Stylistic Heaven - ლაქშერი ტიპის აპარტამენტის პროექტი თბილისში - მთაწმინდა, რუსთაველის გამზირი
4 თვის წინ კასტელო
Stylistic Heaven - გვსურს წარმოგიდგინოთ თბილისის ცენტრში (მთაწმინდაზე, 1-ელი საშუალო სკოლის უკან) განლაგებულ პრესტიჟულ რეზიდენციურ კომპლექსში მდებარე კიდევ ერთი პენტჰაუსის პროექტი, მთლიანად გაწყობილი Castello-ს ექსკლუზიური ბრენდების ავეჯით და აქსესუარებით, რომელმაც თავისი ქარიზმით, მასშტაბურობით და დახვეწილი ინდივიდუალიზმით გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.
აპარტამენტის ბრწყინვალე ინტერიერი წარმოადგენს უკომპრომისო იტალიური სტილისა და გემოვნების ერთგვარ განსახიერებას, რომელშიც გადმოცემულია ერთის მხრივ საუკუნოვან ტრადიციებზე აღმოცენებული არტიზანული ხელობა, კრაფტის ისტორია და მემკვიდრეობა, ხოლო მეორესმხრივ ინოვაციური ბუნებრივი მასალების მიქსი და ე.წ. "თანამედროვე იტალიური ცხოვრების წესის" კონცეფცია, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს გარკვეული მყუდრო და ბრწყინვალე ოაზისის განცდას მეგაპოლისის განუკითხავ მოძრაობაში.
პროექტში გამოყენებულია "კასტელო"-ს შემდეგი ექსკლუზიური ბრენდების ავეჯი: Arketipo Firenze, TWILS, Cattelan Italia, Lenzi Marble, Pianca, Tosconova, Adriani e Rossi
პროექტის ამსახველი დეტალური ფოტო-კოლაჟის სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: castello.ge/ge/projects/772/
კოლაბორაცია ნიშური პარფიუმერიის მაღაზიათა ელიტარულ ქსელთან - AROMATEQUE, AXIS TOWERS, ვაკე
4 თვის წინ კასტელო
გვსურს სიამაყით წარმოგიდგინოთ ნიშური პარფიუმერიის ელიტარული ქსელის Aromateque-ს Axis Towers-ის ვაკის ფილიალში განხორციელებული კოლაბორაციისა და ფლეისმენტის ამსახველი ფოტომასალა, რომლის ფარგლებშიც მაღაზიის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ იქნა Castello-ს ჰაიენდ ბრენდების ავეჯი (იკონური დიზაინის ტყავის დივანი სავარძელთან Windsor by Arketipo Firenze, მოდერნისტული სტილის მარმარილოს კოქტეილისა და ბრაშირებული მეტალის მისადგამი მაგიდების სეტი Concave & Heron by HESSENTIA Cornelio Cappellini, ელეგანტური შუშის კონსოლი მონოლითური მარმარილოს დეტალით ბაზაზე Valentinox by Cattelan Italia), საკულტო კოლექციის შემადგენელი განათება (Limbo - ფილიპინელი Kenneth Cobonpue-ს სურეალისტური აკრობატების ჭაღების სერიიდან), ვენეციური სტილის კერამიკული ვაზები და აქსესუარები (იტალიური Adriani e Rossi-ს შესრულებით), ასევე სხვა ორიგინალური არტ-ობიექტები.
კოლაბორაციის ამსახველი დაწვრილებითი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ. გვერდის "პროექტების" განყოფილებაში ან გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: castello.ge/ge/projects/
"კასტელო" ლეგენდარული GERVASONI1882-ის ოფიციალური დილერი და რითეილერი გახდა
8 თვის წინ კასტელო
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი "კასტელო" გახდა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული უნიკალური სტილის მქონე კომპანიის GERVASONI1882-ის ავტორიზებული დილერი და რითეილერი ქართულ ბაზარზე. ბრენდის რომელიც ოპერირების 140 წლიანი ისტორიის მანძილზე არსებული არაფორმალური მიდგომების, უნიკალური კრაფტის, ბუნებრივი და ინდუსტრიული მასალების კომბინირების წყალობით გახდა დახვეწილი თანამედროვე სტილის უკომპრომისო პროტაგონისტი საერთაშორისო ასპარეზზე და არაერთი საკულტო ნამუშევრის ავტორი.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ "კასტელო" გადასულია GERVASONI1882-თან სრულფასოვანი კოლაბორაციის რეჟიმზე და სიამაყით წარმოადგენს უკანასკნელის, როგორც შიდა ინტერიერის (Indoor), ისე გარე გამოყენების (Outdoor) ავეჯისა და აქსესუარების სეგმენტშიც, რომლითაც განსაკუთრებით ცნობილია იგი. კომპანიის ექსკლუზიური კოლექციების შექმნაზე ზრუნავენ ისეთი სახელგანთქმული დიზაინერები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, ფედერიკა ბიასი, კიარა ანდრეატი და სხვები.
