია, რომ „კასტელო“ არის უნიკალური კონცეფციის მქონე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიო ავეჯის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების საუკეთესო კოლექციები (ReflexAngelo, Twils, AlfdaFre-Valdesign, Pregno, Bruno Zampa, London Art, Porada, Longhi, Veneran და სხვა). ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს, როგორც დიდი-მრავალფეროვანი არჩევანი, ისე მოქნილი და სეგმენტირებული ფასები, რომლებიც ორიენტირებულია ნებისმიერი მომხმარებლის მოლოდინზე. მაგალითად, მაღალი ხარისხის საწოლის ფასი ჩვენთან იწყება 2200 ლარიდან და ადის 16500 ლარამდე. იგივე შეიძლება ითქვას დიზაინერულ ხის, 

შუშისა და მარმარილოს მაგიდებზე, რომელთა ღირებულებაც მერყეობს 2500-დან 35000 ლარამდე და რაც მთავარია, ინდივიდუალური მომხმარებლის პერსონალურ სურვილებზე დამყარებული შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობა. აქ ყურადღება ექცევა ყოველ ცალკეულ დეტალს, ადაპტირებულს სასურველ ინტერიერზე, დაწყებული ნაჭრისა და ქსოვილის, ტყავისა თუ მისი შემცვლელის ფაქტურით, დამთავრებული კონკრეტული მოდელის კონფიგურაციითა და ზომებით, მარმარილოს კატეგორიითა და მეტალის ელემენტებით.
შოურუმში ფუნქციონირებს საგანგებოდ გამოყოფილი ლაუნჯი, რომელშიც თავმოყრილია ზემოხსენებული სპესიმენების 550-ზე მეტი ნიმუში (ლაკირებული და მეტისებრი ტოპების და ხის ზედაპირების, მეტალის, მარმარილოსა და ქსოვილების ნიმუშები). “კასტელოს” კონსულტანტები ზედმიწევნით კარგად ერკვევიან და მაღალპროფესიონალურ დონეზე, კატალოგებისა და ელექტრონული პროგრამების დახმარებით გაგიწევენ დახმარებას. ერთი სიტყვით, ჩვენთან შეკვეთის გაფორმება სწრაფი და კომფორტული პროცესია.

როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია?

ძირითადად, სოციალური ქსელები – განსაკუთრებული დატვირთვით ფუნქცონირებს ჩვენი Facebook და Instagram გვერდები, სატელევიზიო რეკლამა, ე.წ. პროდუქტ ფლეისმენტები, ვთანამშრომლობთ ინტენსიურ რეჟიმში ჟურნალებთან და გამოცემებთან. მაღალ პროფესიონალურ დონეზე გადავიღეთ ჩვენი ბიზნესის ამსახველი 40 წამიანი ვიდეო კლიპი ცნობილი რეჟისორების მონაწილეობით, რაც საქართველოში ამ ინდუსტრიაში წარმოადგენს აბსოლუტურ „ნოუჰაუს“. საერთოდ, მარკეტინგის თვალსაზრისით განვლილი ივლისის თვე ჩვენთან იყო საკმაოდ დატვირთული, ერთდროულად 5 სატელევიზიო არხსა და ერთ რადიო არხზე გადიოდა Castello-ს რეკლამა. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული იყო ჩვენი პროდუქციის ამსახველი საექსოპზიციო სტენდები. ასევე, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა კომპანიის ვებგვერდის აწყობაზე, რომელიც სავარაუდოთ უკვე სექტემბრის ბოლოდან გაიშვება აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით, დიზაინითა და სერვისებით.

გუნდზე გვიამბეთ. ვინ ქმნის კასტელოს? 

Castello-ს გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ნიჭიერი და თამამი დიზაინერებისგან, ასევე ტრენდული ავეჯის გაყიდვების სფეროში სოლიდური გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებიც სიამოვნებას იღებენ საკუთრივ სამუშაო პროცესისგან. ხოლო, ტოპ-მენეჯმენტი წარმოდგენილია ზემოხსენებული სფეროში 8 წლიანი გამოცდილების მქონე პირებით, რომლებსაც ბოლო წლების მანძილზე მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართულ ბაზარზე მოქმედი არაერთი წარმატებული კომპანიის ფორმირებაში.



სრულად

გთავაზობთ, ჟურნალ ინტერიერის სტატიას "Castello - იცხოვრე იტალიურად!"

