Sit Sgabello by Reflex - მოდერნის სტილის ბარის სკამი მასიური კაკლის ხის კორპუსით, უმაღლესი კატეგორიის ტყავით და მატისებრი ტიტანიუმის, თითბერის ან პრიალა ქრომირებული და/ან შავი ფერის პრიალა ნიკელისებრი ფინიშინგის მქნე საზურგე სექციით.
Comfort Sgabello by Reflex - თანამედროვე ბარის სკამი სახელურებით ტყავში, პრიალა მეტალის ფეხზე სიმაღლის რეგულირების სისტემით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ქსოვილებსა და კონფიგურაციებში.
Collectionist by Laura Meroni - ელეგანტური მასიური ხის კოქტეილ-ბარი 7 გამოსახსნელი კარით, მომრგვალებული გვერდებით, ბრაშირებული მეტალის თხელ ფეხზე, Sesel-ის ტიპის დეკორატიული ბრინჯაოს სახელურებით ან მათ გარეშე, ხელმისაწვდომი როგორც დაბალ ბაზაზე, ისე მეტალის ფეხით. მისი დიზაინი ინსპირირებულ იქნა გასული საუკუნეების ე.წ. "სეკრეტერების" ესთეტიკით, რომლებიც განკუთვნილ იყო პირადი ნივთებისა და დოკუმენტების სისტემატიზების, შენახვისა და დემონსტრირებისთვის.
წარმოდგენილი მოდელის გარეგნული ვიზუალი გიწვევთ თავისთან, რათა შეეხოთ მის მომრგვალებულ ზედაპირებს და შეაფასოთ ბრინჯაოს ჩამოსხმული სახელურები, რომლებიც ანიჭებენ მას განუმეორებელ მხატვრულ ღირებულებას.
Collectionist გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი ან ინტერიერის ცალკეული ნივთი, ის გახლავთ ელეგანტურობისა და ფუნქციურობის თამამი განაცხადი, ინსპირირებული წარსულის ნოსტალგიით, რომელშიც ჰარმონიულად ერთიანდება სივრცის ორგანიზების პრაქტიკულობა და დიზაინის ხელოვნება.