1 კვირის წინ
დასრულდა "კასტელო"-ს დელეგაციის 1 კვირიანი სამუშაო ვიზიტი მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენის 64-ე გამოშვებაზე - 64th Edition of the Salone del Mobile Milano, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო პარალელურად მიმდინარე აბაზანებისა და სამზარეულო გარნიტურების Eurocucina 2026 გამოფენაშიც, ქალაქის განსხვავებულ ლოკაციებზე მიმდინარე დიზაინ კვირეულისა (MDW2026 - Fuori Salone 2026) და ჩვენი პარტნიორი ბრენდების ფლაგმანურ შოურუმებში გამართულ განსხვავებული ტიპის ღონისძიებებში, წვეულებებსა და ახალი კოლექციების პრეზენტაციებში.
როგორც მოგეხსენებათ, Salone Internazionale del Mobile Milano გახლავთ ავეჯის საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტული გამოფენა მილანში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე განიხილება, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საერთაშორისო ცენტრი, ახალი შესაძლებლობებისა და შეხვედრების ადგილი, დიზაინისა და დაგეგმარების სეგმენტში გამოცდილების გაზიარების ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომლის 64-ე გამოშვებამაც წარმატებულად ჩაიარა მილანში მ.წ. 21-დან 26 აპრილამდე ჩათვლით.
ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება მილანში "Rho Fiera Milano"-ს უზარმაზარ სივრცეში. 1961 წელს დაარსებული გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე, კლასიკური და ფუტურისტული ესთეტიკის მქონე ავეჯის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი ფუნქციონალითა და იმპრესიული ვიზუალით, ტექნოლოგიური და ხარისხობრივი ინოვაციებით, რომელთა ძირითადი დანიშნულებაც მდგომარეობს საცხოვრებელი ინტერიერის ტრანსფორმაციაში. საუცხოო დიზაინი, ხედვა, ინოვაციები, ეკოლოგიური სრულყოფილება და ემოციური შემადგენელი წარმოადგენენ გამოფენაში მონაწილე ბრენდებისა და კომპანების ძირითად ენას, რომელიც დღეისათვის ხდება სულ უფრო გლობალური, ინკლუზიური და ავეჯის ინდუსტრიის როგორც შემოქმედებით, ისე საწარმოო პროცესებთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ყოველ წელს Salone del Mobile ახორციელებს თავის მისიას, როგორც დიზაინერული ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციის ერთგვარი ლაბორატორია, შეხვედრებისა და ურთიერთქმედების ახალი ადგილი, სადაც საფუძველი ეყრება ახალ საქმიან ურთიერთობებს. ზუსტად აქ არის წარმოდგენილი ავეჯის ინტერიერისა და საცხოვრებელი სივრცის ინოვაციები და ახალი პროტოტიპები: საძინებელი ზონები, თანამედროვე ცხოვრების წესის ახალი კონცეფციები, მისაღები და დამხმარე ფართების ახალი პროდუქცია. გარე გამოყენების ავეჯით Outdoor გაწყობილი ღია ზონები - En Plein Air, რბილი ავეჯის სისტემები, მაგიდები და სკამები, რომლებიც ქმნიან ბრწყინვალე მიზანსცენას ახალი ამბების გასაჟღერებლად. ესთეტიური კვლევების დიაპაზონი რომელიც მოგვითხრობს იმაზე თუ როგორც იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და ფილოსოფია, შესაბამისად ჩვენი საცხოვრებელი გარემოს ფურნიტურა და სტილი, სიმყუდროვის განცდა და მოთხოვნილება.
Working Visit of Castello's Team to 64th Edition of the Salone del Mobile Milano
1 კვირის წინ
The working visit of Castello's delegation to the 64th Edition of Salone del Mobile Milano has come to an end, in the framework of which we also had the opportunity to participate in separately held bathrooms and kitchens exhibition - Eurocicune 2026, as well as during the Design Week (MDW26, Fuori Salone2026) events taking place across various locations throughout the Milano city, the cocktail-parties and special gatherings organized and hosted by the Flagship Stores of our partner brands, along with the presentations of their new collections.
