Castello-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ინტერვიუ The FINANCIAL-ისთვის

img

1. როგორ დაიწყო „კასტელო“-ს ისტორია და რა იდეამ განსაზღვრა ბრენდის შექმნა?

Castello-ს ისტორია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2018 წლის ივნისში დაიწყო არა უბრალოდ მორიგი ავეჯის ბიზნესის შექმნის იდეით, არამედ სურვილით საქართველოში შექმნილიყო მოცულობითი დიზაინერული სივრცე, სადაც ინტერიერი აღიქმებოდა როგორც კულტურა და დახვეწილი ცხოვრების სტილი (Art of Living), რის დეფიციტსაც იმ პერიოდში განიცდიდა ჩვენი ბაზარი.

ბრენდის შექმნის მთავარი იდეა იყო პრემიუმ-სეგმენტის მომხმარებელთათვის ერთიანი - უნიფიცირებული პლატფორმის შექმნა, სადაც თითოეული ბრენდი შერჩეულ იქნებოდა არამხოლოდ ხარისხით, არამედ არტიზანული ტრადიციების გათვალისწინებით, მემკვიდრეობით, ისტორიითა და ფილოსოფიით.

Castello არ არის მხოლოდ პროდუქციის გამყიდველი, ის არის ერთგვარი ფილტრი ბაზარზე, რომელიც არჩევს ევროპულ დიზაინს და სთავაზობს მომხმარებლებს უკვე შერჩეულ რაფინირებულ გადაწყვეტილებებს როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის.

სწორედ ეს პოსტულატი - „არ გაყიდო ავეჯი, არამედ შექმენი გამოცდილება და ცხოვრების წესი“ - განსაზღვრავს ბრენდის დნმ-ს ამდენი წელი.


2. რა ფილოსოფიას ეფუძნება Castello-ს ინტერიერის დიზაინის ხედვა დღეს?

ჩვენი ხედვა მუდმივად ეფუძნებოდა ბალანსს - ესთეტიკასა და ფუნქციონალს შორის, ემოციასა და არქიტექტურას შორის. ისეთივე უნიკალურს როგორც თქვენი თითის ანაბეჭდი.

ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ლამაზ სივრცეებს. Castello ქმნის ჰარმონიას, რომელშიც გამოყენებული მასალების ხარისხი, ფორმების სისუფთავე, ტექსტურების სიღრმე და დეტალებისადმი ყურადღება დიალოგშია თქვენი ცხოვრების სტილთან და შინაგან სამყაროსთან. შესაბამისად, ყოველი ცალკეული სივრცე განიხილება ინდივიდუალურად როგორც პროექტი და არა როგორც კატალოგი. აღნიშნული მიდგომა Castello-ს აძლევს იმ იდენტობას, რომელიც განსხვავდება მასობრივი ავეჯის ბაზრისგან და პოზიციონირებს როგორც პრემიალური კლასის შოურუმი. ორმაგად სასიამოვნოა, რომ უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი აღიარებს ამ ფაქტს და შეკითხვის დასმისას საქართველოში ე.წ. ჰაიენდ სეგმენტის ავეჯის ბიზნესზე ცალსახად ასახელებს „კასტელოს“ როგორც ბაზრის ლიდერს.


3. რა ტენდენციებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე?

პრემიუმ-კლასის სეგმენტში ნებისმიერი ტენდენცია, რომელიც ებრძვის ტრადიციულ „მასობრივ“ წარმოებას და ემსახურება ინტერიერის პერსონალიზაციას ითვლება მოთხოვნადათ. უფრო კონკრეტულად კი, ბუნებრივ მასალებზე, არტიზანულ ტრადიციებსა და ხელნაკეთ დეტალებზე დამყარებული ტენდენციები, მინიმალისტურ, ხშირ შემთხვევაში აზიური ძენისა ან იაპონური სტილით ინსპირირებული აქცენტებით, რაც სივრცეს დამამშვიდებელ და დახვეწილ ელფერს სძენს. ზოგადად, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იზრდება მომხმარებლის ინტერესი ბუნებრივი ხის, ნატურალური ქვის, არტისტული შუშისა და მაღალი ხარისხის ქსოვილებისადმი.


4. როგორ არჩევთ კოლექციებსა და ბრენდებს, რომლებიც შოურუმშია წარმოდგენილი?

დავიწყოთ იქიდამ რომ დღეისთვის, „კასტელო“ გახლავთ 58-მდე საშუალო და პრემიუმ-კლასის ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელთა უმრავლესობაც იტალიურია, ზოგიერთი მათგანი გერმანული, ჩეხური და ა.შ. მათ შორის არიან ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდები, როგორიცაა: Reflex, Poltrona Frau, Arketipo Firenze, Bomma, Cattelan Italia, Qeeboo და სხვები. თუმცა, დიზაინერული კოლექციების, ექსპოზიციებისა და ბრენდების შერჩევა არ ეფუძნება ჩვენთან მხოლოდ ცნობადობას. ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ვანიჭებთ შემდეგ 4 ასპექტს: ბრენდის ფილოსოფია და იდენტობა, ხარისხი და მასალები, დიზაინის უნიკალურობა და მათი კომერციული პოტენციალი. 