კაცობრიობას, განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდგომ გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური მოხმარების საგნებისათვის განსაზღვრული ფორმები და დანიშნულება მიეცა, მის შესაქმნელად სხვადასხვა მასალა გამოეყენებინა, შემდეგ ეს საგნები გაეფორმებინა და ასე, დროთა ცვალებადობასთან ერთად პრიმიტიული ფორმებიდან დაწყებული ხელობა, ხელოვნებად ექცია!

დღეს, თანამედროვე მსოფლიო, ინტერიერების შესამოსად, ავეჯის უზარმაზარ ინდუსტრიას ანვითარებს და სულ უფრო მეტი კომფორტის შესაძლებლობას უქმნის მომხმარებელს. განსაკუთრებული მოთხოვნა ავეჯის ექსკლუზიური და უნიკალური ტიპის მოდელებზეა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მის მოთხოვნასა და გემოვნებაზე ორიენტირებული ავეჯი, პერსონალურად შეუკვეთოს. ამ თვალსაზრისით, ქართულ ბაზარზე, არჩევანი ისეთი ტიპის მულტიბრენდულ შოურუმებზე, რომლებიც წამყვანი ევროპული კომპანიების ავეჯს ჩვენი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან, ცოტაა.

2019 წლის დასაწყისიდან კი მას შემდეგ, რაც იტალიური ავეჯისა და აქსესუარების ოფიციალური დილერი Castello ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქართველ მომხმარებლებსაც მიეცა შესაძლებლობა, მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელები, (საშუალო და პრემიუმ კლასის ავეჯის სეგმენტში), მისაღებ ფასებში მათთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

აღმაშენებლის ხეივანის 40 ნომერში, 1000 კვ.მ ფართობის სამ სართულზე განლაგებული შოურუმი, შესაძლებლობას გაძლევთ ერთიან სივრცეში სახლის ავეჯის მრავალფეროვანი კომბინაციები იხილოთ, იქნება ეს: მისაღები და სასადილო ოთახის საძინებლის კომპლექტაციები თუ სამუშაო ოთახის სივრცე. Castello-ს გუნდს ავეჯის ინდუსტრიაში რვაწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, რომ მუდმივად განახლებადი, ტრენდული, დიზაინერული და ექსკლუზიური კოლექციები წარმოგიდგინოთ.

გვანცა სვანიძე (Castello-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნიკალური მულტიბრენდული შოურუმი დაეფუძნებინა, რომელიც თავისი პატრონაჟის ქვეშ გააერთიანებდა: იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ზოგადად ევროპის სხვა ქვეყნების წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ნაწარმს. ჩვენს კოლექციებში შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ისეთი ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დიზაინის კორიფეების ნამუშევრები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, რომელიც წლების მანძილზე ბოჰემიური იტალიური Gervasoni 1882-ის მთავარი დიზაინერია. მსოფლიოს არქიტექტურისა და დიზაინის გურუდ წოდებული ზაჰა ჰადიდი, რომლის ექსკლუზიურ განათებებსაც შეხვდებით Castello-ს მაღაზიაში Slamp-ის ბრენდით. სახელგანთქმული ჰოლანდიელი მაესტრო მარსელ ვანდერსი, დიზაინის მოდის კანონმდებელი პიერო ლისონი, კარლო კოლომბო და მრავალი სხვა. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, რომ მთელი ეს ნაკრები გაგვეხადა ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. გადმოცემით, ჟურნალებიდან და გლამურული ფურცლებიდან კი არ სცოდნოდათ ეს ყველაფერი, არამედ ამ ცნობილი დიზაინერების ნაწარმი შეკვეთიდან ორთვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი როგორც ფიზიკურად, ისე ფასის სეგმენტში.

საკმაოდ რთულ პერიოდში დავიწყეთ ფუნქციონირება, იანვარში, რომელიც გაყიდვების კუთხით საკმაოდ სუსტ პერიოდად ითვლება, მაგრამ მაინც ვენდეთ ჩვენს გამოცდილებას და ამ ხუთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ ქართველი მომხმარებელის გარკვეული ლოიალობა. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს: „Twils”, “Gervasoni 1882”, “London Art” (ექსკლუზიური შპალერებისა და კედლის ინსტალაციების მწარმოებელი კომპანია), „“AlfdaFre-Valdesign”, Slamp” და რაღა თქმა უნდა სახელგანთქმული “ReflexAngelo” (მარმარილოს-შუშის მაგიდებისა და ბროლის სანათების მსოფლიო კანონმდებელი).

მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავეჯი იყიდება თქვენთან?