რაც შეეხება საკუთრივ ექსპოზიციას, გვსურს სიხარულით ვაცნობოთ ჩვენს ვიზიტორებს, რომ "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში მათ დახვდებათ GERVASONI 1882-ის ბესტსელერებად აღიარებული ფართომასშტაბიანი Indoor-Ourdoor ავეჯის კოლექცია, სტილის იკონად ცნობილი განსხვავებული ზომის ჭაღები კომპოზიცია Brass, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი გარე ავეჯის სამეული Ghost უახლესი კოლექციის თიხის ყავის მაგიდებთან Heiko, Guna, Brise კომბინაციაში, ასევე ლეგენდარული Paola Navone-ს გენიალური ინსპირაციით შექმნილი იკონური სავარძლების სეტი Nuvola 05 და Nuvola 09 მოსახსნელი შალითებით, მოცულობითი კუთხის დივანი Loll და რაც მთავარია უახლესი კოლექციის შემადგენელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოდულური დივნის სტატუსის მქონე Samet-ის უზარმაზარი კონფიგურაცია, კატალოგები, ქსოვილებისა თუ ნიმუშების ფართო ასორტიმენტი და რა თქმა უნდა საუკეთესო სადილერო ფასები.
მიმდინარეობს CASTELLO-ს 360 გრადუსიანი ვირტუალური ტურის მასშტაბური განახლება
8 თვის წინ კასტელო
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს "კასტელო"-ს შოურუმისა და ჩვენთან წარმოდგენილი მულტიბრენდული ექსპოზიციის 360 გრადუსიანი ვირტუალური ტურის მასშტაბური განახლება, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცის 3 სართულზე განლაგებული 58-მდე იტალიური, გერმანული და ჩეხური ბრენდების უნიკალური ავეჯის, განათებისა და აქსესუარების კოლექციებს.
სრული განახლების პროცესის დასრულება იგეგმება უახლოეს დღეებში მომავალი კვირის ბოლომდე, რის შედეგადაც ჩვენი მომხმარებლები შესძლებენ, როგორც არსებული ისე ბოლო 1 წლის მანძილზე დამატებული ახალი ექსკლუზიური თუ ოფიციალური ბრენდების ექსპოზიციების ნახვას, მათ შორის არიან: Novamobili, Gervasoni1882, LIU-JO LIVING Collection, Italamp, Penta Light, Monography by Bruno Zampa და სხვები.
- ვირტუალურ ტურზე გადასასვლელად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.castello.ge - შემდეგ გადახვიდეთ - კომპანიაზე - შემდეგ შოურუმის ქვეგანყოფილება - დაბოლოს - ვირტუალური ტური.
აქვე გაცნობებთ, რომ შოურუმში გადაადგილებისას მარტივი ნავიგაციის მენიუს მეშვეობით პროდუქტზე დაწკაპუნებით მიიღებთ ინფორმაციას კონკრეტული მოდელისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ შესაბამისი ვებ გვერდის ლინკის ჩათვლით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვირტუალური ტური მოიცავს "კასტელო"-ს ინტერიერული სივრცის მხოლოდ 3 სამუშაო სართულს 2800-მდე კვ. მეტრს და ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს მე-4 სართულს, ასევე მიმდინარე სამუშაოებს 2 ექსკლუზიური ბრენდი Twils-ისა და Lodes-ის ე.წ. Shop-in-Shop კონცეფციით გათვალისწინებულ მონობრენდულ ზონებს, რომელთა სრულყოფილ კონდიციამდე მისაყვანად ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და ოფიციალური გახსნის შემდგომ დაემატება ნავიგაციის მენიუს.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ "კასტელო"-ს დიზაინის სამყაროში!
"კასტელო"-ს დელეგაციის ვიზიტი პარიზში MAISON & OBJET-ის გამოფენაზე
8 თვის წინ კასტელო
2024 წლის 21-25 იანვარს "კასტელო"-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. პარიზში მიმდინარე Maison & Objet-ის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრების, მიღებული ინსპირაციისა და შთაბეჭდილებების პარალელურად მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგებიც. კერძოდ: გაფორმებულ იქნა ახალი სადილერო ხელშეკრულებები მოწინავე ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ბრენდებთან, რომელთა შორისაც არიან პრემიუმ კლასის სახლის ტექსტილის, მაღალი ფაიფურისა და ინოვაციური კერამიკული ნაკეთობების, ასევე ლაქშერი არომატებისა და ინტერიერის სურნელოვანი სანთლების სეგმენტში მოქმედი ლიდერი კომპანიები.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე განხორციელდა მხარეთა წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები და "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში ერთობლივად გადაწყდა შესაბამისი მუდმივი ექსპოზიციების განლაგება. ამ ეტაპზე შოურუმში აქტიური ტემპით მიმდინარეობს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად მოვაწვდით ინფორმაციას.
