_ _ _ _ _ _ _ _
ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40 / ბათუმი, ჟ შარტავა 8
img
უფასო შენახვა
შეძენიდან 3 თვის განმავლობაში
img
უფასო მიწოდება
თბილისისა და მისი შემოგარენის მასშტაბით
img
უფასო მონტაჟი
მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით
სიახლეები
Moroso-ს, Slamp-ისა და Lodes-ის ფლაგმანური შოურუმები Brera-ს დიზაინერულ უბანში

უშუალოდ Salone del Mobile-ს გამოფენის გარდა კასტელოს გუნდი იმყოფებოდა მილანის ცნობილ დიზაინერუ უბანში - Brera-ში, სადაც მოვინახულეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდების ფლაგმანური შოურუმები: Moroso, Slamp-ი, და Lodes-ი.


Moroso-ს შოურუმში ბევრი სიახლე და სილამაზე დაგვხვდა. დავიწყოთ Frontdesign-ის დიზაინით შესრულებული რბილი ავეჯის კოლექციით Pebble Rubble, რომელიც თავისი არაორდინალური დიზაინით არ ღალატობს მოროსოსათვის დამახასიათებელ სტილს.

სისტემური დივნის, Pebble Rubble-ს დიზაინი მოგვაგონებს მისტიურ მეგალითურ ქანდაკებებს, რომელიც კაცობრიობისათვის დღემდე ამოუხსნელ ბუნებრივ თუ ადამიანურ ძალებს უკავშირდება. სწორედ ეს ორგანული ფორმები და პირველყოფილური იერსახე გახდა  შვედი დიზაინერების  Sofia Lagerkvist და Anna Lindgren-ის ინსპირაციის წყარო, რომელიც მათ ინტერიერის თანამედროვე შემოქმედებად აქციეს.

განახლებული შოურუმის მნიშვნელოვან სეტაპს წარმოადგენდა მოროსოს წამყვანი დიზაინერის, ლეგენდარული Patricia Urquiola-ს ახალი მოდელები: სოციალური დივანი Anorak-ი და იაპონური ზენის სტილში გადაწყვეტილი სისტემური დივანი Somewhere-ი.

განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდით Slapm-ის შოურუმიდან.

კრეატიული გადაწყვეტილებები განათების მიმართულებით - Slamp-ი ნამდვილად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ მიმართულებით, რადგან მსგავსი კოლექციები, დიზაინი, მასალა, კონსტრუქცია ნამდვილად უნიკალურია არამარტო იტალიის არამედ მსოფლიოს ინტერიერულ სფეროში.

სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბრენდის ახალ მოდელებს: TULIP SUSPENSION, NUVEM (ოქროსფერი ვერსია), LA LOLLO-ს სერიის ტორშერი, ACCORDEON-ის ვერტიკალური ვერსია, Zaha Hadid-ის უცნობილესი მოდელის Avia-ს კედლის აპლიკაცია და ა.შ


ასევე გვსურს გაგიზიაროთ სიახლეები Lodes-ის შოურუმიდან, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც თავად კომპანიის ბრენდირებული თანამედროვე განათების ხაზი, ისე საყოველთაოდ ცნობილ dieselliving-თან განხორციელებული კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ტრენდული განათების სეთაპი: DIESEL by LODES



Salone del Mobile Milano-ს რიგით მე-60 გამოფენა
Il Salone del Mobile.Milano-ს რიგით მე-60 გამოფენა კვირას, 12 ივნისს დასრულდა. კოვიდ პანდეემიით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდგომ აღნიშნული გამოფენა ინტერიერის დიზაინის სფეროსთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. მართლაც გამოფენა საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავი გახლდათ 2175 ბრენდის ექსპოზიციითა და 262,608 დამთვალიერებლით.
გამოფენის ფარგლებში კასტელოს გუნდმა მოინახულა თავისი პარტნიორი ბრენდები და მათი საგამოფენო სივრცეები. სტენდებზე მრავალი სიახლე დაგვხვდა, რომელსაც შეძლებისდაგვარად ვუზიარებდით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს სოციალურ ქსელების მეშვეობით. აქვე შემოგთავაზებთ ჩვენი ვიზიტის შემაჯამებელ ინფორმაციას:
წელს, ფლორენციული Arketipo-ს სტენზე რადიკალური სიახლეები დაგვხვდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბრენდის ახალი მიმართულება - აუთდორ ავეჯი, საექსპოზიციო კოლექციით En Plein Air, რომლის ნატიფ დიზაინში იგრძნობა მაესტრო ლიპარინის ხელწერა. დიზაინერის მთავარი ჩანაფიქრი ტრადიციული აუთდორ იდეების უარყოფა, მისთვის უფრო ნაზი და დახვეწილი შიდა ინტერიერული იერსახის მინიჭება და საერთო ჯამში შიდა საცხოვრებელი დიზაინის ერთგვარად გარეთ გამოტანა წარმოადგენდა, რისი წარმატებული შედეგიც არქეტიპოს სტენდის ცენტრალურ ნაწილს ამშვენებდა.
გარდა აუთდორისა ბრენდმა წარადგინა ახალი სოციალური მოდელები, როგორციაა ჯუზეპე ვიგანოს დიზაინით შესრულებული Back Pack Sofa, მაურო ლიპარინის დიზაინერული საწოლი Big Night, დივანი, საწერი მაგიდა და სავარძელი Punto Ala.



