ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
დიზაინერები
ნიგელ კოატესი

ნიგელ კოატესი კარიერის მანძილზე თანმიმდევრულად უპირისპირდებოდა არქიტექტურისა და ობიექტის მნიშვნელობას. მის მისიას ყოველთვის წარმოადგენდა დიზაინთან პროპორციული ოდენობის ხელოვნებისა და ინტელექტის კომბინირება. სივრცის მასშტაბებისა და ობიექტის სტრუქურის მიუხედავად იგი ყოველთვის ახდენდა მის ადაპტაციას ბავშური გატაცებით, გარკვეული ირონიითა და ინსტინქტით. მისი შემოქმედება განსახიერებული იყო ხელოვნებისა და დიზაინის კონტექსტში, მათ შორის ისეთი საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში, როგორიცაა: ArkAlbion ჩატარებული 1984 წ. "არქიტექტურული ასოციაციის" მიერ, იმავე ღონისძიების ფარგლებში 1992 წ. განხორციელებული Ecstacity, 2007 წ. Tate Modern-ის პრესტიჟულ მუზეუმში Mixtacity-ის ეგიდით ჩატარებული ექსპოზიციის დროს 2008 წ. მე-11 "ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს" დროს Hypnerotosphere-ზე. ის უფრო მოთხოვნადია დღეს როგორც განათებისა და ავეჯის დიზაინერი. შესაბამისად, იგი თანამშრომლობს ამ მიმართულებით მრავალ იტალიურ კომპანიასთან. მისი ნამუშევრები ექსპონირებულ იქნა მრავალ საერთაშორისო დონის მუზეუმების კოლექციებში, მ.შ. აუცილებლად აღსანიშნავია პრესტიჟული Victoria & Albert-ის მუზეუმი, Cooper Hewitt და FRAC. 2003 წელს ლორენს კინგის მიერ გამოიცა მისი წიგნი სახელწოდებით "ექსტასითის სახელმძღვანელო" (Guide to Ecstacity), ხოლო, 2012 წ. ვაილის ავტორობით გამოდის კოატესის კიდევ ერთი ნაშრომი "ნარატიული არქიტექტურა" (Narrative Architecture). ნ. კოატესის არტ ხელმძღვანელობით 2012 წ. მომზადდა შემდეგი ექსპოზიციები: Casa Reale საყოველთაოდ ცნობილი ავეჯის გამოფენის დროს  Salone del Mobile-ზე და ლონდონის დიზაინის ფესტივალზე, ასევე, პიკარესკი კამაზე (Picaresque at Kama): Sex and Design მილანის მუზეუმის დიზაინის ტრიენალეზე.

ნიგელ კოატესი გახლდათ იტალიური განათების მწარმოებელი კომპანია Slamp-ის არტ-დირექტორი 2008-დან 2010 წლამდე. 

ლორენცა ბოცოლი

ლორენცა ბოცოლი დაიბადა მილანში. მან წარმატებით დაამთავრა ბრერას სამხატვრო აკადემია 80-იან წლებში. 1985 წელს მან დაიწყო მუშაობა სტილისტად Fiorucci, Basile, Plein Sud, Sergio Rossi და Camper-ში. 1996 წლიდან ის აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიულ დიზაინში, თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა Alessi, Dedon, Moooi, Dilmos, Colè, Tato, Spazio Pontaccio და Tog. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში იტალიაში (Triennale, Milan) და საზღვარგარეთ (Cooper Hewitt, New York). 2013 წელს მან მოიპოვა ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის ჯილდო "Excellent Sustainable Design" თავისი ნამუშევრისთვის Phaedrus,  ლაუნჯ სკამი, რომელიც დიზაინერმა შექმნა ბრენდი Dedon-სათვის.

ლორენცა ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს მილანში, თავის სტუდიაში Foro Bonaparte 54-ში. 2015 წელს დაიწყო თანამშრომლობა Slamp-თან, სწორედ ამ ბრენდისათვის შექმნა "La Lollo" სანათების კოლექცია.

