სტილისა და დიზაინის საზღვრებს მიღმა - ლაქშერი ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი თბილისში
შეაბიჯეთ თბილისში მდებარე ლაქშერი ტიპის რეზიდენციული პროექტის სამყაროში (საცხ. ფართი 850 კვ.მ. + გარე პერიმეტრი), რომელიც თანამედროვე ესთეტიკის ნორმების სიყვარულისა და კომფორტული, თუმცა ფუნქციური სივრცის განსხვავებული სტილისტური დისციპლინების შერწყმისა და კომბინირების საფუძველზე წარმატებით განხორციელდა "კასტელო"-ს გუნდის მიერ.
პროექტში გამოყენებულ იქნა მაღალი კლასის ბრენდების გამორჩეული ავეჯი, ნამუშევრები და დეკორატიული ილუმინაციის იმპრესიული ელემენტები, რომელთა მაგიური მიქსიც ხაზს უსვამს როგორც დამკვეთთა დახვეწილ გემოვნებას და მუდმივ სწრაფვას სილამაზისკენ, ისე ნატიფი იტალიური კრაფტის მემკვიდრეობასთან და ევროპული შუშის დამუშავების საუკუნოვან ტრადიციებთან ასოცირებულ უკომპრომისო დიზაინერულ მანიფესტს.
ავეჯი, განათება, აქსესუარები: Bomma, Driade, Arketipo Firenze, Reflex Angelo, Gervasoni1882, VONDOM, Penta Light, Cattelan Italia, Cavicchi dal 1938.
ფოტო გადაღება: Mikhail Makarenko