As you may know, Salone del Mobile Milano is universally recognized and authoritative furniture exhibition, regarded on the international stage as a hub of design experimentations and exchange of accumulated experience. It serves as a meeting point for new opportunities and connections, offering an outstanding platform for sharing expertise in the fields of design and planning.
Its 64th edition was held from 21 to 26 April, 2026. The most important event in the interior & exterior design industry, is being held annually in Milan at the "Fiera Rho Milano" exhibition center, known as the home of Salone del Mobile Milano.
Established in 1961, the exhibitions presents a wide range of furniture products, featuring contemporary, classic and futuristic aesthetics. It is distinguished each year by its functionality, impressive visual appeal and technological innovations, whose main purpose is to transform residential interiors. Exquisite design, vision, innovation, ecological excellence and emotional connections form the core language of the brands and companies participating in the exhibition. Nowadays, this language is becoming increasingly global and inclusive, while also highly integrated to both the creative and the production processes of the furniture industry.
Each year Salone del Mobile fulfills its mission as a laboratory of experimentation and improvisation, a new space for encounters and interaction, where new business relationships are formed.
It is precisely here that innovations and prototypes in the furniture industry and residential living spaces are presented: bedroom areas, new concepts of contemporary living, products for living rooms and ancilliary spaces, as well as open-air environments (en-plein air) furnished with outdoor furniture, soft seating systems, stylish dining tables and chairs - all come together to create a compelling ground for telling new stories.
Castello-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ინტერვიუ The FINANCIAL-ისთვის
1 თვის წინ
1. როგორ დაიწყო „კასტელო“-ს ისტორია და რა იდეამ განსაზღვრა ბრენდის შექმნა?
Castello-ს ისტორია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2018 წლის ივნისში დაიწყო არა უბრალოდ მორიგი ავეჯის ბიზნესის შექმნის იდეით, არამედ სურვილით საქართველოში შექმნილიყო მოცულობითი დიზაინერული სივრცე, სადაც ინტერიერი აღიქმებოდა როგორც კულტურა და დახვეწილი ცხოვრების სტილი (Art of Living), რის დეფიციტსაც იმ პერიოდში განიცდიდა ჩვენი ბაზარი.
ბრენდის შექმნის მთავარი იდეა იყო პრემიუმ-სეგმენტის მომხმარებელთათვის ერთიანი - უნიფიცირებული პლატფორმის შექმნა, სადაც თითოეული ბრენდი შერჩეულ იქნებოდა არამხოლოდ ხარისხით, არამედ არტიზანული ტრადიციების გათვალისწინებით, მემკვიდრეობით, ისტორიითა და ფილოსოფიით.
Castello არ არის მხოლოდ პროდუქციის გამყიდველი, ის არის ერთგვარი ფილტრი ბაზარზე, რომელიც არჩევს ევროპულ დიზაინს და სთავაზობს მომხმარებლებს უკვე შერჩეულ რაფინირებულ გადაწყვეტილებებს როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის.
სწორედ ეს პოსტულატი - „არ გაყიდო ავეჯი, არამედ შექმენი გამოცდილება და ცხოვრების წესი“ - განსაზღვრავს ბრენდის დნმ-ს ამდენი წელი.
2. რა ფილოსოფიას ეფუძნება Castello-ს ინტერიერის დიზაინის ხედვა დღეს?
ჩვენი ხედვა მუდმივად ეფუძნებოდა ბალანსს - ესთეტიკასა და ფუნქციონალს შორის, ემოციასა და არქიტექტურას შორის. ისეთივე უნიკალურს როგორც თქვენი თითის ანაბეჭდი.
ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ლამაზ სივრცეებს. Castello ქმნის ჰარმონიას, რომელშიც გამოყენებული მასალების ხარისხი, ფორმების სისუფთავე, ტექსტურების სიღრმე და დეტალებისადმი ყურადღება დიალოგშია თქვენი ცხოვრების სტილთან და შინაგან სამყაროსთან. შესაბამისად, ყოველი ცალკეული სივრცე განიხილება ინდივიდუალურად როგორც პროექტი და არა როგორც კატალოგი. აღნიშნული მიდგომა Castello-ს აძლევს იმ იდენტობას, რომელიც განსხვავდება მასობრივი ავეჯის ბაზრისგან და პოზიციონირებს როგორც პრემიალური კლასის შოურუმი. ორმაგად სასიამოვნოა, რომ უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი აღიარებს ამ ფაქტს და შეკითხვის დასმისას საქართველოში ე.წ. ჰაიენდ სეგმენტის ავეჯის ბიზნესზე ცალსახად ასახელებს „კასტელოს“ როგორც ბაზრის ლიდერს.