კასტელო ძირითადად ყიდის საცხოვრებელი ბინის ავეჯს: მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები, დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები...აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ არ არის ავეჯი უბრალო პრინციპით გაბნეული, ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში, სათანადო განათების ქვეშ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. ჩვენ არ ვყიდით უბრალო ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ იქნება აბსოლუტურად უნიკალური.

დიზაინერებთან თუ თანამშრომლობთ?

დიზაინერებთან ურთიერთობა წარმოადგენს Castello-ს აბსოლუტურ პრიორიტეტს. მეორე სართულზე, გვაქვს სპეციალური გამოყოფილი სივრცე, რომელსაც ეტაპობრივად ვავსებთ ქსოვილების, ლაკირებული, მატისებრი თუ პრიალა ხის ზედაპირების ნიმუშებით. „კასტელო“ გარკვეულწილად არის შუამავალი ევროპულ მწარმოებლებსა და ქათველ მომხმარებელბს შორის. აქ მთავარია ამ მესიჯის სწორი გადმოცემა. ჩვენთან შერჩეული ნებისმიერი ნივთი, აძლევს მომხმარებელს იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ თავის ინტერიერს მოარგოს. ქსოვილების უზარმაზარ ასორტიმენტთან ერთად (რომელიც მოიცავს: როგორც ხავერდის, ისე ბოლოდროინდელი ტრენდის მატარებელი ველიურის, ჯაკარის, ტილოს, ზამშის, ტაფტის A, B, C, D და ლუქსის კატეგორიებს), ე.წ. ალკანტარას, ნატურალურ  და ტყავის შემცვლელ ფაქტურებს, ადგილზე გვაქვს მარმარილოს ტოპების შესაბამისი სპესიმენები (Bianco Carara, Emperador Dark, Gold, Negro Marquina, Verde Guatemala და სხვა) რომლებიც უმთავრეს წილად გამოიყენება მაგიდის ზედაპირებზე , კონსოლებში, ასევე ჟურნალისა და მისადგმელ მაგიდებში. ამ ეტაპზე 6 კატეგორიის მარმარილოს ნიმუშია წარმოდგენილი. გავქვს ასევე მეტალის შესაბამისი კატეგორიის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება ავეჯის დეტალის, ბუქქეისის ან საწოლის ფეხის სახით იქნეს წარმოდგენილი ან შეცვლილი. ასევე ავეჯის ხის ზედაპირების უზარმაზარი ასორტიმენტი. ჯამში, ზემოთხსენებული ქსოვილების, მეტალისა და მარმარილოს ნიმუშებში თამოყრილია 350-ზე მეტი კატეგორია და ფაქტურა. გარდა ამისა გვაქვს კატალოგების ფართო არჩევანიც მხოლოდ ექსკლუზიური იტალიური კომპანიებისაგან როგორც საშუალო ისე ე.წ.  High End-ის ავეჯის სეგმენტში (Bruno Zampa, Pregno, Longi, Porada). დიზაინერს, რომელიც მუშაობს ამათუიმ კონკრეტულ პროექტზე, აქვს საშუალება ჩვენთან , მშვიდ ვითარებაში, თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სამუშაო გარემოში, სადაც ჩვენი კონსულტანტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაუწევენ მეგზურობას.

კოლექციების განახლება რა სიხშირით ხდება?

ამა წლის აპრილში ჩვენი გუნდის ხუთკაციანი დელეგაცია გახლდათ მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მოხდა კონტრაქტების გაფორმება და უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხი ახალი ბრენდი შეემატება Castello-ს, მათ შორის „Altacom”, რომელიც დღეისათვის გახლავთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნოვატორი ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოების სფეროში. მაგალითად, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა შესაძლოა გადაკეთდეს 12 კაციან სასადილო მაგიდად, რაც ავეჯს უკვე მრავალფუნქციურს ხდის. ამ ეტაპზე ჩვენთან შოურუმში პრემიუმ-კლასის ავეჯის 35-მდე საცხოვრებელი პროგრამაა წარმოდგენილი: მისაღები, სასადილო, საძინებელი ოთახების, რბილი ავეჯისა თუ ტელევიზორის სადგამების სახით...თანამედროვე ტიპის ავეჯის გარდა, შოურუმში მცირე დოზით ასვე ადგილი ეთმობა კლასიკური ტიპის კომბინაციებსაც. თუმცა, კატალოგებით გაცილებით დიდი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. ადგილზევე გვაქვს საკმაოდ ტრენდული ხალიჩები. მრაალფეროვანი შუშისა და მეტალი აქსესუარები, ჭაღები, ტრშერები, მაგიდის სანათები, მყიდველს ვთავაზობთ ასევე კედლის ექსკლუზიურ ინსტალაციებს, შპალერებს.. როგორც საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის, ისე წყალგაუმტარ შპალერსაც სველი წერტილებისათვის (მარსელ ვანდერსის დიზაინი), რომელიც ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური  და კრეატიულია. ამავდროულად საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები კაფელ-მეტლახზე და სანაცვლოდ მიიღონ ულამაზესი კრეატიული კედლის დიზაინი. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისათვის (რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და სხვა).

