Signore Degli Anelli 72 Steel by REFLEX - თანამედროვე სასადილო მაგიდა მეტალის ცილინდრისებრი ფეხებით. სადგამი შესაძლებელია ლატუნისფერ, მუქლატუნისფერ და ტიტანიუმის ბაზაზე. ზედაპირი იმეორებს სადგამის ფერს, რომელიც გახლავთ 40 მმ სისქის ხე, რაშიც მოთავსებულია სასურველი MarmoReflex-ი (მარმარილო-შუშა) ან LegnoReflex (ხე-შუშა).
Ellipse Vetrina by Reflex - ელეგანტური მომრგვალებული ფორმის შუშის ვიტრინა ხელმსაწვდომი შავი ან თეთრი პრიალა შუშის ძირით და ტრანსპარენტული შუშის ტოპით, ფასადური 2 კარით მეტალის ჩამკეტებზე და რეგულირებადი შუშის თაროებით, დამატებითი LED განათების შესაძლებლობით.
კოლექცია ითვალისწინებს მოდელის 2 განსხვავებულ კონფიგურაციას და ზომას.
Musa Buffet by Reflex - თანამედროვე სტილი გეომეტრიული კონსოლი მარმარილო-შუშის ფასადით, ხის კარკასით და ბრაშირებული მეტალის მაღალ ფეხზე, დეკორის ელეგანტური ელემენტებით.
MILADY Sedia - თანამედროვე სტილის ტყავის სკამი შავი ან თეთრი პოლიპროპელენის სტრუქტურით. სტრუქტურა და ფეხი მატისებრი თითბერის, მუქი ფერის თითბერის, ტიტანიუმის ან მუქი ტიტანიუმის ფერში.