რაზე საუბრობს დიზაინი ? მილანის 61-ე ავეჯის საერთაშორისო გამოფენა - SALONE DEL MOBILE MILANO 2023
8 თვის წინ კასტელო
დასრულდა Castello-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი "მილანის რიგით 61-ე ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე - Salone del Mobile Milano 2023", რომელიც მრავალრიცხოვანი პარტნიორების განსხვავებული სტილისტიკის მქონე სტენდების, პავილიონების, Pop-Up ექსპოზიციების, ბრერას დიზაინერულ რაიონში /Brera Design District/ მდებარე ფლაგმანური შოურუმებისა თუ ქალაქის მასშტაბით გაბნეული არტ-ინსტალაციების მონახულების, მოწინავე ტრენდების და კოლექციების ათვისებისა თუ ახალი ბრენდების დამატების გარდა, უმთავრესწილად ეძღვნებოდა კომპანიის ტრადიციად ქცეული ესთეტიური კვლევების და ინსპირაციული შთაგონების, თანამედროვე ავეჯის მაღალი მოდის ინდუსტრიაში არსებული Know-how-სა თუ ინოვაციური ტექნოლოგიების აღმოჩენას, რითაც Castello ყოველწლიურად ანებივრებს თავის მომხმარებლებსა და ვიზიტორებს.
წლევანდელი Fiera იმითაც იყო საინტერესო, რომ მის ფარგლებში პარალელურად იმართებოდა Euroluce 2023-ის სახელწოდებით ცნობილი დღემდე არნახული მასშტაბის მქონე განათების დღესასწაული, რომელზეც წარმოდგენილი არტისტული ექსპოზიციების მრავალფეროვნებამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.
შესაბამისად, ჩვენი დელეგაციის ყურადღებაც წინა წლებისგან განსხვავებით უფრო მეტად იყო აქცენტირებული თანამედროვე ილუმინაციის სეგმენტისკენ, რაც წარმატებულად დაგვირგვინდა კიდეც 3 ახალი ექსკლუზივის გაფორმებით მოცემულ სფეროში მოქმედ განსაკუთრებული სტილის მქონე კომპანიებთან.
ზოგადად შუქი, როგორც კრეატიული დიზაინის სამსახურში მყოფი ინსტრუმენტი გარდასახავს ტექნოლოგიას და ცხოვრების კულტურას ავანგარდულ შთაგონებაში, ილუმინაციური შინაარსის რაფინირებულ ქანდაკებებსა და ეგრონომიულ სისტემებში. ზუსტად ამ Motto-ს მატარებელი თანამედროვე განათება გამოჩნდება Castello-ს სივრცეში ორიოდე თვეში და დაამშვენებს ჩვენი ერთგული მომხმარებლების სახლებს.
ისე კი, ავეჯის გამოფენის პარალელურად მიმდინარე Euroluce 2023-ის სივრცეში განლაგებული მრავალი საინტერესო არტ-ინსტალაციის გამოკვეთილი ტრენდი იყო - გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი ახალი (უნიკალური) ტექსტურისა და რთული ფორმების მქონე განათებები.
სივრცე, რომელშიც ავეჯი, არტ-დიზაინის დახვეწილი ობიექტები, თანამედროვე სტილის ილუმინაცია და ერგონომიული მოდულური სისტემები მოქნილად ერთიანდებიან ელეგანტურ სიმბიოზში, რათა შექმნან ცხოვრების იდეალური კომფორტის ჰარმონია.
ერთი სიტყვით, განვლილი დამანგრეველი პანდემიური პერიოდის შემდეგ , წლევანდელი Salone, როგორც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დიზაინის სფეროში იყო ნამდვილი სიახლის, იდეებისა და ინოვაციის ნამდვილი დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც ცალსახად გამოიკვეთა ახალი შემოქმედებითი ჰორიზონტები, ტრენდები და მოდური აქცენტები, რომლებიც თავის მხრივ უახლოვესი წლების მანძილზე იქნებიან დომინანტურნი არქიტექტურული პროექტების თუ ინტერიერის რენდერინგების პროცესში.