კოლექციის განახლებას, წელიწადში 2-3 ჯერ ვგეგმავთ. ჩვენ არ ვართ მაღაზია, ჩვენ ვართ შოურუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ წარმოდგენილ ნებისმიერ ავეჯს მომხმარებელი უკვეთავს თვითონ. შეკვეთიდან 2-3 თვეში კი ადგილზე უფასოდ ვაწვდით პროდუქციას. ღირებულებაში შედის ასევე მონტაჟი. გვაქვს უკვე ბესტსელერი მოდელებიც, რომლებმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად გვაქვს სტოკში. ავეჯს ადამიანი მაინც ინდივიდუალური ცხოვრების წესიდან გამომდინარე არჩევს, იგი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს, როგორც მის ხასიათს, ისე განწყობას. ჩვენ კი სწორედ ამისათვის ვართ, რომ საკუთარი სიცრცის სწორად დაგეგმვასა და გადაწყვეტაში დაგეხმაროთ.

ადრე ინტერიერში ღია ტონების გამოყენებას ერიდებოდნენ, ახლა უფრო გახალისდა ფერთა გამა, ეს თქვენთვის რამდენად თვალშისაცემია?

გეთანხმებით, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ ინდუსტრიაში არსებული დაბალი კონკურენციის გამო მუქ და პასტელურ ფერებს ენიჭებოდა უპირატესობა, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა, რაც ალბათ საზღვრების გახსნამ, ჯანსაღმა კონკურენციამ და ზოგადად დიზაინის კულტურის გარკვეულმა პოპულარიზაციამ განაპირობა. მაგალითად, წელს ძალიან მოდაშია ღია ვარდისფერი და მუქი ლურჯი ფერები. ქსოვილებიდან გამოვყოფდი ველიურს. უფრო მოთხოვნადი გახდა ხავერდში შესრულებული ავეჯიც, ვიდრე ე.წ. ალკანტარა, რომელიც დომინირებდა 2018 წელს.

2019 წლის სექტემბრიდან „კასტელოს“ ე.წ. ტრანსფორმირებადი ავეჯი, პრემიუმ-კლასის მატრასები და ახალი განათება შეემატება. ასორტიმენტის სიმრავლემ კი დღის წესრიგში სავაჭრო სივრცის გაფართოების იდეაც დააყენა. შესაბამისად, არსებული შენობის უკანა ეზოს მხრიდან, დამატებითი ფართის (1000 კვ.მ. ნაკვეთზე) მშენებლობა იგეგმება. მომავალი წლისთვის „კასტელო“ უკვე გაცილებით დიდ სივრცეში (დაახ. 3500 კვ.მ. ფართობზე) გაგიწევთ მომსახურებას.

სრულად

პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი საქართველოში

საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, ეპიდემია, საყოველთაო კარანტინი, კომენდატის საათი – მცნებები, რომლებმაც განუსაზღვრელი დროით დააპაუზა მთელი სამყარო და მსოფლიო ეკონომიკა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში და ავეჯის დიდი შოურუმები.

რა ხდება დღეს საქართველოს ჰაიენდის ავეჯის ბაზარზე და ზოგადად ინდუსტრიაში,  რომელზეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ხვედრითი წვლილი მოდიოდა?

ამ შეკითხვებზე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმის CASTELLO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ივანე ნადაშვილი საუბრობს.

საყოველთაო კარანტინის ფონზე საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, თქვენ რა პოზიციაში ხართ და რა ნაბიჯები გადადგით?

დავიწყოთ იქიდან, რომ 2019 წლიდან დღემდე მცირე დროის განმავლობაში CASTELLO-მ მძლავრი კონკურენციის მიუხედავად თავისი განსხვავებული მიდგომით მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ავეჯის მწარმოებელი ევროპელი გრანდების, ისე ქართველი მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ჩვენ ეს შევძელით.

