ვაკის რეზიდენცია - ბოჰემური ელეგანტურობა შატბერაშვილის ქუჩაზე, თბილისი
ვაკის რეზიდენცია - ბოჰემური ელეგანტურობა შატბერაშვილის ქუჩაზე, თბილისი.
გიზიარებთ თბილისის გულში, ვაკეში მდებარე პრემიუმ-კლასის რეზიდენციური აპარტამენტის პროექტს, რომლის კომპლექტაციაც ავეჯით, დიზაინერული განათებით და დეკორით ბოლომდე განახორციელა "კასტელო"-მ დამკვეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოლაბორაციის წყალობით.
ინტერიერის კონცეფცია თანამედროვე გლამურის, არტ-დეკოს უკვდავი სტილისა და ბოჰემური ესთეტიკის ჰარმონილ სინთეზს ეფუძნება.
საძინებელ სივრცეებში განსაკუთრებულ აქცენტს ქმნის გერმანული მანუფაქტურის ავანგარდში მყოფი კომპანია Bretz-ის სკულპტურული აგებულების საწოლები Creole და Balaao, ზღაპრული გობელენით გაფორმებულ სავარძლებთან Cocoa Island და Giuseppe Vigano-ს დიზაინით შექმნილი Arketipo Firenze-ს საკულტო LOLL:) კომბინაციაში, ფილიპინელი დიზაინერის Kenneth Cobonpue-ს ქსოვილის ჰაეროვან სანათთან Fandango ერთად.
მისაღების ოთახის პროტაგონისტის როლში გვევლინება ტოსკანური Rosini-ს თანამედროვე სტილის მოდულური დივანი Ibiza, რომელიც ჰარმონიულ დიალოგშია Bretz-ის იმპრესიული კონტურის უკიდურესად კომფორტულ შეზლონგთან Cloud, Qeeboo-ს სტილის იკონად ქცეულ დეკორატიულ სანათთან Giraffe in Love M და Cattelan Italia-ს ელეგანტურ სასადილო კომპოზიციასთან Butterfly და ტყავის სკამებთან ინსტალაციაში. ამავე ბრენდის ავეჯით არის გაფორმებული მოცულობითი სამზარეულოს სივრცეც (მაგიდა, ბარის და სასადილო სკამები).
აპარტამენტის შემოსასვლელს კი გასაკუთრებულ ხასიათს სძენს Kenneth Cobonpue-ს შავი ფერის სკულპტურული კონტურის სავარძელი Bloom მბრუნავ ბაზაზე - მოდელი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოში იქცა Vivien Westwood-ის ბუტიკების ინტერიერის გამორჩეულ დიზაინერულ ატრიბუტად.
სივრცე, სადაც ავეჯი ფუნქციურ დანიშნულებას სცდება და ხელოვნების დამოუკიდებელ ფორმად გვევლინება.
- გამოყენებული ბრენდები: Bretz, Rosini Home, Arketipo, Cattelan Italia, Qeeboo, Kenneth Cobonpue, Eichholtz.