Oh Comodino by Reflex - ტუმბო მომრგვალებული ხის კორპუსით, უჯრით ტიტანიუმის ან ბრინჯაოს ფინიშინგით.
Sedona Edge by Moroso - მოდელი Sedona Edge წარმოადგენს დახვეწილი პროფილისა და განზომილების ჰიდბორდის მქონე საწოლი Sedona-ს ახალ ინტერპრეტაციას, რომლის კორპუსის ხელოვნური ბეწვის სარტყელიც ანიჭებს მას განსხვავებული ხარისხის ვიზუალს და აქცევს კონსტრუქციულ ელემენტს მვეთრის გამოხატულების მქონე აქცენტად.
მისი ფორმა და პროფილი ინარჩუნებს მახასიათებელ სიზუსტეს, მაშინ როდესაც კონტური იძენს სიღრმესა და ჰაეროვნებას. კორპუსში ინტეგრირებული სარტყელი კი არბილებს მისი მოცულოის სწორხაზოვნებას, რითაც ქმნის საძინებელ ზონაში სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.
Baggy Bed by Moroso in collaboration with Diesel Living - Glenn Martens-ის სამხატვრო ხელმძღვანელობით Contravento-სთან კოლაბორაციით შექმნილი ულტრა-თანამედროვე სტილის საწოლი Baggy, მოცულობითი ფორმების, მოულოდნელი კომფორტისა და დამამშვიდებელი პროპორციების ენაზე განასახიერებს Diesel Living-ის საოცარ ესთეტიკას. წარმოდგენილი მოდელი მოიაზრებს საძინებელ ზონას, როგორც ერთგვარ სპონტანურ და არაფორმალურ სივრცეს, სადაც სირბილე და ეგზისტენციალიზმი თანაარსებობენ ჰარმონიაში.
მოცულობითი, კომფორტული ზედაპირები განსაზღვრავენ მცურავი და აეროდინამიური ფორმის მოცულობას, ხოლო დიზაინერული ნაკერები და დეტალები გვახსნებენ Diesel Living-ის ჩვეულ სტილს. გოფრირებული დეკორი აძლიერებს კომფორტის განცდას, ქმნის რა რბილი ფორმის დეკონსტრუირებულ ვიზუალს, რომელიც მოგვიწოდებს დასვენებისა და ურთიერთობისკენ.
თავისუფალი და დინამიური ხასიათის თანამედროვე ინტერიერისთვის შექმნილი საწოლი Baggy მოიაზრებს თავის დიზაინში წარმოების სიზუსტით შესრულებულ ექსპერიმენტალურ მიდომას. ხოლო, წარმოდგენილი კოლექციისთვის საგანგებოდ შექმნილი ჯინსის ეფექტის მქონე ჟაკარდის ქსოვილი ანიჭებს მას ინდივიდუალურობას, გადმოაქვს რა Diesel-ის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მასალა საცხოვრებლ ინტერიერში.
Opera Fleur by Twils - ელეგანტური საწოლი ჰედბორდის მინიმალისტური დიზაინით, დელიკატური ფარდისებრი/ვერტიკალური ნაკერებით, მოსახსნელი შალითებით და თხელი მეტალის ფეხით. კოლექცია ითვალისწინებს ასევე განიერი ვერტიკალური ფორმატის ჰედბორდს.