Laura Aquili და Ergian Alberg არიან არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებსაც უმუშავიათ ცნობილ ზაჰა ჰადიდთან, OMA-სთან, UNStudio-სთან, ONL-სა და Fuksas-ის დიზაინერულ ბიუროებთან, მანამ სანამ დააფუძნებდნენ საკუთარ შემოქმედებით სტუდიას - Aquilialberg Architects 2006 წ. პირველი კრეატიული პროექტი განახორციელეს საყოველთაოდ ცნობილ Moroso-სთან 2007 წ. იმავე წელს დაეწყეს თანამშრომლობა Christie's-თან, რომლისთვისაც შექმნეს მილანის სათაო ოფისისა და ინსტალაციების დიზაინი. ხოლო, მათი დებიუტი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში შედგა 2010 წელს Neil Barrett-ის AW-2010 შოუსთვის შესაბამისი დიზაინის შექმნით. 2011 წლიდან ჰქონდათ კოლაბორაცია დიზაინერ ფილიპ პლეინთან, ვისთვისაც შექმნეს მსოფლიო მასშტაბით არსებული მონობრენდული მაღაზიებისა და შოურუმების კონცეფცია კონსტრუქციული ნაწილის ჩათვლით. 2019 წ. Hachette-ს საგამომცემლო სახლმა მიუძღვნა მონოგრაფია Aquilialberg Architects-ის სტუდიას თავის რუბრიკაში "არქიტექტურის ოსტატები". მათი პროექტები მაღალ დონეზე შეფასებულია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ.
ანდრეა კასტრინიანო არის ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც თავისი პროფესიული ფილოსოფია პირადი გახადა. ანგლო-საქსონური კულტურის დაუღალავი ექსპორტიორი მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე, იგი 1997 წლიდან აერთიანებს ე.წ. ა-დან ჰ-მდე დიზაინს ყოვლისმომცველი კონსულტაციის სერვისთან. მისი ინტერიერული პროექტები მერყეობს კერძო სექტორიდან საცალო ვაჭრობამდე.
2011 წლიდან იგი გახლავთ გადაცემა Cambio Casa-ს, Cambio Vita-ს მთავარი გმირი და კრეატორი, დოკუმენტური რეალითი შოუ, რომელიც გადის ტელეარხ La5-ზე. ამავდროულად, იგი გახლავთ სამი წიგნის ავტორი, რომლებიც იკვლევენ ინტერიერის დიზაინის სამყაროს და ასევე ინტერიერის დიზაინის პირველი ბლოგის დამფუძნებელი: მულტიმედიური ფანჯარა, რომელიც სურათებისა და ვიდეოების საშუალებით აღწერს მის დიზაინერულ ხედვას სამშენებლო მოედნიდან დაწყებული, რემონტით და საკუთრივ პროდუქციით გაგრძელებული. ის თანამშრომლობს მრავალ კომპანიასთან ინტერიერის დიზაინის სფეროში, უშვებს ექსკლუზიურ კოლექციებს, რომელთა შექმნასა და წარმოებაში გაშვებას იგი პირადად აკონტროლებს.
თბილი, რბილი, ფუნქციური და ამავდროულად დახვეწილი. ეს არის სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ ნიკოლოს ინტერიერის დიზაინის ფილოსოფიას. მისი ინსპირაციის ძირითადი წყარო არის მილანური სტილი, ვინაიდან ეს ქალაქი ემყარება არამხოლოდ იტალიურ ფესვებსა და ბუნებრივ ლანდშაფტს, არამედ ასოცირდება მუდმივ ზრდასთან და იდენტობასთან. სინამდვილეში ნიკოლოს ძალიან უყვარს გეომეტრიული ფორმები, მარტივი კუთხეები და ხაზოვანი კომპოზიციები. მისი ყურადღება კონცენტრირებულია მის ხელთ არსებული მასალების სიმდიდრეზე, რათა მაქსიმალურად განავითაროს თავისი ნამუშევრების ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფავორიტი ფერთა გამა უმთავრესწილად ემყარება ნეიტრალურ ტონებს (ყავისფერი, ბრინჯაო, რუხი, ნატურალური ბუნების ფერები) იგი აშკარად გატაცებულია ე.წ. ton sur ton games-ის კონცეფციით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს გარკვეულ კონტრასტულ აქცენტებს, ერთგვარი coup de théâtre. მისი ნამუშევრები ფართოდ და მაღალ დონეზე წარმოდგენილია დიზაინის სამყაროში, განსაკუთრებით ეს ეხება მრავალი ლაქშერი ტიპის სასტუმროს ინტერიერს, სადაც ყურადღება დეტალებისადმი და ყოველი ცალკეული პროდუქტის ნარატივი იმდენად უნიკალურია, რომ ცალსახად გამოარჩევს მათ დანარჩენი სივრცისგან.
