Fusion of Styles - ლაქშერი ტიპის აპარტამენტი თბილისში - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
Fusion of Styles - გვსურს წარმოგიდგინოთ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პენტჰაუსის პროექტი, რომელმაც თავისი მდიდარი ესთეტიკით, დახვეწილი ქარიზმით და მასშტაბურობით გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინებს.
2 სართულიანი აპარტამენტის ინტერიერი გახლავთ აბსოლუტური იტალიური სტილისა და კომფორტის ერთგვარი ბლენდი, გამდიდრებული დიზაინის სამყაროს სიმბოლოდ ქცეული ნამუშევრებით, გამბედავი მოდერნიზმით თუ უძვირფასესი ფინიშინგების მიქსით, რომელშიც დომინირებს ბუნებრივი მასალები, რბილი ფერთა გამა და ტონალობა საუკუნოვან ტრადიციებზე აღმოცენებულ არტიზანულ ოსტატობასთან სიმბიოზში, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კიდეც განუმეორებელი ბრწყინვალებისა და სიმყუდროვის განცდას, რომელიც სახლს აქცევს ერთგვარ ოაზისად მეგაპოლისის განუკითხავ მოძრაობაში, ხოლო ინტერიერს იმდენადვე მიმზიდველს, რამდენადაც მდიდრულს, სადაც ავეჯის წარმოების ისტორია, ცხოვრების ტემპი და თანამედროვე დიზაინი ჰარმონიულად თანაარსებობენ ერთმანეთში.
პროექტში გამოყენებულია "კასტელო'-ს შემდეგი ბრენდების ავეჯი: Reflexangelo / Pininfarina Design, Rugiano, Hessentia - Cornelio Cappellini, Arketipo Firenze, Laura Meroni, Twils, Giusti Portos