1977 წელს დაბადებული - დაი სუგასავა გახლავთ იაპონელი დიზაინერი, რომელიც 2005 წ. საყოველთაო აღიარების მქონე Christophe Pillet-სთან კოლაბორაციის შედეგად გადასახლდა პარიზში.
2010 წ. პარიზში, იგი აფუძნებს საკუთარი დიზაინერულ-არქიტექტურული მიმართულების სტუდიას და ახორციელებს უამრავ პროექტს მსოფლიო მასშტაბით, სადაც მას ეძლევა იაპონურ კულტურასთან მჭიდრო კავშირში მყოფი თავისი ნამუშევრების მთელი სიმდიდრის გამოვლინების შესაძლებლობა .
ამ ყველაფერს კი ნიჭიერი დიზაინერი აკეთებს თანამედროვე სტილისა და ტექნოლოგიური დიზაინის საოცარი კომბინირების საშუალებით.
იმავე წელს Johny Ives ეპატიჟება მას კომპანია Apple-ის დიზაინერთა გუნდში აშშ-ს ქ. კუპერტინოში.
თუმცა, საბოლოოდ, იგი იღებს გადაწყვეტილებას რომ განავითაროს საკუთარი სააგენტო და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი დიზაინის, ტექნიკური ესტეთიკისა და არქიტექტურის დარგებში.
მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს წარმოადგენს 2015 წ. ქ. პარიზში გახსნილი ელეგანტური გასტრონომიული სტილის რესტორანი Le Clos Y.
ასევე, მის ხელწერას განეკუთვნება 2018 წ. Walter Knoll-ის დიზაინ კოლექციაში გამოსული სკულპტურული მაგიდების Ishino Tables-ის ავტორობა და მრავალი სხვა საინტერესო პროექტი.