ინდუსტრიული დიზაინის კორიფედ აღიარებულმა - მაურო ლიპარინიმ დაამთავრა ფლორენციის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წ., სადაც იგი შემდგომ წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესორი, ლიდერი და "ბუნებრივი მინიმალიზმის" სახელწოდებით ცნობილი მიმართულების ხელმძღვანელი.
იგი გახლავთ ისეთი საერთაშორისო დიზაინერული კონკურსების ლაურიატი და გამარჯვებული, როგორიცაა: Young & Design Milano (1987 წ.) და კიოლნის International Du Pont Award (1988 და 1989 წლებში).
მისი აქტიური საქმიანობა ინტერიერის დიზაინის სფეროში მოიცავს, როგორც სახლის ინტერიერის ავეჯის, ისე საოფისე გარნიტურების, ტექსტილის/ქსოვილის დიზაინის შექმნას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც მან განახორციელა სხვადასხვა დამკვეთი კომპანიებისთვის ევროპის მასშტაბით და იაპონიაში.
ხოლო, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მისი ყურადღება უმთავრესწილად კონცენტრირებული იყო რეზიდენციურ და კომერციულ მშენებლობაზე, როგორიცაა: კორპორატიული ფილიალები, სათაო ოფისები, შოურუმები, მაღაზიები, რესტორნები და საგამოფენო სივრცეები.
მას ეკუთვნის მრავალი მოდელის დიზაინი ფლორენციულ Arketipo Firenze-ში.