Warren Business by Arketipoბიზნესის სამყაროში სახელი უორენ ბაფეტი, მულტიმილიარდერი "ომაჰას ორაკული", სინონიმია ანალიზის, განხილვის, განსაზღვრისა და მონდომების.
ამაზე დახარჯული ენერგია და ძალისხმევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა იქვე არის საპირწონე. Warren Guest სავარძელი შექმნილია იმისთვის, რომ სწრაფად გადაგიყვანოთ კომფორტისა და შეუდარებელი დასვენების მდგომარეობაში. ამ ნაწილის ამრეკლავი ესთეტიკა მას იდეალურ ვარიანტად აქცევს იმ სივრცეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინტიმურ ენერგიას.
თავისი მიმზიდველი ფორმისა და დახვეწილი დახვეწილი პერანგით, Warren-ის სკამი წარმოუდგენელ რბილობას და სიამოვნების ატმოსფეროს სთავაზობს. კომფორტის გარდა, ეს სკამი ასევე აკეთებს განცხადებას დიდი სტილით, თვალშისაცემია ზუსტად გააზრებული ფორმებისა და ზომების წყალობით.
საუკუნეზე მეტი, Forbes-ის სახელი აღნიშნავს არა მხოლოდ ფინანსურ წარმატებებს და პროფესიულ მიღწევებს, არამედ იმ გავლენას, რომელსაც შეუძლია მოახდინოს ერთმა ადამიანმა, როდესაც იგი რეალურად აკეთებს საქმეს.
Forbes-ის წარმომადგენლობითი სახით კაბინეტის სავარძელი ინდივიდს აყენებს ბიზნეს სამყაროს ცენტრში და განასახიერებს როგორც დინამიურ პროდუქტიულობას, ისე მყუდრო უსაფრთხოებას თავისი გააზრებული ერგონომიული დიზაინით. ხოლო, მისი რბილი კონტური ჰარმონიულად ერწყმის ღრმა ბალიშებს და ნაზად ეხვევა მთელ სხეულს.
Forbes-ის სავარძელთან ერთად, მაურო ლიპარინიმ შექმნა ავეჯი, რომელიც აჯილდოებს ინდივიდს, რომელიც შრომობს თავისი მოვალეობების შესასრულებლად.
Maverick by Arketipo Firenze - ელეგანტური ნაწრთობი შუშის მისადგამების სეტი, პრიალა მეტალის ფეხსა და განიერ პლინტუსზე, ინსპირირებული ულტრაბგერითი თვითმფრინავების და მათი აეროდინამიური კორპუსის დიზანით. დამზადებული შეუდარებელი ჰაეროვნებით განსხვავებულ ფერებში. შთაგონების წყაროდ აღებულ იქნა ლეგენდარული კონკორდის სტრუქტურა მომრგვალებული გვერდებით, 2 ზომაში, მათთვის ვინც არ ემორჩილება მოცემულობის განსაზღვრულ წესებს და მნიშვნელოვნად უსწრებს წინ არსებულ ცხოვრებისეულ ტემპს.
საკმარისია სიტყვა Maverick-ის ხსენება, რომ ტანში ჟრუანტელი გვივლის და აჯანყების განუმეორებელი სურვილი გვიჩნდება, სურვილი ვაკეთოთ ის რაც აქამდე არავის გაუკეთებია, განსხვავდებიდეთ სხვებისგან ჩვენი საქციელით და თამამი ცხოვრებისეული სტილით.
Close to Me by Arketipo Firenze - ხანდახან საუკეთესო რამ დედამიწაზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება - თბილი ჩახუტება. Cure-ის ლეგანდარული სიმღერაც "Close to Me" ეძღვნება ზუსტად ამ თემატიკას. ხოლო დივანი "Close to Me" თავისი არსით და ამ სიტყვის სრული შინაარსით განასახიერებს ჩახუტებას. დამაინტრიგებელი ესთეტიკის, ძლიერი თუმცა, თბილი ხასიათის დამსახურებით, იგი გვჩუქნის სტუმართმოყვარეობის განუმეორებელ განცდას. მისი მოცულობითი კონსტრუქცია გადმოცემულია ე.წ. "შაბი-შიკის" სტილის ელეგანტურ რბილ და კომფორტულ ბალიშებში, რომლებიც მუდმივად განაწყობენ დასასვენებისთვის. ხოლო, ფორმისა და კომფორტის დახვეწილი და ელეგანტური კომბინაცია ჰარმონიულად იკვეთება XXI-ე საუკუნის სტილსა და არტიზანული ხელობის ტრადიციებთან. ფორმალური სიზუსტე და ყურადღებიანი დამუშავება გახლავთ ამ მოდელის სავიზიტო ბარათი.
დივნის ელიპტიკური მოყვანილობის ფეხები არამხოლოდ ასრულებენ მათზე პირდაპირ დაკისრებულ ფუნქციას, არამედ არიან უნიკალური ვიზუალის მქონე სკულპტურული დეტალები. ხოლო, მთელს პერიმეტრზე გადაჭიმული Testa di Moro-ს ტყავის ქამარი, რომელიც ინტიმურად აკავშირებს რბილ საზურგე ბალიშებს სახელურებთან განასახიერებს ფიზიკური მოხვევის-ჩახუტების მომენტს. მყარი ტყავის ქამრისა და ბრაშირებული მეტალის შესაკრავები კი ხაზს უსვამენ ექსკლუზიური დამუშავების ხარისხს.
Manta by Arketipo Firenze - მოცულობითი ლაუნჯის ტიპის ტყავის სავარძელი ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის ორგინალურ ბაზაზე, ძლიერი ვიზუალით და ინდივიდუალიზმით. მოდერნის სტილის მოსასვენებელი ჩეიზი, რომელიც მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად იძლევა მრავალ პოზიციაში დაჯდომის ან წამოწოლის შესაძლებლობას.