₾ 1
Fireplace by Rugiano - გარე გამოყენების დეკორატიული ბუხარი, ბრაშირებული მეტალის კორპუსით.
₾ 1
Cobble Table 160 HPL by Qeeboo - დახვეწილი და უნიკალური, მოდერნის სტილის გარე გამოყენების სასადილო მაგიდა, ხელმისაწვდომი ასევე ინოვაციური და უნიკალური სასმელის გამაგრილებელი ან პლანტერისთვის განკუთვნილი კონეინერის ოფციით ცენტრალურ ნაწილში, 3 ფერში.
კოლექცია ითვალისწინებს ასევე მიმზიდველი კონტურის მქონე სკამებს, რომელთა ცენტრალურ ნაწილშიც განთავსებულია წყლის არინების სისტემა.
₾ 1
Filicudi Colored Armchair by Qeeboo - ელეგანტური გარე გამოყენების ფერადი სავარძელი, მეტალის ფეხზე, ხმელთაშუაზღვისპირეთის მაგიური შარმით, ხელმისაწვდომი რამდენიმე ფერში. საკულტო კოლექცია ითვალისწინებს ასევე სკამებს, 2 ადგილიან კონოპის-დივანსა და ბარის სკამებს.
₾ 1
Arman by Roberti - თანამედროვე სტილის კუთხის დივანი დაწნული თოკის სახელურებით
₾ 1
პროდუქტის აღწერა
₾ 1
Turtle Carry Lamp - ექსპრესიული დეკორატიული სანათი დამტენ მექანიზმსა და დისტანციური მართვის სისტემაზე. კონფიგურაცია ითვალისწინებს 3 განსხვავებულ ფერს.
₾ 1
Dragnet by Kenneth Cobonpue - დიზაინერული დასადგამი საქანელა Dragnet ფილიპინელი დიზაინერის კენეტ კობონპუესგან, რომელიც მეტალის ბაზაზე დგას და შემოხვეული აქვს დაწნული ქსოვილი. საქანელა-სავარძელი ნამდვილი ნიმუშია კომფორტისა და თვალისმომჭრელი დიზაინის. წარმოდგენილია ორ: წითელსა და შავ ფერებში, შიდა და გარე ავეჯის კონფიგურაციებში.
₾ 1
Portofino by ROBERTI - ლაქშერი ტიპის მოსასვენებელი კანოპი მზის დამცავი შლეიფით და მისადგამი მაგიდებით. ალუმინის მყარი კარკასით და დაწნული საზღვაო ტიპის თოკისგან შეკრული რატანგით. იმპრესიული ვიზუალის დამსახურებით წარმოადგენს ექსკლუზიური ავეჯის ელემენტს ფართე აუთდორ სივრცეებისთვის. იდეალურად თავსებადია ღია ჰაერზე დასვენებისთვის, როგორიცაა: ბაღი, ტერასა, ვერანდა, აუზის პირი, ასევე ველნესისა და ჰოსპიტალიტის სექტორი. ორმხრივი მისადგამი მაგიდის წყალობით კი ოპტიმალური ვარიანტია რომანტიული კოქტეილებისთვის.
₾ 1
Orizzonte by Reflex - იკონური დიზაინის რეკლაინერი შეზლონგი სახელურით და ბორბლებით, კაკლის ან მუხის ელეგანტური სათავსო განყოფილებით, დამზადებული Pininfarina-ს დიზაინერულ სტუდიასთან კოლაბორაციით, ხელმისაწვდომი როგორც გარე გამოყენებისთვის განკუთვნილ ქსოვილში, ისე ეკო ტყავში.
₾ 1
Adan Nano Planter by Vondom - პოლიკარბონატის გარე გამოყენების პლანტერი, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფერებსა და ზომებში. მყარი და მსუბუქი გამოყენებაში გამოირჩევა ყინვაგამძლე ფუნქციით და ვისკოზის დაბალი შემცველობით.
₾ 1
Solaria by Poltrona Frau - ეზიარეთ ღია სივრცის მშვენიერებას ცხოვრების თავისუფალ და განუსაზღვრელ განზომილებაში Poltrona Frau-ს "Boundless Living Outdoor"-ის სერიაში შემავალი კოლექცია Solaria-ს მეშვეობით. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურისთვის მახასიათებელი დიზაინითა და ცხოვრების წესით ინსპირირებული ეს კოლექცია გვთავაზობს უაღრესად უნივერსალურ კომპოზიციებს დასასვენებელი ზონის კეთილმოწყობისთვის ბაღებში, ვერანდებზე, პატიოში, ტერასებზე, სახურავებზე, გემებსა და იახტებში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით.
პალომბა+სერაფინის შთაგონებით შექმნილი ეს კოლექცია გამოირჩევა ფართო მოცულობებით და უბრალო კომპოზიციებით, რაც გვაძლევს ჰიბრიდულ სტილში მრავალფეროვანი სცენარების ფორმირების შესაძლებლობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის ელემენტების გამოყენებით. სივრცე განისაზღვრება ჰორიზონტალური კუნძულებით ბარიერების გარეშე, რომლებიც ქმნიან სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას. Solaria-ს კოლექცია მოიცავს გარე გამოყენების როგორც ორ, ისე სამადგილიან კომფორტულ დივნებსა და სხვა მრავალფეროვან მოდულურ ელემენტებს, ხელმისაწვდომებს როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. გარე გამოყენების ოთხკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ორ მაგიდას უნივერსალური ღია სივრეების გასაფორმებლად, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრებისა და ოჯახის წევრების კამპანიაში განსაკუთრებული მომენტების გატარება, დასვენება და სიამოვნების მიღება.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი გარე ავეჯი მკაფიო ხაზებით და ხელნაკეთი თოკებით მახასიათებელი დიდი მოცულობის რბილი ბალიშებით, რომლებსაც მოჰყვება სავსე და ცარიელი მოცულობები, რაც ახდენს ობიექტების დე-მატერიალიზაციას და გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად დავტკბეთ ღია სივრცის მშვენიერებით. კოლექცია დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან - უჟანგავი მეტალი, თოკი და ქსოვილის ბალიშები. შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ამოღება და თავისუფლად გადაადგილება სწორხაზოვანი ან კუნძულისებრი კონფიგურაციის შესაქმნელად.