ლაქშერი ტიპის აპარტამენტი, თბილისი - კრწანისი რეზიდენსი

აღმოაჩინეთ "კასტელო'-ს ახალი მაღალი პროფილის ინტერიერი კრწანისის პრესტიჟულ დასახლებაში მდებარე კიდევ ერთ ლაქშერი აპარტამენტში, რომლის ორიგინალურ დიზაინზეც ჩვენთან ერთად იზრუნა შორენა თაყაიშვილის სტუდიამ.

პროექტის მრავალფუნქციურ სივრცეში ცალსახად დომინირებს "Made in Italy"-ის უკომპრომისო აქცენტი, რომელშიც ერთ დროს მივიწყებული არტ-დეკოს სტილი ჰარმონიულ სიმბიოზშია ინდუსტრიული დიზაინის ტრენდებთან. მკვეთრი და თბილი ფერების კოლორისტიკა სადაც ელეგანტურად იკვეთება ბოჰემური ხავერდის ექსკლუზიური ქსოვილი, დაფერილი მურანოს შუშა, საუკუნოვანი ტრადიციების გამოყენებით დამზადებული ვენეციური ბროლი, ინოვაციური ტექნოლოგიები და იტალიური დიზაინის მაღალი მოდის კანონმდებლად ქცეული Studio Pininfarina-ს განუმეორებელი ხელწერა.

პროექტში გამოყენებულია შემდეგი ბრენდების ავეჯი და განათება: Reflex, Pininfarina Design, Cattelan Italia, Bretz, Twils, Liu-jo Living, Manifattura Falomo, Vistosi