დაიბადა 1960 წელს კრემონაში. 1978 წელს დაასრულა ვიოლინოს დამზადებისა და ხის ხელოსნობის საერთაშორისო პროფესიული ინსტიტუტი. მუშაობს დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, არტისა და გრაფიკის მიმართულებით. 1991 წლიდან არის “Kartell”-ის არტ დირექტორი. მისი პოზიცია მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Flos, De Padova, Foscarini, Moroso, Society (Limonta), Emmemobil.
მან შექმნა დიზაინები კომერციული სივრცეებისთვის, ასევე ოფისებისა და საცხოვრებლების, კერძო მომხმარებლებისა და ავეჯისა და მოდის ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც არის Cassina, Dolce and Gabbana, Dada – Molteni & C.,Barovier & Toso, Piper-Heidsieck, Missoni, Citroen, Hansgrohe, Martini and Rossi, Swarovsky, Veuve Cliquot, Hennessy, Marazzi Group, La Rinascente, Piombo, Ermenegildo Zegna, Renault, Haworth, Emilio Pucci, Zara, Habitat. 2008 წელს კი მილანის მეტროპოლის თეატრში მოეწყო Kartell-ისთვის განკუთვნილი ნათურებისადმი მიძღვნილი გამოფენა.
არქიტექტორმა და დიზაინერმა კარლო დალ ბიანკომ გახსნა თავისი სტუდია ქ. ვიჩენცაში 1993 წელს. იტალიური რენესანსის ეს მნიშვნელოვანი ქალაქი წარმოადგენს ზუსტ სტილისტურ და სასიცოცხლო არჩევანს, რომელიც ხდება ამოსავალი წერტილი მჭიდრო პირადი და პროფესიული ურთიერთობისთვის ანდრეა პალადიოს არქიტექტურასთან. იგი თავიდანვე ეწეოდა ისტორიული და რელიგიური შენობა-ნაგებობების მონუმენტურ რესტავრაციას.
მან ორჯერ მოიგო საერთაშორისო Elle Decoration-ის ჯილდო 2004 და 2006 წლებში. 2016 წლიდან კი მუშაობს Vicenza-ში ბაზირებული მნიშვნელოვანი საიუველირო კომპანიის კორპორატიული იმიჯის აღდგენაზე. მან დააპროექტა და თანამშრომლობს, როგორც კრეატიული კონსულტანტი ახალი მაღაზიის პროექტი Insula delle Rose-სთვის მილანში, რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა ინტერიერის დიზაინისა და აბაზანის ავეჯის სფეროში.
მირკო გროტო დაიბადა ვიჩენცაში 1963 წელს. 1978 წელს იგი შევიდა Valdagno-ს სამხატვრო ლიცეუმში, შემდეგ ცდილობდა ესწავლა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახვითი ხელოვნების აკადემიიდან ვენეციის არქიტექტურის ფაკულტეტამდე, მაგრამ 1985 წელს მან როგორც იქნა იპოვა თავისი გზა და გაიარა ჰიპერრეალისტური ილუსტრაციების კურსი. მიუნხენში იგი იცნობდა ილუსტრატორ რენატო კასაროს, სადაც მას საშუალება მიეცა დასწრებოდა მის შემოქმედებას სტუდიაში. ამ პროცესმა კი გაუზარდა ინტერესი კინემატოგრაფიული ილუსტრაციების მიმართ და დაიწყო თანამშრომლობა ტრევიზოს მუზეუმთან, ცდილობდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ტექნიკით, დაწყებული აეროგრაფიით დამთავრებული აკრილით, მაგრამ მხოლოდ პასტელში შეძლო სწორი ბალანსის პოვნა. იგი ინტერესდება სხვადასხვა მიმართულებით, სცენოგრაფიული ინტერესისა და სატელევიზიო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, გვხვდება თეატრალური თუ კინემატოგრაფიული კოლაბორაციებიც.
