_ _ _ _ _ _ _ _
ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
img
უფასო შენახვა
შეძენიდან 3 თვის განმავლობაში
img
უფასო მიწოდება
თბილისისა და მისი შემოგარენის მასშტაბით
img
უფასო მონტაჟი
მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით
სიახლეები
"კასტელო"-ს შოურუმში ამერიკული JONATHAN ADLER-ის პირველი მასშტაბური ექსპოზიცია გაიხსნა

მ.წ. 10 ნოემბერს Castello-ს მულტიბრენდულ შოურუმში იხსნება ცნობილი ამერიკელი დიზაინერის JONATHAN ADLER-ის მასშტაბური ექსპოზიცია, რომელშიც თავმოყრილია თანამედროვე ამერიკული გლამურის სახელწოდებით ცნობილი არტ-ობიექტები, მაღალი ხარისხის პრიალა და უბერებელი მატისებრი ფაიფურისგან დამზადებული ორიგინალური ვაზები, ვინტაჟური სტილის ბარის კონტეინერები, აზარტული თამაშების ტრენდული სეტები, სურეალისტური და აბსტრაქტული ქანდაკებები, აკრილის ინოვაციური მასალისგან დამზადებული ნივთები და ცნობილი მწერლის, მეთუნისა და გემოვნებიანი დიზაინერის Jonathan Adler-ის საკულტო კოლექციების ყველაზე თვალსაჩინო ნაკეთობები. 

როგორც მანამდე ვიუწყებოდით, წარმოებული მოლაპარაკების პროცესის შედეგად, Castello გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი, განსაკუთრებით კი ამერიკულ საზოგადოებაში უაღესად პოპულარული ბრენდის ოფიციალური-ავტორიზებული დილერი საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს ინტერიერულ სივრცეში მოეწყო ბრენდის საკულტო ნაკეთობების კოლექციისგან შემდგარი მასშტაბური ექსპოზიცია, სადაც დომინირებს როგორც ორიგინალური სასაჩუქრე, ისე დეკორის, სურეალისტური და აბსტრაქტული ხელოვნების ისეთი იშვიათი ნიმუშები, როგორიცაა: ვინტაჟური სტილის Vice-ის სასადილო კონტეინერების სერია, ფრანგი მწერლის, ფოტოხელოვანისა და კუბიზმის ფუძემდებლის პაბლო პიკასოს თანამგზავრის Dora Maar-ის პერსონაჟით შთაგონებული ფაიფურის ვაზები, ამერიკელი არისტოკრატის, მოდელისა და ლეგენდარული Andy Warhol-ის მუზად ცნობილი Edie Sedgwick-ის მშვენიერი სხეულით ინსპირირებული დეკორატიული ნაკეთობები, დიზაინერული ფაიფურის ჭიქები თუ სახვითი ხელოვნების მრავალი ტრენდული ატრიბუტი.   

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ JONATHAN ADLER-ის აქსესუარების შეძენა ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც შოურუმში ადგილზე, ისე შეკვეთით.

გაიფერადეთ ინტერიერი თანამედროვე ამერიკული დეკორით, რომლის ყოველი ცალკეული ნივთის მიღმაც დგას არანაკლებ საინტერესო ისტორია. 

აჩუქეთ და გაუზიარეთ ახლობლებს ახალი გლამურული სუბ-კულტურა (MODERN AMERICAN GLAMOUR), რომელმაც ამერიკის დიზაინერულ და პროფესიონალურ წრეებში უკვე მოიპოვა სათანადო აღიარება რაშიც სიამოვნებით აღმოგიჩენენ დახმარებას ჩვენი კვალიფიციური მენეჯერები.

"კასტელო" ლეგენდარული GERVASONI1882-ის ოფიციალური დილერი და რითეილერი გახდა

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი "კასტელო" გახდა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული უნიკალური სტილის მქონე კომპანიის GERVASONI1882-ის ავტორიზებული დილერი და რითეილერი ქართულ ბაზარზე. ბრენდის რომელიც ოპერირების 140 წლიანი ისტორიის მანძილზე არსებული არაფორმალური მიდგომების, უნიკალური კრაფტის, ბუნებრივი და ინდუსტრიული მასალების კომბინირების წყალობით გახდა დახვეწილი თანამედროვე სტილის უკომპრომისო პროტაგონისტი საერთაშორისო ასპარეზზე და არაერთი საკულტო ნამუშევრის ავტორი.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ "კასტელო" გადასულია GERVASONI1882-თან სრულფასოვანი კოლაბორაციის რეჟიმზე და სიამაყით წარმოადგენს უკანასკნელის, როგორც შიდა ინტერიერის (Indoor), ისე გარე გამოყენების (Outdoor) ავეჯისა და აქსესუარების სეგმენტშიც, რომლითაც განსაკუთრებით ცნობილია იგი. კომპანიის ექსკლუზიური კოლექციების შექმნაზე ზრუნავენ ისეთი სახელგანთქმული დიზაინერები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, ფედერიკა ბიასი, კიარა ანდრეატი და სხვები.