გამოფენის ფარგლებში ვეწვიეთ ჩვენს შეუცვლელ პარტნიორს, მურანოს შუშის საუკუნუვანი დამუშავების ტრადიციებით აღიარებულ Reflex-ს. როგორც ყოველთვის უბადლო და გამორჩეულია მათი თითოეული ნამუშევარი. თანამედროვე ვენეციური სტილი - ცივი და ამავდროულად გლამურული კომპოზიციები, სადაც მთავარ განწყობას სწორედ შუშაზე შესრულებული გამაოგნებელი ნამუშევრები ქმნიან, ხოლო დიზაინში ინტეგრირებული ტექნოლოგიური ელემენტები შემოქმედების სრულიად სხვა მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მოწინავე პოზიციას ინტერიერის დიზიანის სფეროში.


გამოფენის ცენტრალურ ნაწილში ყველასთვის უსაყვარლესი, მხიარული Qeeboo იწონებდა თავს, თავისი საუხოო კოლექციებით. წელს ბრენდს ნამდვილად ბევრი სიახლე ჰქონდა, შესაბამისად სივრცეც მუდამ სტუმრებით იყო სავსე.
 მოდით დავიწყოთ Ron Arad-ის სავარძლით DFWTM (Don't F ** k with the mouse) , მიკი მაუსის პერსონაჟით ინსპირებული საკულტო სავარძლის ორიგინალი ვერსია ჯერ კიდევ 1988 წელს შეიქმნა, ხოლო ქიბუსებური თანამედროვე ინტერპრეტაციით მან კიდევ ერთხელ შეახსენა თავი დიზაინისა და კრეატივის მოყვარულებს. 
არ უნდა გამოგვრჩეს ასევე Rabbit კოლექციების დამატებითი ხაზი და რაც მთავარი ნიკა ზუპანკის უსაყვარლესი სავარძელი Ribbon-ი.


Lenzi-ს სტენდთან ვიზიტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ჩვენ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ და მისი კოლექციები ნამდვილად იმსახურებს არამარტო ჩვენს, ასევე თქვენს აღფრთოვანებას! ამიტომ სულ მალე ბრენდის ახალი ექსპოზიცია დაემატება ჩვენს შოურუმს და კიდევ უფრო დიდი არჩევანი ექნება ჩვენს მომხმარებელს გაეცნოს მარმარილოს ჯადოქრების საუკეთესო შემოქმედებებს.


განუმეორებლად მყუდრო ატმოსფერო სუფევდა Galimberti Nino საგამოფენო სივრცეში, მილანური ნეოკლასიკით ინსპირირებული დელიკატური დიზაინი მშვიდ, ამაღლებულ განწყობას უქმნიდა თითოეულ სტუმარს.  
განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახლდათ გალიმბერტის ახალი კოლექცია - Theo, ოკეანის ფერის ლაკირებული მაგიდა და ვიტრინა, რომელთანაც დახვეწილ კოტრასტში იმყოფებოდა ხავერდის სკამები - Tissi.


Twils-ი სტენდზეც დიდი სიახლეები დაგვხდა, ბრენდმა ამჯერად რბილი ავეჯის კიდევ უფრო დიდი ექსპოზიცია წარმოადგინა გამოფენაზე, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა Achille astiglioni საკულტო სკამი Polet-ი.



მასშტაბური ექსპოზიციითა და სიახლეებით დაგხვდა ასევე ყველასათვის ცნობილი ბრენდი Cattelanitalia, რომლის ყველაზე მსხვილი დილერი საქართველოში სწორედ კასტელო გახლავთ ბათუმში, შარტავას 8 ნომერში განთავსებული კატელანის მონობრენდული შოურუმით.
ბრენდის სიახლეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საკონფერენციო, სასადილო და მცირე მაგიდების, კონსოლების, ვიტრინებისა და დიზაინერული განათებების განახლებული კოლექციები.


