Arcadia by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ტყავის სკამი ძვირფასი კატეგორიის მასიური ხის კორპუსით, რომლის კომფორტიც საოცრად კონტრასტირებს მარადიული დიზაინის შარმთან. Arcadia როგორც მოდელი გამოირჩევა თავისი დახვეწილი სტრუქტურით, მისი ელეგანტური სიმარტივე ხის დამუშავების სარტორიულ ხარისხთან კომბინაციაში აქცევს მას როგორც საცხოვრებელი სივრცის, ისე დიზაინერული ინტერიერის შეუცვლელ ელემენტად. უმაღლესი კატეგორიის ხის სტრუქტურა და ხელმისაწვდომი ფინიშინგების შთამბეჭდავი არჩევანი კი გვაძლევს უამრავი სტილისტური კომბინაციების შექმნის შესაძლებლობას, ყველა შესაძლო ვერსიაში, მათ შორის მაღალი ზურგით.
ელეგანტური კოლექცია მოიცავს როგორც თანამედროვე სტილის სამზარეულო გარნიტურისთვის განკუთვნილ ბარის სკამებს, ისე სასადილო სკამებსა და დახვეწილ Arcadia Couture-ის კონფიგურაციის მოდელს, რომელიც გამოირჩევა თავისი რბილი ტყავისგან დამზადებული გლამურული ალმასისებრი ტექსტურის მქონე გოფრირებით ზურგზე.
Beverly by Cattelan Italia - გეომეტრიული ფორმის ტყავის სკამი მეტალის მყარ კარკასზე.
Betty by Cattelan Italia - უნიკალური ზიგზაგისებრის სტრუქტურის მოდერნისტული სკამი მთლიანად გადაკრული ტყავით, რომელიც წარმოადგენს იაპონელი დიზაინერის Yasuhiro Shito-კრეატივიზმისა და სტილისტიკური კვლევის შედეგს, მიმზიდველი რბილი სილუეტით და ელეგანტურად ბრაშირებული მეტალის ფეხით, რომელიც შეავსებს ინდივიდუალიზმით ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს.
ხელმისაწვდომია როგორც ტყავში, ისე ქსოვილში.