ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
დიზაინერები
ჯანი პარესკი

He lives in Milan, where he was born in 1940. He graduated in 1965 from the Politecnico, discovered the fascination of design in the Milanese climate of the 1960s and the utopia of a design that felt capable of changing the world with Ideas. The most significant trace of these fantastic years is the Fiocco armchair now in the permanent collection of MOMA. In his now too long militancy he is invited, between Milan and Barcelona, between Florence and Toronto to numerous exhibitions and conferences. A significant moment, among many, was his contribution to the exhibition "is design" at the Pavilion of Contemporary Art in Milan dedicated to the innovative and strategic aspects of the advanced tips of the discipline.

Believing he had something to teach he lived a brief, but stimulating, teaching experience as head of the Department of Industrial Design at the European Institute of Design. Faced with the profound transformations that were sweeping the professional scenario, he participated in the early 1970s in the founding of G 14 Progettazione (a professional structure, born on the benches of the Polytechnic, focused precisely on the development of an organic system of integrated projects characterized by strong innovative content) of which he has directed the Industrial Design Center since 1974.

He thus discovered the new links that were being created in the relationship between Project and Enterprise, Product and Consensus, and Production and Communication, and gradually broadened his disciplinary objectives from "control of the project" to "control of the factors of the process" of which the project is the central moment. His insatiable curiosity leads him, after the founding (1984) of GP&CO, to measure himself with product strategies, corporate image coordination, art direction, communication, and trend analysis, to discover, in a return to his origins, that within these apparently heterogeneous experiences, his real interest is not the professional sophistication of the specializations, but the synergies and stimuli that they can develop towards what, in the final analysis, is always his only challenge (and pleasure): the "Project." In this direction is a renewed interest in interior design issues, which has seen him as the protagonist, around the world, of large and innovative hotel projects

ლუკა ერბა

Luca Erba - გახლავთ იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი. მან დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი "არქიტექტურის" სპეციალობით და 2010 წელს გახსნა საკუთარი დიზაინერული სტუდია. ტერიტორიის, მასალებისა და ფორმების წარმომავლობის მიმართულებით არსებული სიღრმისეული ცოდნის წყალობით იგი მუშაობს მრავალფეროვან დარგებში: არქიტექტურიდან დეკორამდე, ინტერიერის დიზაინიდან ცალკეული კოლექციების შეკვეთებამდე. მისი მიზანი არის მარადიული ნაკეთობებისა და ობიექტების შექმნა, რომლებიც თავისი დიზაინის არსში გააერთიანებენ თანამედროვე გემოვნებასა და ღრმა პატივისცემას წარსულისადმი. მისი მიდგომა ზოგადად არქიტექტურისადმი ყოველთვის ხაზს უსვამს კავშირს მემკვიდრეობას, მასალებს, ინდუსტრიულ დიზაინს, ბუნებრივ ფორმებსა და დახვეწილ არტიზანულ ხელობას შორის. 

სატიენდრა პაჰალი

Satyendra Pakhale -  მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელმა, მულტი-დისციპლინარულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა სატიენდრა პაჰალემ დაიწყო თავისი პროფესიული პრაქტიკა ნიდერლანდების ქ. ამსტერდამში 1998 წელს. მას შემდეგ, იგი აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე სამრეწველო დიზაინის, ტრანსპორტისა და არქიტექტურული დაგეგმარების სფეროში. ის დაიბადა 1967 წ. ინდოეთში და მიიღო უმაღლესი განათლება მუმბაის ცნობილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომში შვეიცარიის დიზაინის კოლეჯში - Art Centre College of Design Europe. Frog Design-ის სტუდიაში მიღებული პირველი პროფესიული გამოცდილების შემდეგ, იგი გახდა "ახალი ბიზნესის შექმნის" დიზაინერულ პროექტში პირველი საპილოტე გუნდის წევრი და უკვე 90-იან წლებში Phillips Design-ისთვის ციფრული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო დიზაინის ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით შეიმუშავა ახალი ესკიზები. მსოფლიოს წამყვანი დარგებისა და კლიენტებისთვის შექმნილი მრავალი პრემიის მფლობელი დიზაინერული პროექტებისა და ინოვაციური მასალების მიქსით მიღებული ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, რომლებიც ამსხვრევდნენ მანამდე არსებულ სტერეოტიპებს და აფართოვებდნენ საზღვრებს, მისმა სტუდიამ მოიპოვა საერთაშორისო მასშტაბის აღიარება და რეპუტაცია. დღეისთვის, მის კლიენტებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Alcantara, Cappellini, Franke, Haskens, Magis, Poltrona Frau, Fiam, Novartis და TOD's. პაჰალე კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, ისეთ აღიარებულ აკადემიურ პლატფორმებზე, როგორიცაა: CeBIT Germany, Casa Brasil და Future Design Days Sweden. 2006-დან 2010 წლამდე მიწვეული იყო ეინთჰოვენის (ნიდერლანდები) დიზაინის აკადემიის მიერ სამაგისტრო პროგრამა "დიზაინი კაცობრიობისთვის და ცხოვრება მდგრადი განვითარებისთვის" შემუშავება-კოორდინირების მიზნით.