ესენი გახლავთ - პროექტირება-რენდერინგის განხრით:
1. ინდორ-აუთდორ სივრცეების ჰიბრიდული შერწყმა;
2. საძინებელი ზონისა და სამუშაო სივრცის გაერთიანება;
3. სასადილო ზონისა და მისაღები ოთახის ჰარმონიზაცია ერთში;
გამოსაყენებელი მასალების მხრივ:
1. გადამუშავებული მასალების გამოყენება დიზაინში;
2. ახალი ტიპის ნედლეულისგან მიღებული უნიკალური პანელები და ტექსტურები;
3. რთული ფორმების დიზაინი (ბოლო დროს დომინანტი მინიმალისტური სტილისგან განსხვავებით)
საკუთრივ, Salone del Mobile Milano-ზე კი გამახვილებული დიზაინერული აქცენტი მიმართული იყო სამუშაო ადგილების - სივრცეების საჭიროებების გამარტივებისკენ. წარმოდგენილ იყო მრავალი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამუშაო ზონა უფრო მეტად მიმზიდველი, მოდულური და კომფორტული. ამ თვალსაზრისით გამოფენაში მონაწილე მრავალმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ინსპირაცია ფოკუსირებული სამუშაო ადგილების კეთილმოწყოფისა და საცხოვრებელ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის მხრივ.
Castello-ს ინტერიერულ სივრცეში DIVANIDEA-ს, GURIAN-ისა და LOF’S-ის ექსპოზიცია გაიხსნა!
2 წლის წინ კასტელო
Castello-ს ინტერიერულ სივრცეში DIVANIDEA-ს, GURIAN-ისა და LOF’S-ის ექსპოზიცია გაიხსნა!
მ.წ. 20 თებერვალს Castello-ს მულტიბრენდულ შოურუმში გაიხსნა ტრადიციული იტალიური კრაფტის პრინციპების განუხრელი მეთოდოლოგიით მომუშავე რბილი ავეჯის მწარმოებელი ბრენდების Divanidea-ს, Gurian-ისა და LOF”s-ის კოლექციების დიზაინერული ექსპოზიცია, რომელშიც წარმოდგენილია როგორც 2023 წლის რბილი ავეჯის მიმართულებით არსებული ტრენდებისა და აქცენტების გათვალისწინებით დამზადებული ახალი მოდელები, ისე უმაღლესი კატეგორიის ნაბუკში, ხავერდსა და ქსოვილში შესრულებული როგორც მოდულური, ისე სექციური რბილი ავეჯის პროგრამები, კუთხის დივნები მისადგამი მაგიდებით, სარელაქსაციო სისტემებით, მოსასვენებელი პუფებით და მყარი ტყავის ე.წ. Bookcase-ბით.
ზოგადად, იტალიის ქ. ტრევიზოში (ჩესალტო) მოქმედი Gurian-ის, LOF’s-ისა და Divanidea-ს მაღალი დონის ქარხანა წლების მანძილზე ცნობილია თავისი სერიოზული დამოკიდებულებით, რომელსაც იგი იჩენს რბილი ავეჯის შიგთავსის, სტრუქტურისა და კარკასის აგებულების მიმართ რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალოდ ტყავზე, ნაბუკსა და ქსოვილზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია მაღალი კლასის ავეჯის წარმოებაში. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო გადასულია ე.წ. სეივინგსა და ეკონომიაზე Gurian-ის ქარხანა არ ღალატობს იტალიური კრაფტის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და პრინციპებს. იყენებს წარმოებაში მხოლოდ მასიური ხისა და მეტალის კარკასებს, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ ავეჯის ექსპლუატაციას ათწლეულების მანძილზე. მკვრივი მოცულობების დარბილება ხდება მხოლოდ პოლიურეთანის მაღალი ხარისხის ქაფმასალით მეტი ერგონომიის მისაღწევად, რაც აძლევს საშუალებას მათ მოდელებს ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინარჩუნონ თავიანთი ფორმა და სტრუქტურა. ასევე არ მოხდეს კონტურის დეფორმაცია ხშირი მოხმარების შედეგად. რაც შეეხება დასაჯდომი და ზურგის ბალიშების დარბილებას აქ გამოიყენება განსხვავებული ტიპისა და სიმკვრივის ქაფმასალა, ბუმბული და აკრილური სტილის ბატის ბუმბული, რათა მიღწეულ იქნას კომფორტის უმაღლესი დონე მოცემულ დიზაინთან შესაბამისობაში.
ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს აქ ნაკერები ე.წ. Stiching, რომელთა დატანებაც ხორციელდება მხოლოდ 100%-იანი მაღალი-გამძლეობის მქონე პოლიამიდური ძაფებით, რომლებიც იძლევიან მაქსიმალური სიმძლავრისა და რაფინირებული ესთეტიკის გარანტიას.