3. რა ტენდენციებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე?
პრემიუმ-კლასის სეგმენტში ნებისმიერი ტენდენცია, რომელიც ებრძვის ტრადიციულ „მასობრივ“ წარმოებას და ემსახურება ინტერიერის პერსონალიზაციას ითვლება მოთხოვნადათ. უფრო კონკრეტულად კი, ბუნებრივ მასალებზე, არტიზანულ ტრადიციებსა და ხელნაკეთ დეტალებზე დამყარებული ტენდენციები, მინიმალისტურ, ხშირ შემთხვევაში აზიური ძენისა ან იაპონური სტილით ინსპირირებული აქცენტებით, რაც სივრცეს დამამშვიდებელ და დახვეწილ ელფერს სძენს. ზოგადად, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იზრდება მომხმარებლის ინტერესი ბუნებრივი ხის, ნატურალური ქვის, არტისტული შუშისა და მაღალი ხარისხის ქსოვილებისადმი.
4. როგორ არჩევთ კოლექციებსა და ბრენდებს, რომლებიც შოურუმშია წარმოდგენილი?
დავიწყოთ იქიდამ რომ დღეისთვის, „კასტელო“ გახლავთ 58-მდე საშუალო და პრემიუმ-კლასის ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელთა უმრავლესობაც იტალიურია, ზოგიერთი მათგანი გერმანული, ჩეხური და ა.შ. მათ შორის არიან ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდები, როგორიცაა: Reflex, Poltrona Frau, Arketipo Firenze, Bomma, Cattelan Italia, Qeeboo და სხვები. თუმცა, დიზაინერული კოლექციების, ექსპოზიციებისა და ბრენდების შერჩევა არ ეფუძნება ჩვენთან მხოლოდ ცნობადობას. ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ვანიჭებთ შემდეგ 4 ასპექტს: ბრენდის ფილოსოფია და იდენტობა, ხარისხი და მასალები, დიზაინის უნიკალურობა და მათი კომერციული პოტენციალი.
სხვაგვარად რომ ითქვას, ემთხვევა თუ არა იგი შოურუმის ესთეტიკას და პრემიუმ-სეგმენტის პოზიციას, აქვს თუ არა კოლექციას გამორჩეული ხელწერა, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნება დიფერენცირებული, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის სტილი ჩვენს მომხმარებლებში და სხვა.
5. როგორ შეიცვალა მომხმარებლის გემოვნება ბოლო წლებში?
საგრძნობლად. ის უფრო დაიხვეწა და გახდა გააზრებული. თუ ადრე მათი არჩევანი ხშირად ემყარებოდა ვიზუალურ ეფექტს ან ცალკეულ ტრენდებს, დღეს ისინი ეძებენ: ხარისხსა და გამძლეობას, ინდივიდუალურ ხასიათს, ხშირ შემთხვევაში ისინი უპირატესობას ანიჭებენ ასევე კომპანიის მოქნილობას. მომხმარებელი აღარ ყიდულობს უბრალოდ ავეჯს - ის ყიდულობს ცხოვრების სტილსა და ისტორიას, მემკვიდრეობას, რომლითაც ასე ამაყობენ იტალიელები. ეს განსაკუთრებით ეხება პრემიუმ სეგმენტს. მომხმარებელი ინტერესდება მასალებისა და დიზაინის წარმომავლობით. დღეს ჩვენი კლიენტი უფრო ეძებს ხარისხს, ხანგრძლივ ინვესტიციას და ინდივიდუალურ სტილს - არა უბრალოდ ლამაზ ავეჯს. შესაბამისად, დღეისთვის გაყიდვის პროცესი უფრო კონსულტაციური ხასიათის და ნაკლებად „პროდუქტზე ორიენტირებული“ გახდა.
6. რა მნიშვნელობა აქვს სივრცის სწორ დაგეგმვას თანამედროვე საცხოვრებელში?