პაჰალეს მზარდმა ინტერესმა მასალების, ტექნოლოგიებისა და მათი კულტურული მრავალფეროვნების მიმართ მიიყვანა ის ლიმიტირებული სერიით დამზადებული არტ-ობიექტებისა და ნაკეთობების გამოშვებისკენ გერმანიის ქ. კიოლნის ammann-ის გალერეისთვის. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების მუდმივ კოლექციებში, რომელთა შორისაც აუცილებლად აღსანიშნავია "ვიქტორიისა და ალბერტის" მუზეუმი ქ. ლონდონში, ამსტერდამის "სტედელიკ"-ის მუზეუმი, ნატიფი ხელოვნების მუზეუმი მონრეალსა და პარიზის პომპიდუს ცენტრი.

ნოვამობილი სტუდიო

Novamobili Studio - გახლავთ კომპანიის მნიშვნელოვანი განყოფილება, რომელიც დაკავებულია კვლევითი საქმიანობით და პროდუქციის დიზაინით. ადგილი, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა ავეჯის სეგმენტის ახალი გადაწყვეტილებანის შემუშავებას, რომლებმაც უნდა უპასუხონ თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებს. აქ Novamobili Studio-ს გუნდი იყენებს თავის შემოქმედებით პოტენციალს და სპეციალურ ცოდნას დიზაინერული იდეების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. კონცეფციიდან პროტოტიპამდე, სახაზავ დაფაზე დატანილი პირველი ესკიზიდან პროდუქტის საბოლოო კონფიგურაციემდე, რომელიც შემდგომში დაემატება კოლექციას. Novamobili Studio ზრუნავს აღნიშნული პროცესის ყოველ ცალკეულ ეტაპზე. 

სპალვიერი და დელ ჩიოტო

Spalvieri & Del Ciotto -  სიმონე სპალვიერი და ვალენტინა დელ ჩიოტო, ორივე დაიბადა 1982 წ., ერთმანეთი გაიცნეს 2003-ში. ორივემ მიიღო უმაღლესი განათლება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში "სამრეწველო დიზაინისა" და შესაბამისად "ინტერიერის დიზაინის" სპეციალობით. დაქორწინების შემდეგ შეუდგნენ პროფესიულ კარიერას. დღეისათვის, მათი დიზაინერული სტუდია წარმოადგენს იდეების, კვლევებისა და ექსპერიმენტების ადგილს, ხოლო, მათი ნამუშევრები გამოირჩევა ფორმალური და ფუნქციური სისუფთავით, რომელიც ემყარება ისეთ მიდგომას, რომ ყოველი დიზაინერული პროდუქტი უნდა იყოს იმდენად ღირებული რომ გადაეცეს შემდგომ თაობებს და ასახელოს იტალიის როგორც კულტურა, ისე ისტორია. დიზაინის მეშვეობით ისინი ცდილობენ ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გაკეთილშობილებას, რათა დაგვეხმარონ ყველაზე ინოვაციური ნივთების უკეთ აღქმასა და გამოყენებაში. მათი ბიურო თანამშრომლობს ცნობილ იტალიურ და საერთაშორისო დიზაინერულ კომპანიებთან, რომელთა შორისაც არიან: Poltrona Frau, Magis, Established & Sons, Lexon, Fratelli Guzzini, Arena Waterinstinct, Mamoli და Colombo Design. 2013 წ. ისინი გახდნენ "საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელი სამრეწველო დიზაინერების" პრემიის ლაურეატები და ცნობილი დიზაინერის მასიმო ვინიელის მიერ ქ. ნიუ-იორკში მდებარე იტალიის კულტუროლოგიის ინსტიტუტში მათ გადაეცათ "Slow Design"-ის სახელწოდების ჯილდო. ასევე, მათი წყვილი გახლავთ ისეთი საერთაშორისო პრიზების მფლობელი, როგორიცაა: Red Dot Design Award, China Good Design და German Good Design Award.

