Moroso-ს, Slamp-ისა და Lodes-ის ფლაგმანური შოურუმები Brera-ს დიზაინერულ უბანში

img

უშუალოდ Salone del Mobile-ს გამოფენის გარდა კასტელოს გუნდი იმყოფებოდა მილანის ცნობილ დიზაინერუ უბანში - Brera-ში, სადაც მოვინახულეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდების ფლაგმანური შოურუმები: Moroso, Slamp-ი, და Lodes-ი.


Moroso-ს შოურუმში ბევრი სიახლე და სილამაზე დაგვხვდა. დავიწყოთ Frontdesign-ის დიზაინით შესრულებული რბილი ავეჯის კოლექციით Pebble Rubble, რომელიც თავისი არაორდინალური დიზაინით არ ღალატობს მოროსოსათვის დამახასიათებელ სტილს.

სისტემური დივნის, Pebble Rubble-ს დიზაინი მოგვაგონებს მისტიურ მეგალითურ ქანდაკებებს, რომელიც კაცობრიობისათვის დღემდე ამოუხსნელ ბუნებრივ თუ ადამიანურ ძალებს უკავშირდება. სწორედ ეს ორგანული ფორმები და პირველყოფილური იერსახე გახდა  შვედი დიზაინერების  Sofia Lagerkvist და Anna Lindgren-ის ინსპირაციის წყარო, რომელიც მათ ინტერიერის თანამედროვე შემოქმედებად აქციეს.

განახლებული შოურუმის მნიშვნელოვან სეტაპს წარმოადგენდა მოროსოს წამყვანი დიზაინერის, ლეგენდარული Patricia Urquiola-ს ახალი მოდელები: სოციალური დივანი Anorak-ი და იაპონური ზენის სტილში გადაწყვეტილი სისტემური დივანი Somewhere-ი.

განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდით Slapm-ის შოურუმიდან.

კრეატიული გადაწყვეტილებები განათების მიმართულებით - Slamp-ი ნამდვილად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ მიმართულებით, რადგან მსგავსი კოლექციები, დიზაინი, მასალა, კონსტრუქცია ნამდვილად უნიკალურია არამარტო იტალიის არამედ მსოფლიოს ინტერიერულ სფეროში.

სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბრენდის ახალ მოდელებს: TULIP SUSPENSION, NUVEM (ოქროსფერი ვერსია), LA LOLLO-ს სერიის ტორშერი, ACCORDEON-ის ვერტიკალური ვერსია, Zaha Hadid-ის უცნობილესი მოდელის Avia-ს კედლის აპლიკაცია და ა.შ


ასევე გვსურს გაგიზიაროთ სიახლეები Lodes-ის შოურუმიდან, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც თავად კომპანიის ბრენდირებული თანამედროვე განათების ხაზი, ისე საყოველთაოდ ცნობილ dieselliving-თან განხორციელებული კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ტრენდული განათების სეთაპი: DIESEL by LODES