ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
დიზაინერები
კიარა ანდრეატი

კიარა ანდრეტი დაიბადა ვენეციის მახლობლად და გადავიდა მილანში, რათა ესწავლა დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში და შემდგომ დაეცვა სამაგისტრო ხარისხი საყოველთაოდ ცნობილ Domus Academy-ში. 2018 წელს იგი მიიწვიეს Fendi-ს 10 წლის საიუბილეო კოლექციის წარსადგენად Design Miami-ის გამოფენაზე. იგი ამჟამად ქმნის დიზაინს მსხვილი საერთაშორისო დიზაინ კომპანიებისთვის, ხოლო მისი ნამუშევრები ქვეყნდება ისეთ ავტორიტეტულ ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, როგორიცაა Domus, Interior, Surface, Rum, Living, Wallpaper, Elle Decor, Living, Icon, Ddn და ა.შ. 2019 წელს მან მოიგო IF დიზაინერული ჯილდო Gebrüder Thonet Vienna-სთვის შექმნილი იკონური სკამის წყალობით - Loïe.

ფედერიკა ბიასი

ფედერიკა ბიასი დაიბადა 1989 წელს და წარჩინებით დაამთავრა დიზაინის ევროპული ინსტიტუტი 2011 წელს. 2011 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა მილანში მდებარე დიზაინერულ სააგენტოებში. 2014 წელს იგი გადავიდა ამსტერდამში, რათა შეესწავლა სკანდინავიური დიზაინი და განვითარებადი ტენდენციები, რომლის ესთეტიკამ და ფორმალურმა სიმარტივემაც შემდგომში განსაზღვრა მისი თავდაპირველი სტილი. ამჟამად იგი თანამშრომლობს, როგორც კრეატიული კონსულტანტი ისეთ ცნობილ დიზაინ კომპანიებთან, როგორიცაა მაგ. Fratelli Guzzini, ფოკუსირებულია გლობალური ტენდენციების კვლევასა და პროგნოზირებაზე: ფერები, მასალები და დასრულებები, ყურადღებით აანალიზებს თითოეული კომპანიის ნოუ-ჰაუს, რომელთანაც იგი თანამშრომლობს. ის ასევე აწარმოებს კერამიკულ ჭურჭელს, ქსოვილებსა და ავეჯს, მტკიცედ სჯერა ხელნაკეთი პროდუქციის მომავლის. ფედერიკა არის 360°-იანი დიზაინერი, რომლის ფილოსოფიაც ეფუძნება წმინდა ესთეტიკურ მიდგომას: არაფერი არ არის შემთხვევით მიტოვებული, ყველა დეტალს აქვს თავისი ფრთხილი მიზანი, იქნება ეს პროდუქტი თუ მხატვრის ნამუშევარი

მაურიციო მანძონი

მაურიციო მანზონი დაიბადა ნუოროში 1967 წელს, მიიღო არქიტექტურის ხარისხი ფლორენციაში 1994 წელს და 1999 წელს დაინიშნა ფლორენციის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად კურსზე "ტექსტილების დიზაინი, კვლევა და დიაგნოსტიკა" (კოსტუმები და მოდა - დეპარტამენტი. ინდუსტრიული დიზაინი). შემდომ წლებში იგი მუშაობდა Lancia-ს ბრენდთან ერთად პროექტზე სახელწოდებით "Invisible Design", რომელიც მიზნად ისახავდა "Dialogos"-ის სახელწოდების მქონე კონცეპტუალური მანქანის დიზაინის შექმნას. მისი ნამუშევრების სპექტრი მოიცავს: ინტერიერის არქიტექტურას, გრაფიკულ დიზაინს, საგამოფენო სტენდებს, ქსოვილის დიზაინს, ასევე საავტომობილო და მცურავი იახტების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან გლობალურ კომპანიებთან იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა: Alberta, Arketipo, Cantori, Cattelan Italia, Dema, Difer, Enne, Esedra Suites, Fendi Casa, Fiam, Luilor, Kenzo Maison, Ycami, La Falegnami, Lancia, Ligne Roset, MDF. Italia, Mercedes Benz Style, Mohm, Natuzzi Italia, Pedrali, Quintessence by Valdichienti, Roche Bobois, Steiner-Paris, Treca Interiors, Visionnaire Home Philosophy... 2011 წელს მან დააარსა StudioMEMO დიზაინერ პროფესორ რობერტო ტაპინასთან ერთად ფლორენციაში. ორივე დიზაინერმა იპოვა საერთო ენა თანამედროვე ცხოვრების პრობლემების ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზების სურვილში, კვლევაზე დაფუძნებული იტალიური დიზაინის ლოგიკის გამოყენებით. StudioMEMO, დაკომპლექტებული Federico Visani და Federica Francini-ით, ისევე როგორც მთელი პერსონალი, არის ღია კვლევითი პროექტი, რომელიც დამოკიდებულია მუდმივ კვლევასა და ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის თანამშრომლობაზე.

