ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
დიზაინერები
რობერტო ლაზერონი
რობერტო ლაზერონი დაიბადა ქ. პიზაში. იგი სწავლობდა ხელოვნებასა და არქიტექტურას ფლორენციის უნივერსიტეტში, რა დროსაც დაინტერესდა რადიკალური დიზაინისა და კოცეპტუალური ხელოვნების დარგებით. თავისი პროფესიული კარიერა მან დაიწყო 1980-იან წლებში "ინტერიერის არქიტექტურის" სფეროში მნიშვნელოვანი ნამუშევრებით, რომლებიც იმთავითვე იქნა შემჩნეული და გამოცემული როგორც იტალიური, ისე საერთაშორისო ჟურნალების მიერ. რობერტო ლაზერონიმ გაიარა უაღრესად დინამიური პროფესიული გზა, რომლის დამსახურებითაც იგი დღეს მონაწილეობს მრავალრიცხოვან პროექტებში და შეუძლია იამაყოს პრესტიჟული თანამშრომლობით, კოლაბორაციებითა და კონტრაქტებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მას მოპოვებული აქვს დიზაინისა და არქიტექტურის დარგში არსებული ისეთი მაღალი დონის ჯილდოები, როგორიცაა: Tecniques Discrete (Paris, 1991), Conran Foundation Museum (London, 1992), Elegant Techniques (Chicago, 1992), La Fabrica Estetica (Paris, 1993), Dall'Albergo alla Nave (Geonoa, 1993) და Construire il Mobile (Milan, 1999).
თუგუდ

Faye Toogood - ფეი თუგუდი გახლავთ ბრიტანელი დიზაინერი, რომლის შემოქმედებითი მოღვაწეობაც არ განისაზღვრება მხოლოდ ერთი დისციპლინით და საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით, არამედ მოიცავს როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე საყოფაცხოვრებო პროდუქციის, მოდისა და სახვითი ხელოვნების სეგმენტებს. იგი სწავლობდა ხელოვნების ისტორიას ბრისტოლის უნივერსიტეტში და რვა წლის განმავლობაში იყო ჟურნალის The World of Interiors-ის ინტერიერის რუბრიკის მთავარი რედაქტორი, სანამ 2008 წელს არ გადაწყვიტა დაეფუძნებინა საკუთარი სტუდია TooGood-ი. ამ მომენტიდან მოყოლებული იგი ხდება ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული ფიგურა დიზაინისა და ხელოვნების ინდუსტრიის დარგში, რომლის ნამუშევრებიც გროვდებოდა და ექსპონირდებოდა მსოფლიოს მრავალი სახელოვანი მუზეუმის მიერ, მათ შორის არიან: ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში, NGV ქ. მელბურნში, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, შუშის მუზეუმები კორნინგსა და ნიუ-იორკში, ასევე ფაბერჟეს მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში. 

ფეი გაიზარდა ბრიტანულ პროვინციაში და მისი ცნობისმოყვარეობის ინსტინქტი თუ გატაცება ლანდშაფტის პეიზაჟებით დღემდე ახდენს გავლენას მის შემოქმედებაზე, იქნება ეს კარის ბრინჯაოს სახელური დამზადებული თავის ქალისგან, ტრენდული ტანსაცმლის კოლექცია შთაგონებული თავთავის შეკვრებით თუ სახლის ინტერიერი ინსპირირებული ინგლისის მოღუშული ცის პალიტრით. თუგუდს შემოაქვს ავეჯის დიზაინის ხელოვნებაში მკვეთრად გამოხატული სკულპტურული აქცენტი, ისეთი იკონური ნამუშევრებით, როგორიცაა: ცნობილი სკამების სერია "Roly-Poly" და "Spade", რომლებიც იქცნენ სტილის აბსოლუტურ კულტებად თავისი ფორმისა და ზუსტი გეომეტრიის დამსახურებით. იგი უწოდებს თავის თავს "აუთსაიდერს", რომლის ნამუშევრებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას. სწორედ ამ მიზნით მან შექმნა სტუდია რომელიც გვაძლევს მოძრაობის საშუალებას ჟანრებს შორის. ყოველ ცალკეულ ახალ პროექტში მას აკავშირებს მჭიდრო კოლაბორაცია არქიტექტორებთან, მოქანდაკეებთან, ავეჯის მწარმოებლებსა და ილუსტრატორებთან, რის შედეგადაც იქმნება სიმკაცრით, პოეტურობითა და ნამდვილი ავანგარდიზმით გამორჩეული გენიალური ნამუშევრები.   

