Rabbit Chair Metallic Finish by Qeeboo - Fiat-თან კოლაბორაციით შექმნილი საიუბილეო არტ-ობიექტი
Rabbit Chair Metallic Finish by Qeeboo - საკულტო Fiat 500 მოდელის გამოშვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით Qeeboo-მ ლიცენზირებული კოლაბორაციით გამოუშვა ყველასთვის საყვარელი ბაჭია-პუფების ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც წარმოადგენს "Made in Italy"-ის პოსტულატის ახლებურ ინტერპრეტაციას. Fiat 500 თანამედროვე იტალიის ისტორიაში არ გახლავთ უბრალოდ ავტომობილი: ის უკანასკნელი წლების მანძილზე განასახიერებს სიმარტივის, თავისუფლებისა და მიზიდულობის სულისკვეთებას, რითაც იქცევა ე.წ. "La Dolce Vita"-ს ან "ტკბილი ცხოვრების" სიმბოლოდ, რაც სიღრმისეულად ეკვეთება ექსტრაორდინალური Qeeboo-ს ემოციური დიზაინის ენას. ეს კაფსულური ტიპის კოლექცია წარმოადგენს იმ დიდი მემკვიდრეობის თამამ თანამედროვე ხედვას, რომელიც გამოიჩევა Fiat 500-ის ორგინალი მოდელით ინსპირირებული ბრწყინვალე მეტალიკის ფინიშინგითა და დახვეწილი ფერთა პალიტრით. ხოლო, მისი დიზაინის არსში დევს სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი იკონური "Rabbit Chair"-ის სავარძელი შესრულებული კომპანიის საფირმო ფერებში, ასევე ბორბლებიან კონფიგურაციაში გამოშვებულ სპეციალურ ვერსიაში, რომელიც აქცევს მას მოძრაობისა და სიმსუბუქის ამსახველ ერთგვარ პოეტურ "ცხოვრებისეულ თანამგზავრად".
იკონურ კოლექციას ასრულებს პუფებისა და ბალიშების ვინტაჟური სტილის სერია შესრულებული მკვეთრი გრაფიკული აქცენტებით, რომლებიც ამდიდრებენ მონათხრობს დინამიური დიალოგით წარსულსა და აწმყოს შორის. შედეგად ვიღებთ იტალიური შემოქმედების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კოლექციას ტრენდულად გადახალისებულს Qeeboo-სთვის ჩვეული ექსტრაორდინალური და მკვეთრი სტილით.
საკოლექციო მოდელები ატარებენ დეკორატიულ ხასიათს და არ არიან განკუთვნილი ჯდომისათვის.
ზომები: (L - W - H): 28.00*16.50*33.00 სმ.
ნეტო წონა: 0.35 კგ.