Mondrian by Reflex - მოცულობითი ფორმის თანამედროვე სარკეების კოლექცია ექსტრა-წმინდა შუშით. მოდელი A წარმოადგენს მართკუთხედ პანელზე დატანილი ნახევარ-მთვარის ფორმის სარკეს მარმარილო-შუშისა ან იმიტირებული ხის კორპუსით, მაშინ როდესაც მოდელი B არის ანალოგიური კორპუსის მქონე მართკუთხედი სარკე გაფორმებული ბრინჯაოსებრი ფინიშინგის ელემენტებით. პირველი მოდელის ორი ელემენტისგან შეკრული კომპოზიცია ქმნის მრგვალი ფორმის მოცულობითი ფორმის ფეხზე დასადგამ სარკეს.
Infinito Console by Reflex - გლამურული სტილის ელეგანტური დრესუარი ბრაშირებული მეტალის, მატისებრი ბრინჯაოს ან მუქი ფერის ბრინჯაოს ფინიშინგის მქონე იმპრესიულ ფეხზე, 15 მლ.-იანი მომრგვალებული ფორმის შუშის ზედაპირით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ კონფიგურაციებში.
Double Ring by Rugiano - დინამიური და დახვეწილი ვიზუალის მქონე მოცულობითი სარკე ორმაგი რგოლის ელეგანტური სტრუქტურით, რომლებიც ქმნიან დაბალანსებულ კომპოზიციას, სადაც ბრაშირებული მეტალის პროფილი ზუსტად გამოკვეთს პერიმეტრს და აძლიერებს ფორმის სისუფთავეს. ორმაგი ფენა სიღრმის შეგრძნებას ქმნის და სარკეს არქიტექტურულ ელემენტად გარდაქმნის.