ადგილიდან შეძენა
ადგილიდან შეძენა - მომხმარებელი ახორციელებს უშუალოდ შოურუმში წარმოდგენილი საექსპოზიციო მოდელის შეძენას.
მომხმარებელი ფარავს პროდუქტის მთლიან ღირებულებას, რის შემდგომაც ხდება პროდუქტის ადგილზე მიწოდება და მონტაჟი მომხმარებლის მიერ მითითებულ დღეს.

შეკვეთით შეძენა 
შეკვეთით შეძენა ხდება, როდესაც:
1) მომხმარებელს მოეწონა შოურუმში წარმოდგენილი მოდელი, თუმცა სურს სრულიად ახალი იდენტური პროდუქტი ჩამოვუტანოთ შეკვეთის საფუძველზე
2) მომხმარებელს მოეწონა შოურუმში წარმოდგენილი მოდელი, თუმცა ის უკვე დაჯავშნულია, ან როგორც ბესტსელერი მოდელი ადგილიდან არ იყიდება
3) მოხმმარებელს მოეწონა შოურუმში წარმოდგენილი მოდელი, თუმცა სურს განსხვავებულ ზომაში, მასალაში ან ფერში
4) მომხმარებელმა შეარჩია პროდუქცია კატალოგიდან, რომელიც მიმდინარე პერიოდში არ არის წარმოდგენილი შოურუმში, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელი ახორციელებს შეკვეთას

იცვლება თუ არა პროდუქციის ღირებულება შეკვეთის შემთხვევაში?
შეკვეთის შემთხვევაში პროდუქციის ღირებულება არ იცვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
1) მომხმარებელი სასურველ მოდელს გვიკვეთავს განსხვავებული კატეგორიის მასალაში (ქსოვილი, მეტალი, ხე და ა.შ). შედარებით მაღალი კატეგორიის მასალისათვის ფასი გაიზრდება, ხოლო დაბალი კატეგორიისათვის შემცირდება.
2) მომხმარებელი სასურველ მოდელს გვიკვეთავს განსხვავებულ ზომაში. ფასი დამოკიდებულია მოდელზე, ზოგიერთ შემთხვევაში ზომების ცვლილება არ ცვლის ფასს.

შეკვეთის გადახდა და პერიოდი
მომხმარებელი შეკვეთის შემთხვაში საწყისად იხდის შეკვეთის მთლიანი ღირებულების 70%-ს, ხოლო პროდუქციის ჩამოსვლისას დარჩენილ 30%-ს.
შეკვეთის პერიოდი: 2,5 თვე (ორთვენახევარი)

გადახდის საშუალებები
ნაღდი ანგარიშსწორება
საბარათე ანგარიშსწორება (Visa, Mastercard, AMEX)
კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება (BTC, XRP, BCH, LTC, ETH, EOS, DASH)
განვადება (BOG, TBC)


პროდუქციის შეძენის შემდგომ მომხმარებელი სარგებლობს შემდეგი სერვისებით:
უფასო შენახვა  - მომხმარებელს შეუძლია შეძენილი პროდუქცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს 3 თვისა) შეინახოს ჩვენს საწყობში.
უფასო ტრანსპორტირება - მიტანის სერვისი ქ. თბილისისა და მისი შემოგარენის მასშტაბით უფასოა, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ემატება ტრანსპორტირების ღირებულება, რომელიც დამოკიდებულია მანძილზე.
ქუთაისი
300 ლარი
ზუგდიდი
500 ლარი
ბათუმი
500 ლარი
თელავი
300 ლარი

უფასო მონტაჟი - კასტელოს გუნდი უზრნუველყოფს შეძენილი ავეჯის სასურველ ადგილზე იდეალური სიზუსტით აწყობას.

ხის ავეჯის მოვლა

1. დავიცვათ ნაკაწრებისაგან. ხის ზედაპირის მქონე ავეჯზე უნდა მოერიდოთ უხეში საგნების განთავსებას:
  • ვაზებს, ჩარჩოებს და სხვა დეკორატიულ ნივთებს ძირზე დაუმაგრეთ ქეჩები
  • ჭურჭლის ქვეშ გამოიყენეთ სპეციალური დასაფენები
2. ფრთხილად გადავწმინდოთ მტვერი. გამოიყენეთ სპეციალური მიკროფაიბერის ხელსახოცები, რათა თავიდან აიცილოთ მიკრონაკაწრები. ავეჯზე მტვრის გადაწმენდისას მასზე  განთავსებული ნივთები არ გაასრიალოთ  პირდაპირ ზედაპირზე. აწიეთ, გადაწმინდეთ და კვლავ დადეთ. 