თანამედროვე ინტერიერში სივრცის სწორი დაგეგმვა არის ფუნდამენტი - დიზაინზე წინ მდგომი ფაქტორი. დღეს სახლი ხშირად აერთიანებს რამდენიმე ფუნქციას: ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და სოციალური ურთიერთობები. თუ სივრცე სწორად არ არის ზონირებული ყველაზე ძვირადღირებული ავეჯიც კი ვერ შექმნის კომფორტს. სწორი დაგეგმა ნიშნავს: პროპორციების დაცვას, ფუნქციურ ლოგიკას მოძრაობაში, ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას და აუცილებლად ავეჯის მასშტაბების შესაბამისობას სივრცესთან. ამდენად, სწორი განლაგება არის არა დამატებითი ნორმა, არამედ აუცილებელი ნაწილი.
7. Castello როგორ ეხმარება მომხმარებელს ინდივიდუალური ინტერიერის შექმნაში?
უპირველეს ყოვლისა კონსულტაციური მიდგომით და არა პროდუქციის შეთავაზებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლიენტის მოსმენას, სწორი შეკითხვების დასმას, სივრცითი არქიტექტურისა და ესთეტიკური გემოვნების გაცნობიერებას. შემდეგ იწყება უკვე კონკრეტული კოლექციების შერჩევისა და შეთავაზების პროცესი, რაც არ გახლავთ ასევე მარტივი პროცესი. ხშირ შემთხვევაში მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე ვადით. ამაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გვეხმარება მულტი-ბრენდული შოურუმის კონცეფცია, სადაც წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის დიზაინერული ავეჯის ექსპოზიციები. გვაქვს დამატებით ასევე, ავეჯის ე.წ. Fitting-ის, ანუ კონკრეტულ სივრცეზე მორგების სერვისიც, რაც ყველა კომპანიას არ გააჩნია, რათა კლიენტმა საკუთარ ინტერიერში ნახოს და ვიზუალურად წარმოიდგინოს ერგება თუ არა მაგალითად შოურუმში არსებული კონკრეტული ბრენდის კოლექცია ან მოდელი მის ინტერიერს. შემდეგ ეტაპზე იწყება პერსონალიზაციის პროცესი (ზომები, ქსოვილები, ტექსტურები), რომელიც ასახავს არა ტრენდს ან ცალკეულ აქცენტს, არამედ დამკვეთის იდენტობას.
8. რა როლი აქვს ხარისხსა და მასალების არჩევას საბოლოო შედეგში?
უზარმაზარი - ხარისხი და მასალები გახლავთ ის ძირითადი ასპექტი, რისთვისაც მომხმარებელი ზოგადად მოდის „კასტელო“-ში. ისინი განსაზღვრავენ ავეჯის გამძლეობას, სილამაზესა და დიზაინერულ, გნებავთ ემოციურ ღირებულებას, ასევე ინვესტიციის მიზანს, რომ მათი ინტერიერი იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და ინდივიდუალიზმის სერიოზული მაგალითი.
9. რა ტიპის პროექტებზე მუშაობა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ან გამომწვევი?
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მუშაობა ისეთ პროექტებზე, სადაც გვეძლევა სრული იმპროვიზაციისა და საკულტო პროდუქციის გამოყენების საშუალება. კონცეპტუალური პროექტები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის სტრუქტურირებული ჩვენს მიერ, თუმცა, ამავდროულად მხატვრული და ინოვაციური. მსგავსი პროექტები გვაძლევს არტისტული მიდგომების გამოვლენის საშუალებას. ხოლო, გამოწვევად მივიჩნევთ პროექტებს, რომლებშიც გვეძლევა მულტი-ბრენდული კომპოზიციებისა და განსხვავებული სტილისტური კომბინაციების შექმნის შესაძლებლობა. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ იმერეთის მხარეში საბჭოთა კავშირის დროინდელი წვენების ქარხნის თანამედროვე ღონისძიებათა ცენტრად გადაკეთების პროექტი, რომელსაც შევარქვით სახელი „სოც. რეალიზმიდან მოდერნიზმამდე“. ასევე, თბილისში ნიშური პარფიუმერიის ელიტარული ქსელის „არომატეკას“ სამი ფილიალის დიზაინერული პროექტები, რომლებსაც ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ Castello-ს ვებ გვერდზე.