კენეტ კობონპუე

კენეტ კობონპუე - (დაბ. 1968 წლის 16 დეკემბერს) გახლავთ ფილიპინური წარმოშობის ინდუსტრიული დიზაინერი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ნამუშევრებით და დიზაინით მთელს მსოფლიოში. საკუთარ შემოქმედებაში იგი იყენებს ბუნებრივ მასალებს და ინოვაციურ ხელნაკეთ პროცესებს. დიზაინერის კარიერა ნიუ-იორკში სამრეწველო დიზაინის მეცნიერების შესწავლის შემდეგ დაიწყო, რამაც შემდგომში განაპირობა მისი სტაჟირება და სწავლა იტალიასა და გერმანიაში.

Cobonpue იყო ერთგვარი პიონერი დიზაინის, წარმოების და გლობალური დისტრიბუციისა თუ ბრენდინგის ინტეგრაციის კუთხით Cebu-ში, სადაც ის მოღვაწეობდა კუნძულზე განლაგებული თავისი შტაბ-ბინიდან.

მისი ჯილდოები მოიცავს ჰონგ კონგის დიზაინის აზიის ჯილდოს, იაპონური მაღალი დიზაინის ჯილდოს, ინტერიერის დიზაინერთა ამერიკული საზოგადოების პრიზს, საფრანგეთის Coup de Coeur ჯილდოს და წლის პირველი აზიელი დიზაინერის ტიტულს პარიზული Maison et Objet-სგან.

კობონპუეს უნიკალური ნამუშევრები გამოჩნდა ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა Ocean's 13 და CSI Miami, ხოლო, მის მომხმარებლებს შორის არიან ჰოლივუდის ისეთი ცნობილი სახეები და სამეფო ოჯახის წევრები, როგორიცაა ესპანეთის დედოფალი სოფია, იორდანიის დედოფალი რანია და ყოფილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. ჟურნალმა TIME მას "რატანის პირველი დიდი ვირტუოზი" უწოდა.

რონ არადი

რონ არადი - The Iron Man @ronaradstudio "რკინის კაცის" მეტსახელით ცნობილი დიზაინერი დაიბადა ისრაელის ქ. თელავივში. პროფესიული განათლება მიიღო 1971-72 წწ. იერუსალიმის ბეზალელის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში, რომელიც 1974-78 წწ. გააგრძელა ლონდონის არქიტექტ. უმაღლეს სკოლაში. 1981 წ. იგი Caroline Thorman-თან ერთად აფუძნებს One Off სტუდიას. ხოლო, პროფესიულ კარიერას გადის 1989-2008 წწ. Ron Arad Architects-ისა და Ron Arad Associates-ის სახელწოდების კომპანიებში, სადაც მისი პარტნიორები არიან იგივე Caroline Thorman და Asa Bruno.

თავისი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე მას მოპოვებული აქვს გამარჯვება მრავალ საერთაშორისო კონკურსში. იგი ფლობს თელავივის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტულს, რეგულარულად დიდი ტირაჟით გამოიცემა მისი პუბლიკაციები. ხოლო,  საავტორო ნამუშევრები დაცულია უამრავ პრესტიჟულ კოლექციებში. Arad დღემდე ექსპონირების კუთხით, მ.შ. ისეთი ტიტულოვანი მუზეუმების მხრიდან, როგორიცაა MoMA (NYC), V&V (London) და Center Pompidou (Paris) გახლავთ აბსოლუტური რეკორდცმენი.

