CARLO COLOMBO - დღეისთვის, იგი მოიაზრება იტალიის ყველაზე გავლენიან არქიტექტორთა და დიზაინერთა შორის.
კარიერის ადრეული პერიოდიდანვე, იგი დაკავებულია პროდუქციის შექმნით მსოფლიოს ტოპ 20-ეულში შემავალი ჰაიენდ ბრენდებისთვის. ხოლო, მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება ასობით წარმატებულ კოლაბორაციას ისეთ ცნობილ კომპანიებთან, რომლებიც წლების მანძილზე საერთაშორისო ასპარეზზე ნერგავდნენ Made in Italy-ის ხარისხის მცნებას. მათ შორის არიან: Antonio Lupi, Artemide, Bentley Home, Bugatti Home, Flou, Flexform, Franke, Giorgetti, iGuzzini, Penta, Poliform, Trussardi Casa, Varenna, London Art Wallpaper და სხვა.
გარდა იმისა, რომ კ. კოლომბო დაკავებულია ავეჯის დიზაინით, იგი აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიის განვითარებით და მარკეტინგის შემუშავებით დაკავებულ კომპანიებთან. იგი ინტენსიურად მუშაობს როგორც გრაფიკული პროექტების იმპლემენტაციაზე, ისე კურირებს საერთაშორისო გამოფენების ჩატარებას. კონსულტირებს მათ და კოორდინირებს ზემოხსენებული პროექტების კრეატიულ მიმართულებას. ხოლო, მისი პროფესიული გატაცება დიზაინით რომელიც თავდაპირველად ორიენტირებული იყო მხოლლდ ინტერიერის დიზაინზე პროგრესულად გავრცელდა სამშენებლო ინდუსტრიაზეც როგორც თავად იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2004 წელს ცნობილმა არქიტექტორმა მოიპოვა წლის საუკეთესო დიზაინერის საპატიო სტატუსი. 2009 წ. აბუ დაბიში განხორციელებული მულტიფუნქციური ტიპის წათამბრჯენთა დიზაინის შექმნისთვის მან მოიგო პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, ხოლო 2017 წ. ქ. ლუგანოში მას მიენიჭა იტალიის რაინდის საპატიო ტიტული.
დღეისთვის, კ. კოლომბოს სტუდია დაკავებულია მოცულობითი დიზაინერული პროექტების განხორციელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე სამშენებლო სფეროში.
თავად, ცნობილი დიზაინერი ხელმძღვანელობს ერთ-ერთი ლაქშერი ტიპის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის კრეატიულ მიმართულებას.