10. როგორ ახერხებთ ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის ბალანსის შენარჩუნებას ?
ფუნქციურობა და ესთეტიკა ჩვენთვის არასდროს არის გაყოფილი: ორივე ერთად ჰარმონიულ კომბინაციაში ქმნიან სრულყოფილ სივრცეს. საუკეთესო შედეგის მიღწევაში კი ჩვენი წარმომადგენლობითი ბრენდების გამოცდილება გვეხმარება, საიდანაც ვიღებთ ინსპირაციას. ხშირად სამუშაო პროცესში გვაქვს კოლაბორაცია ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან, რომელთა მონაწილეობითაც იქმნება უნიკალური სინერგია ზემოხსენებული ბალანსის მისაღწევად. შედეგი არის სივრცე, რომელიც არა უბრალოდ მშვენიერია, არამედ მაქსიმალურად ადაპტირებული თანამედროვე ცხოვრების ტემპთან და ყოველდღიურობასთან.
11. რა რჩევას მისცემთ ადამიანებს რომლებიც სახლს ან სამუშაო სივრცეს ახლა აწყობენ?
ნაკლები ყურადღება მიაქციონ ტრენდებს, უპირატესობა მიანიჭონ ხარისხიან ავეჯსა და მასალებს, რომლებიც დიდხანს გაძლებს. დაგეგმეთ სივრცე ისე, რომ პასუხობდეს ყოველდღიურ საჭიროებებს. გახსოვდეთ რომ ინტერიერი უნდა გამოხატავდეს თქვენს პიროვნებას და არა მარტო ვიზუალურ ფუფუნებას, იყოს კომფორტული და გემსახურებოდეთ მრავალი წლის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მომრავლებული რეპლიკებისა და დაბალი ხარისხის იაფფასიანი ავეჯის ფონზე.
საბოლოო ჯამში, კარგად დაგეგმილი ინდივიდუალური ინტერიერი არის ინვესტიცია თქვენს მომავალში, ემოციურ წონასწორობასა და ცხოვრებისეულ წინსვლაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
12. რა არის Castello-ს მომავალი გეგმები და განვითარების მიმართულებები საქართველოში?
მოკლე ვადიან გეგმებთან დაკავშირებით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან კოლაბორაციით უკვე მიმდინარეობს მუშაობა - შემოდგომაზე თბილისის ცენტრში ჩვენი ექსკლუზიური ბრენდის Qeeboo-ს მონობრენდული მაღაზიის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ინტერიერის ტრენდული ავეჯი და აქსესუარები, ისე ბრენდის საყოველთაოდ ცნობილი საკულტო ნამუშევრები, როგორიცაა მაესტრო სტეფანო ჯოვანიონის ბაჭიების კოლექცია, მარკანტონიოს იკონური სანათი ჟირაფების სერია, მარსელ ვანდერსის, ნიკა ზუპანკის და სხვა სახელოვანი იტალიელი დიზაინერების ნამუშევრები და სიახლეები.
მეორე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, მ.წ. აპრილის ბოლოს პრემიუმ-კლასის ავეჯის სეგმენტის ლიდერი კომპანიებისა და მსოფლიო დონის ტრენდსეთერების Poltrona Frau-სა და Busnelli-ის მუდმივი ექსპოზიციების გახსნა „კასტელოს“ შოურუმში, რომელთა ავტორიზებული დილერიც საქართველოში გახდა ჩვენი კომპანია.
1.
"კასტელო" საკულტო იტალიური ბრენდის BUSNELLI-ის ექსკლუზიური დილერი გახდა
2 თვის წინ
"კასტელო" საკულტო იტალიური ბრენდის Busnelli-ის ექსკლუზიური დილერი გახდა, რომლის პერმანენტული ექსპოზიციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაც დაგეგმილია მ.წ. მარტის შუა რიცხვებში დიღომში, დ. აღმაშენებლის ხეივნის 40 ნომერში მდებარე შოურუმში.