მთავარ მონაპოვრად მაინც, რომლითაც ამაყობენ Divanidea-ს განსაკუთრებით კი Gurian-ისა თუ LOF”s-ის ქარხნები, როდესაც ასრულებენ ამა თუ იმ დიზაინერულ ნამუშევარს რომელიც აძლევს მათ პროდუქციას საბოლოო სახეს არის - ტყავების, ნაბუკისა და ქსოვილების საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი, რაც სინამდვილეში განასახიერებს კიდეც ზემოხსენებული ქარხნების ერთგვარ know-how-ს და აძლევს მათ დიზაინერულ კოლექციებს ე.წ. wow-ს ექფექტს. ნებისმიერი მარცვლოვანი ტყავი და ნაბუკი გამოყვანილი იტალიაში ექვემდებარება Gurian-ის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის მკაცრი გადარჩევის კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელ რეჟიმში უნდა შეესაბამებოდნენ კომპანიის ტექნიკურ-ესთეტიური ნორმების საჭიროებებს.
შესაბამისად, ხანგრძლივი კვლევისა და გადარჩევის პროცესის შედეგად ყოველი ცალკეული ტყავი გამოყენებული გადაკვრის მიზნით მათ მოდელებზე არის გარკვეულწილად უნიკალური დაწყებული მარცვლოვანი სტრუქტურიდან სირბილემდე, სისქიდან კონკრეტულ ტექსტურამდე თუ ფინიშინგამდე. მათ დამზადებასა და საბოლოო კონდიციამდე მოყვანაზე პასუხისმგებელნი არიან იტალიის საუკეთესო ტექსტილის ქარხნები.
Castello-ს შოურუმში განლაგებულ ექსპოზიციაში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნატურალური წმინდა ნაბკუისგან დამზადებულ იმპრესიული და მოცულობითი ფორმის მქონე კუთხის დივანს Esplanade LOF”s-ისგან, რომლის სკულპტურული კონტურიც, მაღალი ინდივიდუალური საზურგეებითუ გრაციოზული სტრუქტურა მოგაგონებთ ისტორიულ ქანდაკებას ფლორენციის შუაგულიდან ბოკაჩოს და პეტრარკას პერიოდში - მოდელი, რომელიც დგას ნაბუკით გადაკრული მყარი პლინტუსის ბაზაზე რეკლაინერი სახელურებით და საზურგეებით წარმოადგენს იტალიური დიზაინისა და ტრადიციული მრავალსაუკუნოვანი კრაფტის საუკეთესო განსახიერებას, რომელსაც დღეისათვის თანამედროვე ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში რთულად მოეძებნება ანალოგი. იგი თანაბრად უნიკალური და დახვეწილია ყველა მხრიდან, სურვილისა და საჭიროებისამებრ ეხრება როგორც სახელურების, ისე ინდივიდუალური საზურგეები, რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმდენად ძლიერ ვიზუალსა და ჰარმონიას რამდენადაც რბილი თიხისგან ახლად გამოძერწილი ქანდაკება.
Castello-ს მულტიბრენდული შოურუმი ვენეციური ReflexAngelo-ს გრანდიოზული ექსპოზიციისთვის ემზადება
2 წლის წინ კასტელო
გვსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მდგომარეობს სულ რაღაც თვენახევარში მსოფლიო მასშტაბის პრემიუმ-კლასის ავეჯის მწარმოებელი ბრენდის Reflex-ის 7 ზონისგან შემდგარი გრანდიოზული ექსპოზიციის გახსნაში. მურანოს შუშის შედევრებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით ცნობილი ვენეციური ბრენდის ექსკლუზიური ზონა ე.წ. Shop-in-Shop პრინციპით განლაგდება Castello-ს მულტიბრენდული შოურუმის ახალ დიზაინერულ სივრცეში 200 კვ. მეტრზე, ცენტრალურ ადგილას ატრიუმის ქვეშ.
ამ ეტაპისთვის საკუთრივ კომპანიის იტალიელი მესვეურების ჩართულობით მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, რომლის შეფასების, დათვალიერების და სურვილის შემთხვევაში შეკვეთების განხორციელების შესაძლებლობაც ჩვენს გულშემატკივრებსა და ვიზიტორებს ექნებათ უკვე 2023 წლის მარტის ბოლოდან. რაც შეეხება საკუთრივ კოლექციას, რომელშიც იშვიათი დიზაინის სასადილო, გასაშლელი და მცირე მაგიდების გარდა, იქნება მურანოს შუშისგან ანტიკური ვენეციური ტრადიციის გამოყენებით დამზადებული დიდი ზომის სარკე-საათები, უმაღლესი კატეგორიის ქსოვილებში გაწყობილი თანამედროვე სტილის სკამები, მარმარილო-შუშის ძვირფასი ფინიშინგებით VetroMarmo გაფორმებებული კოქტეილ-ბარები, კედლისა და მისაღები ოთახის კონსოლები, დრესუარები, იტალიური დიზაინის საერთაშორისო სავიზიტო ბარათად ქცეული ლეგენდარული Pininfarina-ს განუმეორებელი ხელწერით შესრულებული ინტერიერული გადაწყვეტილებანი და მრავალი სხვა საინტერესო ნივთი ბევრს არ ვისაუბრებთ. როგორც ამბობენ ბევრჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.
