ლაქშერი ტიპის აპარტამენტი თბილისში - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი

2024 წელი ჩვენთვის ახალი ქარიზმატული პროექტით, ინდივიდუალიზმით სავსე ინტერიერით, რაფინირებული სტილითა და დამკვეთთა დახვეწილი გემოვნების წყალობით განცდილი ესთეტიური სიამოვნებით დაიწყო.

გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ, ქ. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე განლაგებული კიდევ ერთი პრესტიჟული საცხოვრებელი სახლის ამსახველი ფოტომასალა, რომელშიც გამოყენებული იქნა Castello-ს ექსკლუზიური იტალიური ბრენდების დიზაინერული ავეჯი და საკულტო განათება: Arketipo Firenze, Reflexangelo, Galimberti Nino, Italamp, Vistosi, Slamp