Busnelli-ის სამრეწველო ჯგუფის ისტორია დაიწყო 1953 წელს იტალიის ქ. მედაში, ბრიანცას ავეჯის წარმოებით ცნობილი რეგიონის შუაგულში, იმ დროს როდესაც ყველა ცდილობდა აენაზღაურებინა და დაეკმაყოფილებინა მზარდი სურვილი დაუფლებოდნენ ყველაფერს, რაზეც მათ მოუწიათ უარის თქმა ომის პერიოდში.
Busnelli-მ დაიწყო ოპერირება მკაფიო წარმოდგენით და ამბიციებით დაეპყრო პუბლიკა, რომელსაც სურდა შეეძინა არამხოლოდ უბრალო დივანი, არამედ უდარდელობისა და თავისუფლების განცდა, რომელიც ასე აკლდა ბოლო წლებში. დასახული მიზანი იყო ნათელი და არსებული მოცემულობაც მოითხოვდა ახალი მიდგომების დემონსტრირების აუცილებლობას. მალევე, ისინი უარს ამბობენ წარმოების ტრადიციულ სტრუქტურებზე და საფუძველს უყრიან ინდუსტრიალიზაციის ახალ პროცესს, რომელმაც წარმოების მეთოდებში, იტალიელთა ცხოვრების წესსა და საყოფაცხოვრებო პირობებში შეიტანა ძირეული რევოლუციური ცვლილებები.
Busnelli-ის წარმოება გადავიდა ახალ ეტაპზე დიზაინსა და დაგეგმარებას შორის, რითაც ხაზი გაუსვა მზარდ ინტერესს ახალ ტექნოლოგიებსა და მასალებზე გადასვლასთან დაკავშირებით. იტალიელთა სახლებში შედის თვისობრივად ახალი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს ემოციურ მოთხოვნილებას მანამდე ვიდრე გახდება ფუნქციური. კომპანიამ იცოდა მიმართულება რომელზეც უნდა ევლო, თუმცა სჭირდებოდა აუდიტორია რომელიც ეზიარებოდა მის იდეებს. საუბარია ბაზრის სეგმენტების კვლევასა და ახალი პოტენციური მომხმარებლების ძიებაზე. დგება მოხმარების ახალი მიმართულების აღმოჩენის დრო. იტალიური დიზაინი შედის სიმწიფის ფაზაში. მათ შორისაა: კატალოგები, აგრესიული რეკლამა, კარუსელები, ვერცხლისებრი ბრენდინგი და ფურნიტურა.
1972 წ. ქ. მიზანტოში იხსნება Busnelli-ის ახალი ქარხანა, რაც თვალსაჩინოს ხდის ავეჯისა და ზოგადად ინტერიერის ინდუსტრიის ღრმა ტექნოლოგიურ ევოლუციას.
2021 წელს WEDO Holding ყიდულობს Busnelli-ის, რათა მოახდინოს მისი რიბრენდინგი და საწარმოო პროცესების სრული გადაიარაღება 70 წლის წინ დაწყებული წარმატებული დიზაინისა და იტალიური იდენტობის გაგრძელების მიზნით.
დღეიდან, ექსკლუზიურად Castello-ს შოურუმში!
"კასტელო" მსოფლიო მასშტაბის საკულტო ბრენდის Poltrona Frau-ს ოფიციალური დილერი გახდა
5 თვის წინ
იტალიური ბრწყინვალების ახალი ფურცელი ჩვენს შოურუმში!
"კასტელო" უდიდესი ისტორიის მქონე მსოფლიო მასშტაბის საკულტო ბრენდის Poltrona Frau-ს ოფიციალური დილერი გახდა.
მალე, ჩვენს მულტიბრენდულ სივრცეში მუდმივი ექსპოზიციის დონეზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს კომპანიის უახლესი დიზაინერული კოლექცია, მისაღები და სასადილო ზონების ულტრა-თანამედროვე კომპოზიციები, ყველასთვის ნაცნობ იკონურ ნამუშევრებთან და საკულტო არტ-ობიექტებთან ერთად.
ეზიარეთ დახვეწილი ცხოვრებისა და ე.წ. Art of Living-ის ახალ მწვერვალებს Castello-სთან ერთად, სადაც მარადიული იტალიური კრაფტი, არტიზანული ხელოვნება, საუკუნოვანი ტრადიცია და მემკვიდრეობა ელეგანტურად იკვეთება თანამედროვე დიზაინის წამყვან ტრენდებთან უცვლელ მისამართზე.
