Cocoon Keramik by Cattelan Italia - კომპაქტური ზომის მულტიფუნქციური საწერი მაგიდა, განკუთვნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის კაბინეტისთვის, სახლის ოფისად, საძინებელ ზონაში მეიქაფის მაგიდის ნაცვლად, შემოსასვლელის კონსოლის სახით და მრავალი სხვა დანიშნულებით, ტყავის ან კერამიკური ზედაპირის შესაძლებლობით, ბრაშირებული ექსკლუზიური ბრინჯაოსფერი ფინიშინგის მქონე მეტალის ან რუხი ბრინჯაოსებრი მეტალის კორპუსით, რომელიც აძლევს მაგიდას იმპრეზიულ დიზაინერულ აქცენტს.
Aura Pouf by Reflex - დიდი ზომის მრგვალი პუფი, მასიური ხის კარკასით, პოლიურეთანის ქაფმასალის შიგთავსით, ზედაპირზე ჯვარედინად ინკუსტრირებული ბრილიანტის ფორმის სტიჩინგით. გადაკვრა შესაძლებელია იყო როგორც მაღალი კატეგორიის ქსოვილში, ისე ტყავში.
Malibu by Cattelan Italia - კომპაქტური ზომის საწერი მაგიდა მომრგვალებული ფორმის ხის ზედაპირით, მეტალის ფეხზე, განკუთვნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის როგორც სახლის ოფისი, საკითხავი კუთხე და ა.შ.
Segno Pouf by Reflex in Collaboration with Pininfarina - დაბალი დიზაინერული შეზლონგი მეტალის ან ტიტანიუმის ფეხზე, გოფრირებული ექსკლუზიური ტყავის პედინგით და სტიჩინგებით.
Janet Pouf by HESSENTIA Cornelio Cappellini - ოთხკუთხედი ფორმის არტ დეკოს სტილის ხავერდის პუფი, გრავირებული მეტალის ფეხზე. შესაძლებელია როგორც ქსოვილში, ისე ტყავში. ხშირად გამოიყენება როგორც ჟურნალის მაგიდა ან დამატებითი მისადგამი მისაღებ ზონაში.