რაც შეეხება საკუთრივ ექსპოზიციას, გვსურს სიხარულით ვაცნობოთ ჩვენს ვიზიტორებს, რომ "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში მათ დახვდებათ GERVASONI 1882-ის ბესტსელერებად აღიარებული ფართომასშტაბიანი Indoor-Ourdoor ავეჯის კოლექცია, სტილის იკონად ცნობილი განსხვავებული ზომის ჭაღები კომპოზიცია Brass, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი გარე ავეჯის სამეული Ghost უახლესი კოლექციის თიხის ყავის მაგიდებთან Heiko, Guna, Brise კომბინაციაში, ასევე ლეგენდარული Paola Navone-ს გენიალური ინსპირაციით შექმნილი იკონური სავარძლების სეტი Nuvola 05 და Nuvola 09 მოსახსნელი შალითებით, მოცულობითი კუთხის დივანი Loll და რაც მთავარია უახლესი კოლექციის შემადგენელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოდულური დივნის სტატუსის მქონე Samet-ის უზარმაზარი კონფიგურაცია, კატალოგები, ქსოვილებისა თუ ნიმუშების ფართო ასორტიმენტი და რა თქმა უნდა საუკეთესო სადილერო ფასები.     

მიმდინარეობს CASTELLO-ს 360 გრადუსიანი ვირტუალური ტურის მასშტაბური განახლება

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს "კასტელო"-ს შოურუმისა და ჩვენთან წარმოდგენილი მულტიბრენდული ექსპოზიციის 360 გრადუსიანი ვირტუალური ტურის მასშტაბური განახლება, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცის 3 სართულზე განლაგებული 58-მდე იტალიური, გერმანული და ჩეხური ბრენდების უნიკალური ავეჯის, განათებისა და აქსესუარების კოლექციებს.

სრული განახლების პროცესის დასრულება იგეგმება უახლოეს დღეებში მომავალი კვირის ბოლომდე, რის შედეგადაც ჩვენი მომხმარებლები შესძლებენ, როგორც არსებული ისე ბოლო 1 წლის მანძილზე დამატებული ახალი ექსკლუზიური თუ ოფიციალური ბრენდების ექსპოზიციების ნახვას, მათ შორის არიან: Novamobili, Gervasoni1882, LIU-JO LIVING Collection, Italamp, Penta Light, Monography by Bruno Zampa და სხვები.

- ვირტუალურ ტურზე გადასასვლელად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.castello.ge - შემდეგ გადახვიდეთ - კომპანიაზე - შემდეგ შოურუმის ქვეგანყოფილება - დაბოლოს - ვირტუალური ტური.

აქვე გაცნობებთ, რომ შოურუმში გადაადგილებისას მარტივი ნავიგაციის მენიუს მეშვეობით პროდუქტზე დაწკაპუნებით მიიღებთ ინფორმაციას კონკრეტული მოდელისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ შესაბამისი ვებ გვერდის ლინკის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვირტუალური ტური მოიცავს "კასტელო"-ს ინტერიერული სივრცის მხოლოდ 3 სამუშაო სართულს 2800-მდე კვ. მეტრს და ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს მე-4 სართულს, ასევე მიმდინარე სამუშაოებს 2 ექსკლუზიური ბრენდი Twils-ისა და Lodes-ის ე.წ. Shop-in-Shop კონცეფციით გათვალისწინებულ მონობრენდულ ზონებს, რომელთა სრულყოფილ კონდიციამდე მისაყვანად ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და ოფიციალური გახსნის შემდგომ დაემატება ნავიგაციის მენიუს.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ "კასტელო"-ს დიზაინის სამყაროში! 


NOVAMOBILI-ს პირველი ოფიციალური ექსპოზიციის გახსნა "კასტელო"-ში

2024 წლის 29 თებერვალს Castello-ს მულტიბრენდული ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შოურუმში გაიმართა იტალიური Novamobili-სა და Spazio Italia-ს წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბრენდის კომერციული დირექტორისა და სტუმრების მიერ დათვალიერებულ იქნა Novamobili-ს პირველი ოფიციალური ექსპოზიცია, Castello-ს მესვეურთა და დამსწრე დიზაინერთათვის მიწოდებულ იქნა დეტალური ინფორმაცია კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების, ძლიერი მხარეების, საპროექტო მიმართულებებისა და ინოვაციების შესახებ. ნაჩვენები იქნა კორპორატიული დოკუმენტური ფილმი Novamobili-სა და ზოგადად მისი მფლობელი Battistella Group-ის შესახებ.

დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს Novamobili-ს მეშვეობით ეძლევათ შესაძლებლობა ოპტიმალურ ფასად ეზიარონ როგორც დახვეწილი იტალიური ცხოვრების ხელოვნებას, ისე კრეატიულად გააფორმონ თავიანთი ინტერიერის ნებისმიერი კუთხე გემოვნებიანი, მრავალფუნქციური მოდულური სისტემებით, ზუსტად იქ სადაც საჭიროება მოითხოვს.

პროდუქცია

მასალები

ავეჯი, როგორც წესი მზადდება ხის, მეტალის, მარმარილოს, შუშის, ქსოვილის ან მათთან დაკავშირებული მასალისაგან და განსაზღვრავს მის ფუნქციურ და ვიზუალურ ნაწილს. ჩვენი თქვენთვის შევქმენით სპეციალური გვერდი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დისტანციურად გაეცნოთ თითოეული ბრენდის მიერ შეთავაზებულ მასალებისა და ფერების ასორტიმენტს და შეარჩიოთ სასურველი მათგანი

მოვლა

თითოეულ მასალას, იქნება ეს ხე, მარმარილო თუ ქსოვილი თავისი მოვლის ტექნიკა აქვს, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენი ავეჯი მუდამ ახალივით იბრწყინებს. სწორედ, ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური გვერდი, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ავეჯის მოვლის არსებული საშუალებების და მათი სწორად გამოყენების შესახებ

Divanidea-ს  ჰყავს უზარმაზარი გუნდი, რომელიც შედგება კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც აწარმოებენ მაღალი ხარისხის ავეჯს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებით და ყოველი მოდელი არის გარანტია ნამდვილი ესთეტიური ფასეულობის, სრული კომფორტის, რეალური დასვენებისა და პერსონალიზაციის. სწორედ, პერსონალიზაციაა მათი ძლიერი მხარე, ყოველი დივანი, რომელიც Divanidea-ს მიერ არის შექმინილი სრულიად ექვემდებარება კლიენტის მოთხოვნას და შესაბამისად არის ინდივიდუალური. Divanidea-ს საწარმოო სიმძლავრეები გადანაწილებულია ოთხ სხვადასხვა ქარხანაში, ხოლო მთავარი საწარმო მდებარეობს Cessalto-ში.

Londonart არის კრეატივისა და შემოქმედების დიზაინერული ლაბორატორია, რომლის მიზანი ინტერიერისათვის ორიგინალური გადაწყვეტილებების მოძიებაა. თანამედროვე ესთეტიური კვლევა, რომელიც თითოეულ კედელზე. მატებს დინამიზმს, ემოციას, ხიბლს და ცნობისმოყვარეობას. თითოეული შპალერის სილამაზე და უნიკალურობა განისაზღვრება იმ თანამედროვე და პერსონიფიცირებული ელემენტებისაგან, რომელიც იცვლება სივრცის, დიზაინისა და ინტერიერის შესაბამისად.

Londonart ეს არის უპირველეს ყოვლისა მაქსიმალურად პერსონიფიცირებული ავთენტური რეწვითი სამუშაოები, რომელიც ქმნის თანამედროვე, უნიკალურ და ფუნქციონალურ პროდუქტებს. ხოლო მათი საბრენდო სტილი კი მოდის გრაფიკული და არქიტექტურული ელემენტების,  მასალები,  ქსოვილები,  ესთეტიკასა და დეკორაციის თანამედროვე ტენდეციებისა საფუძველზე, რომელსაც თან ახლავს სივრცეების  რაციონალური და ჰარმონიული გადაწყვეტილებები.

დროთა განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება დეკორატიული განათების სექტორში საკუთარი კატალოგის მნიშვნელოვანი გაფართოვების მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ ბროლის გამოყენებით ეკლექტიკური და კლასიკური შარმის მქონე ნაკეთობების დამზადბას. Italamp ამუშავებს და აწარმოებს თავის ელეგანტურ პროდუქციას ექსკლუზიურად იტალიაში, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული არტიზანული ტექნიკის დამსახურებით განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, რაც უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული ნაკეთობის უმაღლეს ხარისხსა და უნიკალურობას. 

Italamp-ის ისტორია გახლავთ მიდრეკილების, ერთგულებისა და მყარი ხედვის ისტორია ორიენტირებული საკუთარ არსზე, რომელიც სინამდვილეში არის მისი პროგრესული ზრდისა და მყარი ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა, რაშიც არსებითი წვლილი შეაქვს საკუთრივ მფლობელების ოჯახს და მრავალრიცხოვან ისტორიულ კოლაბორაციებს.