დღესაც, როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიის საფრთხეს, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინტესიურ მუშაობას ამ მიმართულებით.

სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, ჩვენ გადავდგით ადეკვატური ნაბიჯები, რომლებიც ერთის მხრივ  ჰარმონიაშია WHO-ს და მთავრობის რეკომენდაციებთან, ხოლო მეორესმხრივ საკმაოდ უმარტივებს მომხმარებლებს ჩვენთან ურთიერთობას – გაუშვით ქართულ ბაზარზე ანალოგის არმქონე ვებ. გვერდი www.castello.ge სადაც წარმოდგენილია, როგორც იტალიური და ევროპული მაღალი კლასის პროდუქციის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, ჯამში 180-მდე მსოფლიო დონის დიზაინერთა ნამუშევარი, ისე სრული ინფორმაცია შოურუმის ვირტუალური ტურის ჩათვლით კომპანიის მომწოდებელთა, სერვისებისა და ჩვენი აქტიობების შესახებ. მთლიანად გადავიყვანეთ სათაო ოფისი დისტანციურ მართვაზე, კარანტინის საწყის ეტაპზე მოვახდინეთ შოურუმის სრული დეზინფიკაცია, სავაჭრო ფართისა და ლოგისტიკური სამსახურის აღჭურვა შესაბამისი დისპენსერებით და დამცავი საშუალებებით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სასაწყობე მარაგები და ინფრასტრუქურა, სადაც მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში თვეების მანძილზე უსასყიდლოდ ენახებათ შეძენილი პროდუქცია და ა.შ. ზოგადად უკანასკნელი პერიოდში ვმუშაობთ ძირითადად ადგილზე არსებული სტოკით.

ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესების სწორი ანალიზი, CASTELLO-ს პროფესიონალთა გუნდის შენარჩუნება, ბიზნესის თუნდაც დაბალი ოპერირების ტემპით მართვა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა, ვინაიდან ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქართული ეკონომიკის ისე მათი ოჯახების და ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის წინაშე. ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით გვერდში უდგევართ მათ.

რას გვეტყვით გაყიდვების მაჩვენებლებზე?

ბოლო დროს განვითარებულმა ნეგატიურმა პროცესებმა მოახდინა მთელი ცივილიზებული სამყაროს პარალიზება და ბუნებრივია ვერ ჩაუვლიდა გვერდს ვერც CASTELLO-ს. კომპანიამ  განიცადა სერიოზული ზარალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე.

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა დამატებითი 2500 კვ.მ. სავაჭრო ფართის მშენებლობის პროცესი, გაყიდვები შემცირდა დაახ. 60%-ით, საყოველთაო კარანტინის საწყის ფაზაზე აღინიშნებოდა მომხმარებელთა ტრეფიკის სერიოზული ვარდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ზოგადად სავაჭრო ბალანსის გაუარესება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბიზნესის პირდაპირ კავშირშია სამშენებლო ინდუსტრიასთან, სესხებთან და საბანკო რეგულაციებთან, რამაც თავის მხრივ დამატებითი ნეგატიური ზეგავლენა იქონია სეგმენტზე, ვინაიდან სამწუხაროდ აქაც აღინიშნება უარყოფითი დინამიკა და სტაგნაცია.

თუმცა, აქაც ფორსირებული გადაწყვეტილებების წყალობით მოვახერხეთ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა და სავაჭრო პროცესების პროგნოზირებად დინამიკაში შემობრუნება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც CASTELLO-ს ავეჯის შეძენის მსურველთა რიცხვი, ისე ახლად შექმნილი ვებ. გვერდის www.castello.ge ვიზიტორთა რაოდენობა, დაახ. 70%-ით. ამას ხელი შეუწყო ვებ. გვერდის მობილური ვერსიის შექმნამ, რომელიც ადაფტირებულია Android-ისა და IOS-ის სმარტფონების სისტემებზე.  ჩვენი სოც. მედიის ადმინისტრატორები მუდმივ ონლაინ და სატელეფონო კავშირზე არიან პოტენციურ მომხმარებლებთან, რომლებსაც ნამდვილად ვანებივრებთ ახალ ახალ პრემიუმ-კლასის ბრენდების შემოყვანით (სულ ბოლოა იტალიური Divanidea, პოლონური განათებები Bomma და ბელგიური პრემიუმ-კლასის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Qeeboo).

