დიზაინერი წარმოშობით ვენეციიდან, რომელიც ამჟამად აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე, სპეციალიზირებულია სამრეწველო დიზაინში, პროდუქტის დიზაინსა და კონსალტინგში. მისი ორი სტუდია მდებარეობს ვენეციასა (გაიხსნა 2006 წელს) და სტოკჰოლმში (გაიხსნა 2011 წელს). მან მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო თავისი დიზაინისთვის, რომელიც მოიცავს პროდუქციის ფართო სპექტრს, მათ შორის ავეჯი და აქსესუარები, და გაითქვა სახელი არქიტექტურის საგამოფენო დიზაინთან ინტეგრირებით. ბრენდებს შორის, რომლებთანაც იგი თანამშრომლობდა არიან საყოველთაოდ ცნობილი Arflex, Cassina, De La Espada, Foscarini, Hermès, Molteni & C, Tubes და Venini.
Matteo Ragni დაიბადა მილანში 1972 წელს. მან მიიღო არქიტექტურის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მილანის პოლიტექნიკ ინსტიტუტში და 1994 წლიდან დაკავებულია დიზაინით მრავალფეროვან ინდუსტრიულ და ხელოსნურ მიმართულებებში, ფოკუსირებულია დიზაინზე, რომელიც მიზნად ისახავს ფუნქციონალურობის ტიპოლოგიურ ინოვაციებთან შერწყმას. ის მუშაობდა ბევრ კომპანიაში, ხშირად აერთიანებდა თავის დიზაინერულ მუშაობას კრეატიული დირექტორის როლთან, რათა შექმნა იდეალურად სინქრონიზებული კომუნიკაციისა და წარმოების სისტემები. მისმა ურთიერთობამ იტალიელ და საერთაშორისო მწარმოებლებთან საშუალება მისცა მას შეემუშავებინა მოდუს ოპერანდი, რომელიც შეესაბამება თითოეული ცალკეული ბრენდის დნმ-ს და ისტორიას, რწმენით, რომ ეს არის ერთადერთი ეთიკური მიდგომა, რომელიც დიზაინერს შეუძლია გამოიყენოს ნამდვილი ევოლუციისთვის. წლების განმავლობაში მან მიიღო მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის არის ADI Compasso d'Oro (2001, 2014), Wallpaper Design Award (2008), Premio dei Premi (იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯილდო ინოვაციებისთვის - 2012) და Good Design Award (2015, 2021). დიზაინერად მუშაობის გარდა, იგი კითხულობს ლექციებს იტალიურ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში, ასევე არის სამხატვრო ხელმძღვანელი და არქიტექტორი.
Tiziano Carnieletto გახლავთ ავეჯის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერისა და საოჯახო კომპანია Twils Srl-ის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის გარდა, იგი პირადად აკონტროლებს Twils-ის კოლექციიდან მრავალი პროდუქტის შექმნას.
მისი თანდაყოლილი ვნება და ცნობისმოყვარეობა გახდა დიზაინის სამყაროში მის მიერ შეტანილი წვლილის საწინდარი.
თავისი გამჭრიახი თვალით, იგი მუშაობს მრავალრიცხოვან გუნდთან ერთად, რათა ფეხდაფეხ მიჰყვეს გემოვნების ევოლუციას, აჩვენოს თავისი უნარი და მჭიდროთ დააკავშიროს ინოვაციური ტექნოლოგიები კომფორტსა და ესთეტიკასთან თავისი შემოქმედების ყოველ ცალკეულ ქმნილებაში.
ის ზედამხედველობს კომპანიის კვლევით საქმიანობას და თამაშობს მთავარ მაკოორდინირებულ როლს დიზაინერებსა და არქიტექტორებს შორის დიზაინ პროექტების განვითარებასა და ევოლუციონირებაში.
ის განსაკუთრებით კარგად ახერხებს მჭიდროდ კოოპერაციას არტიზანებთან, დურგლებთან და მრავალრიცხოვან ცეხებთან, სადაც ის ცნობილია თავისი გამჭრიახობითა და დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით.
მაღალი კრეატიულობა და ძლიერი საწარმოო პოტენციალის თანამედროვე ხედვასთან შერწყმის უნარი მისი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ.
ინდუსტრიული დიზაინერი ანდრეა ლუკატელო დაიბადა იტალიის ქალაქ ტრევიზოში 1968 წელს. ის ცხოვრობს და მუშაობს Biancade-ში (ტრევიზო). ბავშვობიდან იგი ღრმად იყო დაკავებული სხვადასხვა პროფესიული დისციპლინების შესწავლით, რამაც საშუალება მისცა მას განევითარებინა გამოცდილება, კრეატიულობა და ცოდნა, კერძოდ, სხვადასხვა მასალების დამუშავებაში, განსაკუთრებით ინტერიერისა და საზღვაო დიზაინში.
დღესდღეობით ის თანამშრომლობს მთელ რიგ კომპანიებთან, რომლებიც ძირითადად ეწევიან ინტერიერის დიზაინსა და სახლის ავეჯის წარმოებას, პროდუქტის იმიჯის შექმნას და კვლევებს, დაწყებული პროექტის სტადიიდან მის საბოლოო წარმოებამდე. მისი პროექტები ქმნის ორიგინალურ პროდუქტებს, რომლებიც გამოირჩევა ძლიერი პიროვნებით და მოწინავე დიზაინით.