რა თქმა უნდა არ დაგვიწყებია აუთოდრ ხაზის მიმართულებით ჩვენი ახალი პარტნიორის - Roberti-ის სტენთან სტუმრობა, რადგან ამ ეგზოტიკის  რეალობაში ხილვა ერთი სიამოვნებაა!


ასევე, აღსანიშნავია ჩვენი ვიზიტი Gurian-ის საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩვენი მოლოდინები ბრენდის ხარისხთან და შესაძლებლობებთან კიდევ უფრო გამყარდა და შესაბამისად უახლოეს მომავალში, კასტელოს ახალ შოურუმში მომხმარებელი იხილავს გურიანის საუკეთესო მოდელების მასშტაბურ ექსპოზიციას.



მალე!!! ქალაქ ბათუმში Castello-ს კონცეპტუალური შოურუმის ოფიციალური გახსნა

სიხარულით გვსურს გაუწყოთ, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღე დარჩა Castello-ს ბათუმის კონცეპტუალური შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე, სადაც ადგილობრივ ვიზიტორებს ელოდებათ  Cattelan Italia-ს ყველაზე დიდი ექსპოზიცია საქართველოს მასშტაბით, ასევე მათვის ხელმისაწვდომი იქნება 28-მდე პრემიალური ბრენდის პროდუქცია და შოურუმის გახსნასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობები. 

11 აპრილიდან შოურუმი ფუნქციონირებს სამუშაო რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ესტუმროს, დაათვალიეროს და მიიღოს სასურველი ინფორმაცია პროდუქციაზე ჟ. შარტავას N8-ში, ყოველდღე 11:00-20:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ ავეჯისა და აქსესუარების მულტიბრენდული შოურუმი Castello არის წამყვანი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერი და რითეილერი საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლის დეკემბრიდან ოპერირებს საშუალო და პრემიუმ-კლასის ავეჯის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად განახლებად ტრენდულ და ექსკლუზიურ კოლექციებს  - ავეჯის, ექსკლუზიური შპალერის, კედლის ინსტალაციების, აქსესუარებისა და განათების სეგმენტში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ იტალიურ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Arketipo, Cattelan, Reflex, Moroso, Pregno, Galimberti Nino, Bretz, Twils, Qeeboo, Tirolo, Tonin Casa, Rosini Home, Drigani, Slamp, Veneran, MAsalgueiro, Divanidea, Gurian, LOF'S, Lenzi Marble Attitude, Covet House,  EICHHOLTZ, LondonArt Wallpaper, Emu, Talenti Outdoor Living, Bruno Zampa, და სხვა.




სტუმრად ბასილიადაში

კასტელოს გუნდი 2022 წელს ერთ გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს ესტუმრა, ადგილს, სადაც განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და ადამიანები დაგვხვდნენ. „ბასილიადა“ - ასე ეწოდება მოხუცებულთა პანსიონატს, რომელიც ქალბატონი რუსუდანის დაუღალავი შრომის და უსაზღვრო სიყვარულის წყალობით უამრავ მოხუცს თბილ კერასა და ოჯახურ სითბოს უზიარებს. 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კასტელოს გუნდმა თავშესაფარს  საჩუქრად გადასცა მისაღები ოთახის ავეჯი, რითაც შევეცადეთ ბასილიადას ბებია-ბაბუების საყვარელი ადგილი კიდევ უფრო მყუდრო და კომფორტული გაგვეხადა <3


მასალები

ავეჯი, როგორც წესი მზადდება ხის, მეტალის, მარმარილოს, შუშის, ქსოვილის ან მათთან დაკავშირებული მასალისაგან და განსაზღვრავს მის ფუნქციურ და ვიზუალურ ნაწილს. ჩვენი თქვენთვის შევქმენით სპეციალური გვერდი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დისტანციურად გაეცნოთ თითოეული ბრენდის მიერ შეთავაზებულ მასალებისა და ფერების ასორტიმენტს და შეარჩიოთ სასურველი მათგანი

მოვლა

თითოეულ მასალას, იქნება ეს ხე, მარმარილო თუ ქსოვილი თავისი მოვლის ტექნიკა აქვს, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენი ავეჯი მუდამ ახალივით იბრწყინებს. სწორედ, ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური გვერდი, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ავეჯის მოვლის არსებული საშუალებების და მათი სწორად გამოყენების შესახებ

50 წელზე მეტია Manifattura Falomo-ს  მისიაა "ჯანსაღი ძილის" კულტურის პოპულარიზაცია. ბრენდი აწარმოებს მატრასებს, ლეიბებს, ბალიშებს და საწოლის სხვა საჭირო ატრიბუტიკას. მოწინავე ტექნოლოგიები, 100%-ით ნატურალური პროდუქტები, დაგროვილი გამოცდილება, საერთაშორისო აღიარება, რომელსაც არაერთი სერთიფიკატი მოწმობს, სფეროში N1 ბრენდად აქცევს.