მისი შემოქმედება მოიცავს მსოფლიოს თითქმის ყველა ავეჯის მწარმოებელი ბრენდისთვის შექმნილ ექსკლუზიურ კოლექციებს, მ.შ. Moroso, ZEUS, Vitra, Cassina, Allesi, Driade, Cappelini, Kartel, Qeeboo, Swarovski, Roca & Magis 

აკილე კასტილიონი
აქილე კასტილიონი - მეტსახელად Cici/ჩიჩი - იტალიური დიზაინის პიონერი და მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გმირი. გამოჩენილი მილანელი მოქანდაკის, ჯანინო კასტილიონის ვაჟი, რომლის შემოქმედებები დღემდე რჩება მსოფლიო დიზაინის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. 
დიზაინერის პოეტიკა მთლიანად დაფუძნებული იყო „ახალ“ ფორმებზე, ტექნიკასა და მასალებზე. მიზანი იყო "ინტეგრალური" დიზაინის პროცესის მიღწევა. მან ასევე შექმნა მრავალი ინსტალაცია, მათ შორის ტრიენალესა და ზანოტას კოლექციის გამოფენისთვის ლინცის 1980 წლის ფორუმის დიზაინში.
თითქმის 60 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში აჩილე კასტილიონმა შექმნა ასზე მეტი ობიექტი, ზოგიერთი მათგანი შედის MoMA-ს მუდმივ კოლექციებში ნიუ-იორკში და სხვა მნიშვნელოვან მუზეუმებში. მან უდავოდ ხელი შეუწყო დიზაინის რევოლუციას და იტალიაში დამზადებული ღირებულებების გავრცელებას. ის მუშაობდა ისეთ პრესტიჟულ ბრენდებში, როგორებიცაა Alessi, Kartell, Flos, Zanotta, De Padova, Poltrona Frau, Siemens, Brionvega და სხვა. 
ფაბიო პრენიო

ფაბიო პრენიო - პრენიოს მფლობელი და მთავარი დიზაინერი:

Pregno მსოფლიოში პროფესიონალიზმის, კრეატიულობის და სტილის სინონიმია. ჩვენი ფასეულობები არის ჩვენი თითოეული პროდუქტის არსში: ერთი რიგითი  ნივთიდან დაწყებული და ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ავეჯით დამთავრებული.

Pregno აწარმოებს ინოვაციურ და მაღალი ღირებულების ავეჯს, რომელიც დამზადებულია უმაღლესი სტანდარტებით, დახვეწილი დიზაინი ღრმად არის ფესვგადგმული იტალიური ოსტატობის ვნებაში და ტრადიციაში, განსაკუთრებული აქცენტით ელეგანტურობასა და მრავალფეროვნებაზე.

ჩვენ ვაქცევთ ხედვით იდეებს მოდურ ავეჯად, რომელიც უძლებს დროის გამოცდას. ჩვენი დიზაინით ჩვენ გადმოვცემთ დახვეწილობას, სიმშვიდეს და ავთენტურ იტალიურ სტილს.


პაულინ ჯუნგლასი

გამორჩეულმა გერმანელმა ინტერიერის დიზაინერმა - პაულინ იუნგლასმა მიიღო პირველადი პროფესიული განათლება რეინ-მაინის უნივერსიტეტის დიზაინისა და სენოგრაფიის ფაკულტეტზე ქ. ვისბადენში, სადაც 2014 წ. დაიცვა დიპლომი. 

2016 წლიდან იგი მოღვაწეობს გერმანული პრემიალური ავეჯის მწარმოებელი Bretz-ის კრეატიულ დიორექტორად.

მისი პროფესიული კრედო მდგომარეობს: "... განსხვავებული ფორმებისა და დიზაინის მუდმივ ძიებაში".

როსინის სტუდია

ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჯერ ვართ ხალხი, ხოლო შემდგომ დივნები, საწოლები და ავეჯი. ზუსტად ამიტომ, ჩვენს ყველა ნამუშევარში აღმოაჩენთ არა მხოლოდ განსაკუთრებულ, მაღალი ხარისხის მასალებს, არამედ უპირველეს ყოვლისა Rosini-ს გუნდის ვნებასა და ერთგულებას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უბიძგებს კომპანიას განვითარებისკენ, აწარმოებს დივნებსა და საწოლებს, რომლებიც შეიცავენ ისეთ დამატებით ღირებულებას. რაც მნიშვნელოვნად სცილდება თავად პროდუქტს.


კომპანია დროთა განმავლობაში იზრდებოდა შემდეგი უცვლელი ღირებულებების ფარგლებში: სარტორიულობა, არტიზანული ტექნიკა, დამზადებულია იტალიაში-ს პოსტულატის პატივისცემა და სრული კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე. 2020 წლიდან მოყოლებული, საწოლების ხელნაკეთი წარმოება გადადის დივნებისა და სავარძლების წარმოებაზე, რათა გააფართოვოს კომფორტის ზონა უფრო მეტ საცხოვრებელ სივრცეზე.