სხვაგვარად რომ ითქვას, ემთხვევა თუ არა იგი შოურუმის ესთეტიკას და პრემიუმ-სეგმენტის პოზიციას, აქვს თუ არა კოლექციას გამორჩეული ხელწერა, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნება დიფერენცირებული, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის სტილი ჩვენს მომხმარებლებში და სხვა.


5. როგორ შეიცვალა მომხმარებლის გემოვნება ბოლო წლებში?

საგრძნობლად. ის უფრო დაიხვეწა და გახდა გააზრებული. თუ ადრე მათი არჩევანი ხშირად ემყარებოდა ვიზუალურ ეფექტს ან ცალკეულ ტრენდებს, დღეს ისინი ეძებენ: ხარისხსა და გამძლეობას, ინდივიდუალურ ხასიათს, ხშირ შემთხვევაში ისინი უპირატესობას ანიჭებენ ასევე კომპანიის მოქნილობას. მომხმარებელი აღარ ყიდულობს უბრალოდ ავეჯს - ის ყიდულობს ცხოვრების სტილსა და ისტორიას, მემკვიდრეობას, რომლითაც ასე ამაყობენ იტალიელები. ეს განსაკუთრებით ეხება პრემიუმ სეგმენტს. მომხმარებელი ინტერესდება მასალებისა და დიზაინის წარმომავლობით. დღეს ჩვენი კლიენტი უფრო ეძებს ხარისხს, ხანგრძლივ ინვესტიციას და ინდივიდუალურ სტილს - არა უბრალოდ ლამაზ ავეჯს. შესაბამისად, დღეისთვის გაყიდვის პროცესი უფრო კონსულტაციური ხასიათის და ნაკლებად „პროდუქტზე ორიენტირებული“ გახდა. 


6. რა მნიშვნელობა აქვს სივრცის სწორ დაგეგმვას თანამედროვე საცხოვრებელში?

თანამედროვე ინტერიერში სივრცის სწორი დაგეგმვა არის ფუნდამენტი - დიზაინზე წინ მდგომი ფაქტორი. დღეს სახლი ხშირად აერთიანებს რამდენიმე ფუნქციას: ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და სოციალური ურთიერთობები. თუ სივრცე სწორად არ არის ზონირებული ყველაზე ძვირადღირებული ავეჯიც კი ვერ შექმნის კომფორტს. სწორი დაგეგმა ნიშნავს: პროპორციების დაცვას, ფუნქციურ ლოგიკას მოძრაობაში, ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას და აუცილებლად ავეჯის მასშტაბების შესაბამისობას სივრცესთან. ამდენად, სწორი განლაგება არის არა დამატებითი ნორმა, არამედ აუცილებელი ნაწილი.


7. Castello როგორ ეხმარება მომხმარებელს ინდივიდუალური ინტერიერის შექმნაში?

უპირველეს ყოვლისა კონსულტაციური მიდგომით და არა პროდუქციის შეთავაზებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლიენტის მოსმენას, სწორი შეკითხვების დასმას, სივრცითი არქიტექტურისა და ესთეტიკური გემოვნების გაცნობიერებას. შემდეგ იწყება უკვე კონკრეტული კოლექციების შერჩევისა და შეთავაზების პროცესი, რაც არ გახლავთ ასევე მარტივი პროცესი. ხშირ შემთხვევაში მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე ვადით. ამაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გვეხმარება მულტი-ბრენდული შოურუმის კონცეფცია, სადაც წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის დიზაინერული ავეჯის ექსპოზიციები. გვაქვს დამატებით ასევე, ავეჯის ე.წ. Fitting-ის, ანუ კონკრეტულ სივრცეზე მორგების სერვისიც, რაც ყველა კომპანიას არ გააჩნია, რათა კლიენტმა საკუთარ ინტერიერში ნახოს და ვიზუალურად წარმოიდგინოს ერგება თუ არა მაგალითად შოურუმში არსებული კონკრეტული ბრენდის კოლექცია ან მოდელი მის ინტერიერს. შემდეგ ეტაპზე იწყება პერსონალიზაციის პროცესი (ზომები, ქსოვილები, ტექსტურები), რომელიც ასახავს არა ტრენდს ან ცალკეულ აქცენტს, არამედ დამკვეთის იდენტობას.


8. რა როლი აქვს ხარისხსა და მასალების არჩევას საბოლოო შედეგში?

უზარმაზარი - ხარისხი და მასალები გახლავთ ის ძირითადი ასპექტი, რისთვისაც მომხმარებელი ზოგადად მოდის „კასტელო“-ში. ისინი განსაზღვრავენ ავეჯის გამძლეობას, სილამაზესა და დიზაინერულ, გნებავთ ემოციურ ღირებულებას, ასევე ინვესტიციის მიზანს, რომ მათი ინტერიერი იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და ინდივიდუალიზმის სერიოზული მაგალითი.


