"კასტელო"-ში ახალი ექსკლუზიური ბრენდის MONOGRAPHY by Bruno Zampa-ს პრეზენტაცია მოეწყო

img

მ.წ. 15 ნოემბერს Castello-ს მულტიბრენდული ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შოურუმში გაიმართა ახალი ექსკლუზიური ბრენდის MONOGRAPHY by Bruno Zampa-ს ოფიციალური პრეზენტაცია და მოწყობილი ე.წ. "კუთხის ექსპოზიციის" (Corner Exposition) ჩვენება ქართველი დიზაინერებისთვის.

ამ მიზნით თბილისში ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კომპანია BRUNO ZAMPA-ს და MONOGRAPHY SENSUAL HOME-ის ექსპორტ მენეჯერი ქ-ნი Elena MENEGHELLO და სააგენტო ARMTRADE-ის მმართველი პარტნიორი ქ-ნი Albina MUSINA. 

პრეზენტაციის მსვლელობისას შოურუმში საგანგებოდ მოწყობილ დიდ მონიტორზე ნაჩვენები იქნა კორპორატიული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ბრენდის დაარსებისა და ევოლუციის ისტორიას, თითქმის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე კომპანია BRUNO ZAMPA-ს ბაზაზე ვენეტოს რეგიონში, მისი ორიგინალური, ხშირ შემთხვევაში რეტრო სტილის დიზაინით გამორჩეულ კოლექციაზე, იკონურ ნამუშევრებზე, არტ-მიმართულებაზე, საწარმოო სიმძლავრეებსა და საფასო პოლიტიკაზე. 

დამსწრე საზოგადოებას, CASTELLO-ს გუნდის შემადგენლობას და დიზაინერულ წრეებს წარედგინათ MONOGRAPHY-ის პროფესიონალურად დაკომპლექტებული ფინიშინგების, ქსოვილების და ტყავების, მეტალის, ხისა და შუშის ნიმუშების სვოჩები, რომელთა სელექციაც და ფართო ასორტიმენტიც წარმოადგენს ცალკე საუბრის თემას. განხილულ იქნა კატალოგები, ფასები და წარმოების უპრეცედენტოთ მოკლე ვადები.

როგორც განაცხადა თავის სიტყვაში ბრენდის ექსპორტ მენეჯერმა Elena MENEGHELLO-მ კომპანიას თავისი იტალიელი კონკურენტებისგან უპირველეს ყოვლისა გამოარჩევს წარმოების რეკორდულად მოკლე 1 თვიანი პერიოდი, რაც იმას ნიშნავს რომ CASTELLO-ს შოურუმში შეკვეთის გაფორმებიდან ზუსტად თვენახევარში მომხმარებელი მიიღებს თავის პროდუქციას, რაც სეგმენტში ჩახედული ექსპერტები დაგვეთანხმებიან, რომ წარმოადგენს უპრეცედენტო ვადას იტალიის შემთხვევაში. ამასთან ერთად, ხაზგასმით აღინიშნა MONOGRAPHY-ის ტრენდული დიზაინი, რომელზეც ზრუნავს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული Bernhardt & Vella-ს დიზაინერული ბიურო, რომლის ინსპირაციულ ხელწერასაც განეკუთვნება მრავალი საკულტო მოდელი ისეთ სახელგანთქმულ კომპანიებში, როგორიცაა: Arflex, Artemide,  Calligaris, Natuzzi, Potocco, Rugiano, Fabian და სხვა.

ბრენდის დიზაინის, საწარმოო სიმძლავრეების, საფასო პოლიტიკისა და პოტენციალის სიღრმისეული განხილვის შემდეგ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია CASTELLO-ს შოურუმში 2025 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი MONOGRAPHY by Bruno Zampa-ს 2 ახალი ზონისგან შემდგარი მუდმივი ექსპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც საძინებელი, ისე მისაღები ოთახის ავეჯის კოლექცია, რაც შოურუმში არსებულ კუთხის ექსპოზიციასთან კომბინაციაში (2 საკულტო სავარძელი Aramis და ინოვაციური მასალით დამზადებული ტრენდული კოქტეილის მაგიდების სეტი) შექმნის საცხოვრებელი სახლის სრულფასოვან ინტერიერს.

შეხვედრის მიწურულს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ MONOGRAPHY როგორც თითქმის საუკუნოვანი არტიზანული ტრადიციების მქონე BRUNO ZAMPA-ს ბაზაზე აღმოცენებული ახალი ბრენდი განასახიერებს თანამედროვე იტალიურ მიდგომებისა და დახვეწილი დიზაინერული სტილის სიმბიოზს თავისი კოლექციის ყოველ ცალკეულ კომპონენტში, პატივს სცემს უზარმაზარ ისტორიულ მემკვიდრეობას და მუდმივად მიისწრაფის ბრწყინვალებისადმი. იზიარებს სილამაზის უჩვეულო განსაკუთრებულ ხედვას ინსპირირებულს მაცდური ფორმებით, რომელშიც რაციონალიზმი და ესთეტიკა სრულ თანხვედრაშია მარადიული დიზაინისა და ალქიმიური პროპორციების ნორმებთან.

დღეიდან, CASTELLO-ს მომხმარებლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა უმოკლეს დროში (1,5 თვე) ადგილზე მიიღონ საუკეთესო არტიზანული ტრადიციებით დამზადებული და 85 წლიანი ისტორიის მქონე BRUNO ZAMPA-ს ქარხანაში აწყობილი თანამედროვე სტილის ავეჯი ინსპირირებული ტრენდული რეტრო აქცენტით ოპტიმალურ ფასად, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია სხვა იტალიური ავეჯის მწარმოებელი ქარხნებისგან განსხვავებით, რომელთა პროდუქციის ლოდინიც მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში უწევს 3-4 ან მეტი თვის განმავლობაში.

CASTELLO-ს სახელით 2025 წლის მარტიდან გელით Monography by Bruno Zampa-ს ექსკლუზიური ავეჯის მასშტაბური ზონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. 

www.monography.it - Monography by Bruno Zampa 

www.brunozampa.it - We don't make luxury, we craft it