3. მოერიდეთ ცხელი ჭურჭლის განთავსებას პირდაპირ ხის ზედაპირზე, რათა თავიდან აიცილოთ თეთრი ლაქები. 

4. თეთრი ლაქების მოშორება. იმ შემთხვევაში თუ ხის ზედაპირზე მოგიხვდათ ცხელი ნივთი და გაჩნდა თეთრი ლაქა შეეცადეთ რაც შეიძლება მალე გაწმინდოთ ის:

  • პირველ რიგში რბილი ქსოვილი ოდნავ დაასველეთ ცხელ წყალში და ფაქიზად გადაუსვით დალაქავებულ ზედაპირს
  • ქსოვილისაგან გააკეთეთ კომპრესი, მასზე მოათავსეთ საყოფაცხოვრებო ამიაკის რამოდენიმე წვეთი. რის შემდგომაც, ძალიან ნაზი და სწრაფი მოძრაობებით გაუსვით ის დალაქავებულ ზედაპირს მანამ, სანამ არ გაქრება ლაქა
  • თეთრი ლაქის მოშორების შემდგომ ზედაპირი გააპრიალეთ სელის ზეთით
  • ზეთიანი ზედაპირი გაწმინდეთ მშრალი რბილი ქსოვილით მანამ, სანამ ქსოვილი ბოლომდე არ შეიწოვს ზეთს.
5. ზოგადი მოვლა. წელიწადში ორჯერ ავეჯის ხის ზედაპირი გავწმინდოთ ცვილის ან სილიკონის პროფესიონალური გამწმენდი საშუალებებით. წელიწადში ერთხელ სასურველია ხის ავეჯი გავაპრიალოთ სელის ზეთით. ზეთი გამოიყენეთ ძალიან მცირე ოდენობით და მშრალი ქსოვილით აპრიალეთ მანამ, სანამ ზედაპირიდან ბოლომდე არ გაქრება ზეთოვანი სტრუქტურა.


მარმარილოს ავეჯის მოვლა

მარმარილოს ავეჯი სასურველია გავწმინდოთ ყოველდღე. გასაწმენდად გამოვიყენოთ რბილი საწმენდი საშუალება, მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, წყალი და ჭურჭლის საწმენდი ხსნარები. თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის არ შეიცავს ძმარს, მათეთრებელს და სხვა ტიპის მჟავა ნივთიერებებს, რომელიც მომენტალურად აზიანებს მარმარილოს ქვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ აბრაზიული (უხეში) საწმენდი საშუალება, რადგან მას შეუძლია მარმარილოს ზედაპირის გაფუჭება.
მოერიდეთ ცხელი ჭურჭლის განთავსებას პირდაპირ მარმარილოს ზედაპირზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ლაქები, გამოიყენეთ სპეციალური დასაფენები.
ლაქების ამოყვანა.
თუ თქვენი მარმარილო დალაქავებულია უნდა გამოიყენოთ ცოტა უფრო ძლიერი რამ, ვიდრე უბრალოდ საპონი და წყალია. იმისათვის, რომ მოაშოროთ მარმარილოს ზედაპირიდან ორგანული ლაქები, როგორიცაა ყავა, წვენი, ღვინო მასზე უნდა განათავსოთ გამათეთრებელი საშუალებით დატენიანებული ერთჯერადი ხელსახოცი და გააჩეროთ 24 საათის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ლაქა გაქრება, ზედაპირი გაწმინდეთ სველი ხელსაწმენდით და გააპრიალეთ მარმარილოს ფხვნილით.


რბილი ავეჯის მოვლა

რბილი ავეჯის მოვლის ტექნიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგანაა ავეჯი დამზადებული. თუ ტყავის ავეჯი გაქვთ, მისი სისუფთავის შენარჩუნება საკმაოდ მარტივი იქნება. აი, როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს ტყავის ავეჯზე:

  • რეგულარულად გაწმინდეთ მტვრისაგან
  • გასაწმენდად გამოიყენეთ რბილი, სუფთა ქსოვილი
  • წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაამუშავეთ იგი ტყავის კონდიციონერით
  • გამოიყენეთ მშრალი ქსოვილი, მასზე დაღვრილი სითხის მოსაწმენდად
  • გამოიყენეთ ტყავისთვის შესაფერისი საწმენდი საშუალებები


ქსოვილის დივნის კარგ მდგომარეობაში შენახვას სჭირდება ცოტა მეტი ძალისხმევა და მოვლა. ისარგებლეთ შემდეგი რჩევებით:

  • გამოიყენეთ ქსოვილის დამცავი საშუალებები, გამოყენებამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას. შეეცადეთ შეიძინოთ მსგავის საშუალებები უშუალოდ ავეჯის მაღაზიაში, სადაც უკვე არსებობს გამოცდილება მსგავსი საშუალებებით სარგებლობის და პროდუქტს აქვს დადებითი რეკომენდაციები თავად ავეჯის მწარმოებლისაგან.
  • გამოიყენეთ მხოლოდ არატოქსიკური საწმენდი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია თქვენი ტიპის ქსოვილისთვის.
  • რეგულარულად გაასუფთავეთ მტვრისაგან
  • მოაცილეთ საფარი (უმეტეს შემთხვევაში, საფარი მოსახსნელია) და გარეცხეთ* მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად
  • ქსოვილის დივანთა უმეტესობას აქვს მოსახსნელი საფარი, რომელიც შეგიძლიათ ინდივიდუალურად მოხსნათ და გაასუფთავოთ, თუმცა დასუფთავების/გარეცხვის წინ აუცილებლად კარგად გაეცანით ინსტრუქციას.

ტექსტილზე გამოყენებული კოდების მნიშვნელობა:


S - მშრალი ქიმწმენდა. არ გამოიყენოთ წყალი. ქიმწმენდის შემდგომ ზოგიერთ ქსოვილს შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ჯაგრისით წმენდა, რათა დაუბრუნდეს თავდაპირველ ფორმას.
W - წყალზე დაფუძნებული საწმენდი საშუალებები. ეს სიმბოლო მიგვანიშნებს რომ ქსოვილი ექვემდებარება წყლით წმენდას. თუმცა ნიშანი არ გულისხმობს რომ ქსოვილი უნდა გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში, არამედ უნდა ვისარგებლოთ სპეცილაური ქსოვილის საწმენდი შამპუნით ან ქაფით. წმენდისას შეგვიძლია დავიხმაროთ საწმენდი ღრუბელი, თუმცა მოვერიდოთ ლაქის ზედმეტად დასველებას.
W/S- ამ შემთხვეაში შესაძლებელია ვისარგებლოთ, როგორც მშრალი ქიმწმენდით, ასევე წყალზე დაფუძნებული საწმენდი საშუალებებით. ოპტიმალური ვარიანტი განისაზღვრება ლაქის შემცველობით, ცხიმოვანი ლაქების ამოსაყვანად უმჯობესია ვისარგებლოთ მშრალი ქიმწმენდით.
X - არ გაწმინდოთ წყლით ან გამხსნელი საშუალებით. გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან მსუბუქი არამეტალის ჯაგრისი.
WASH - გარეცხეთ ქსოვილი სარეცხის მანქანაში, შესაბამის ტემპერატურასა და ბრუნვაში.
იმისათვის, რომ შეუნარჩუნოთ ხავერდის ქსოვილს პირვანდელი ბრწყინვალე იერსახე და მეტიც დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი გახადოთ, ამისათვის იგი უნდა დავვარცხნოთ პერიოდულად ტანსაცმლის ან სპეციალური ბარხატის საწმენდით. 


მატრასის მოვლის 4 მარტივი წესი

1.მატრასის შეძენიდან ერთი თვის შემდგომ, შეუცვალეთ მხარე (თავი/ბოლო) ხოლო მომდევნო ერთი თვის შემდეგ კი ამოატრიალეთ მეორე გვერდზე. შეასრულეთ იგივე ოპერაციები 3 თვეში ერთხელ და ის წლების განმავლობაში შეუდარებელ ფორმაში იქნება.
2. მატრასს არ მოხსნათ შალითა, როდესაც მისით სარგებლობთ, რადგან ის იცავს მას მტვრისა და დაზიანებისაგან.
3. მატრასი უნდა ეყრდნობოდეს მყარ ზედაპირს (წიფლისა ბაზა) რათა არ დეფორმირდეს დროთა განმავლობაში.
4. მატრასის სახელურები არ გამოიყენოთ მთლიანი მატრასის გადასაადგილებლად, ისინი გამოიყენება მატრასის საბრუნებლად.

თქვენ, როგორც თიბისი სტატუსის მომხმარებელს, გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ავეჯისა და აქსესუარების მაღაზიაში - კასტელო. 
შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ დამატებით 5%-იანი ფასდაკლებით უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე. 
შეთავაზება ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 


საქართველოს ბანკის სტანდარტული განვადება:

სესხის მინიმალური ოდენობა: 150 ლარი

მაქსიმალური ოდენობა: 5.000 ლარი

სესხის მინიმალური ვადა: 2 თვე

მაქსიმალური ვადა: 36 თვე

საკონტაქტო: 2 444 444