9. რა ტიპის პროექტებზე მუშაობა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ან გამომწვევი?

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მუშაობა ისეთ პროექტებზე, სადაც გვეძლევა სრული იმპროვიზაციისა და საკულტო პროდუქციის გამოყენების საშუალება. კონცეპტუალური პროექტები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის სტრუქტურირებული ჩვენს მიერ, თუმცა, ამავდროულად მხატვრული და ინოვაციური. მსგავსი პროექტები გვაძლევს არტისტული მიდგომების გამოვლენის საშუალებას. ხოლო, გამოწვევად მივიჩნევთ პროექტებს, რომლებშიც გვეძლევა მულტი-ბრენდული კომპოზიციებისა და განსხვავებული სტილისტური კომბინაციების შექმნის შესაძლებლობა. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ იმერეთის მხარეში საბჭოთა კავშირის დროინდელი წვენების ქარხნის თანამედროვე ღონისძიებათა ცენტრად გადაკეთების პროექტი, რომელსაც შევარქვით სახელი „სოც. რეალიზმიდან მოდერნიზმამდე“. ასევე, თბილისში ნიშური პარფიუმერიის ელიტარული ქსელის „არომატეკას“ სამი ფილიალის დიზაინერული პროექტები, რომლებსაც ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ Castello-ს ვებ გვერდზე. 


10. როგორ ახერხებთ ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის ბალანსის შენარჩუნებას ?

ფუნქციურობა და ესთეტიკა ჩვენთვის არასდროს არის გაყოფილი: ორივე ერთად ჰარმონიულ კომბინაციაში ქმნიან სრულყოფილ სივრცეს. საუკეთესო შედეგის მიღწევაში კი ჩვენი წარმომადგენლობითი ბრენდების გამოცდილება გვეხმარება, საიდანაც ვიღებთ ინსპირაციას. ხშირად სამუშაო პროცესში გვაქვს კოლაბორაცია ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან, რომელთა მონაწილეობითაც იქმნება უნიკალური სინერგია ზემოხსენებული ბალანსის მისაღწევად. შედეგი არის სივრცე, რომელიც არა უბრალოდ მშვენიერია, არამედ მაქსიმალურად ადაპტირებული თანამედროვე ცხოვრების ტემპთან და ყოველდღიურობასთან. 


11. რა რჩევას მისცემთ ადამიანებს რომლებიც სახლს ან სამუშაო სივრცეს ახლა აწყობენ?

ნაკლები ყურადღება მიაქციონ ტრენდებს, უპირატესობა მიანიჭონ ხარისხიან ავეჯსა და მასალებს, რომლებიც დიდხანს გაძლებს. დაგეგმეთ სივრცე ისე, რომ პასუხობდეს ყოველდღიურ საჭიროებებს. გახსოვდეთ რომ ინტერიერი უნდა გამოხატავდეს თქვენს პიროვნებას და არა მარტო ვიზუალურ ფუფუნებას, იყოს კომფორტული და გემსახურებოდეთ მრავალი წლის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მომრავლებული რეპლიკებისა და დაბალი ხარისხის იაფფასიანი ავეჯის ფონზე.

საბოლოო ჯამში, კარგად დაგეგმილი ინდივიდუალური ინტერიერი არის ინვესტიცია თქვენს მომავალში, ემოციურ წონასწორობასა და ცხოვრებისეულ წინსვლაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.


12. რა არის Castello-ს მომავალი გეგმები და განვითარების მიმართულებები საქართველოში? 

მოკლე ვადიან გეგმებთან დაკავშირებით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან კოლაბორაციით უკვე მიმდინარეობს მუშაობა - შემოდგომაზე თბილისის ცენტრში ჩვენი ექსკლუზიური ბრენდის Qeeboo-ს მონობრენდული მაღაზიის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ინტერიერის ტრენდული ავეჯი და აქსესუარები, ისე ბრენდის საყოველთაოდ ცნობილი საკულტო ნამუშევრები, როგორიცაა მაესტრო სტეფანო ჯოვანიონის ბაჭიების კოლექცია, მარკანტონიოს იკონური სანათი ჟირაფების სერია, მარსელ ვანდერსის, ნიკა ზუპანკის და სხვა სახელოვანი იტალიელი დიზაინერების ნამუშევრები და სიახლეები.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, მ.წ. აპრილის ბოლოს პრემიუმ-კლასის ავეჯის სეგმენტის ლიდერი კომპანიებისა და მსოფლიო დონის ტრენდსეთერების Poltrona Frau-სა და Busnelli-ის მუდმივი ექსპოზიციების გახსნა „კასტელოს“ შოურუმში, რომელთა ავტორიზებული დილერიც საქართველოში გახდა ჩვენი კომპანია. 



1.