ჯიორჯიო კატელანი დაიბადა იტალიის ქალაქ ტიენში და არის პრესტიჟული და მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი კომპანიის Cattelan Italia-ს დამფუძნებელი. როგორც დურგლის შვილს, ჯიორჯიოს და მისი შვიდი ძმიდან ხუთს განზრახული ჰქონდათ თავიანთი მომავალის ავეჯის სექტორთან დაკავშირება, ყველა მათგანს გააჩნდა უზარმაზარი ნიჭი, რამაც საშუალებას მისცა მათ შექმნათ შემდგომში უნიკალური და მიმზიდველი დიზაინის პროდუქტები. ჯიორჯიო კატელანი ცნობილია თავისი გრანდიოზული სასადილო მაგიდებით, რომლებიც იყენებენ სათამაშო გეომეტრიას ობიექტების პრაქტიკულ სკულპტურებად გადაქცევისთვის. ის ასევე იყენებს მოძრაობას თავის დიზაინში, რათა მაგიდები გაფართოებული და შესაფერისი იყოს სხვადასხვა ზომის სივრცეებისთვის.
პაოლო კატელანი დაიბადა 1973 წელს იტალიაში. ის არის ვენეციელი, გატაცებული ცხოვრებით და თავისი საქმიანობით. იგი შეუერთდა კომპანიას 1994 წელს იტალიის ბაზრის სამართავად და უკვე სამი წლის თავზე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი უფლებამოსილებანი უცხოური ბაზრის ჩათვლით, სადაც მან მიაღწია გამორჩეულ შედეგებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და აზიაში. საერთაშორისოობა Cattelan Italia-ს დე-ენ-ემის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად პაოლომაც დახვეწა ოჯახის სტრატეგია, გააძლიერა ბიზნეს მოდელი უცხოური ბაზრისთვის. ეს არ იყო მხოლოდ გამჭრიახობა, ეს იყო ბიზნესის წარმოების სურვილი იდეებზე უარის თქმის გარეშე.
წლების განმავლობაში, პაოლოს სამეწარმეო სულისკვეთება ერწყმოდა სურვილს გამოეკვლია და შეეტყო მეტი დიზაინის სხვადასხვა ტენდენციების შესახებ. მისი სამეწარმეო გამოცდილების და საერთაშორისო მოთხოვნის აღქმის წყალობით, პაოლო შეუდგა შემოქმედებით გზას, რომელმაც ინსტინქტურად მიიყვანა იგი სისიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების შექმნამდე, მაგრამ ამავე დროს ინოვაციური ტექნოლოგიებით გამსჭვალული. პაოლო კატელანი ადრენალინით იკვებება; ის სწავლობს სტატისტიკას, მაგრამ შემდეგ აბრუნებს მათ; უყვარს ზღვა, მაგრამ მყარად დგას ხმელეთზე. მისი ყველაზე დიდი გატაცება კი მისი ოჯახია.
კლაუდიო კაპელინი დაიბადა 1971 წელს, მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ სერენოში და თავდაპირველად სწავლობდა ორ სხვადასხვა სამხატვრო სკოლაში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მის შემდგომ პროფესიულ მომზადებაში. სწავლის დასრულების შემდეგ, ხელოვნების სამყაროსადმი მისმა ცნობისმოყვარეობამ აიძულა იგი გამგზავრებოდა სიახლეების საძიებლად: ბავშვობის წლებში მამისგან გადმოცემული ვნება და კეთილშობილი მასალების დამუშავების უნარები, დღეს წარმოადგენს კორნელიო კაპელინის კომპანიის წარმოების ძირითად ფილოსოფიას. კლაუდიოს ოსტატური ხედვა და ნიჭი განსაზღვრავს თითოეული ნაკეთობის უნიკალურობას, რაც მდგომარეობს უამრავი ძვირფასი და დახვეწილი ფინიშინგის შედეგს. მისი შემოქმედებითი მისია, შერწყმული მის მხატვრულ ხედვასთან, საშუალებას აძლევს მას გავლენა მოახდინოს Cornelio Cappellini-ის თითოეულ პროდუქტზე.
ილენია ვისკარდი დაიბადა ბრიანზაში, ხელოსნობისა და ხის დამუშავების გულში და ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა აშკარა ინტერესი დიზაინისა და არქიტექტურის სამყაროს მიმართ.
საოჯახო კომპანიისგან მან მემკვიდრეობით მიიღო ხის დამუშავებისა და ხუროს ტრადიციების ღრმა ცოდნა, ასევე სიყვარული და პატივისცემა ნედლეულისა და მათი გამოყენების მიმართ.
იგი მუშაობს როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ბუქარესტში, ასტანაში, ალმატაში, დუბაიში და ლონდონში, ძვირადღირებულ რეზიდენციებში, კომერციულ შენობებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ შენობებში.
მისთვის ყველაფერი შთაგონების წყაროა; მას მიაჩნია, რომ დეტალები არის ის, რაც აცოცხლებს არქიტექტურას და რაც მას ეკუთვნის.
2011 წლიდან, ფედერიკო პერი გახლავთ მილანში მოქმედი ინტერიერისა და პროდუქციის დიზაინ სტუდია. პროექტები მერყეობს საცალო ვაჭრობის კონცეფციიდან და კომერციული ფართებიდან, კერძო სახლებიდან ავეჯის დიზაინამდე. დიზაინის პროცესი ეფუძნება თანმიმდევრულ ფილოსოფიურ მიდგომას, რომლის მეშვეობითაც სტუდია ქმნის კონცეფციებს, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ ფუნქციასთან და ინდივიდუალურ კონტექსტთან. ავთენტურ მასალებთან მუშაობა, დაძველებული და არტიზანული ისტორიების მოყოლა, არ არის მხოლოდ სილამაზის სტანდარტი, არამედ ნამდვილი დიზაინის ფილოსოფია, რომლითაც სტუდია იწყებს ნებისმიერ პროექტს, იქნება ეს ავეჯი, ინსტალაცია თუ ინტერიერის დიზაინი.