50 წელზე მეტია Manifattura Falomo-ს  მისიაა "ჯანსაღი ძილის" კულტურის პოპულარიზაცია. ბრენდი აწარმოებს მატრასებს, ლეიბებს, ბალიშებს და საწოლის სხვა საჭირო ატრიბუტიკას. მოწინავე ტექნოლოგიები, 100%-ით ნატურალური პროდუქტები, დაგროვილი გამოცდილება, საერთაშორისო აღიარება, რომელსაც არაერთი სერთიფიკატი მოწმობს, სფეროში N1 ბრენდად აქცევს.

Gervasoni გახლავთ საოჯახო ბიზნესი, რომელიც თავის არსში განასახიერებს არაფორმალურ, ელეგანტურ და თანამედროვე სტილს. ოპერირების 140 წლიანი ისტორიის მანძილზე უნიკალური კრაფტის ტექნოლოგიის, ბუნებრივი და ინდუსტრიული მასალების ექსლუზიური კომბინირების წყალობით კრეატიული პოტენციალის მუდმივმა ძიებამ, საფუძველი ჩაურა Gervasoni- მიერ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული განსაკუთრებული სტილის ფორმირებას.

Cattelan Italia ცნობილია თანამედროვე ავეჯის, განათების და აქსესუარების შექმნის ხელოვნებით, სახასიათო უნიკალური სტილი, რომლის დიზაინშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ისეთ ნიჭიერ დიზაინერებს, როგორებიც არიან: Gastone Rinaldi, Yoshino, and Emilio Nanni და სხვები.

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელიც Giorgio Cattelan-ის სახელს უკავშირდება, დღესაც მსოფლიოს ინტერიერულ ასპარეზე ღირსეულ ადგილს იკავებს და არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის.


Rugiano- ბრენდი - სტილის სინონიმია! სტილის, რომელიც წარმოიქმნება ფასეულობებსა და დროის მიღმა მყოფი მარადიული და გამორჩეულად უნიკალური ნაკეთობების შექმნით.

სტილი, რომელიც განისაზღვრება ცნობილ პროფესიონალებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობით, მათი ტექნიკური ცოდნით და უნარებით, რომლებსაც შეუძლია ოცნებების ახდენა, კეთილშობილი ძვირფასი მასალების გონივრული გამოყენება, მეტალის და ხის ფაქტურით დაწყებული ტყავის დამუშავებამდე.

ეს არის ზუსტად ის სტილის, რომელიც თან ახლავს Rugiano- ავეჯს.

ფუფუნება იქმნება, იგი არ მზადდება. ჩვენ გვჯერა, რომ პროდუქტის შექმნა მის მატერიალურ ღირებულებას აღემატება. თითოეული ნამუშევარი, რომელიც გულით, გონებითა და მარჯვე ხელებით არის შექმნილი, უნიკალურია. ჩვენთვის ფუფუნება ნამდვილი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მას ოსტატი ქმნის. უნარები, გამოცდილება და ორგანიზირებულობა არის თვისებები რომელიც ჩვენს ყველა პრიფესიონალს ახასიათებს, რაც გვეხმარება ამგვარი გამორჩეულიდ მაღალი შედეგების მიღებაში.

ვენეციური კომპანია Lodes- 1950 წლიდან აწარმოებს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ განათებებს. იგი აერთიანებს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს საუკეთესო Made in Italy დიზაინთან. კომპანიის დამფუძნებლის, ანჯელო ტოსეტოს შუშისადმი გატაცებითა და მუდმივი ტექნოლოგიური კვლევის შედეგად შეიქმნა ბრენდი, რომელიც გახდა ერთ-ერთი წამყვანი განათების მწარმოებელი ევროპაში.

ჩვენ Penta Light-ში ვაწარმოებთ თანამედროვე სტილის მაღალი ხარისხის განათებას, რომელიც 100%-ით იქმნება იტალიაში. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით გვექცია გენიალურ დიზაინერთა ჩანაფიქრები და ხედვა ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად, რომლებშიც ფორმალური სილამაზე შერწყმული იყო მათ ფუნქციონალურ შემადგენელთან. Penta-ს შემოქმედების სრული ციკლი შთაგონებულია გამოცდილი ოსტატების უბადლო ხელოვნებით, უნარებითა და მათ ხელებში კონცენტრირებული გამოცდილებით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით კომპანიის ისტორიულ ფესვებსა და ტრადიციებს მაინც განვახორციელეთ რამდენიმე ექსპერიმენტი და  ე.წ. cutting-edge ტექნოლოგიის დამსახურებით გავამდიდრეთ ჩვენი პროდუქციის ხაზი ახალი ექსპრესიული და ესთეტიურად დახვეწილი ვიზუალის მქონე ასორტიმენტით.  

გამოწვევებით აღსავსე გზა 1964 წლიდან დღემდე, Veneran-ი იტალიური ტრადიციის ანარეკლია: რჩეული მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები, დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, მუდმივი თვითგანახლება სივრცის უკეთესი ინტერპრეტაციისათვის, ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტენდენციები.

პერსონიფიცირებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქმნება თითოეული მოთხოვნის და გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

თანამედროვე ამერიკული გლამური - მეთუნემ, დიზაინერმა და მწერალმა ჯონათან ადლერმა თავისი სახელობის ბრენდი დაარსა მას შემდეგ, რაც მიატოვა სამსახური, რათა მეტი დრო დაეთმო თავისი პირველი სიყვარულისთვის - მეთუნეობისთვის. 1993 წელს ცნობილი Barneys-ის ქსელმა შეიძინა მისი ქოთნების ახალი კოლექცია. აქედან ხუთი წლის თავზე მან გახსნა თავისი პირველი ფილიალი სოჰოში.

დღეისთვის, Jonathan Adler-ის სახელი კარგად არის ცნობილი მსოფლიოში და განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკულ საზოგადოებაში.  

Rexangelo არის კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა მაგიდების დასამზადებლად ვენეციური მინა მურანო, როგორც ძირითადი მასალა. Rexangelo ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მაღლი ხარისხის ისეთი მასალების გამოყენებას, როგორებიცაა მინა, მარმარილო, ჭედური რკინა და ხე. მათი დამუშავება ოსტატურად, უპრეცენდენტო კონტრასტებისა და მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ხდება. შედეგად ვიღებთ ავეჯს, რომელიც გამოხატავს ტექნოლოგიების, დიზაინის, კვლევების და ტრადიციების შესანიშნავ შერწყმას.

mmlampadari-ის ხარისხი აზროვნებისა და შემოქმედების შედეგია: „ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ინტუიციასა და იდეისთვის ნივთიერი სახის მიღების უნარს. ჩვენ გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი სინათლე შევძინოთ ყველა ადამიანის ოცნებას“.

დაწყებული ლითონის დამამუშავებელი ლაბორატორიიდან, მინისა და მხატვრული კერამიკის ქარხნებამდე, მიმდინარეობს უწყვეტი კომუნიკაცია დიზაინერებს, ტექნიკოსებსა და ოსტატებს შორის, რათა მიაღწიონ ბრწყინვალების ახალ სტანდარტებს და ხელი შეუწყონ ავთენტური მასალის დამზადებას იტალიაში. mmlampadari-ის ყველა პროდუქტი ხელნაკეთია და მოიცავს დამუშავების, როგორც უძველეს, ასევე უახლეს ხერხებს. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს დეკორის უსასრულო კომბინაციებს, რათა მაქსიმუმამდე აიყვანოს თითოეული პროდუქტის ესთეტიური და ტექნიკური მხარე.

1999 წელს Laurameroni Design Collection იყო მხოლოდ პროექტი, რთული წამოწყება, სარისკო და გადაულახავი გამოწვევა. თუმცა, სულ მალე ჩვენი დიზაინ პროექტები უკვე გამოირჩეოდნენ თავიანთი უნიკალურობითა და ორიგინალურობით, განასახიერებდნენ ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სრულყოფილ კომბინაციას.


დღეს Laurameroni არის უაღესად ინოვაციური კომპანია, რომელმაც წარმატებით შექმნა საკუთარი იდენტობა დიზაინის გადატვირთულ სამყაროში, აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან მთელს მსოფლიოში.

125 წლის იუბილე - ეს ნამდვილი იშვიათობაა ავეჯის ინდუსტრიაში, სადაც ტრადიცია და ხელობა თაობიდან თაობაზე გადმოდის. გრძელი და საინტერესო გზა მასობრივი ბაზრის ავეჯის მწარმოებელიდან პატარა, მაღალი კლასის მწარმოებლამდე. გემოვნებიანი, გამორჩეული და კომფორტული ავეჯი, ხშირად არაორდინალური ფორმის ყოველთვის ხავერდით დაფარული და სამოთხის ფრინველის მსგავსად მკვეთრი ფერის - არსებითად "ნამდვილი პერსონაჟები".

ტრენდული სტანდარტი ინდორ-აუთდორ გამწვანებისა და მოდური დეკორირების სეგმენტში - Ila International

30 წლიანი გამოცდილება და იდეა, რომელიც დიდი ხანია გასცდა ტრივიალური მწვანე კედლის ფარგლებსა და კონცეფციას.

100%-ით ბუნებრივი ხის მერქნისგან დამზადებული საუცხოო მწვანე დეკორაცია ხელოვნური ფოთლებით, განსხვავებული ჯიშის, ზომისა და დიზაინის ხეები, მცენარეები და კედლის ინსტალაციები.

MOROSO - The Beauty of Design

MOROSO არის ბრენდი, რომელიც რბილი ავეჯის მაღალი მოდის პროფესიონალთათვის 1952 წლიდან ასოცირდება სიტყვა დიზაინთან, სადაც ყოველი მოდელი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერის ხელწერასა და უნიკალურ დიზიანს ატარებს.