შემოქმედება, გატაცება - წარმოებული იტალიაში, ასე აღწერენ ბრენდს, რომელიც დაარსდა 1983 წელს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მანზანოში, იტალიის სკამების რაიონის ცენტრში. აქ ხე, ოსტატობა და დიზაინი ტრადიციაა და წარმოადგენს ამ ტერიტორიის ისტორიას.
დღეს, Tirolo-ს ყველა პროდუქტი მზადდება უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობითა და შეუდარებელი კომპეტენციის პერსონალის თანხლებით. ბრენდის დევიზია დააკმაყოფილოს მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნილება და შექმნას პროდუქტები, რომლებიც გამორჩეული იქნება მაღალი ხარისხის მასალებისა და მუდმივად განახლებადი დიზაინის წყალობით.

ფუფუნება იქმნება, იგი არ მზადდება. ჩვენ გვჯერა, რომ პროდუქტის შექმნა მის მატერიალურ ღირებულებას აღემატება. თითოეული ნამუშევარი, რომელიც გულით, გონებითა და მარჯვე ხელებით არის შექმნილი, უნიკალურია. ჩვენთვის ფუფუნება ნამდვილი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მას ოსტატი ქმნის. უნარები, გამოცდილება და ორგანიზირებულობა არის თვისებები რომელიც ჩვენს ყველა პრიფესიონალს ახასიათებს, რაც გვეხმარება ამგვარი გამორჩეულიდ მაღალი შედეგების მიღებაში.

ვნების, ოსტატობის, ფუნქციონალურობისა და ახალი ტენდენციების სინთეზი ინტერიერის დიზაინის სფეროში, 1975 წელს დაარსებულმა იტალიურმა ბრენდმა Tonin Casa-ამ თავისი საუცხოო მოდელების სახით განუმეორებელი სილამაზე შესძინა იტალიაში წარმოებულ პროდუქტებსა და იტალიური დიზაინის სამყაროს.

ხარისხი, დეტალებისადმი ყურადღება და იტალიური გემოვნება, ყველაფერი იმისათვის, რომ ყოველი სივრცე გამორჩეული იყოს და თანამედროვე ცხოვრების ყველაზე განსხვავებული საჭიროებები დააკმაყოფილოს.
KOKET გთავაზობთ უაღრესად გამორჩეულ უნიკალურ კოლექციებს რბილი ავეჯის, განათებისა და აქსესუარების კუთხით, რომლის მისიაა შთაგაგონოთ სიყვარული, მოგანიჭოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და უსაზღვრო ემოცია დახვეწილი ელემენტებითა და განუმეორებელი დიზაინით.
KOKET-ს მართავს მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ცდილობენ შექმნან დიზაინის მაცდუნებელი მომენტები, ისინი უზრუნველყოფენ რომ ბრენდის კოლექციები წარმოდგენილი იყოს  მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ გამორჩეულ და ელიტარულ შოურუმებში.

Rexangelo არის კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა მაგიდების დასამზადებლად ვენეციური მინა მურანო, როგორც ძირითადი მასალა. Rexangelo ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მაღლი ხარისხის ისეთი მასალების გამოყენებას, როგორებიცაა მინა, მარმარილო, ჭედური რკინა და ხე. მათი დამუშავება ოსტატურად, უპრეცენდენტო კონტრასტებისა და მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ხდება. შედეგად ვიღებთ ავეჯს, რომელიც გამოხატავს ტექნოლოგიების, დიზაინის, კვლევების და ტრადიციების შესანიშნავ შერწყმას.

 DRIGANI 1950 წლიდან, ხელოსნობის, ნოუ-ჰაუს, ინოვაციისა და ავეჯის დიზაინით გატაცების ისტორია. დრიგანი გვთავაზობს დახვეწილი პროდუქციის ხაზებს, რომელშიც ესთეტიკა ინტეგრირებულია ფუნქციონალურობასთან, რათა პასუხობდეს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას.
ტრადიცია, კულტურა, ვნება და ელეგანტურობა არის ღირებულებები, რომლებიც განასხვავებს Drigani - Made in Italy დიზაინს. შესანიშნავი ბალანსი მკაცრ და აუცილებელ დიზაინს, ბუნებრივ მასალებსა და ძვირფას ხელნაკეთ ჩანართებს შორის.
Boca do Lobo დაარსდა 2005 წელს და დასაბამიდან მიილტვოდა აღედგინა ოსტატობის უძველესი ტრადიციები, რათა შეექმნა თანამედროვე დიზაინის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშები.
Boca do Lobo-ს თითოეული შედევრი უძველესი ტრადიციების მატარებელია. ამ სფეროს ოსტატები მსოფლიო ინტერიერის დიზაინისათვის ქმნიან გამომწვევებს, რომელიც ძველი ტრადიციებისა და  უახლესი ტექნოლოგიური მეთობის ერთობლიობაა. ისინი ირჩევენ საუკეთესო მასალებს და ქმნიან განუმეორებელ ფორმებს, Boca do Lobo ყოველი მოდელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც წარმოშობს მარადიულ კოსმოპოლიტურ გარემოს.

