დასრულდა "კასტელო"-ს დელეგაციის 1 კვირიანი სამუშაო ვიზიტი მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენის 64-ე გამოშვებაზე - 64th Edition of the Salone del Mobile Milano, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო პარალელურად მიმდინარე აბაზანებისა და სამზარეულო გარნიტურების Eurocucina 2026 გამოფენაშიც, ქალაქის განსხვავებულ ლოკაციებზე მიმდინარე დიზაინ კვირეულისა (MDW2026 - Fuori Salone 2026) და ჩვენი პარტნიორი ბრენდების ფლაგმანურ შოურუმებში გამართულ განსხვავებული ტიპის ღონისძიებებში, წვეულებებსა და ახალი კოლექციების პრეზენტაციებში.
როგორც მოგეხსენებათ, Salone Internazionale del Mobile Milano გახლავთ ავეჯის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტული გამოფენა მილანში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე განიხილება, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საერთაშორისო ცენტრი, ახალი შესაძლებლობებისა და შეხვედრების ადგილი, დიზაინისა და დაგეგმარების სეგმენტში გამოცდილების გაზიარების ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომლის 64-ე გამოშვებამაც წარმატებულად ჩაიარა მილანში მ.წ. 21-დან 26 აპრილამდე ჩათვლით.
ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება მილანში "Rho Fiera Milano"-ს უზარმაზარ სივრცეში. 1961 წელს დაარსებული გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე, კლასიკური და ფუტურისტული ესთეტიკის მქონე ავეჯის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი ფუნქციონალითა და იმპრესიული ვიზუალით, ტექნოლოგიური და ხარისხობრივი ინოვაციებით, რომელთა ძირითადი დანიშნულებაც მდგომარეობს საცხოვრებელი ინტერიერის ტრანსფორმაციაში. საუცხოო დიზაინი, ხედვა, ინოვაციები, ეკოლოგიური სრულყოფილება და ემოციური შემადგენელი წარმოადგენენ გამოფენაში მონაწილე ბრენდებისა და კომპანების ძირითად ენას, რომელიც დღეისათვის ხდება სულ უფრო გლობალური, ინკლუზიური და ავეჯის ინდუსტრიის როგორც შემოქმედებით, ისე საწარმოო პროცესებთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ყოველ წელს Salone del Mobile ახორციელებს თავის მისიას, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციის ერთგვარი ლაბორატორია, შეხვედრებისა და ურთიერთქმედების ახალი ადგილი, სადაც საფუძველი ეყრება ახალ საქმიან ურთიერთობებს. ზუსტად აქ არის წარმოდგენილი ავეჯის ინტერიერისა და საცხოვრებელი სივრცის ინოვაციები და ახალი პროტოტიპები: საძინებელი ზონები, თანამედროვე ცხოვრების წესის ახალი კონცეფციები, მისაღები და დამხმარე ფართების ახალი პროდუქცია. გარე გამოყენების ავეჯით Outdoor გაწყობილი ღია ზონები - En Plein Air, რბილი ავეჯის სისტემები, მაგიდები და სკამები, რომლებიც ქმნიან ბრწყინვალე მიზანსცენას ახალი ამბების გასაჟღერებლად. ესთეტიური კვლევების დიაპაზონი რომელიც მოგვითხრობს იმაზე თუ როგორც იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და ფილოსოფია, შესაბამისად ჩვენი საცხოვრებელი გარემოს ფურნიტურა და სტილი, სიმყუდროვის განცდა და მოთხოვნილება.