სიახლე Qeeboo-საგან, 2021 წლის ექსტრაორდინალური სანათი - "დავარდნილი ჭაღი" (Fallen Chandelier)
Fallen Chandelier - დავარდნილი ჭაღი გახლავთ დიზაინერული ბიურო "Studio Job"-ის ბოლო შედევრი. ტორშერი, რომელიც განკუთვნილია როგორც ინტერიერში, ისე გარე პერიმეტრზე გამოსაყენებლად.
"Fallen Chandelier"-ის სახელწოდებით ცნობილი დაუვიწყარი არტ ინსტალაციით შთაგონებული სერია, განასახიერებს მასშტაბურ ჭაღებს დიდ ველზე, რომელზეც ოდეზღაც იდგა სასახლე. თითქოს ანარეკლი უწინდელი დიდების და სასახლის, რომლისგანაც დარჩა მხოლოდ მოგონება და მიტოვებული ჭაღები.
Qeeboo-მ მოახერხა ამ ერთგვარი არტ-პროექტის დიზაინერულ აქსესუარად ტრანსფორმირება, რომელიც განასახიერებს ზუსტად იმ დიდებას და დროის უსასრულობას. მე-19 საუკუნის Thonet-ის კლასიკური ორნამენტების გავლენით ინსპირირებული ეს ულამაზესი ნივთი თითქოს მოგზაურობს დროში, რათა შეგვახსენოს თავი და იყოს მთავარი მოქმედი პირი ყველგან სადაც ის მოხვდება.
1 წლის წინ სიახლეები