ინტერიერი ხასიათით - საცხოვრებელი აპარტამენტის პროექტი კრწანისში, თბილისი
CASTELLO | PRIVATE RESIDENCE PROJECT IN KRTWANISI, TBILISI - როდესაც განსხვავებული დიზაინერული ხელწერა ერთ სივრცეში ერთიანდება, ინტერიერი საკუთარ ისტორიას იწყებს. Castello-ს მიერ განხორციელებული მორიგი გამორჩეული საცხოვრებელი სახლის პროექტი - თანამედროვე, ეკლექტური და ინდივიდუალური ხასიათის მქონე გარემო, სადაც Indoor და Outdoor სივრცეები ერთიან ლაქშერი სტილის ცხოვრების კონცეფციად ვითარდება.
მისაღები სივრცის მთავარი პროტაგონისტია Arketipo Firenze-ს ყველა დროის სტილის იკონად ქცეული Giuseppe Vigano-ს დიზაინით შექმნილი კუთხის დივანი Auto-Reverse, რომლის თავისუფალი სილუეტიც მოცულობითი ბალიშები და გამოკვეთილი ტექსტურა ინტერიერს განსაკუთრებულ, არაფორმალურ ელეგანტურობას ანიჭებს. კომპოზიციას ავსებს Castello-ს ექსკლუზიური ბრენდის Reflex-ის მურანოს შუშის მისადგამი მაგიდების სეტი Tau და არქიტექტურული, გეომეტრიული ფორმით გამორჩეული ვიტრინა-ბარი Musa - დეტალები, რომელშიც მინის ტრანსპარენტული სინათლე და სკულპტურული ფორმები სივრცის დეკორატიულ აქცენტად იქცევა.
საძინებელ ზონებში განსხვავებულ ხასიათს ქმნის გერმანული ჰაიენდის თვალსაჩინო წარმომადგენელი Bretz-ისა და იტალიური Arketipo Firenze-ს საწოლები - ერთი მხრივ ექსპრესიული, თითქმის სკულპტურული ფორმებით, მეორე მხრივ კი რბილი, მშვიდი და ტაქტილური ესთეტიკით.
ინტერიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია Italamp-ის ელეგანტური, მურანოს შუშისგან დამზადებული ნეოკლასიკური სტილის ჭაღი Pulsa, რომელიც იტალიური მინის დამუშავების ტრადიციას თანამედროვე ინტერიერში დახვეწილ სინათლის არქიტექტურად გარდაქმნის.
სახლის დიზაინერული ისტორია ინტერიერით არ სრულდება. ღია პანორამულ ტერასაზე წარმოდგენილი Qeeboo-ს ტრენდული გარე ავეჯის კოლექცია Nami - თავისი მომრგვალებული, ორგანული და აეროდინამიური ფორმებით სტილისტურად დახვეწილ დიზაინერულ მაგიდა-სკამებთან Kobe + Bacana ჰარმონიულ კომბინაციაში განსხვავებულ Outdoor განწყობას ქმნის - თავისუფალს, თანამედროვე და კომფორტულს, ქალაქის პანორამულ ხედებთან მუდმივ დიალოგში.
Arketipo Firenze, Bretz, Reflex, Italamp და Qeeboo. განსხვავებული დიზაინისა და ესთეტიკის მქონე 6 ფილოსოფია, მასალა და ხასიათები, რომლებიც Castello-ს კურაციით ერთ მთლიან საცხოვრებელ გარემოდ გარდაიქმნება.