დღეისათვის, Marcel Wanders მსოფლიოში მიიჩნევა პროდუქტის და ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდიად, რომელიც ოდესმე დაფუძნებულა შემოქმედებით დედაქალაქად აღიარებულ ამსტერდამში. მას ეკუთვნის 1900-ზე მეტი პროდუქტისა და პროექტის ავტორობა მსოფლიოს მრავალ წერტილში, განხორციელებული როგორც კერძო პირთა, ისე ისეთი ცნობილი ბრენდების დაკვეთით, როგორებიცაა: Alessi, Baccarat, Bisazza, Christofle, Kosé Corporation / Decorté, Flos, KLM, Hyatt Hotels Corporation, LH&E Group, Louis Vuitton, Miramar Group, Morgans Hotel Group და Puma.
Marcel Wanders-ის ხელმძღვანელობით, რომელიც კურირებს კომპანიაში კრეატიულ მიმართულებას, 2014 წლიდან კი უკვე Gabriele Key-ის მხარდაჭერით დიზაინერულმა სტუდიამ განახორციელა წარმატებული და კოლაბორაცია 52 ცნობილ დიზაინერთან და ექსპერტთან. ხოლო, საკუთრივ Marcel-ის 30 წლიანმა კარიერამ დიზაინის სფეროში შესაძლებელი გახადა მისი აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები ისეთი გავლენიანი ხელოვნების მუზეუმების მხრიდან, როგორიცაა: Center Pompidou (France), Cooper-Hewitt National Design Museum, MetrArt (United States), Pinakotheke der Moderne, (Munich, Germany), Stedelijk Museum (Amsterdam, the Netherlands) და Oita Prefectural Art Museum (Japan).
დღეისათვის, იგი ცნობილია დიზაინის სამყაროში, როგორც ყველაზე არაერთფეროვანი და ატიპიური შემოქმედი, რომელმაც დანერგა თავისი დევიზი დიზაინში - ერთგვარი მოტტო: "შექმენით გარემო რომელსაც განაგებს სიყვარული, იცხოვრეთ თქვენი გატაცებით და ყველა ღონე იხმარეთ რომ აიხდინოთ თქვენი ყველაზე ამაღელვებელი სიზმარი სიცხადეში".
ფაბიო ფანტოლინო არის არქიტექტორ-დიზაინერი. მან დააარსა თავისი სტუდია 2001 წელს ტურინში, მეორე კი მილანში 2014 წელს. მისი პროექტები მერყეობს არქიტექტურიდან ინტერიერის დიზაინამდე, საცხოვრებლიდან ცათამბრჯენების სექტორამდე. ბოლო წლებში ის გადავიდა პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც დიზაინერი და არტ-დირექტორი, დაიწყო მრავალრიცხოვანი კოლაბორაციები დიდ კომპანიებთან. მის ყველა პროექტს აქვს ძლიერი ინდივიდუალიზმი, შემოქმედებითი სენსიტიურობის და ესთეტიკის ყოვლისმომცველი კულტურისა და საერთაშორისო დიზაინის სიღრმისეული ცოდნის კვალი. წლების განმავლობაში შესწავლამ მოიტანა ბალანსი, ტენდენციები დიზაინსა და ტექნიკაში, არქიტექტურის ფუნდამენტური ინგრედიენტები, რომლებიც ყოველდღიურად დოზირებული და შერეულია ექსკლუზიური და სამაგალითო შედეგების მისაღწევად.
არქიტექტორი, სცენოგრაფი და დიზაინერი მაურიციო ლაი დაიბადა პადუაში. არქიტექტურული განათლება მიიღოო ვენეციისა და მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. მისი პროფესიული კარიერა ტელევიზიის, გართობისა და მოდის ინდუსტრიების დიზაინიდან იწყება, საიდანაც მალევე გადაიზარდა რეზიდენციულ, კომერციულ და საკონტრაქტო სექტორში, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1998 წელს მან დააფუძნა თავისი დიზაინერული კომპანია - LAI STUDIO, რომელსაც წარმატებით უდგას სათავეში დღემდე. ეს არის მულტიდისციპლინარული სტუდია, რომელიც ანვითარებს მუდმივ სინერგიას არქიტექტურასა და დიზაინს შორის. თანამშრომლობს არაერთ პროფესიონალთან და წარმოადგენს ახალგაზრდა დიზაინერების დიდ ჯგუფს. ბუნებრივი ესთეტიკის აღიარებული თანამედროვე თარჯიმანი - მისი ნამუშევრები ეფუძნება ინსტიქტს და ითარგმნება დახვეწილ ქმნილებებად, რომლებშიც განათება ფუნდამენტურ როლს ასრულებს. მისი სტილი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ თანამედროვე დიზაინის იტალიურ სცენაზე. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებში არქიტექტურასა და დიზაინის შესახებ.