Bodyguard by Arketipo Firenze - რევოლუციური დიზაინისა და კომფორტის ახალი განზომილება მეტალის უხილავ ფეხზე, რომლის ელეგანტური საზურგე სექციები და სახელურებიც რეკლაინერი მექანიზმის მეშვეობით იმეორებენ თქვენი სხეულის ანატომიას, რაც გაძლევთ რელაქსაციის პროცესის უკეთ მორგებისა და სრული პერსონალიზაციის საშუალებას. თავშესაფარი, რომლის საოცარი გამოცდილებაც ევოლუციონირებს თქვენთან ერთად და თქვენი მონაწილეობით. ქანდაკება, რომლის ყოველი ცალკეული ელემენტიც შექმნილია იმისთვის, რომ იმოძრაოს.
მოდერნის სტილის ახალი მანიფესტი, რომელსაც აქვს ყველა შანსი გახდეს თანამედროვე ინდუსტრიული სტილის ახალი იკონა და ნებისმიერი სივრცის პროტაგონისტი, ხელმისაწვდომია ორ განსხვავებული კონფიგურაციაში სხვადასხვა ტიპის განლაგებით მრავალი ფინიშინგებით.
Brasilia by Arketipo Firenze - გრაციოზული ტყავის სავარძელი მასიური ხის ფლუიდური კონტურით და მოცულობითი ფორმებით, რომელიც თავისი დიზაინის არსში განასახიერებს მოძრაობას, სენსუალურობასა და თავისუფლებას, შესრულებული უმაღლესი ხარისხის მასალებით და გამორჩეული დახვეწილი ვიზუალის, ფუნქციონალისა და ფორმების კონტრასტით.
სავარძლის დიზაინში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზურგის ელეგანტურ დეტალებს, რომელშიც შავი ფერის ხის სტრუქტურა ჰარმონიულ რიტმში მიყვება სავარძლის ორგანულ ხაზებს და ასრულებს მის არქიტექტურას, თითქოს ქარიან ამინდში მდინარე.
მსუბუქი, თუმცა გამორჩეული საოცარი ბალანსით და ერგონიმიკით ეს სავარძელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ ფინიშინგებში.
Back Pack Sofa by Arketipo Firenze - ჩვენი ზურგჩანთების გარეშე დავიკარგებოდით. ასე არაა? მათ მიაქვთ ჩვენი ცხოვრება პირადი ნივთების სახით, რომლებიც გვიყვარს და გვაბრუნებენ იმ უდარდელ დროში, როდესაც ყველაფერი მარტივად გვევლინებოდა.
ასაკთან ერთად, ჩვენ ვიყენებთ მათ სამოგზაუროდ და ახალი თავგადასავლებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი სიყვარული ზურგჩანთების მიმართ უნივერსალურია მრავალი მიზეზის გამო.
ზუსტად ამ ნივთებმა (ფიზიკურმა და მეტაფორულმა) და მოგონებებმა გვიბიძგა იმისკენ, რომ დავფიქრებულიყავით: თუ რატომ არ უნდა შეგვექმნა აღნიშნულ თემაზე დაფუძნებული დიზაინი. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, ჩვენ შევქმენით დივანი, რომელიც არამხოლოდ ფუნქციურია, არამედ გამოიყურება როგორც ყველაზე მიმზიდველი ადგილი, სადაც შეიძლება იჯდე და მოდუნდე საათობით. Back Pack თავისი ესთეტიკით, დიზაინითა და ფუნქციონალით განასახიერებს თანამედროვე კომფორტის იდეას და გადმოაქვს იგი ახალ კონტექსტში.
რბილი დასაჯდომი ბალიშები, მაღალი ხარისხის ხის სექციები, მოქნილი მოდულური კონსტრუქცია და მსუბუქი დიზაინერული შტრიხი ასრულებს მის ბრწყინვალე სილუეტს.
Hide Me by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მოძრავი მოდულური ტიხარი - სეპარატორი ევკალიპტის ან ზებრანოს ხეში, სარკისა და მეტალის ინკუსტრირებული ელემენტებით.