დიზაინისა და წარმოების სამოცწლიანი გამოცდილება, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, 70 რჩეული ოსტატი, საიმედო მომწოდებელთა ქსელი, მაღალი ხარისხის მასალები და დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, ამ ყველა ღირესებით იტალიური MOROSO ავეჯის მაღალი მოდისა და ჰაი-ენდ სეგმენტში რჩეულ ადგილს იმკვიდრებს

Roberti – 1959 წლიდან, აუთდორ კოლექციები, რომელნიც ყოველთვის პიონერულ როლს ასრულებდნენ დიზაინში, უერთდებიან სტილის უახლეს ტენდენციებს, როგორც ფორმებს, ასევე მასალებს.

თითოეული ნაჭერი შეესაბამება სახლისა და კონტრაქტის ცხოვრების სტილის პირად ინტერპრეტაციას, რომელიც აერთიანებს ესთეტიკისა და კომფორტის ყველა პარამეტრს. 


ჰესენცია კორნელიო კაპელინი არის იტალიური კომპანია, რომელიც თანამედროვე ავეჯს აწარმოებს წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლიდან, იტალიის იმ ნაწილიდან - ბრიანცას პროვინციიდან, - რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაცხოვრებლების არაორდინარული კრეატიულობით. ბრენდის სახელი მისი დამფუძნებლის - კორნელიო კაპელინისგან მოდის. წლების განმავლობაში, ბრენდი აწარმოებდა ტრადიციულ ავეჯს. ტექნიკა გადაეცა მომდევნო თაობებსაც, თუმცა 2004 წლიდან კომპანიამ დაისახა ახალი ხედვა, რომლის მიხედვითაც, ახალი ტრენდები შემოიტანეს პროდუქციის წარმოებაში. დღესდღეობით, ბრენდის კოლექციებში ვხვდებით გლამურულ აქცენტებს, რისთვისაც გამოიყენებენ კრისტალებს, ძვირფას მეტალს, რბილ ქსოვილებსა და ტყავს. ბრენდის კოლექციები ნამდვილი ნიმუშია იმის, რასაც ფუფუნებისა და ელეგანტურობის ჰარმონიული თანხვედრა ჰქვია.

დამზადებულია იტალიაში LOF’S–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

Decor Walther has stood for quality bathroom furnishing such as lamps, mirrors and accessories for over four decades. It all began in 1973, in Frankfurt am Main/Germany, with a small specialist shop founded by Harald Walther. Today we are one of the leading suppliers in this sector, reaching far beyond Germany’s borders. Our company philosophy, which makes our products so unique on the international market, has evolved along with our company: Discreet luxury These words sum up what sets us apart from the norm. Our quality and design express this most vividly. The aesthetic language of our products is neither overtly trendy, nor historicized or overloaded. It is best described as timeless, but in an understated way. Behind this term is a stylistic aware-ness that we have reached through our intensive and holistic approach.

ROSINI, რბილი ავეჯის წარმოების 40 წლიანი ტრადიცია, დიდი ისტორიისა და გამოცდილების  მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება, თუმცა უცვლელი რჩება მისი ღირებულებები: სრულყოფილება, რომელიც ასოცირდება სიტყვებთან „დამზადებულია იტალიაში“, სრული კონტორლი წარმოების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური ხარისხისათვის.

Monography - განასახიერებს თანამედროვე მიდგომებისა და დახვეწილი სტილის სიმბიოზს ავეჯის ყოველ ცალკეულ კომპონენტში. სახეზეა გამოკვეთილი თავდადება, ძველი არტიზანული ტრადიციების პატივისცემა და მუდმივი სწრაფვა ბრწყინვალებისადმი, რის კომბინირებასაც კომპანია წარმატებით ახდენს საწარმოო პროცესში. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Monography-ს სამყაროში, რომელიც იზიარებს სილამაზის უჩვეულო განსაკუთრებულ ხედვას ინსპირირებულს მაცდური ფორმებით, სადაც რაციონალიზმი და ესთეტიკა სრულ თანხვედრაშია მარადიული დიზაინისა და ალქიმიური პროპორციების ნორმებთან.

„მდიდრული ცხოვრების განსახიერება“- ასე უწოდებენ ჰოლანდიურ ბრენდ Eichholtz-ს, რომლის შოურუმები განთავსებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე და ითვლება ერთ-ერთ ტრენდულ და სასურველ ადგილად, მათთვის, ვისაც სურს მოიწყოს გამორჩეული და მდიდრული ინტერიერი. 
ბრენდის ისტორია  უკავშირდება თიო აიჰოლთცს, ანტიკვარიატის კოლექციონერს, რომელიც მუდამ უნიკალური ნივთების ძიებაშია. სწორედ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ანტიკვარულ ბაზრობებსა და მაღაზიებში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები გახდა მისი შთაგონების წყარო, შეექმნა რაიმე განსხვავებული და სრულიად გამორჩეული, როგორიცაა დღეს Eichholtz-ი. 

