Cosmos by Cattelan Italia - მაგიური პორტალის მსგავსი თანამედროვე სტილის ოვალური სარკე

Cosmos by Cattelan Italia - ლორენცო რემედის მიერ შექმნილი დიდებული და შეუდარებელი დიზაინერული სარკე, რომელიც აღვივებს წარმოსახვას და სინამდვილეში წარმოადგენს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე მრგვალი ფორმა. ეს მომხიბლავი ჯადოსნური პორტალის მსგავსი ობიექტი აფართოებს ოთახის საზღვრებს და გვიწვევს უცნობ სამყაროებში.
"კოსმოსი" შედგება ორი განსხვავებული ელემენტისგან. ცენტრალური, სარკისებრი ნაწილი თავისი მრუდე კონტურებით, ისე გამოიყურება თითქოს ხელნაკეთია და შექმნილია ინსტიქტურად, ბუნებრივად. ხოლო, გარე პერიმეტრი, რომელიც უფრო დაბალ დონეზე მდებარეობს, ოდნავ ჩაღრმავებულია. ზედაპირი გარემოს მკვეთრად არ ასახავს, არამედ გარემოს სინათლის გამოყენებით, დეკორატიული ჩარჩოს როლს ასრულებს რბილი და მუდმივად ცვალებადი ოპტიკური ეფექტით.
შედეგად ვიღებთ თანამედროვე სარკეს რბილი და დინამიკური ფორმით, რომელსაც თითქოს სურს ოთახის მოხვევა და შთანთქმა.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Cattelan Italia

კოლექცია: Cosmos

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: სარკე,

ზომები: დიამ. 120 სმ.

ზომები: დიამ. 157 სმ.