Wally Living by Reflex - ვერტიკალურ-ჰორიზონტალური სტრუქტურის ელემენტებზე დაფუძნებული კედლის მოდულური სისტემა-სტელაჟი, დამზადებული განსხვავებული ტიპის მასალებისგან, ინტერიერის თავისებურებანის შესაბამისი კონფიგურაციის აწყობის შესაძლებლობით, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის რიტმიკას, პროპორციებსა და ინდივიდუალური ინსტალაციის საშუალებას.
პანელები გაწყობილია მაღალი ხარისხის ხელოვნურ ტყავსა და ნაბუკში, ინტეგრირებულია განსხვავებული ზომის პროექტორის ან TV სისტემის განთავსებისთვის აუცილებელი მოდული, გააჩნია ფონური LED განათება MarmoReflex-ისა და LegnoReflex-ის პანელებზე.
Bodyguard by Arketipo Firenze - რევოლუციური დიზაინისა და კომფორტის ახალი განზომილება მეტალის უხილავ ფეხზე, რომლის ელეგანტური საზურგე სექციები და სახელურებიც რეკლაინერი მექანიზმის მეშვეობით იმეორებენ თქვენი სხეულის ანატომიას, რაც გაძლევთ რელაქსაციის პროცესის უკეთ მორგებისა და სრული პერსონალიზაციის საშუალებას. თავშესაფარი, რომლის საოცარი გამოცდილებაც ევოლუციონირებს თქვენთან ერთად და თქვენი მონაწილეობით. ქანდაკება, რომლის ყოველი ცალკეული ელემენტიც შექმნილია იმისთვის, რომ იმოძრაოს.
მოდერნის სტილის ახალი მანიფესტი, რომელსაც აქვს ყველა შანსი გახდეს თანამედროვე ინდუსტრიული სტილის ახალი იკონა და ნებისმიერი სივრცის პროტაგონისტი, ხელმისაწვდომია ორ განსხვავებული კონფიგურაციაში სხვადასხვა ტიპის განლაგებით მრავალი ფინიშინგებით.
Hide Me by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მოძრავი მოდულური ტიხარი - სეპარატორი ევკალიპტის ან ზებრანოს ხეში, სარკისა და მეტალის ინკუსტრირებული ელემენტებით.
Maverick by Arketipo Firenze - ელეგანტური ნაწრთობი შუშის მისადგამების სეტი, პრიალა მეტალის ფეხსა და განიერ პლინტუსზე, ინსპირირებული ულტრაბგერითი თვითმფრინავების და მათი აეროდინამიური კორპუსის დიზანით. დამზადებული შეუდარებელი ჰაეროვნებით განსხვავებულ ფერებში. შთაგონების წყაროდ აღებულ იქნა ლეგენდარული კონკორდის სტრუქტურა მომრგვალებული გვერდებით, 2 ზომაში, მათთვის ვინც არ ემორჩილება მოცემულობის განსაზღვრულ წესებს და მნიშვნელოვნად უსწრებს წინ არსებულ ცხოვრებისეულ ტემპს.
საკმარისია სიტყვა Maverick-ის ხსენება, რომ ტანში ჟრუანტელი გვივლის და აჯანყების განუმეორებელი სურვილი გვიჩნდება, სურვილი ვაკეთოთ ის რაც აქამდე არავის გაუკეთებია, განსხვავდებიდეთ სხვებისგან ჩვენი საქციელით და თამამი ცხოვრებისეული სტილით.