Liu-Jo Living კასტელოს ექსკლუზიური პარტნიორია!
2 წლის წინ კასტელო
გვსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მდგომარეობს კასტელოსა და მსოფლიო ფეშენ ინდუსტრიის ლიდერის Liu-Jo-ს ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულებაში, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მოდის ინდუსტრიის გიგანტის, ავეჯისა და ინტერიერის მიმართულების - Liu-Jo Living-ის ექსკლუზიური დილერობისა და პარტნიორობის შესახებ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას და შეკვეთილ იქნა 4 ზონისგან (მისაღები-ლაუნჯი, სასადილო, საძინებელი და გარე-აუთდორი) შემდგარი უზარმაზარი ავეჯის კოლექციია, რომელიც shop in shop-ის კონცეფციით მზად იქნება საექსპოზიციოდ ჩვენს ინტერიერულ სალონში უკვე მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის.
Liu-Jo იტალიური ფეშენ ბრენდია, რომელიც 1995 წელს კარპიში დაარსდა, თავისი არსებობის საწყის წლებში ტექსტილის ინდუსტრიაში განვითარდა, საიდანაც ტრანსფორმირდა პრეტ-ა-პორტე მოდაში, ერთ-ერთ ლიდერ ბრენდად. Liu-Jo სინონიმია თანამედროვე იტალიური სტილის. მისი ფილოსოფია კი მიემართება ბუნებრივი ფემინურობის ამაღლებას და თითოეული ქალის ინდივიდუალურ სილამაზეს. Liu-Jo-ს სტილი ყოველთვის არის დახვეწილი, გლამურული და იძლევა ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებას Liu-Jo Living-ის მთავარი ღირსება არის ის, რომ შეძლო და მოდის ინდუსტრიაში არსებული აქცენტები გადმოიტანა ინტერიერში. მისი პროდუქცია ნიმუშია განუმეორებელი პრეტ-ა-პორტე ავეჯის დიზაინერების შემოქმედების. შედეგად მივიღეთ ტრანსფორმერული ავეჯი, რომელიც ყველა ინტერიერში ინტეგრირდება საოცარი ოსტატობით. ოსტატობა, მრავალფეროვნება, სტილი და მდგრადობა გაერთიანებულია Liu-Jo Living-ის შექმნილ ავეჯის სამყაროში, გრაციოზული ცვლილებებისთვის. ბრენდის კოლექციაში წარმოდგენილი ახალი ფორმები და კონფიგურირებადი მასალები ახალ გზებს ხსნის ინტერიერის დიზაინში. Liu-Jo ნამდვილი ნიმუშია მოდის, კომფორტისა და მობილურობის, რომელსაც თანაბრად ავლენს არა მხოლოდ ფეშენ, არამედ უკვე ავეჯის ინდუსტრიაშიც.
Liu-Jo-ს მთავარი მიდგომა ინტერიერის დიზაინში არის ის, რომ შექმნას მყუდრო გარემოს ახალი კონცეფცია. 180-ზე მეტი ქსოვილის, ტყავისა და პატერნის საშუალებით, Liu-Jo შესაძლებელს ქმნის უნიკალური ელემენტების მქონე ავეჯის შექმნას. მისი დიზაინები აბსოლუტურად გარდაქმნადია მომხმარებლის კრეატივით. Liu-Jo Living აწარმოებს როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯს. აღსანიშნავია, რომ Liu-Jo-ს ახალი კოლექციიდან Soft Island დივანი გამარჯვებულია პრესტიჟული დაჯილდოების - Archiproducts-ის. Soft Island არის დივანი, რომლის დიზაინიც ერთი მხრივ ძალიან ნაზია, მეორე მხრივ კი იძლევა საშუალებას გარდაიქმნას საწოლად ან შეზლონგად. დივნის კონფიგურაციაში შესაძლებელია ტექსტურისა და ფერების ცვლილება.
Liu Jo Living ქმნის ინდივიდუალურ კონცეფციას, რომელიც პასუხობს თანამედროვე ინტერიერის ყველა საჭიროებას. ამის წყალობით, ჩვენ ვიღებთ სრულიად ახალ, ინოვაციურ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ინტერიერში. დივანებისა და პუფების გარდა, აქ ნახავთ ხალიჩებს, ნათურებს და მაგიდებს, რომლებიც არატრადიციულად აერთიანებს ამ ბრენდის სტილს და ფუნქციონირებას.