გამოწვევებით აღსავსე გზა 1964 წლიდან დღემდე, Veneran-ი იტალიური ტრადიციის ანარეკლია: რჩეული მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები, დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მუდმივი თვითგანახლება სივრცის უკეთესი ინტერპრეტაციისათვის, ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტენდენციები.

პერსონიფიცირებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქმნება თითოეული მოთხოვნის და გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჩვენ ვიყენებთ მასალას იმისათვის, რომ შევქმნათ იდეები, რომლებიც მომავალს გაანათებს. Talenti–ის პროდუქცია ექსკლუზიურია და მოიცავს იმ დიზაინერების ხელწერას, რომლებიც უზიარებენ კომპანიას თავიანთ იდეებსა და შთაგონებას კრეატიული და ელეგანტური ნივთების შესაქმნელად. ეს არის იტალიური ელეგანტურობა, რომელიც საუბრობს დახვეწილი გარე ავეჯის ენით. Talenti–ის ავეჯისთვის დამახასიათებელია მინიმალისტური სტილი და დახვეწილი დიზაინი.  Talent-ი არასოდეს გაგიცრუებთ იმედს, ისევე, როგორც ყველა სხვა იტალიური პროდუქტი, რომელიც იმსახურებს ამ სახელს.

Cattelan Italia ცნობილია თანამედროვე ავეჯის, განათების და აქსესუარების შექმნის ხელოვნებით, სახასიათო უნიკალური სტილი, რომლის დიზაინშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ისეთ ნიჭიერ დიზაინერებს, როგორებიც არიან: Gastone Rinaldi, Yoshino, and Emilio Nanni და სხვები.

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელიც Giorgio Cattelan-ის სახელს უკავშირდება, დღესაც მსოფლიოს ინტერიერულ ასპარეზე ღირსეულ ადგილს იკავებს და არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის.


BRABBU - დიზაინის ძალა, თანამედროვე, ტრენდული ინტერიერის იდეები, ცხოვრების ინტენსიური გზა და მკაცრი ურბანული სტილი. სწორედ ამ მოტივით იქმნება BRABBU-ს მრავალფეროვანი კოლექციები, რომლის თითოეული დეტალიც კი ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ეს კოლექცია.
BRABBU-ს უახლესი დიზაინერული კოლექციები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ღონისძიებებზე. უნიკალური,  ეკლექტური მოდელები, რომლებიც განსაზღვრავენ ინტერიერის დიზაინის მომავალ ტენდენციებს.

“დამზადებულია იტალიაში” Gurian–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

Divanidea-ს  ჰყავს უზარმაზარი გუნდი, რომელიც შედგება კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც აწარმოებენ მაღალი ხარისხის ავეჯს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებით და ყოველი მოდელი არის გარანტია ნამდვილი ესთეტიური ფასეულობის, სრული კომფორტის, რეალური დასვენებისა და პერსონალიზაციის. სწორედ, პერსონალიზაციაა მათი ძლიერი მხარე, ყოველი დივანი, რომელიც Divanidea-ს მიერ არის შექმინილი სრულიად ექვემდებარება კლიენტის მოთხოვნას და შესაბამისად არის ინდივიდუალური. Divanidea-ს საწარმოო სიმძლავრეები გადანაწილებულია ოთხ სხვადასხვა ქარხანაში, ხოლო მთავარი საწარმო მდებარეობს Cessalto-ში.

დამზადებულია იტალიაში LOF’S–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

გალიმბერტი ნინოს იდენტობის მთავარი მახასიათებელია Made in Italy კონცეფციის, "დიზაინი, შემოქმედება, სტილი" უაღრესი გამოხატულებაა, რომელიც დღეს საუკუნოვან ტრადიციასთან ერთად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც.
ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი არის მუდმივი დიზაინი, საიმედოობა და გამძლეობა.

Qeeboo არის იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს Stefano Giovannoni- ის მიერ 2016 წელს  შექმნილ ავეჯს და აქსესუარებს. პროდუქტები  ემოციური და შინაარსიანია, ისინი  არ არის  ბურჟუაზიული, მაგრამ ყველასათვის შესაფერისია. ერთხელ უკვე შექმნილნი,  ჩვენი ინტერპრეტაციით იძენენ ახალ ცხოვრებას.