2026 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ მუდმივ ექსპოზიციაში შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ Poltrona Frau-ს ექსკლუზიური პატენტის მქონე ტყავში Pelle Frau გაწყობილი ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა 2024 წლის დიზაინერული პრემიის გამარჯვებული ბრიტანელი დიზაინერის Faye Toogood-ის სკულპტურული აგებულების ულტრა-თანამედროვე სავარძლების კოლექცია Squash მისადგმელ მაგიდებთან და ორიგინალურ პუფებთან ერთად, იაპონელი Kensaku Oshiro-ს გენიალური ინსპირაციით დამზადებული სასადილო სკამები Lepli, ძლიერი ვიზუალური ეფექტით, დიზაინერული ელემენტებით და საოცარი ერგონომიკით, რომელთა სტრუქტურა და კონცეფციაც ერთისმხრივ მომდინარეობს მაღალი მოდის ინდუსტრიიდან, ხოლო, მეორესმხრივ ნაკარნახებია ქალის სხეულის ლამაზი ფორმებით გრძელ კაბაზე არსებულ ქამართან კომბინაციაში, იტალიური დიზაინის ე.წ. "ოქროს წყვილის" სტატუსის მქონე Ludovica Serafini-სა და Roberto Palomba-ს (Palomba Serafini) მოდერნის სტილის მოცულობითი დივანი Blisscape, რომლის ორიგინალური დიზაინიც ნაკარნახევი იყო თანამედროვე კეთილდღეობისა და კომფორტის მცნებით, გამორჩეული მოცულობითი ბალიშებით, მეტალის დაბალ უხილავ ფეხზე და მოდულური კონფიგურაციით, რაც იძლევა ინტერიერსა და სივრცეში უსაზღვრო იმპროვიზაციის შესაძლებლობას, Lella & Massimo Vignelli-ს დიზაინით შექმნილ ელიპტიკური ფორმის მარმარილოს მაგიდას ძლიერი გრაფიკული ეფექტით და ნახევრად-ბრილიანტისებრი ფინიშინგით, მასიურ ცილინდრისებრ ბაზაზე, რომელიც მთლიანად დაფარულია ტყავით და თავის კონცეფციაში აერთიანებს ორი გეომეტრიული ფიგურის ერთობლიობას, Monica Forster-ის დისკისებრი ფორმის ტყავის ოტომანს რაფინირებული დეკორატიული ელემენტებით, რომელიც ითვლება Poltrona Frau-ს სტილისტურ იკონად და მრავალ სხვა ნამუშევარს.
"კასტელო"-ს შოურუმში Twils-ის მუდმივი ექსპოზიცია და ექსკლუზიური სივრცე გაიხსნა
10 თვის წინ
Grande Inizio from Twils - დახვეწილი, ფუნქციური და თანამედროვე ცხოვრების რიტმის შესაბამისი დიზაინ კოლექცია!
2025 წლის 1 ივნისს "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში გაიხსნა ჩვენი უცვლელი პარტნიორისა და ექსკლუზიური ბრენდის, პრემიუმ-კლასის იტალიური ავეჯის სეგმენტის ავანგარდში მყოფი Twils-ის ე.წ. Shop-in-Shop კონცეფციის მქონე დიზაინერული სივრცე, სადაც დღეიდან 170 კვ.მ.-ის ფართობზე მუდმივი ექსპოზიციის სახით წარმოდგენილი იქნება კომპანიის ორიგინალური რბილი ავეჯისა და საწოლების 5 განსხვავებული კომპოზიცია, რომელშიც დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა სრულფასოვნად ეზიაროს იტალიური კრაფტის ხელოვნებისა და Art of Living-ის უნიკალურ ესთეტიკას, ასევე ქართულ რეალობაზე ადაპტირებული თანამედროვე ცხოვრების წესისა და კეთილდღეობის განსხვავებულ კონტურებს.
ექსპოზიციის ამსახველი კადრების დათვალიერება შეგიძლიათ ჩვენ ვებ. გვერდის ფოტო-გალერეის განყოფილებაში.