დიზაინი კომპრომისების გარეშე - ლაქშერი ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი ლისზე
სიამოვნებით გიზიარებთ ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული რეზიდენციური ტიპის სახლში მიმდინარე პროექტის ამსახველ ფოტომასალას, რომელშიც "კასტელო"-ს მიერ პირველად გამოყენებულ იქნა პრემიუმ-კლასის იტალიური კომპანია Arrital-ის ულტრა-თანამედროვე სტილის სამზარეულო გარნიტური Ak Project (დიზაინი: Franco Driusso), რომელმაც თავის მხრივ მოიპოვა 2024 წლის პრესტიჟული Archiproduct Design Award-ის საუკეთესო სამზარეულო მოდელის პრემია, ასევე ჩვენი ექსკლუზიური რბილი და კორპუსული ავეჯისა თუ განათების ბრენდების: Arketipo Firenze, Penta და Novamobili-ს საგარდერობე კლოზეტი, საძინებელი და მისაღების ზონების ავეჯი და დიზაინერული განათება.
პროექტის დასრულებული კოლაჟი განთავსდება ჩვენს საიტზე უახლოეს მომავალში.
ფოტო და ვიდეოგადაღება: Artefina