Liu Jo Living ავეჯი აკმაყოფილებს კარგი დიზაინის ყველა კრიტერიუმს, ამცირებს ნახშირბადის კვალს, არის მაქსიმალურად ფუნქციონალური და გთავაზობთ ახალ, არარეგულარულ ფორმებს, რომლებიც რევოლუციას ახდენენ სახლის გარემოში. Liu Jo Living-ის ავეჯის სტილი გამოიხატება კონტრასტის იდეაში - ხისტი და მარტივი სტრუქტურა აერთიანებს მოძრავ ელემენტებს, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ სტილს და საშუალებას იძლევა პროდუქტის პოზიციის ან ფუნქციის მარტივ ცვლილებებს.
Adriani E Rossi - კასტელოს ექსკლუზიური პარტნიორია!
2 წლის წინ კასტელო
მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ექსკლუზიური ბრენდი Adriani E Rossi - (instagram: adrianierossi_offififfiificial / facebook: Adriani E Rossi), რომლის იკონური დიზაინის შედევრები და აქსესუარებიც უკვე ამშვენებს Castello-ს შოურუმს!
ვენეციური ბრენდი, რომელიც 1990 წლიდან ინტერიერის დიზაინის სამყაროს უნიკალური, კრეატიული დეკორის ელემენტებით ამდიდრებს ამავდროულად ერთადერთი კომპანიაა ე.წ "Total Look" მიმართულებით. მისი თითოეული პროდუქტის თითოეული დეტალი იწარმოება უშუალოდ ბრენდის მიერ, რაც იტალიური კრაფტისა და ავთენტურობის უპირობო ხელწერას წარმოადგენს.
Adriani E Rossi აწარმოებს ნებისმიერ მასალას, იქნება ეს შუშა, კერამიკა, ხე, ნახატები თუ შპალერი და მისი გამორჩეული ნამუშევრები შეუმჩნეველი არ რჩება არავის. 2011 წელს კომპანიამ მიიღო აღიარება "Compasso d'Oro"-სგან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერული დაჯილდოებაა. Adriani E Rossi-ს პროდუქცია ყოველთვის გაუძლებს დროს მისი გამორჩეულობით.
კოლექციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ კასტელოს შოურუმს აღმაშენების ხეივანზე, 40 ნომერში!
NOVA MOBILI კასტელოს ოფიციალური პარტნიორია
2 წლის წინ კასტელო
თანამედროვე იტალიური დიზაინის კიდევ ერთი ფლაგმანი, უნივერსალური კორპუსული და საგარდერობე სისტემების, საძინებელი ზონისა და რბილი ავეჯის მაღალი ხარისხის მწარმოებელი NOVA MOBILI 2022 წლის დეკემბრიდან Castello-ს ოფიციალური პარტნიორია!
დახვეწილი, რაფინირებული და ხშირ შემთხვევაში მინიმალისტური თუმცა უკიდურესად კომფორტული სტილი, ავეჯის წარმოების იტალიური კრაფტისა და ტრადიციის იდეალური კომბინაცია თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესთან, მაღალი ხარისხის მასალები, შუშის დამუშავების ინოვაციური მეთოდი და დიზაინერული ხაზი, რომელიც იძლევა სივრცესა და ინტერიერში განუსაზღვრელი იმპროვიზაციის შესაძლებლობას.
NOVA MOBILI-ს შთამბეჭდავი ასორტიმენტისა და პროდუქციის აღმოსაჩენად გვეწვიეთ - დ. აღმაშენებლის ხეივნის 40 ნომერში მდებარე შოურუმში!
UTOPIA - Pregno-ს ახალი დიზაინერული ავეჯის ხაზი Castello-ს შოურუმში
2 წლის წინ კასტელო
ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მაღაზია Castello იტალიური, ამერიკული, გერმანული, ინგლისური და სხვა ევროპული ბრენდების უმსხვილესი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს საშუალო და პრემიუმ კლასის ავეჯის პროდუქციასა და მუდმივად განახლებად ტრენდულ კოლექციებს სთავაზობს. ინტერიერის სივრცეში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია, განსხვავებული სტილისა და დიზაინის ავეჯი და საყოველთაოდ ცნობილი ექსკლუზიური აქსესუარები. სწორედ ამიტომ, Castello-ში სასურველ ნივთს ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის.
Castello-ს გუნდი ორიენტირებულია მუდმივ წინსვლასა და სიახლეებზე. შესაბამისად, ბათუმში ახალი ფილიალის გახსნიდან ორიოდე თვეში თბილისში მომხმარებლის წინაშე წარდგა მნიშვნელოვნად გაფართოებული და განახლებული შოურუმით, რომელიც მოიცავს ატრიუმსა და სამ სხვადასხვა დონეზე/სართულზე ბრენდების მიხედვით განლაგებულ კონცეპტუალურ სივრცეს. აქ მსოფლიო დიზაინის წამყვან სხვა ბრენდებთან ერთად შეხვდებით Pregno-ს ახალი ხაზის - UTOPIA-ს ექსპოზიციას, რომლის დიზაინიც საშუალო საფასო სეგმენტის მიუხედავად, გულგრილს ვერ ტოვებს ვერც დამთვალიერებელს, ვერც ინტერიერის დიზაინის მოყვარულებსა და ვერც დარგის ყველაზე კრიტიკულად განწყობილ პროფესიონალებს.

