Glitch Red Rectangular by Qeeboo - "ხარვეზი" ავანგარდული სტილის მართკუთხედი ხალიჩა კონტრასტული ფერის ყვავილების დეკორით, რომლებიც თითქოს არ ჩამოიტვირთა ბოლომდე თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე. ფანტაზია, რომელშიც ნამდვილი სილამაზე იკვეთება ციფრულ პატერნებთან და ქმნის მიმზიდეველ დეკორს.
Casanova by Reflex - გლამურული სტილის ხელნაკეთი კონსოლი-დრესუარი, ექსკლუზიური ინკუსტრაციების მქონე ტრანსპარენტული ან ოქროსფერი მურანოს შუშის ფეხებით და ექსტრა წმინდა შუშის ტოპით, სარკისებრი შუშის პლინტუსზე.
სუში, კარკაომა, ჯუჯუ, დონატი, სიხარული, დამასკის ნაქარგები, აღმოსავლური სიმბოლოები, ყვავილების დეკორაციები და ტექნოგრიდები: კოლექცია, რომელიც მკაცრი იდენტურობით ხასიათდება.
კოლექცია მოიცავს ქსოვილთა და ფერთა 4 ნაკრებს: წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.
ამ ელეგანტური და ღრმა სკულპტურის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ჰაბიბი“, რომელიც „ჩემ სიყვარულს“ ნიშნავს. გამოკვეთილი გლუვი და მბზინავი ხაზებით, რომლებიც ერთი მხრივ მის ჰიპნოტურ თვალებს ქმნიან, დამზადებულია იტალიური თეთრი კერამიკისგან, რომელიც შიგადაშიგ წყალგაუმტარი საღებავით არის ემალირებული. წარმოდგენილია ასევე მატ ან პოლირებულ შავ ფერებში. ხელნაკეთია იტალიაში.
არტ-დეკოს სტილის საწერი მაგიდა მაღალი ხარისხის დამუშავებული მასიური ხის კარკასით, რომელშიც უპირველეს ყოვლისა იკითხება მკაცრი გეომეტრიული სიმეტრია და სწორი ხაზები, რაც თავის მხრივ განასახიერებს წესრიგსა და რაციონალიზმს. ხოლო, მეტალის ინკუსტრაციები და ტყავის ფუნქციონალური დეტალები მატებს მას თავისებურ უნიკალურობას.
Nuovo Classico Milanese Collection.
Prisma Steel Console by Reflex - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე კედლის კონსოლი-დრესუარი გრაფიტის, მატისებრი ბრინჯაოს, ტიტანისფერი ან ბრაშირებული მეტალის ფეხზე, ბრინჯაოს ან ტონირებული შუშის პლინტუსით და ტრანსპარენტული შუშის ან მარმარილო-შუშის ზედაპირით.
Extra clear mirror 6 mm th. with engraving at 13 cm from the edge and with 45° bevel, decorated with transparent Murano glass rings.
Model O&Y available with LED lighting between mirrror and frame.
სუში, კარკაომა, ჯუჯუ, დონატი, სიხარული, დამასკის ნაქარგები, აღმოსავლური სიმბოლოები, ყვავილების დეკორაციები და ტექნოგრიდები: კოლექცია, რომელიც მკაცრი იდენტურობით ხასიათდება.
კოლექცია მოიცავს ქსოვილთა და ფერთა 4 ნაკრებს: წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.
Amal by Adriani e Rossi - Amal არის არაბული სახელი, რომელიც ნიშნავს იმედსა და მისწრაფებას, როგორც ქალის, ასევე კაცისთვის. ამრიგად, ეს ბრწყინვალე ბიუსტი შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც ქალს, ასევე კაცს, რომელიც გამოირჩევა გლუვი, ნაზი ხაზებით. დახვეწილი კერამიკისგან დამზადებულ ქანდაკებას აქვს მქრქალი შავი საფარი, რომელიც ანიჭებს მანათობელ ან ჩრდილის ელფერს განათების საფუძველზე. Amali-ს ქანდაკება ასევე ხელმისაწვდომია მქრქალი თეთრი ან გაპრიალებული შავი ფერის კონფიგურაციაში.