კასტელოს შოურუმში წარმოდგენილი თითოეული ბრენდის, თითოეული მოდელი იქნება ეს დივანი, საწოლი თუ სხვა სახის ავეჯი თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია სხვადასხვა ზომაში, ფორმაში, მასალასა თუ ფერში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას ნებისმიერი მოდელი იდეალურად შეუხამოთ თქვენს ინტერიერს და შექმნათ გამორჩეული ატმოსფერო თქვენს სახლში. ჩვენ გთავაზობთ ხავერდის, ნაბუკის, იტალიური ტყავის, ტყავის შემცვლელის, ველიურის, ჟაკარდისა და სხვა ძვირფასი ქსოვილების დიდ ასორტიმენტს და ფერთა მდიდარ პალიტრას.
შოურუმი
Castello-ს შოურუმი არის ადგილი, სადაც ვმასპინძლობთ სტუმრებს, მეგობრებს, ჩვენს მომხმარებლებსა და დიზაინერებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან. ინტერიურული სივრცე რომელშიც ვხვდებით ჩვენს უცხოელ მომწოდებლებსა და ვატარებთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ტრეინინგებსა თუ ფოტო სესიებს. ადგილი, რომელიც ზუსტად განასახიერებს Castello-ს შინაარსსა და იდენტობას.
4 განსხვავებულ დონესა და სართულზე, 2500 კვ.მ. განლაგებული შოურუმის ცენტრალური საექსპოზიციო სივრცე წარმოადგენს ექსკლუზიურ საგამოფენო ინტერიერს, როგორც გრანდიოზული საცხოვრებელი რეზიდენცია, სადაც გვერდიგვერდ განლაგებულია განსხვავებული დატვირთვის საცხოვრებელი ზონები: ე.წ. "დღისა" და "ღამის", მისაღები, სასადილო, საძინებელი, სარელაქსაციო, ველნეს და გარე-აუთდორ ზონების სეთაფები, კომპოზიციები და დიზაინერული ინსტალაციები, რომლებშიც წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ავეჯი, განათება, ექსკლუზიური აქსესუარები, ინტერიერის დეკორი, უნიკალური შპალერი, კედლის პანელები და ინსტალაციები.
როდესაც გადადგავთ ნაბიჯს ზღურბლზე თქვენ აღმოჩნდებით გემოვნებიან, კომფორტით აღსავსე ინტერიერში, რომელიც დაყოფილია თავის მხრივ მიკრო სექციებად. ძვირფასი, განსხვავებული ქსოვილებისა და დიზაინის, სტილისტურად მრავალფეროვანი კოლექციების, მასალების, დეკორატიული, ნახევრად ბუნებრივი მცენარეებისა და მომავლის სამყაროში, რომელიც ზუსტად და სრულფასოვნად გადმოსცემს იტალიური ცხოვრების წესის ტრადიციას.
სივრცითი ზონების, განათებისა და განსხვავებული დიზაინის სწორი განაწილება კი თავის მხრივ ქმნის განუმეორებელ ესთეტიურ ანტურაჟს, რომლითაც გამორჩეულია Castello და აძლევს ჩვენს მომხმარებლებს ზოგადად ინტერიერისა და სივრცითი მოცულობების განსხვავებული რაკურსით დანახვის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში ტრანსფორმირდება Castello-ს მულტიბრენდული შოურუმის განუმეორებელ კონცეფციაში, ისეთივე უნიკალურში როგორიც თქვენი თითის ანაბეჭდია.
შოურუმის შესასვლელში Castello-ს სტუმრებს ეგებება ვენეციური მასკარადიდან ჩვენთან მოვლენილი იდუმალი "გრაციელა", რომლის ულამაზესი სკულპტურაც ინსპირირებული ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის Phillip Jackson-ის შემოქმედებით დამზადებულ იქნა ნიჭიერი ქართველი მოქანდაკეების - ნიკოლო მელივას და კახა კუხალაშვილის მიერ.
MADE IN ITALY
ჩვენი იდენტობა განასახიერებს იტალიურ ლაიფსთაილსა და ღირებულებებს. თავიდან ბოლომდე იტალიური ავეჯის საერთაშორისო აღიარების და წარმატების ისტორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია ნედლეულის ციკლიდან დაწყებული აწყობამდე მთლიანად მზადდება იტალიაში - კერძოდ, ჩრდილოეთ იტალიის რეგიონის შემდეგ ქალაქებში - ვიჩენცა, ტრევიზო, ჩესალტო, ბიანკადე, ფლორენცია, ვენეცია, მანტანიანა, ვენეტოს რეგიონი, ლომბარდიის რეგიონში Como-ს ტბის მიმდებარედ განლაგებულ ცნობილ MEDA-ს საწარმოო რაიონში და ა.შ.