კენსაკუ ოშირო
კენსაკუ ოშირო დაიბადა 1977 წ. იაპონიის ქ. ოკინავაში. 1999 წ. მილანის "Scuola Politecnica di Design"-ის უნივერსიტეტში სამრეწველო დიზაინის დარგში მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ, იგი შეუდგა მუშაობას და პროფესიულ განვითარებას რამდენიმე სტუდიაში 2004 წლამდე. უეცრად იგი უერთდება Lissoni Associati-ის სახელოვანი სტუდიის დიზაინერთა გუნდს, რომელთანაც მან ითანამშრომლა 2012 წლამდე. ხოლო, 2012 წლის მეორე ნახევრიდან იგი გადადის ლონდონში BarberOsbergy-ში სამუშაოდ. 2015 წლის ივნისში კენსაკუ ოშირო ქ. მილანში ხსნის თავის დიზაინერულ სტუდიას და იწყებს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. თავისი კარიერის მანძილზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალრიცხოვან კონკურსებსა და გამოფენებში. ამავდროულად გახლავთ ისეთი საერთაშორისო პრემიებისა და ჯილდოების მფლობელი, როგორიცაა: "Design Report Award" 2006 წ. Salone Sattelite-ზე, "Cristalplant Design Contest"-ის ჯილდო 2012 წ., "Gandia Blasco Design Contest"-ის პრემია და ორი სპეციალური პრიზი "Young & Design Award"-ზე. თავისი კარიერის მანძილზე, მან მოასწრო თანამშრომლობა დიზაინის სამყაროს მრავალ მნიშვნელოვან კომპანიასთან.
ჯონატან ადლერი

Jonathan Adler - ამერიკელი მეთუნე, ინტერიერის დიზაინერი და მწერალი ჯონათან ადლერი დაიბადა 1966 წლის 11 აგვისტოს ნიუ-ჯერსის ბრიჯტონის დასახლებაში. 1993 წელს მან პირველად წარადგინა თავისი კერამიკული ნამუშევრების კოლექცია ქ. ნიუ-იორკის საყოველთაოდ ცნობილი Barneys-ის სავაჭრო ცენტრში. აქედან ხუთი წლის თავზე მან გააფართოვა თავისი საქმიანობა და საკუთარი სახელის სახელწოდებით მანჰეთენის პრესტიჟული დასახლების სოჰოს რაიონში გახსნა პირველი ოფიციალური ბუტიკი. დღეისათვის მისი ქსელი მოიცავს 17 მაღაზიას და იგი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს ინტერიერის დეკორისა და ნივთების წარმოების ბიზნესს.

ნიუ-ჯერსიში გაზრდილმა ჯონათან ადლერმა ბავშობიდანვე, 12 წლის ასკაკში საზაფხულო ბანაკში დასვენების დროს გამოიჩინა ინტერესი მეთუნეობისადმი, რაც გარკვეულწილად გამყარებული იყო მისი მამის პროფესიული საქმიანობით. მოგვიანებით, როდესაც მან ჩააბარა ბრაუნის უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა ხელოვნების ისტორიას და სემიოტიკას, იგი პარალელურად დროის დიდ ნაწილს ატარებდა როდ აილენდზე მეზობლად მდებარე დიზაინის სკოლაში, სადაც ეტაპობრივად ეუფლებოდა მეთუნეობის პროფესიას. მის მიერ შექმნილი კერამიკული ნაკეთობები, Chanel-ისა და Sevres-ის მოტივებით ინსპირირებული ჩაიდნები და ვაზები თავიდანვე ასახავდნენ მის გატაცებასა და ინტერესს პოპ-კულტურისადმი, ჰიპ-ჰოპის ადრეული კულტურისადმი, მოდისა და თანამედროვე ხელოვნებისადმი. სამწუხაროდ, მისმა ერთ-ერთმა პროფესორმა უთხრა მას: "შენ არ გაქვს მეთუნეობის ნიჭი და ტალანტი, ამიტომ უნდა წახვიდე, უარი თქვა შენს ოცნებებზე და გახდე იურისტიო". 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან სამი წელი გაატარა გართობის ინდუსტრიაში ასისტენტის პოზიციაზე, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა მიეძღვნა ცხოვრება საყვარელი მეთუნეობის პროფესიისათვის. 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: "...ნებისმიერ შემოქმედ ადამიანს უნდა ჰყავდეს მოწინააღმდეგე, რომლის წინააღმდეგაც იგი შესძლებს აჯანყებასო".

