Rabbit Chair Aquamarine by Qeeboo in collaboration with Fiat - საკულტო Fiat 500 მოდელის გამოშვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით Qeeboo-მ ლიცენზირებული კოლაბორაციით გამოუშვა ყველასთვის საყვარელი ბაჭია-პუფების ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც წარმოადგენს "Made in Italy"-ის პოსტულატის ახლებურ ინტერპრეტაციას. Fiat 500 თანამედროვე იტალიის ისტორიაში არ გახლავთ უბრალოდ ავტომობილი: ის უკანასკნელი წლების მანძილზე განასახიერებს სიმარტივის, თავისუფლებისა და მიზიდულობის სულისკვეთებას, რითაც იქცევა ე.წ. "La Dolce Vita"-ს ან "ტკბილი ცხოვრების" სიმბოლოდ, რაც სიღრმისეულად ეკვეთება ექსტრაორდინალური Qeeboo-ს ემოციური დიზაინის ენას. ეს კაფსულური ტიპის კოლექცია წარმოადგენს იმ დიდი მემკვიდრეობის თამამ თანამედროვე ხედვას, რომელიც გამოიჩევა Fiat 500-ის ორგინალი მოდელით ინსპირირებული ბრწყინვალე მეტალიკის ფინიშინგითა და დახვეწილი ფერთა პალიტრით. ხოლო, მისი დიზაინის არსში დევს სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი იკონური "Rabbit Chair"-ის სავარძელი შესრულებული კომპანიის საფირმო ფერებში, ასევე ბორბლებიან კონფიგურაციაში გამოშვებულ სპეციალურ ვერსიაში, რომელიც აქცევს მას მოძრაობისა და სიმსუბუქის ამსახველ ერთგვარ პოეტურ "ცხოვრებისეულ თანამგზავრად".
იკონურ კოლექციას ასრულებს პუფებისა და ბალიშების ვინტაჟური სტილის სერია შესრულებული მკვეთრი გრაფიკული აქცენტებით, რომლებიც ამდიდრებენ მონათხრობს დინამიური დიალოგით წარსულსა და აწმყოს შორის. შედეგად ვიღებთ იტალიური შემოქმედების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კოლექციას ტრენდულად გადახალისებულს Qeeboo-სთვის ჩვეული ექსტრაორდინალური და მკვეთრი სტილით.
საკოლექციო მოდელები ატარებენ დეკორატიულ ხასიათს და არ არიან განკუთვნილი ჯდომისათვის.
Hippo Wagon Glazed Gold by Adriani E Rossi - ეს დახვეწილი ოქროსფერი კერამიკული ნაკეთობა არ არის უბრალოდ ყავის მაგიდა, ის გახლავთ გარკვეული მიქსი ხელოვნებასა და დიზაინს შორის. დიზაინერული ნივთი, რომლსაც ნებისმიერ ინტერიერში შემოაქვს განსაკუთრებული ამაღელებელი ელფერი და განცდა. წარმოდგენილია რამდენიმე ფერში. ხელნაკეთია იტალიაში.
Vase Oggian (Giuggiolo) by Qeeboo - ლიმიტირებული სერიის კერამიკული ვაზა - ნაკეთობა, შექმნილი ახალგაზრდა ნიჭიერის დიზაინერის მარკო ოჯიანის ფიქციური ხედვის ინსპირაციით, კონტრასტულ ფერებში, რომელიც თავის ესთეტიკაში განასახიერებს ადამიანის ან მცენარის კონტურის მქონე ექსკიზებს კერამიკული კოლექციისა და ფიგურატიული ლანდშაფტის შესაქმნელად.
Arc Scrivania by Reflex - Desk with structure in Canaletto walnut or in shiny ebony wood and top-edge covered in leather. Top available in Canaletto walnut, shiny ebony wood, etched lacquered glass in various colours, Marble glass or in marble. Equipped with compartment for plugs and connections and unit with drawer and filing-drawer with edges and details in steel. Available with leg in black or pearl-grey Murano glass (A model), with swivel drawer’s unit (B model) or with arrangement to connect to ARK buffet (C model).
Parentesis Console by Reflex - გლამურული სტილის ელეგანტური დრესუარი ბრაშირებული მეტალის გრეხილ ფეხზე, ტონირებული სარკისებრი შუშის პლინტუსით და ტრანსპარენტული შუშის ზედაპირით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ კონფიგურაციებში.