ჩვენი მისიაა გადავაქციოთ იდეები უნიკალურ და ორიგინალურ ნივთებად. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს ახალი მასალებით, რადგანაც ჩვენი დევიზია: ,, გამოცდილება ქმნის პროდუქტს’’ და არა მეცნიერება. ახლის შექმნის ყოველი მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ, ექსპერიმენტები ჩვენ გვმატებს სითამამეს და გვძენს გამოცდილებას. ჩვენ შევისწავლით, ვურთიერთობთ, განვსაზღვრავთ და ვანვითარებთ ნედლეულის პოტენციალს, შედეგად ყოველ ჯერზე ვიღებთ რაიმე განსხვავებულს.

იქ სადაც სხვები ხედავენ უბრალოდ ხეს, მეტალს ან ნაჭერს, ჩვენ ვხედავთ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. Arketipo – ეს არის გამოცდილება, რომლითაც ჩვენ ყოველ იდეას განსხვავებული კუთხით ვუდგებიათ.

ჩვენი კომპანიის მიზანია იტალიაში არსებული ღია ცის ქვეშ ცხოვრების კულტურის გაზიარება სამყაროსთვის, ჩვენი ხელწერის მქონე ავეჯის დამზადება, რომელიც ტრადიციის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ხარისხის ნაერთია. ჩვენ გვსურს შევქმნათ უნიკალური პროდუქტი, რომელიც წლობით გემსახურებათ. ეს ყველაფერი კი პროდუქტში  ესთეტიური მომხიბვლელობის, ფუნქციონალურობის, ტექნოლოგიური განვითარების, წარმოების ხარისხისა და გარემოს პატივისცემის კომბინაციით მიიღება.

mmlampadari-ის ხარისხი აზროვნებისა და შემოქმედების შედეგია: „ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ინტუიციასა და იდეისთვის ნივთიერი სახის მიღების უნარს. ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი სინათლე შევძინოთ ყველა ადამიანის ოცნებას“.

დაწყებული ლითონის დამამუშავებელი ლაბორატორიიდან, მინისა და მხატვრული კერამიკის ქარხნებამდე, მიმდინარეობს უწყვეტი კომუნიკაცია დიზაინერებს, ტექნიკოსებსა და ოსტატებს შორის, რათა მიაღწიონ ბრწყინვალების ახალ სტანდარტებს და ხელი შეუწყონ ავთენტური მასალის დამზადებას იტალიაში. mmlampadari-ის ყველა პროდუქტი ხელნაკეთია და მოიცავს დამუშავების, როგორც უძველეს, ასევე უახლეს ხერხებს. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს დეკორის უსასრულო კომბინაციებს, რათა მაქსიმუმამდე აიყვანოს თითოეული პროდუქტის ესთეტიური და ტექნიკური მხარე.

დროში განუსაზღვრელი ელეგანტურობა, მოდური ტენდენციები და ტრენდად ქცეული დიზაინი - Luxxu-ს იმპერია თავად ქმნის საკუთარ მომავალს.
Luxxu-ს სანათები უკვდავი კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, საიდანაც იწყება მოგზაურობა ფუფუნების სამყაროში. გაბედული დიზაინი, სიმფონია, რომელიც შექმნილია არა მხოლოდ ერთი საკვანძო ობიექტით. ამბიენსი, მარადიული ესთეტიკური ენა, რომელსაც ბრენდის ყოველ მოდელში თანაბრად იგრძნობთ.

Twils-ის ბრენდის დაარსებას წინ უძღვოდა  შესანიშნავი იტალიური ისტორია, რომელიც დაიწყო 1982 წელს, ტრევისოს პროვინციის ქალაქ ვენეტოში. პატარა ლუისელა და სიმონე ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდნენ, როდესაც მამამ სწორად განჭვრიტა საფეიქრო ინდუსტრიის პოტენციალი და ის ძალიან მალე წარმატებულ საოჯახო ბიზნესად აქცია.

2007 წელს მათი შექმნეს ბრენდი სახელად Twils, რომელიც შემდეგი სახელების ინიციალებისაგან შედგება: Tiziano, Wilma, Luisella და Simone. ბრენდის შექმნასთან ერთად, მათ დაიწყეს სხვადასხვა ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობაც, რომელიც Twils R&D ეგიდის ქვეშ ერთინდება და სწორედ მათი დიზაინით იქმნება Twils-სა და Twils Lounge-ს ექსკლუზიური კოლექციები.