Pregno პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდია, რომელიც 1970-იანი წლებიდან არსებობს და ქმნის როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ავეჯს. ბრენდი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს და თითქოს განუხორციელებელ იდეებს დიზაინად გარდაქმნის. Pregno დახვეწილი სტილისა და თანამედროვე მინიმალიზმის ერთგვარი სინთეზია, რომლის დიზაინერებსაც სწამთ, რომ ავეჯი საკუთარი თავის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაა, მას ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად პერსონალური სტილიც უნდა გამოარჩევდეს. სწორედ ამიტომაა, რომ Pregno-ს კოლექციები ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია.
ძალიან საინტერესოა უშუალოდ მუშაობის პროცესიც, რადგან Pregno აერთიანებს ტრადიციულ და ინოვაციურ მიდგომებს. ბრენდი დღემდე იყენებს დამფუძნებლის, ტულიო პრენიოს მიერ შემუშავებულ ხის დამუშავების მეთოდს, თუმცა ამასთანავე ქმნის ისეთ ახლებურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა WaterSilk და ICE.
WaterSilk არის Pregno-ს მიერ დაპატენტებული ორგანული, წყალზე დაფუძნებული საფარი, რომელიც მასალებს აბრეშუმის მსგავს, რბილ სტრუქტურას სძენს. ICE-იც ბრენდის მიერ შემუშავებული მეთოდია, რაც გულისხმობს ავეჯის ზედაპირზე ისეთი ფინიშინგის დატანას, რომელიც ჰაერთან ურთიერთობისას გაყინულის ეფექტს ქმნის. ICE-ს ტექნოლოგიას როგორც ხის, ასევე მინის ზედაპირებზე, ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებულად დახვეწილი შტრიხები შეაქვს.

Pregno-ს უახლესი კოლექცია - UTOPIA, რომელიც Castello-ს კონცეპტუალურ შოურუმში დაგხვდებათ, აერთიანებს ელეგანტურ და თანამედროვე ავეჯს სახლისათვის. კოლექციაში წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა საცხოვრებელი ზონების მიხედვითაა სეგმენტირებული. სასადილო ზონაში დაგხვდებათ ევკალიპტის ელეგანტური ფასადის მქონე ხის კონსოლი, ოვალური მაგიდა, რომელიც ხისა და გრავირებული მინის ჰარმონიული სინთეზის შედეგად იქმნება. ასევე Pregno-ს ბრენდის იდენტობის მატარებელი ფუტურისტული სტილის სკამები მეტალის კარკასით. მისაღები ოთახის ზონაში წარმოდგენილია მრავალფუნქციური და დახვეწილი დიზაინის კუთხის ტყავის დივანი, რომლის შესაძლო კონფიგურაცია და გარდასახვის პოტენციალი შეკვეთის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ იგი თავისუფლად ადაპტირდება ნებისმიერი სივრცის ინტერიერთან. არასტანდარტული, თუმცა კომფორტული და მოცულობითი სავარძლები ტყავის შემოკრული დეტალებით ექსტერიერზე და მრგვალი ყავის მაგიდა მისადგამით სეტში. საძინებელ ზონაში კი შეიძენთ რბილი ქსოვილით და ევკალიპტის ხის ფინიშინგით გაფორმებულ ე.წ. კინგსაიზ ზომის საწოლს ორიარუსიანი თავით. ხეში, ტყავის კაპიტონესა და შუშაში გადაწყვეტილ ტუმბოებს. ასევე ოპტიმალური ზომის, საოცრად ელეგანტურ მაკიაჟის მაგიდას მანათობელი სარკით.

წარმოდგენილ პროდუქციას გამოარჩევს მარტივი, თუმცა საოცრად დახვეწილი ფორმები და გეომეტრია, რაც განაპირობებს მათ თავსებადობას ნებისმიერი ტიპის ინტერიერთან. დიზაინში ძირითადად ბუნებრივი, თბილი ფერები და მასალებია გამოყენებული, რის ხარჯზეც ავეჯი სიმსუბუქეს იძენს. ხისა და ქვის, ტყავისა და რბილი ქსოვილების შერევა კი კლასიკური და თანამედროვე სტილის ჰარმონიულ, დაბალანსებულ სინთეზს ქმნის.
წყარო: Hammock Magazine