1990 წ. ჯ. ადლერმა დაიწყო ლექციების კითხვა ნიუ-იორკის Sweat "n" Tears-ის სასწავლებელში თიხის ხელოვნებისა და მეთუნეობის საგანში. სინამდვილეში კი ეს იყო ბარტერი უფასო სივრცისთვის მისი სტუდიისთვის. იმ ეტაპისთვის ხელზე არსებული კერამიკული ნაკეთობების ასორტიმენტის წყალობით მან შეძლო პირველი ოფიციალური შეკვეთის აღება Barneys New Yorker-ისგან და უკვე 1993 წელს მან დააფუძნა თავისი კომპანია Jonathan Adler Enterprises LLC. 

ადლერმა დაიწყო თავისი პროფესიული კარიერა დამოუკიდებლად და მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ხელით ქმნიდა თავის კერამიკულ ნამუშევრებს. მოგვიანებით ადგილი ჰქონდა არაკომერციულ ორგანიზაცია Aid to Artisans-თან თანამშრომლობას, რომელიც ეხმარებოდა განვითარებადი ქვეყნების მეთუნეებს ამერიკელ დიზაინერებთან დაკავშირებაში. პერუში მოგზაურობისა და თიხის საწარმოების მონახულების დროს მაგალითად, იგი მოიხიბლა სამხრეთ ამერიკული ტექსტილის ორნამენტებით, რომელთა ინსპირაციითაც მან გამოუშვა პლედების, ბალიშებისა და მცირე ზომის ხალიჩების პირველი კოლექცია.

დღეისათვის, ადლერის პროდუქცია იყიდება ნიუ-იორკის 30-მდე მაღაზიასა და 1000-მდე სავაჭრო წერტილში. ხოლო, მისი ნამუშევრების დიზაინი მოიცავს როგორც ვაზებს, ურნებსა და დეკორის ცალკეულ ელემენტებს, ისე რბილი ავეჯის კოლექციებსა და განათებას. 

ადლერის საავტორო დიზაინს განეკუთვნება რამდენიმე კომერციული ობიექტისა და საცხოვრებელი რეზიდენციის პროექტიც. 2004 წ. მან გააფორმა სასტუმრო Parker Palm Springs, ყოფილი კურორტი Merv Griffins"s Resort და Givenchy-ის სპა-ცენტრი პალმ სპრინგსში, კალიფორნია. 2016 წ. მან მთლიანად გადააკეთა ერთ-ერთი სასტუმროს დიზაინი და შესასვლელ ზონაში გარეთ განათავსა ბრინჯაოს ბანანის 2 მეტრიანი ქანდაკება. 

იგი ხშირად გამოდის სახლის ინტერიერის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიტყვით, ასევე მუზეუმებში (IDS, IDS West, KBIS და Mint Museum) მიმდინარე ფორუმებსა და სიმპოზიუმებში. ის გახლდათ მიწვეული სტუმარი ამერიკის ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებსა და ტოკ-შოუებში, როგორიცაა: Good Morning America, The Oprah Winfrey Show და სხვა.

