₾ 1
Major Wellness by Manifatura Falomo - პრემიალური ხარისხის მატრასი სასტუმროს ტიპის განსაკუთრებული კომფორტისთვის. მოსახსნელი შალითით.
₾ 1
Travel Pillow by Manifattura Falomo - აირიეთ ველნესი თქვენს სამგზავრო კამპანიონად. ბალიში დამზადებულია ე.წ. Bio Soy Memory ტექნოლოგიით, რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიურ, არადეფორმირებად მასალას, რათა უზრუნველყოს თქვენი მაქსიმალური კომფორტი. ბალიშის ანატომიური მოყვანილობა უზრუნველყოფს სასთუმალის სწორ განლაგებას მასზე ძილის დროს. ხოლო, მისი გარეგანი მოსახსნელი შალითა დამზადებულია ჰიპოალერგიული ანტიბაქტერიული ვისკოზით, რომელი ირეხება 60 გრადუს ტემპერატურაზე.
₾ 1
პუფი მასიური ხის კარკასით.
Paris collection.
₾ 1
Tissi by Galimberti Nino - ელეგანტური ნეოკლასიკური ტიპის ბენჩი მომრგვალებული სილუეტით და მეტალის დეტალებით ფეხის დაბოლოვებებზე. იდეალური დეკორატიული და ფუნქციური თვალსაზრისით, როგორც საძინებელი გარნიტურის ინტერიერისთვის, ისე შემოსასვლელი ჰოლისთვის.
Nuovo Classico Milanese Collection
₾ 1
San Marco Isola by Reflex - მოცულობითი ფორმის საგარდერობე/კლოზეტის კუნძული, ძვირფასი ხის ფასადით ტონირებული შუშის ზედაპირით და გოფრირებული ტყავის ელეგანტური გვერდებით, ხელმისაწვდომი როგორც განსხვავებული ორნამენტის მქონე ტყავის, ისე ქსოვილის ფინიშინგებით და განსხვავებული აქსესუარებით.
₾ 1
Cloud 7 by Bretz - ოვალური კუთხე, ღრმად შეჭრილი ფუმფულა დაბოლოებები, Cloud 7-ით ყველა მიმართულებით ზრუნავს კომფორტზე, თავისუფლების და მოდუნების მაქსიმალური შეგრძნება, მართლაც რომ ღრუბლებში გაგრძნობინებთ თავს.
Creole by Bretz - არტ-დეკოს სტილის საწოლი ბოჰემური ველვეტის ქსოვილში სიმეტრიული თაღოვანი ელემენტებით
₾ 1
Creole by Bretz - არტ-დეკოს სტილის საწოლი სიმეტრიული ჰორიზონტალური ან ვერტიკალური განლაგების თაღოვანი ელემენტებით, რომლებიც სპეციალური სამაგრების მეშვეობით მონტაჟდება კედელზე, შესრულებული მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ველიურში ან ბოჰემური ხავერდის ქსოვილში, რომლის განსხვავებული ზომის პანელებიც იძლევა უსასრულო კონფიგურაციების შექმნის შესაძლებლობას.
₾ 1
Fidelio Bench by Poltrona Frau - მინიმალისტური სტილის ელეგანტური ბენჩი მასიური ხის დახვეწილ კორპუსზე, რომელიც გამოირჩევა რბილი ტყავის ზედაპირის დელიკატური ნაკეცებით, მთელს პერიმეტრზე არსებული დიზაინერული ნაკერებით, დეტალების თანმიმდევრობით და ოსტატური დამუშავებით.
₾ 1
Ambra by Galimberti Nino - ნეოკლასიკური სტილის ელეგანტური ბენჩი, პრიალა მასიური ხის კორპუსით და ბრაშირებული მეტალის დელიკატური ელემენტებით, რომელიც უხდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ტიპის სივრცეებს. მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ კონფიგურაციებში.
₾ 1
Smart Plus Fixed Bed Frame by Manifattura Falomo - პანელური ხის ფიქსირებული ბატუტი Smart Plus სიმკვრივის რეგულირების სისტემით გამოირჩევა სიმყარით, გამძლეობითა და განსაკუთრებული სიჩუმით. მისი კარკასი დამზადებულია მრავალშრიანი ფიჭის ხის მასივისგან.
₾ 1
Grace by Rugiano - წარმოდგენილი კომოდის რბილი და გლუვი სილუეტი განასახიერებს მოზომილ, თუმცა, ზედმიწევნით დამშავებულ ელეგანტურობას, რომელიც განისაზღვრება ჰარმონიული პროპორციებით და ტყავში შესრულებული კონსტრუქციით. მის ინდივიდუალიზმს ხაზს უსვამს სპილენძის ელეგანტური პროფილი, რომელიც გარეშემორტყმული აქვს ზედა განყოფილებაზე და ეშვება გვერდებზე, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მისი დიზაინის სისუფთავეს. დამახასიათებელი შტრიხი, რომელიც განასახიერებს არტიზანული კრაფტისა და ესთეტიური ბრწყინვალების ზეიმს.
₾ 1
Grace by Rugiano - რბილი და ჰარმონიული ფორმის მქონე საწოლის ტუმბო უმაღლესი კატეგორიის ტყავის კორპუსით, რომლის თანამედროვე ელეგანტურობა და ხასიათიც განისაზღვრება მისი პროპორციებით და მოცულობით, ხოლო ინდივიდუალიზმი ბრაშირებული მეტალის პროფილით ზედა და გვერდითა პერიმეტრებზე. დეტალი რომელიც ხაზს უსვამს წარმოდგენილი დიზაინის სისუფთავეს და მაღალ ოსტატობას.