Welcome to the World of ARKETIPO - დიზაინერთა შეხვედრა Arketipo Firenze-სთან
1 წლის წინ
Welcome to the World of Arketipo Firenze - "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში გაიმართა ქართველ დიზაინერთა პირველი გაცნობითი შეხვედრა მაღალი სეგმენტის იტალიური ავეჯის ინდუსტრიის აღიარებული ლიდერის Arketipo Firenze-ს მესვეურებთან, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა პირდაპირი ჩართვა ფლორენციიდან. დამსწრე საზოგადოებასა და სტუმრებს ონლაინ კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართეს ბრენდის მფლობელმა ლორენცო კატელანმა და კომერციულმა დირექტორმა ვიქტორია გერასიმოვამ.
გაცნობითი შეხვედრისა და კითხვა-პასუხის შემდეგ სტუმრებისთვის გაიმართა "კასტელო"-ს შოურუმში არსებული Arketipo-ს მუდმივი კოლექციისა და განახლებული ექსპოზიციის ჩვენება.
"კასტელო"-ს შოურუმში LIU-JO LIVING-ის მუდმივი ექსპოზიციის გახსნა
1 წლის წინ
2023 წლის 13 ივლისს, "კასტელო"-ს მულტიბრენდულ შოურუმს სამუშაო ვიზიტით ეწვია ახალი ექსკლუზიური ბრენდის LIU-JO LIVING-ის ოფიციალური დელეგაცია - კომპანიის საზოგადოებასთან ურთ. დეპარტამენტის უფროსის Luca BRIGANTI-ს და Artur FEDENKO-ს ხელმძღვანელობით, რომლებმაც ბრენდის ექსპოზიციის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით "კასტელო"-ს მენეჯერებსა და სამეურნეუ-ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრეინინგი. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის ისტორიის საწარმოო სიმძლავრეების, მომავალი გეგმებისა და ფეშენ ინდუსტრიის აღიარებული ბრენდის LIU-JO GLOBAL-ის შესახებ.
14 ივლისს "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში გაიმართა LIU-JO LIVING-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ქართველ დიზაინერებთან, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბრენდის ოფიციალური წარდგენა და შოურუმის 4 ზონისგან შემდგარი ექსპოზიციის პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნა კორპორატიული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს კომპანიის ევოლუციის ეტაპებსა და მოდის ინდუსტრიიდან ავეჯის სეგმენტში ტრანსფორმაციის პროცესზე.
მ.წ. 20 მაისს 19.00 სთ. CASTELLO-ში - ბექა ელიზბარაშვილის პერსონალური გამოფენის ოფიციალური გახსნა
2 წლის წინ
მ.წ. 20 მაისს, შაბათს Castello-ს მულტიბრენდული შოურუმის სივრცეში, საღამოს 19.00 სთ. დაგეგმილია ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრის - ბექა ელიზბარაშივილის პერსონალური გამოფენის "Breathe In" ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც შოურუმის განსხვავებულ დონეებზე განლაგებულ მოლბერტებზე წარმოდგენილი იქნება მისი 35-მდე ნამუშევარი. ექსპოზიცია მოქმედი იქნება ყოველ დღე დილის 11.00-დან საღამოს 20.00 საათამდე 1 თვის მანძილზე 2023 წლის 20 ივნისამდე და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი დათვალიერების, მათ შორის მისი ნამუშევრების ადგილიდან შეძენის შესაძლებლობაც.
Salone Del Mobile 2020 16-დან 21 ივნისამდე გაიმართება
5 წლის წინ