მას ეკუთვნის ასევე, ნიუ-ჯერსის ისთ რუთერფორდის რაიონში განლაგებული ცნობილი აკვაპარკის Dreamworks-ლაქშერი ზონებისა და სივრცეების დიზაინი. ასევე სხვა მნიშვნელოვანი საავტორო პროექტები აშშ-ს ტერიტორიაზე. 

მარკო ოჯიანი

Marco Oggian - მარკო ოჯიანი დაიბადა 1990 წ. ვენეციაში და გაიზარდა იტალიაში, თუმცა, ამ ეტაპზე ცხოვრობს ესპანეთში. იგი გახლავთ მრავალპროფილური მხატვარი და დიზაინერი, რომელიც ყოველთვის იყენებს მარტივ ფორმებსა და კონტრასტულ ფერებს სოციალური, კრიტიკული  და სადაო საკითხების გაშუქებისას. შესაბამისად, მის გრაფიკულ ნამუშევრებს ეძღვნება თვალსაჩინო ადგილი ბოლო წლების მნიშვნელოვანი მომენტების გაშუქებისას. მარკო დაკავებულია როგორც ციფრული დიზაინით, ისე ფიზიკური შემოქმედებით და ქმნის თავის ნამუშევრებს მსოფლიოს მრავალი მუზეუმისა და ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა: იტალიური Campari. მას გააჩნია დემოკრატიული ხედვა შემოქმედებაში და მიაჩნია, რომ მისი ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის სოციალური თუ კულტურული სტატუსის მიუხედავად.

ორიანო ფავარეტო

ორიანო ფავარეტო დაიბადა 1956 წელს სილეაში (ტრევიზო). სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში მას საშუალება მიეცა გაცნობოდა ემილიო ვედოვას, გრაფიკული ნიშნების ავტორიტეტულ პედაგოგს. კიდევ ერთ ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცა ენიო ჩიჯოსთან თანამშრომლობა, როგორც სტაჟიორთან და თანაავტორთან. მის მთავარ პროფესიულ წარმატებებს შორისაა იტალიის აკადემიის კონკურსზე „ლუბიანი 1982“-ის ჯილდო, ასევე მხატვრობის სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილება Bevilacqua La Masa Foundation-ში. მან მონაწილეობა მიიღო ბევრ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში, მაგალითად, მილანში "Eventi"-ში Zuccheri-სა და Oira-სთან ერთად, მოგზაურობის ბაზრობაზე "I Fiori della Metafora" პლესისთან და D'orazio-სთან ერთად, მურანოს ნომინაციაში, რომელიც მან მიიღო 1987 წელს და 1992 წელს და შეირჩა ვენეციაში Sacca Fisola ფრესკების კონკურსზე. ასევე მნიშვნელოვანია გამოფენაზე მიღებული "Lampada d'oro". 1993 წელს პარიზში, ისევე როგორც "Prix d'Excellence", რომელიც მას ჟურნალმა Marie Claire-მა გადასცა მისი საყოველთაოდ ცნობილი სანათის "პოლიპოს" წყალობით, რომელიც მალე აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო სანათად. ის თანამშრომლობს რამდენიმე გამორჩეულ კომპანიასთან სამრეწველო დიზაინის სფეროში. ხოლო, მისი ნამუშევრები გამოფენილია მურანოს შუშის მუზეუმში და ინახება რამდენიმე სხვა კერძო კოლექციაში.

პაოლო გრასელი

დაამთავრა ISIA ფლორენციაში. ძირითადად მუშაობს დიზაინისა და ხელოვნების მიმართულებით. მის კლიენტებს შორის არიან: Alessi, Arcade, Bonaldo, BRF, Cellularline, Ditre, Felicerossi, Tonelli, Saba, Play+, Olivetti, Viro, Modoluce, Viabizzuno. 2003 წლიდან მან დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Modoluce-თან, ვისთვისაც შეიმუშავა სანათების რამდენიმე კოლექცია. 2008 წლიდან 2017 წლამდე ის იყო ბიო-ბუხრების მწარმოებელი კომპანია Horus-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2017 წლიდან არის საყოფაცხოვრებო ნაწარმის კომპანია Mopita-ს, ხოლო 2021 წლიდან მინის ნაწარმის კომპანია Galbiati-ს სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები გამოიფინა ფრანკფურტის გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში და ნიუ-იორკში Felissimo-ს დიზაინის სახლში. დაჯილდოვებულია საერთაშორისო GranDesign-ის ჯილდოთი და Nagaoka Technopolis-ის საერთაშორისო დიზაინის კონკურსის ლაურეატის პრემიით. შეირჩა ADI დიზაინის ინდექსში Play+Nidami საწოლის ნომინაციით.

