Sail by Twils - ელეგანტური მსუბუქი დიზაინის მქონე თანამედროვე საწოლი, ბრაშირებული მეტალის ფეხზე, მაღალი უკან გადახრილი ჰედბორდით, თხელი კორპუსით და ელეგანტური დიზაინერული დეტალებით გვერდებზე, რომელსაც აღებული აქვს Design Award-ის პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო საწოლების ნომინაციაში.
მოდელი ხელმისაწვდომის როგორც ქსოვილში, ისე ტყავში.
Impact Comodino by Reflex - თანამედროვე სტილის ხის ტუმბო 2 მოცულობითი უჯრით და ოქროსფერი დეკორის ფასადით უჯრებს შორის.
Segno Como by Reflex - მაღალი მოდერნისტული სტილის კომოდი 7 უჯრით პრიალა ლაკირებული მუხის ხის ფასადით Henné, Miele ან Beluga-ს ფინიშინგით, ზედა უჯრა მომრგვალებული კონტურით ტრანსპარენტულ შუშაში.
Giselle by Twils - ელეგანტური სტილის საწოლი დაბალ ბაზაზე, მოცულობითი ფორმის რბილი ვერტიკალური ბალიშებით და იგივე ქსოვილში დამზადებული ვიზუალურად ხილული ღილებით ექსტერიერზე, რომლის ძირითადი განმასხვავებელი თვისებაც გახლავთ სირბილე და იატაკამდე ჩამოშვებული ფალდები ბაზაზე.