გორდონ გულამიერი დაიბადა 1966 წ. მალტაში. 1989 წელს ინდუსტრიული დიზაინისა და დიზაინის მენეჯმენტის შესწავლის მიზნით გადავიდა მილანში, რის შედეგადაც დაიწყო თანამშრომლობა საყოველთაოდ ცნობილ დიზაინერთან და არქიტექტორთან Rodolfo Dordoni-სთან. 2022 წ. ქ, მილანში დააფუძნა თავისი შემოქმედებითი სტუდია. ამის შემდეგ განახორციელა რამდენიმე წარმატებული პროექტი დიზაინის მენეჯმენტისა და არტ კონსულტირების მიმართულებით Driade-სთან, Dornbracht Interiors-ისა და 2Link-ისთვის, Rational-ისა და Elt-ის სამზარეულოების კომპლექტაციის შემუშავების პროცესში, Roda-სთან აუთდორ ავეჯის კოლექციის შექმნის მიმართულებით და ბოლოს Pamar-ის სახელურებისთვის საბოლოო სახის მისაცემად.
იტალიური დიზაინის მაესტროდ აღიარებულმა Giuseppe Vigano-მ მიუძღვნა თავისი შემოქმედებითი ცხოვრება ინდუსტრიული დიზაინისა და თანამედროვე ავეჯის სეგმენტში მოქმედი კომპანიების არტ მიმართულების ხელმძღვანელობას.
როგორც დიზაინერს მას გააჩნია საკმაოდ კრიატიული ხედვა და სილამაზის ძლიერი აღქმა.
დიზაინის საწყისების კვლევა და მუდმივი ძიება წარმოადგენს მისი კრიატიული აზროვნების რუდიმენტს, რომელიც ყოველთვის უბიძგებს მას ახალი ჰორიზონტების მოძიებისა და ახალი ინოვაციური მასალების აღმოჩენისკენ, რაც საბოლოო ჯამში იქცევა კიდეც არამხოლოდ კონკრეტული პროდუქტების, არამედ მთელი კოლექციების შთაგონების ძირითად წყაროდ.
კრისტოფ პილე - დაიბადა 1959 წ. საფრანგეთში. 1989 წლიდან იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. პარიზში. უმაღლესი განათლება კი მიიღო 1985 წელს ნიცაში დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტზე და 1986 წ. როდესაც დაიცვა სამეცნიერო ხარისხი მილანის პრესტიჟულ "დომუსის აკადემიაში", რის შედეგადაც 2 წლის მანძილზე თანამშრომლობდა Martine Bedin-თან. 1988-1993 წწ. პერიოდში, სანამ გადაწყვეტდა დამოუკიდებელ საქმიანობას დაკავებული იყო ლეგენდარულ - ფილიპ სტარკთან მჭიდრო კოლაბორაციით. 1994 წ. კრისტოფი დასახელებულ იქნა "წლის საუკეთესო კრეატორად". მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალრიცხოვან პროექტებში როგორც ავეჯის დიზაინის, ისე ინტერიერის არქიტექტურის და სენოგრაფიის ინდუსტრიაში.
კარლო ბიმბი მოღვაწეობს დიზაინის სფეროში უკვე 40 წელი და დღემდე წარმატებულად ბალანსირებს ლოგიკურ აზროვნებასა და კრეატიულიბას შორის.
მისმა დახვეწილმა გატაცებამ მიიყვანა იგი მრავალ წარმატებულ კოლაბორაციამდე 1960-იანი წლების მიწურულს Nizzoli Associati, Gianni Ferrara და Nillo Gioacchini-სთან, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დიზაინის იდეის ირგვლივ გაერთიანებული - Internotredici Studio, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა თავი იტალიაში პროტაგონისტთა ავანგარდში.
ბიმბის ხელწერას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ინსტალაცია ნიუ-იორკის MoMA-ს მუზეუმში, როგორიცაა: New Domestic Landscape. ასევე, მრავალი მოდელის დიზაინი ცნობილ Arketipo Firenze-ში, Guzzini-ში, Ciatti-ში, B&B Italia-სა და Zuccheti Rubinetterie-ში. Segis-ისთვის დამზადებული სკამის Enrico-ს დიზაინი, რომელმაც მოიპოვა Roscoe Awards-სა და Blitz-ის ჯილდოები. ასევე, Red Dot-სა და IF Awards-ის პრესტიჟული პრემიები 98-იან წლებში.
დიზაინერულ კარიერასთან შეთავსებით იგი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოღვაწეობდა როგორც პროფესორი დიზაინისა და ტექნიკური ესტეტიკის ფაკულტეტზე ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტში.
Bartoli Design, a team composed of Carlo, Paolo and Anna Bartoli, continues today a design and culture experience of the project inaugurated by Carlo Bartoli in 1960 and made concrete in the numerous collaborations with leading companies in the furniture sector - among others Arflex, Arketipo, Bonaldo , Confalonieri, Colombo Design, Fiam, International Office Concept, Jesse, Kartell, Kristalia, Laurameroni Design Collection, Lualdi Porte, Matteograssi, Move, Nodus, Rossi di Albizzate, Segis, Steelcase, Tisettanta, Ycami.
Designer, painter and sculptor, Adriano Piazzesi approaches the project in the light of the relationship between the object and those who use it; for him, design is not an accessory, but an integral part of marketing and production, in which to pour artistic sensitivity and design attitude. Piazzesi has been active since the sixties: he trained in the study of architecture, which gave him the taste to design the structure underlying the surfaces, but this design rigor did not limit his interests to the only professional aspect of the designer's work.