ყოველივე ზემოხსენებულის შედეგად, ჩვენდა სასიხარულოდ დავიწყეთ სულ უფრო მეტი შეტყობინების მიღება იტალიიდან მომწოდებელთა ქარხნების გახსნის თაობაზეც, რაც ძალიან გვახარებს და გარკვეული ოპტიმიზმის განცდას გვისახავს.

როგორ გესახებათ საერთოდ საქართველოში პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი?

დღეს ზოგადად COVID-19 ინფექციის საფრთხიდან გამომდინარე, ე.წ. ჰაიენდის ავეჯის სეგმენტს მსოფლიო ბაზარზე უჭირს, მოსახლეობა უმთავრესწილად ორიენტირებულია პირველადი საჭიროების ნივთების შეძენაზე და აქ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და გარეთ გასვლას მოწყურებული ხალხი მიაშურებს სავაჭრო ცენტრებს, იმუშავებს პრაქტიკულად ყველა სექტორი და ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულება დაწყებული ენთერთეიმენტით დამთავრებული რითეილით, CASTELLO-ს გუნდი ზუსტად ამ შემართებით გეგმავს მომავალს და გაორმაგებული ენერგიით, გაზრდილი ასორტიმენტით და გაცილებით დიდი ფართით მზად იქნება უმასპინძლოს თავის მომხმარებლს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, სრულიად საქართველოს! დარჩით სახლში!



სრულად

Slamp-ის დიზაინერული სანათებით განათებული Mariano di Vaio ახალი ოფისი

20-მდე დიზაინერული მოდელი, ჯამში 170 სანათი - ასე გამოიყურება  ცნობილი ინფლუენსერის Mariano di Vaio ახალი ოფისი.

Mariano di Vaio - არის იტალიელი ბლოგერი, დიზაინერი და მსახიობი. ის იყო ისეთი ცნობილი ბრენდების სახე, როგორებიც არიან: Hugo Boss, Dolce & Gabbana და Calvin Klein. იგი ასევე გახლავთ ფორბსის “Retail E-Commerce” სიის ლიდერი. მარიანოს ამჟამად აქვს საკუთარი სამკაულებისა და აქსესუარების ხაზი (MDV Jewels, MDV Shoes, MDV Eyewear), რომელთა ოფისებიც მთლიანად გაწყობილია იტალიური ბრენდის, Slam-ის დიზაინერული სანათებით, მათ შორის ისეთი უნიკალური მოდელებით, როგორიცაა: Zaha Hadid-ის AVIA და ARIA GOLD-ი.


სრულად

შეიძინე ონლაინ და მიიღე 25%-იანი ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე

#დარჩისახლში #შეიძინეონლაინ #მოეწყვეკომფორტულად
შეარჩიე სასურველი ავეჯი www.castelo.ge -ზე და მიიღე 25%-იანი ფასდაკლება ონლაინ შეძენისას ☺️

სრულად

კასტელოს შოურუმს ჩაუტარდა დეზინფექცია

16 მარტს კასტელოს შოურუმს ჩაუტარდა გენერალური დეზინფექცია სპეციალურად შერჩეული მაღალეფექტური სადეზინფექციო საშუალებებით.

ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა, შესაბამისად მივმართავთ ყველა იმ საჭირო ზომასა თუ ხერხს, რომელიც მათ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას 
სრულად

ავეჯის მაღაზია კასტელო გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე

ძვირფასო მომხმარებლებო,
⠀⠀⠀
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 მარტის განკარგულების შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, COVID-19 ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით - იტალიური ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი კასტელო დროებით წყვეტს ფუნქციონირებას და გადადის ონლაინ მუშაობის რეჟიმზე.
⠀⠀⠀
შეკვეთების განხორციელება შესაძლებელი იქნება:

ჩვენი ვებგვერდის www.castello.ge

FB-ის გვერდის (facebook.com/castello.georgia)

Instagram-ის გვერდის (castello_furniture_georgia)

შემდეგი მობილური ტელეფონების მეშვეობით:

▪️591 03 78 78
▪️591 03 79 79
▪️579 14 87 78
⠀⠀⠀
ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გაუმკლავდება არსებულ საფრთხეს და ჩვენც დაუბრუნდებით ჩვეული მუშაობის რიტმს. 🙏❤️
⠀⠀⠀
#დარჩისახლში #stayhome #ვიზრუნოთერთმანეთზე #ერთადდავამარცხოთ #STOPCOVID19 🤜🤛 #ყველაფერიკარგადიქნება

სრულად