Slamp–ი ქმნის დეკორატიული დიზაინის სანათებს. იგი ბუნების სამყაროს, არქიტექტურის, მოდის ინდუსტრიის ვირტუოზების და ხელოვნების უახლესი ტრენდების გამოყენებით გარდაქმნის ნივთებს მანათობელ საგნებად, რომლებიც გვიქნიან გარკვეულ განწყობას და ამოვდროულად უნივერსაულურებიც არიან. ეს მიიღწევა ახალი თაობის  მასალების და სპეციალური ხელნაკეთი დეტალების მეშვეობით, რომელთა გაერთიანებითაც Slamp–ი  აცოცხლებს მდიდრულ და ხატოვან პანორამას.

Roberti – 1959 წლიდან, აუთდორ კოლექციები, რომელნიც ყოველთვის პიონერულ როლს ასრულებდნენ დიზაინში, უერთდებიან სტილის უახლეს ტენდენციებს, როგორც ფორმებს, ასევე მასალებს.

თითოეული ნაჭერი შეესაბამება სახლისა და კონტრაქტის ცხოვრების სტილის პირად ინტერპრეტაციას, რომელიც აერთიანებს ესთეტიკისა და კომფორტის ყველა პარამეტრს. 


ROSINI, რბილი ავეჯის წარმოების 40 წლიანი ტრადიცია, დიდი ისტორიისა და გამოცდილების  მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება, თუმცა უცვლელი რჩება მისი ღირებულებები: სრულყოფილება, რომელიც ასოცირდება სიტყვებთან „დამზადებულია იტალიაში“, სრული კონტორლი წარმოების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური ხარისხისათვის.

DelightFULL - შუა საუკუნეების განათების დიზაინის ახალი ინტერპრეტაცია. ჩვენ აღვადგინეთ 40-70-იანი წლების ინსპირაციული ხელოვნება და დღეს გთავაზობთ სრულიად ახალ კლასიკურ სანათებს, თანამედროვე დეკორის ფერებისა და მასალების პროგრესიით.
ჩვენი შუა საუკუნეების სულისკვეთება დაგეხმარებათ ნებისმიერი პროექტის ხორცშესხმაში, ჩვენ შევქმნით თითოეულ დეტალს რომელიც თქვენ გჭირდებათ.

Castello არის ბრენდი, რომლის ეგიდისა და პატრონაჟის ქვეშ ჩვენმა გუნდმა შემოიყვანა ქართულ ბაზარზე თანამედროვე ავეჯის წარმოების სეგმენტში მოქმედი ისეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბრენდები, როგორებიცაა: Reflex Angelo, Arketipo, Bruno Zampa, Pregno, Twils, Veneran Mobili, London Art Wallpapers, MM Lampadari, Slamp, Divanidea, Talenti Outdoor Living, Emu, Booma, Alf DaFre, GURIAN, LOF’S, GERVASONI, SITAP CARPETS და სხვა.

ასევე, Castello-ს ლოგოს ქვეშ ჩვენი კომპანია ახორციელებს მსოფლიოს წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის იმპორტს ცალკეული შეკვეთების შემთხვევაში, რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენელიც ჯერ-ჯერობით არ არის საქართველოში.


Pregno მსოფლიოში პროფესიონალიზმის, კრეატიულობის და სტილის სინონიმია. ჩვენი ფასეულობები არის ჩვენი თითოეული პროდუქტის არსში: ერთი რიგითი  ნივთიდან დაწყებული და ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ავეჯით დამთავრებული. Pregno–ს ოსტატებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რაც თავს იჩენს სრულყოფილების ძიებაში და იმის რწმენში რომ ყოველი დავალება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს შესრულებული.

125 წლის იუბილე - ეს ნამდვილი იშვიათობაა ავეჯის ინდუსტრიაში, სადაც ტრადიცია და ხელობა თაობიდან თაობაზე გადმოდის. გრძელი და საინტერესო გზა მასობრივი ბაზრის ავეჯის მწარმოებელიდან პატარა, მაღალი კლასის მწარმოებლამდე. გემოვნებიანი, გამორჩეული და კომფორტული ავეჯი, ხშირად არაორდინალური ფორმის ყოველთვის ხავერდით დაფარული და სამოთხის ფრინველის მსგავსად მკვეთრი ფერის - არსებითად "ნამდვილი პერსონაჟები".

50 წელიწადზე მეტია რაც LENZI ტოსკანიდან, იტალიური მარმარილოს რეგიონის გულიდან, აწარმოებს მარმარილოს მაგიდებს და აქსესუარებს იმ იდეით, რომ შესძინოს ამ უნიკალურ და გასაოცარ მასალას სიმსუბუქე, სიკაშკაშე და შთამაგონებელი დიზაინი.