Novamobili ავეჯის სამყაროში ცნობილია თავისი მოდულარული სისტემებით,  რომელიც მიზნად ისახავს შთაგვაგოგნოს საყოფაცხოვრებო ცხოვრების პირადი კონცეფციები. ნოვამობილი, ეს გახლავთ ახალი სიტყვა და იდეა ავეჯის შექმნის ხელოვნებაში, რომელიც ჩვენს სიახლოვეს არსებულ ობიექტებს თანამედროვე და ფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის.

ჩვენი მისიაა ვაქციოთ იდეები უნიკალურ და ორიგინალურ ნივთებად. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს ახალი მასალებით, რადგან ჩვენი დევიზია: ,,გამოცდილება ქმნის პროდუქტს’’ და არა მეცნიერება. ახლის შექმნის ყოველი მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ, ექსპერიმენტი კი გვმატებს სითამამეს და გვძენს გამოცდილებას. ჩვენ ვსწავლობთ, ვურთიერთობთ, განვსაზღვრავთ და ვანვითარებთ ნედლეულის პოტენციალს, შედეგად ყოველ ჯერზე ვიღებთ რაიმე განსხვავებულს.

იქ სადაც სხვები ხედავენ უბრალოდ ხეს, მეტალს ან ნაჭერს, ჩვენ ვხედავთ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. Arketipo – არის გამოცდილება, რომლითაც ჩვენ ყოველ იდეას განსხვავებული კუთხით ვუდგებიათ.

Qeeboo არის იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს Stefano Giovannoni- ის მიერ 2016 წელს  შექმნილ ავეჯს და აქსესუარებს. პროდუქტები  ემოციური და შინაარსიანია, ისინი  არ არის  ბურჟუაზიული, მაგრამ ყველასათვის შესაფერისია. ერთხელ უკვე შექმნილნი,  ჩვენი ინტერპრეტაციით იძენენ ახალ ცხოვრებას.

Galimberti Nino- იდენტობის მთავარი მახასიათებელია Made in Italy კონცეფციის, "დიზაინი, შემოქმედება, სტილი" უაღრესი გამოხატულებაა, რომელიც დღეს საუკუნოვან ტრადიციასთან ერთად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც.

ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი არის მუდმივი დიზაინი, საიმედოობა და გამძლეობა.

50 წელიწადზე მეტია რაც LENZI ტოსკანიდან, იტალიური მარმარილოს რეგიონის გულიდან, აწარმოებს მარმარილოს მაგიდებს და აქსესუარებს იმ იდეით, რომ შესძინოს ამ უნიკალურ და გასაოცარ მასალას სიმსუბუქე, სიკაშკაშე და შთამაგონებელი დიზაინი.

LENZI : ბრენდი, ოჯახი და მარმარილოსთან მუშაობის გამოცდილების ხანგრძლივი ტრადიცია

ამერიკაში მოღვაწე ფილიპინური წარმომავლობის მქონე  KENNETH COBONPUE-ს ბრენდი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი უნიკალური დიზაინით, პრესტიჟული ჯილდოებითა და კლიენტების ვრცელი ჩამონათვალით, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი ადამიანებისა და სამეფო ოჯახის წევრების ჩათვლით. 

ფუნქციური ხელოვნების ნიმუშები, ორგანული და ექსპრესიული ვიზუალით გვთავაზობენ თანამედროვე დიზაინის დასავლური განმარტების ალტერნატივას.


ვენეციური ბრენდი, რომელიც 1990 წლიდან ინტერიერის დიზაინის სამყაროს უნიკალური, კრეატიული დეკორის ელემენტებით ამდიდრებს და ამავდროულად ერთადერთი კომპანიაა ე.წ "Total Look" მიმართულებით. მისი თითოეული პროდუქტის თითოეული დეტალი იწარმოება უშუალოდ ბრენდის მიერ, რაც იტალიური კრაფტისა და ავთენტურობის უპირობო ხელწერაა

“დამზადებულია იტალიაში” Gurian–ის მიერ არამხოლოდ გეგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელია, არამედ სამეწარმეო არჩევანიცაა, რადგანაც იგი ოსტატობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის შესანიშნავ ბალანსს წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ მეთოდები, რომლებიც მიმართულია სამრეწველო წარმოების ინდუსტრიალური პროცესების და კომფორტის ასამაღლებლად, ხოლო ოსტატების პროფესიონალური უნარები უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და ხარისხის ზედმიწევნით კონტროლს. ამგვარად, ტექნოლოგიურად მოწინავე სტრუქტურის გამოყენებასთან ერთად პროდუქტი იქმნება იმ კონცეფციით, რომელიც უმცირესი დეტალებისადმი უდიდეს ყურადღებას ითვალისწინებს.