ელისა ჯიოვანიონი

ელისა ჯიოვანონი - დაიბადა პორდენონეში და არის ინდუსტრიული და ინტერიერის დიზაინერი, სტეფანოს პარტნიორი და ცოლი, რომელიც კოლაბორაციაშია დიზაინერის როლში Giovannoni Design-თან და სხვა ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Alessi, Magis, Millefiori, Bisazza, Veneta Cucine, Bertazzoni, Mazorati &Ronchetti, Viceversa, Tubes, Vondom, Maletti Group, Slamp, Haier, Deborah e LG maniglie. მფლობელია არაერთი პრიზის და გამარჯვებული - არაერთი შეჯიბრის. უძღვება კურსებს დომუსის აკადემიასა და დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში.

ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი - 2004 წლის Pritzker-ის პრემიის ლაურეატი (იგივე, რაც ნობელი არქ. და დიზაინის დარგში) და ინგლისის დედოფალი Elizabeth II-ს  საპატიო ტიტულის მატარებელი DAME ZAHA MOHAMMAD HADID დამსახურებულად ითვლება მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მსოფლიოში. 1950 წლის 31 ოქტომბერს ერაყის დედაქალაქში დაბ. არქიტექტორი, ხელოვანი და დიზაინერი, ინგლისის მოქალაქე, შემდგომში კომპანია @zahahadidarchitects-ის დამფუძნებელი ZAHA HADID 30 წლიანი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენების, შთამბეჭდავი ინოვაციური პროექტების, თეორიული და აკადემიური ნამუშევრების, თუ ურბანისტიკის, დიზაინის, ტექნ. ესთეტიკისა და განსაკუთრებით არქიტექტურის დარგში მიღწეული პროგრესის შედეგად სამართლიანად მიიჩნევა ჩვენი დროის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად. 

დორიანა & მასიმილიანო ფუქსასი

დორიანა და მასიმილიანო ფუქსასების ხელმძღვანელობით მოქმედი - სტუდიო ფუქსასი (Studio Fuksas) დღეისათვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საერთაშორისო არქიტექტურულ კომპანიად მსოფლიოში. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე კომპანიამ მრავალრიცხოვანი ამაღელვებელი პროექტების წყალობით შეიმუშავა ინოვაციური მიდგომა ზოგადად არქიტექტურული ასპარეზის ყველა სეგმენტში - აეროპორტების ურბანული განვითარებიდან დაწყებული, მუზეუმების, კულტურული ცენტრებისა და მიუზიკ ჰოლების ინტერიერით დამთავრებული, საკონვენციო ცენტრების, ოფისების, ცალკეული რეზიდენციების ინტერიერისა თუ დიზაინ კოლექციების ჩათვლით. რომში, პარიზსა და შენჟენში განლაგებული ოფისებით და 170 კაციანი პროფესიონალთა გუნდით "ფუქსას სტუდიომ" ჯამში განახორციელა 600-მდე არქიტექტურული პროექტი ევროპის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის კონტინენტებზე და მიიღო მრავალრიცხოვანი პრიზები. 

სტუდიო ჯობ

ჯობ სმიტსმა და ნინკე ტინაგელმა დააარსეს სტუდიო ჯობი 2000 წელს. აღნიშნულ სტუდიაში გაცოცხლებულია რენესანსის სული - სადაც ტრადიციული და თანამედროვე ტექნიკები ერთმანეთს ერწყმის იმისთვის, რომ შექმნას დროგამძლე პროდუქტები.

ტექნიკა, მეცნიერება და ორნამენტული დიზაინი სტუდიო ჯობის შრომიებში გაერთიანებულია როგორც ნიმუში იმის, რასაც ეძახიან „Gesamtkunstwerk“ - ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ან ყოვლისმომცველ ხელოვნების ფორმას. ჯობ სმიტს მოსწონს, მის სტილს როცა „ახალ გოთიკად“ მოიხსენიებენ, რომელშიც ყველა ძირითადი დეტალი დატვირთულია პერფექციონიზმითა და უნიკალურობით.  ნინკე ტინაგელი კი მათ შრომას აღწერს, როგორც ორკესტრის სიმფონიას, სადაც დამაკავშირებელი ნაწილი მუსიკის იქმნება სხვადასხვა ხმის სიუხვით. Financial Times-ის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი დიზაინის გუნდად, სტუდია ჯობი გატაცებულია ისეთი შემოქმედებით, რომელიც სულ უფრო ექსტრავაგანტული და სულ უფრო პერსონალური ხდება თავისი დეტალებით.