რობინ რიცინი

იტალიელ-ბრიტანელი დიზაინერი დაიბადა გენუაში 1973 წელს. Antonio Citterio-ს მილანის სტუდიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, 2006 წელს მან გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პირველი დიზაინ სტუდია. რამდენიმე წლის შემდეგ კი მან დააარსა Metricaს სახელწოდების მქონე სტუდია მილანში, სადაც იყო პარტნიორი და კურირებდა დიზაინის მიმართულებას.

2019 წელს იგი დაუბრუნდა დამოუკიდებელ დიზაინერულ საქმიანობას. თანამშრომლობდა ავეჯის რამდენიმე კომპანიასთან იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად მუშაობდა პროექტებზე საცხოვრებელი, სასტუმრო და საოფისე სექტორისთვის. მისი ტექნიკა აერთიანებს ტექნო-ინდუსტრიულ სტილს დეკორატიულ მიდგომასთან, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ ბალანსს, რის შედეგადაც იქმნება მნიშვნელოვანი, ფუნქციონალური და უაღრესად ექსპრესიული ობიექტები. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ასევე კითხულობდა ლექციებს დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში (Scuola Politecnica del Design). 2014 წელს მიიღო Compasso d'Oro-ს პრესტიჟული ჯილდო.

ბეატრის სემპერე

Beatriz Sempere დაიბადა ალიკანტეში, ესპანეთი 1975 წელს და სწავლობდა სამრეწველო დიზაინს ვალენსიაში. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ კონკურსში, მიიღო მრავალი პრემია და ჯილდო. იგი ესწრებოდა ფეხსაცმლის დიზაინის კურსებს ტექნიკური განათლების ცენტრში და შემდეგ ქმნიდა დიზაინს მრავალი მსხვილი კომპანიისთვის. თუმცა, მისი ნამდვილი გატაცება იყო სახლი და ცხოვრების კომფორტის შესწავლა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამიტომ, მან თავი მიუძღვნა ისეთი ფორმების შექმნას, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ ინტერიერის არქიტექტურა. 2000 წელს ის საცხოვრებლად გადადის იტალიაში, სადაც აგრძელებს ავეჯის შექმნას, ესპანური ტრადიციების შემოტანას ელეგანტურ, ჰარმონიულ დიზაინში. დღეს იგი თანამშრომლობს დიზაინის სამყაროს ბევრ ცნობილ სახელთან, ასევე რამდენიმე კომპანიასთან, რომლებისთვისაც იგი პროდუქციის სამხატვრო ხელმძღვანელია. ბეატრისისთვის დიზაინი უპირველეს ყოვლისა არის თვითგამოხატვა, ვიზუალური კომუნიკაცია, ესთეტიკური ენა, რომლის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ადამიანი იკავებს ცენტრალურ ადგილს. მისი საბოლოო მიზანია აღფრთოვანების გამოწვევა და ამის გაკეთება ერთმანეთისგან ზედაპირულად განსხვავებული, მაგრამ არსებითად დაკავშირებული და ჰომოგენიზირებული ობიექტების შექმნით ზუსტი, ფუნქციონალური ტექნოლოგიებით. ბეატრისი მიმართავს აუდიტორიის ფართო სპექტრს, ყოველთვის ინარჩუნებს სიცხადისა და სიმარტივის განცდას მის დიზაინში. გულით რომანტიკოსია და სწორედ ეს აძლევს მის პროექტებს სიცოცხლეს.