₾ 1
Lola Darling by Poltrona Frau - ელეგანტური ტყავის საწოლი ვირტუოზულად შესრულებული ვერტიკალური ნაკერებით, მდიდარი სარტორიული ელემენტებით და არტიზანული კაპიტონეს სტრუქტურით ჰიდბორდზე, რომელშიც ტრადიციული ღილების ნაცვლად გამოყენებულ იქნა ბრილიანტისებრი სტიჩინგის სისტემა, ისე რომ შენარჩუნებულ ყოფილიყო მოცულობითი სათავის სამ-განზომილებიანი ტექსტურა.
მოდელი ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილში, ისე ტყავში.
₾ 1
Nova Drawer Unit by HESSENTIA Cornelio Cappellini - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე კომოდი სამგანზომილებიანი ტყავის ფასადით, ელეგანტური მარმარილოს ზედაპირით, 4 დიდი უჯრით და ბრაშირებული ჯვარედინი მეტალის 2 ფეხით.
₾ 1
Leaf by HESSENTIA Cornelio Cappellini - უკიდურესად ელეგანტური სინოიდური კონტურის მქონე მცირე პუფი გოფრირებული ტყავის ან ქსოვილის გადაკვრით ტალღისებრი ზედაპირით.
₾ 1
Donald Vanity by HESSENTIA Cornelio Cappellini - განსხვავებული გეომეტრიული ფორმების მქონე მეიქაფის მაგიდა ელეგანტური სარკით, მთლიანად ტყავში შესრულებული ფასადით, ცილინდრისებრი ფორმის სათავსოთი, რომელიც იხსნება როტაციული მოძრაობის პრინციპით და მრავალფუნქციური დანიშნულების თეფშის ფორმის კონტეინერით ზედაპირზე.
₾ 1
Karat de Luxe by Manifattura Falomo - წარმომადგენლობითი, ლაქშერი ტიპის მატრასი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი ერგონომიკით, მეტალის ინდივიდუალურად შეფუთული მიკრო ზამბარებით, ძვირფასი ქაშმირის ქსოვილის სარჩულით, დივერენცირებული ზონებით, პერფორირებული ლატექსისა და სოიოს მეხსიერების ფუნქციის მქონე შიგთავსით ზამთრის ნაწილის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ მასში ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას და სიგრილეს, ხოლო მეორეს მხრივ ნესტის არინებას. მოდელი ასევე გამოირჩევა კორპუსის ირგვლივ არსებული სახელურების სიმრავლით და მოსახსნელი შალითებით, რომელთა გარეცხვაც შესაძლებელია 40 და 60 გრადუსიან ტემპერატურაზე.
₾ 1
Air Soy Pillow by Manifattura Falomo - წარმოდგენილი მოდელი რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც უყვარს ძილი ისეთ ბუნებრივ მასალებთან შეხებაში როგორიცაა სოიო. ბალიშის საპნის მსგავსი კლასიკური ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მალების სათანადო მხარდაჭერას ნებისმიერ პოზიციაში. ხოლო, ზედაპირის სპეციალური დამუშავება შესაძლებელს ხდის ჰაერის მუდმივ ცირკულაციას, რაც თავის მხრივ ქმნის იდეალურ პირობებს ძილისთვის. ბალიშს გააჩნია მოსახსნელი შალითა, რომელიც ირეცხება შესაბამის დანადგარში 60 გრადუსიან ტემპერატურაზე.
Air Soy Pillow გახლავთ ერთადერთი მოდელი რომელიც უხდება როგორც ვიწრო, ისე განიერი მხრების მქონე ადამიანებს.
₾ 1
Inca Fixed Bed Frame by Manifattura Falomo - ხის ფიქსირებული ბატუტი ორმაგი ცენტრალური პანელებით და ორმაგი ამორტიზაციის სისტემით, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყარით, გამძლეობით და უხმაურო მექანიზმით, დამზადებულია მრავალშრიანი ფიჭის ხის მასივისგან.
₾ 1
T904 Iconic Bench by Poltrona Frau - სახელოვანი გასტონე რაინალდის ისტორიული-საკულტო ბენჩი ინსპირირებული იშვიათი სიმარტივით, თავდაპირველად ჩაფიქრებული როგორც ტრანსპორტირებადი მისადგამი მაგიდა, ხელახლა გამოშვებული Poltrona Frau-ს თანამედროვე რეინტერპრეტაციით, გამორჩეული მარტივი ფორმებით, მეტალის კორპუსით, კომპაქტური მეტალის სახელურებით და დასაკეცი ბალიშებით.
₾ 1
Mamy Blue by Poltrona Frau - სკულპტურული დიზაინის საწოლი, რომლის მოცულობითი ფორმები დაბალანსებულია მომრგვალებული რბილი ჰიდბორდით, გამორჩეული უნიკალური ესთეტიკითა და ძლიერი ვიზუალით. საწოლს გამოარჩევს დაბალი ბრაშირებული მეტალის ფეხი, ექსკლუზიური ტყავის კორპუსი, არტიზანული ფაიფინგი მთელს პერიმეტრზე და იმპრესიული კონტურები.
₾ 1
Zelo Wardrobe by Rugiano - წარმომადგენლობითი თანამედროვე სტილის სექციური კარადა ტონირებული შუშის ფასადით, ძვირფასი აქსესუარებით და შიდა განათებით.
₾ 1
Caillou Make-Up Set by Liu Jo Living - მინიმალისტური სტილის მეიქაფის მაგიდა მრგვალი სარკით, თხელი მეტალის ფეხზე.
₾ 1
Linfa Drawer Unit by HESSENTIA Cornelio Cappellini - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე კომოდი 4 უჯრით, ინკუსტრირებული მარმარილოს პანელებით ფრონტალურ ნაწილზე და მეტალის დეტალებით, რომლებიც გამოყოფს ძირითად სტრუქტურას მარმარილოსგან.