დრაგა და აურელი

Draga & Aurel - Drawing on a shared artistic background and a professional journey spanning the realms of fashion, music, and craftsmanship, Draga Obradovic and Aurel K. Basedow are the founders of the multidisciplinary studio and atelier bearing their names, active in Como since 2007. Art and design in Draga & Aurel follow two parallel and complementary paths, in a continuous dialogue that strengthens and sometimes overturns their meanings. Considered pioneers of upcycling in the design sector, Draga & Aurel are now among the most appreciated names in the collectible field, and their handmade pieces are exhibited and distributed by some of the most prestigious international galleries. Design production is complemented by Aurel K. Basedow's artistic production: powerful, evocative, and poetic works. The same artistic approach to materials is applied in the design of furniture pieces designed for some of the most important and visionary Made in Italy design companies. Draga & Aurel love fashion, vintage taste, and embracing lines. Passions that are fully expressed in their first project for Poltrona Frau, Parka, a modular seating system that pays homage to a great 1990s Streetwear classic, which the grunge culture in America and the paninaro culture in Italy turned into the symbol of a generation. Like the iconic coat, Parka is a sofa as bold as it is welcoming, as understated as it is refined, extremely versatile: a passe-partout that adapts to every look and environments with strong personalities. Draga & Aurel are among the most influential names in design according to Architectural Digest and have been selected for the third consecutive year in the AD100 review. Their projects have been included in the ADI Design Index and have received the prestigious wallpaper*design award

ლელა და მასიმო ვინიელი

Lella and Massimo Vignelli - ლელა ვინიელი დაიბადა ქ. უდინეში და დაეუფლა არქიტექტორის განათლებას ვენეციაში, ხოლო, მასიმო ვინიელი დაიბადა 1931 წ. მილანში და შეისწავლა არქიტექტურა მილანსა და ვენეციაში. მათი შემოქმედებითი საქმიანობა უმთავრესწილად მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, სამრეწველო წარმოებისთვის კორპორატიული იმიჯის შექმნას, ბილბორდებსა და ინდუსტრიული დიზაინის სფეროს. ისინი აპროექტებენ ავეჯს, ინტერიერებსა და საგამოფენო-საექსპოზიციო ინსტალაციებს. მათი დიზაინერული სტუდია, რომელიც თავდაპირველად განლაგებული იყო მილანში, ხოლო 1965 წლიდან ნიუ-იორკში წარმატებით თანამშრომლობს მნიშვნელოვან ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან.

გამფრატესი

GamFratesi - სტინა გამი, ავეჯის დიზაინის სფეროში მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მქონე დანიელი არქიტექტორი და ენრიკო ფრატესი - სამრეწველო დიზაინის სფეროში მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მქონე იტალიელი არქიტექტორი, რომლებმაც პროფესიული გამოცდილება მიიღეს იაპონიისა და სკანდინავიის არქიტექტურულ სტუდიებში, მანამ სანამ არ გადაწყვიტეს საკუთარი დიზაინერული ბიუროს გახსნა. მათი ოფისი მდებარეობს ქ. კოპენჰაგენში. გამფრატესის დიზაინი იღებს შემოქმედებით ენერგიას ტრადიციებისა და განახლების გაერთიანებით, ასევე ტექნოლოგიებსა და შერჩეულ მასალებთან მიმართებაში არსებული ექსპერიმენტალური მიდგომებიდან. ამავდროულად, ორმაგი წარმომავლობიდან გამომდინარე, სტინა და ენრიკოს ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ავეჯის წარმოებისა და ოსტატობის კლასიკური დანიური ტრადიციები, ისე კლასიკური იტალიური ინტელექტუალურ-კონცეპტუალური ნორმა. ხოლო, ტრადიციების გააზრება და მათი აქტიური გამოყენება სახელოსნოში ძლევს მათ საკუთარი შემოქმედების საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას. კულტურათაშორისი სინთეზის საფუძველზე კი, ისინი ქმნიან ავეჯს, რომელიც ერთისმხრივ პატივისცემით ასახავს ტრადიციებს, ხოლო მეორესმხრივ შეიცავს ცალკეულ სიმბოლოებსა და ასოციაციებს დიზაინში, ხშირად განსახიერებულს მინიმალისტური ფორმით. გამფრატესის წყვილი ფლობს მრავალ ჯილდოსა და პრემიას, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია Finn Juhl Prize 2015 წ., საერთაშორისო პრემია Elle Decoration International Design Award (EDIDA) რომელიც მათ როგორც ახალგაზრდა დიზაინერებს მიენიჭათ 2013 წ., Wallpaper Design Award მოპოვებული საუკეთესო ინტერიერის შექმნისთვის 2017 წ., BoBedre-ს ჯილდო Best Designer 2015, RUM-ის პრემია Best Designer 2009, საპატიო სტუმრების რანგში 2014 წელს სტოქჰოლმის ავეჯის გამოფენაზე მიწვევა და მრავალი სხვა. შექმნილი პროდუქციისა და საკულტო მოდელების დამსახურებით გამფრატესი არაერთხელ გასულა Compasso D'Oro-ს, IF Award-ის, German Design Award-ისა და Good Design Award-ფინალურ ნომინაციაში. 