LENZI : ბრენდი, ოჯახი და მარმარილოსთან მუშაობის გამოცდილების ხანგრძლივი ტრადიცია

„მდიდრული ცხოვრების განსახიერება“- ასე უწოდებენ ჰოლანდიურ ბრენდ Eichholtz-ს, რომლის შოურუმები განთავსებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე და ითვლება ერთ-ერთ ტრენდულ და სასურველ ადგილად, მათთვის, ვისაც სურს მოიწყოს გამორჩეული და მდიდრული ინტერიერი. 
ბრენდის ისტორია  უკავშირდება თიო აიჰოლთცს, ანტიკვარიატის კოლექციონერს, რომელიც მუდამ უნიკალური ნივთების ძიებაშია. სწორედ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ანტიკვარულ ბაზრობებსა და მაღაზიებში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები გახდა მისი შთაგონების წყარო, შეექმნა რაიმე განსხვავებული და სრულიად გამორჩეული, როგორიცაა დღეს Eichholtz-ი. 

ვენეციური კომპანია Lodes-ი 1950 წლიდან აწარმოებს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ განათებებს. იგი აერთიანებს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს საუკეთესო Made in Italy დიზაინთან. კომპანიის დამფუძნებლის, ანჯელო ტოსეტოს შუშისადმი გატაცებითა და მუდმივი ტექნოლოგიური კვლევის შედეგად შეიქმნა ბრენდი, რომელიც გახდა ერთ-ერთი წამყვანი განათების მწარმოებელი ევროპაში.

Essential Home - ეს გახლავთ ავეჯის შუასაუკუნოვანი დიზაინის კონცეფციაზე დამყარებული ინოვაციური  ბრენდი, რომელიც შთაგონების წყაროდ იყენებს გასული საუკუნის 30-60-იანი წლების  მნიშვნელოვან ისტორიულ და კინემატოგრაფიულ ცნობებს და აქცევს მათ ინტერიერის უნიკალურ ნიმუშებად.
თითოეული ნაწილის უნიკალური დიზაინი გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ფანტაზია და  მხატვრული ხედვა, რეალობაში მოიყვანოთ კრეატიული პროექტები: კლასიკური თუ თანამედროვე, მდიდრული თუ სადა. Essential Home-ს შეუძლია შექმნას საუკეთესო გადაწყვეტილებები ინტიმური და მყუდრო ინტერიერისათვის, რომელიც იქნება ელეგანტურობისა და დახვეწილობის საუკეთესო ნიმუში. Essential Home-ის თითოეულ მოდელზე იგრძნობა შუასაუკუნეების თანამედროვე ხელწერა.

MOROSO - The Beauty of Design

MOROSO არის ბრენდი, რომელიც რბილი ავეჯის მაღალი მოდის პროფესიონალთათვის 1952 წლიდან ასოცირდება სიტყვა დიზაინთან, სადაც ყოველი მოდელი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერის ხელწერასა და უნიკალურ დიზიანს ატარებს.

დიზაინისა და წარმოების სამოცწლიანი გამოცდილება, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, 70 რჩეული ოსტატი, საიმედო მომწოდებელთა ქსელი, მაღალი ხარისხის მასალები და დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, ამ ყველა ღირესებით იტალიური MOROSO ავეჯის მაღალი მოდისა და ჰაი-ენდ სეგმენტში რჩეულ ადგილს იმკვიდრებს

Londonart არის კრეატივისა და შემოქმედების დიზაინერული ლაბორატორია, რომლის მიზანი ინტერიერისათვის ორიგინალური გადაწყვეტილებების მოძიებაა. თანამედროვე ესთეტიური კვლევა, რომელიც თითოეულ კედელზე. მატებს დინამიზმს, ემოციას, ხიბლს და ცნობისმოყვარეობას. თითოეული შპალერის სილამაზე და უნიკალურობა განისაზღვრება იმ თანამედროვე და პერსონიფიცირებული ელემენტებისაგან, რომელიც იცვლება სივრცის, დიზაინისა და ინტერიერის შესაბამისად.

Londonart ეს არის უპირველეს ყოვლისა მაქსიმალურად პერსონიფიცირებული ავთენტური რეწვითი სამუშაოები, რომელიც ქმნის თანამედროვე, უნიკალურ და ფუნქციონალურ პროდუქტებს. ხოლო მათი საბრენდო სტილი კი მოდის გრაფიკული და არქიტექტურული ელემენტების,  მასალები,  ქსოვილები,  ესთეტიკასა და დეკორაციის თანამედროვე ტენდეციებისა საფუძველზე, რომელსაც თან ახლავს სივრცეების  რაციონალური და ჰარმონიული გადაწყვეტილებები.