Twils-ის ბრენდის დაარსებას წინ უძღვოდა  შესანიშნავი იტალიური ისტორია, რომელიც დაიწყო 1982 წელს, ტრევისოს პროვინციის ქალაქ ვენეტოში. პატარა ლუისელა და სიმონე ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდნენ, როდესაც მამამ სწორად განჭვრიტა საფეიქრო ინდუსტრიის პოტენციალი და ის ძალიან მალე წარმატებულ საოჯახო ბიზნესად აქცია.

2007 წელს მათი შექმნეს ბრენდი სახელად Twils, რომელიც შემდეგი სახელების ინიციალებისაგან შედგება: Tiziano, Wilma, Luisella და Simone. ბრენდის შექმნასთან ერთად, მათ დაიწყეს სხვადასხვა ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობაც, რომელიც Twils R&D ეგიდის ქვეშ ერთინდება და სწორედ მათი დიზაინით იქმნება Twils-სა და Twils Lounge-ს ექსკლუზიური კოლექციები.

Ashish Bajoria-მ და Suman Kanodia-მ დააფუძნეს Scarlet Splendour 2014 წელს. და-ძმა გაიზარდა ინდოეთის ქ. კალკუტაში ესთეტიზმის მაღალი განცდით. შესაბამისი ასაკის მიღწევისთანავე, მათ გაერთიანეს საერთო გატაცება კომპანიის დაარსებაში, რათა მოეხდინათ თავიანთი მაქსიმალისტური გეგმების ინტეგრაცია რეალობაში და გამხდარიყვნენ ფაქტიურად პირველი მაღალი კლასის დიზაინერული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ინდოეთში. 

დღეისათვის, Scarlet Splendour თავისი ექსკლუზიური შედევრების შესაქმნელად თანამშრომლობს საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერებთან, რომლებთან კოლაბორაციის წყალობითაც ქმნის ლაქშერის ტიპის ავეჯის კოლექციების ხაზებს. რომელთა ესთეტიური ღირებულებაც თავის მხრივ სცილდება სტანდარტული წარმოსახვის ფარგლებსა და დიზაინერულ ლიმიტებს, რათა იქცეს მაღალი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად. 

Liu-Jo ცნობილი ფეშენ ბრენდია, რომელიც წარმატებით ამსხვრევს დღემდე არსებულ სტერეოტიპებს და ავეჯის სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. კრეატიული ხედვით შექმნილ კოლექციებში ერთიანდება იტალიური ტრადიცია, სიახლე, ტრენდული სტილი და განვითარება, რომელსაც შემოაქვს ნებისმიერ ინტერიერში დღემდე არნახული ტრანსფორმაცია. 

თავისუფალი იდეების, ფორმებისა და დიზაინის მქონე Liu-Jo Living-ს საცხოვრებელი, სასადილო, საძინებელი და ექსკლუზიური აუთდორ ზონებისგან შემდგარი იმპრესიული კოლექციები აქვს. 

მარტივად ამოსაცნობი და იკონური იდეებით, ფორმებითა და ფინიშინგებით, Liu-Jo ახერხებს კონტრასტში დარჩენას: სტრუქტურითა და ხისტი ელემენტებით ის ქმნის ტრანსფორმერულ პროდუქციას, რომელიც ერთი მხრივ იდეალურად გამოხატავს სტილს და ამავდროულად ფუნქციურია.

BOMMA ინტერიერს ხელნაკეთი სკულპტურული განათების საშუალებით გარდაქმნის, რომელიც ნებისმიერ სივრცეში ქმნის განხვავებულ განწყობას, თვალისმომჭრელი ცენტრალური ელემენტებიდან და ინსტალაციებიდან - ნაზ, გამოსაჩენ განათებამდეკომპანია ცნობილია განსხვავებული ხელწერით დიზაინში, რომელიც ქმნის სინატიფისა და სიამოვნების განცდას. წამყვანი ჩეხური ბროლის მწარმოებელი ბრენდი BOMMA განუწყვეტლივ ცდება საზღვრებს შუშის წარმოებაში.

Slamp–ი ქმნის დეკორატიული დიზაინის სანათებს. იგი ბუნების სამყაროს, არქიტექტურის, მოდის ინდუსტრიის ვირტუოზების და ხელოვნების უახლესი ტრენდების გამოყენებით გარდაქმნის ნივთებს მანათობელ საგნებად, რომლებიც გვიქნიან გარკვეულ განწყობას და ამოვდროულად უნივერსაულურებიც არიან. ეს მიიღწევა ახალი თაობის  მასალების და სპეციალური ხელნაკეთი დეტალების მეშვეობით, რომელთა გაერთიანებითაც Slamp აცოცხლებს მდიდრულ და ხატოვან პანორამას.