ნერი და ჰიუ

Neri & Hu -  ბატონმა ნერიმ მიიღო არქიტექტურის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრიატი დაამთავრა ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში. რაც შეეხება ქ-ნ ჰიუს მას მიენიჭა არქიტექტურისა და ქალაქის დაგეგმარების მაგისტრის წოდება პრინსტონის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხის არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში იმავე ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტში. ლინდონ ნერი და როსანა ჰიუ არიან Neri & Hu Design and Research Office-ის სახელწოდების მქონე საერთაშორისო დისციპლინათშორისო არქიტექტურული კომპანიის დამფუძნებლები, სათაო ოფისით ჩინეთის ქ. შანხაიში და დამატებითი ოფისით ქ. ლონდონში. ისინი მოღვაწეობენ საერთაშორისო მასშტაბით და თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ მაღალი კლასის სერვისს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, გენერალური დაგეგმარების, გრაფიკული და პროდუქტის დიზაინის სფეროებში. მოცემულ მომენტში Neri & Hu-ს ოფისი მუშაობს მრავალრიცხოვან მნიშვნელოვან პროექტებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ხოლო მათი კომპანია შედგება 30 განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე მულტი-კულტურული პერსონალისგან. გუნდის მრავალფეროვნება კი ამყარებს ისედაც ავტორიტეტული ბიუროს ძირითად კონცეფციას. შესაბამისად, ისინი უფრო მოქნილად რეაგირებენ გლობალურ მსოფლიო ტენდენციებზე და გადაკვეთაში მყოფი დიზაინის დისციპლინების გაერთიანებით ქმნიან არქიტექტურის ახალ პარადიგმებს. 

ისინი 2015 წ. Maison & Objet Asia-ს ვერსიით დასახელებულ იქნენ წლის საუკეთესო დიზაინერებად, ხოლო 2014 წ. მიიღეს ანალოგიური წოდება Wallpaper-ის მიერ. 2013 წ. ისინი შეიყვანეს ამერიკის ინტერიერის დიზაინის ბრწყინვალების სიაში, ხოლო მათმა სტუდიამ 2011 წ. აიღო INSIDE 2011-ის ფესტივალის აბსოლუტური გამარჯვებულის საპატიო პრიზი. ასევე 2010 წ. Architectural Review-სგან მიღებული აქვთ ჯილდო AR Awards for Emerging Architecture და 2009 წ. Architectural Records-ის პრიზი Design Vanguards. პროფესიონალური მოღვაწეობის პარალელურად, ლინდონ ნერი და როსანა ჰიუ აქტიურად არიან დაკავებულნი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობით. მათ მუდმივად იწვევენ მრავალფეროვან გამოფენებსა და ღონისძიებებზე ორატორებად და საპატიო ჟიურის წევრებად მონაწილეობის მისაღებად მთელს მსოფლიოში. ამავდროულად, ისინი არიან ქ. შანხაიში გამომავალი კონცეპტუალური ჟურნალის Design Republic-ის გამომცემლები, რომელიც თავის მკითხველს სთავაზობს მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერთა მიერ შექმნილი პროდუქციის უნიკალურ კოლექციას. არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული პროექტების წყალობით მიღებული პრიზებისა და ჯილდოების გარდა, Neri & Hu-ს შექმნილი აქვთ საკულტო ნამუშევრები ისეთი ცნობილი საერთაშორისო მასშტაბის ბრენდებისთვის, როგორიცაა: Classicon, Fritz Hansen, Gandia Blasco, JIA, LEMA, Moooi, Nanimarquina, Parachilina, Poltrona Frau, Porro, Stellar Works, Wallpaper Handmade, Meritalia, BD Barcelona Design ყველაფერთან ერთად დღემდე მოღვაწეობენ კომპანია Stellar Works-ის კრეატიული დირექტორების რანგში.