"კასტელო"-ს დელეგაციის ვიზიტი პარიზში MAISON & OBJET-ის გამოფენაზე

img

2024 წლის 21-25 იანვარს "კასტელო"-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. პარიზში მიმდინარე Maison & Objet-ის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრების, მიღებული ინსპირაციისა და შთაბეჭდილებების პარალელურად მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგებიც. კერძოდ: გაფორმებულ იქნა ახალი სადილერო ხელშეკრულებები მოწინავე ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ბრენდებთან, რომელთა შორისაც არიან პრემიუმ კლასის სახლის ტექსტილის, მაღალი ფაიფურისა და ინოვაციური კერამიკული ნაკეთობების, ასევე  ლაქშერი არომატებისა და ინტერიერის  სურნელოვანი სანთლების სეგმენტში მოქმედი ლიდერი კომპანიები.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე განხორციელდა მხარეთა წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები და "კასტელო"-ს ინტერიერულ სივრცეში ერთობლივად გადაწყდა შესაბამისი მუდმივი ექსპოზიციების განლაგება. ამ ეტაპზე შოურუმში აქტიური ტემპით მიმდინარეობს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად მოვაწვდით ინფორმაციას.