მიგელ არრუდა

1943 წლის 27 აპრილს დაბ. პორტუგალიელი - მიგელ არუდა გახლავთ ცნობილი მოქანდაკე, არქიტექტორი, დიზაინერი და საზოგადებრივი მოღვაწე, რომლის გენიალური ნამუშევრებიც ექსპონირებულია მსოფლიო მრავალ სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაში. განსაკუთრებით დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს 1966 და 1970 წწ. მისი ორი პერსონალური გამოფენის ექსპონატებს ინახება ქ. ლისაბონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და Belém-ის კულტურულ ცენტრში. რამდენინე წლის წინ მან თავის შემოქმედებით მემკვიდრეობას შეამატა ინტერიერისა და განათების დიზაინის მიმართულებები. მისი ნამოღვაწარი და იმპრესიული შემოქმედება, ისევე როგორც არქიტექტურული ნარკვევები იბეჭდება და გამოიცემა მსოფლიო დიზაინის ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალებში. Miguel Arruda Arquitectos Associados-ის სახელწოდებით ცნობილი მისი სააგენტო უმთავრესწილად კონცენტრირებულია ქანდაკებისა და არქიტექტურის სფეროზე, ისევე როგორც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდუსტრიულ დიზაინს. მას მოგებული აქვს მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო დონის კონკურსი და მიღებული აქვს ბევრი ჯილდო. ხოლო, საყოველთაოდ ცნობილი Vila Franca de Xira Public Library-ის დიზაინი შესრულებული მ. არუდას მიერ 2016 წელს გავლენიანი Archdaily-ის მიერ ნომინირებულ იქნა წლის საუკეთესო ნაგებობის პრიზზე - კულტურული და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების კატეგორიაში, რის შედეგადაც მიიღო "იკონური არქიტექტურის" პრიზი.

მარკანტონიო

მარკანტონინო (იგივე მარკანტონინო რაიმონდი მალერბა) დაიბადა 1976 წელს, მასალომბარდიაში, იტალიაში. ხელოვნების ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში მიღებული ხარისხის შემდეგ კი მან დაიწყო თეატრალური სეტებისა და დროებითი ავეჯის დამზადება არქიტექტორებთან თანამშრომლობით. აქედან მალევე გადაერთო ბუნებით თაგონებული დიზაინერული საგნების შექმნაზე. ორმა ხელობამ სწრაფად დაიწყო ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, მისი დიზაინი უფრო მხატვრულად კონცეპტუალური გახდა, ხოლო მისი სკულპტურები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი. მისი შემოქმედება გამოხატავს ადამიანის კავშირს ბუნებასთან და იმას თუ როგორ ცვლის პირველის ქცევა და ურთიერთქმედება მეორეს თავდაპირველ მდგომარეობას. მარკანტონიო ვნებიანად განმარტავს, რომ მისი ნამუშევარი პირდაპირ გამომდინარეობს მისი შინაგანი კრეატივიდან და ინსტინქტიდან. ხელოვნებამ მას ასწავლა, რომ იდეები შეიძლება იყოს ელეგანტური და ეს არის წინაპირობა როგორც სუფთა, ისე სინთეტიკური კონცეფციებისკენ მუდმივი ძიების.

მარკ სადლერი

ავსტრიაში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქე მარკ სადლერი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიის ქ. მილანში. პარიზის პრესტიჟული ENSAD-ის ინსტიტუტის "ინდუსტრიული ესთეტიკის - esthetique industrielle" ფაკულტეტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული გახლდათ პიონერი, რომელმაც პირველმა დაიწყო ექსპერიმენტი განსხვავებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს შორისი დაბინძურების საკითხებზე, რაც შემდგომ პერიოდში იქცა კიდეც მისი ძირითადი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად. მსოფლიოს მოქალაქე როგორც იგი თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს (ვინაიდან მას ნაცხოვრები და ნამუშევარი აქვს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში) ის მიჩნეულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ეკლეკტიკურ დიზაინერად. დიზაინის სფეროში არსებული ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Compasso d’Oro ADI-ის 4 გზის მფლობელი მ. სადლერი ამავდროულად გახლავთ განსხვავებული საერთაშორისო პრემიების ლაურეატი და საპატიო ტიტულების მფლობელიც. ხოლო, მისი ინსპირაციით Dainese-სთვის დამზადებული მოტოციკლეტის ზურგის პროტექტორი დაცულია ქ. ნიუ-იორკის MOMA-ს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.